არსად შევხვედრივართ ასეთ გულწრფელ სიყვარულს, ასეთ მხურვალე გულმოწყალებას
არსად შევხვედრივართ ასეთ გულწრფელ სიყვარულს, ასეთ მხურვალე გულმოწყალებას
რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 20. მონაზონი და მოწამე აპოლონი. მამები გვიყვებოდნენ, რომ მათთან დევნის ჟამს ცხოვრობდა ერთი მონაზონი, სახელად აპოლონი, თავისი ღირსეული ქცევის წყალობით ის დიაკვნის ხარისხში აიყვანეს. დევნის დროს დაუღალავი მოშურნეობით მიმოივლიდა ძმებს და ყველას სხვადასხვანაირად არწმუნებდა, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე, ვიდრე მოწამეობამდე. ბოლოს, თვითონვე დაატუსაღეს. წარმართები დასცინოდნენ და უწმინდური, ღვთისმგმობი სიტყვებით ლანძღავდნენ.

მათ შორის იყო ერთი სახელგანთქმული ფლეიტისტი ფილიმონი (წმინდა მოწამეებს - აპოლონს და ფილიმონს იხსენიებენ 6 ივლისს და 14 დეკემბერს, - კ.კ.). ის აპოლონს ლანძღავდა, უწოდებდა უწმინდურს, ბოროტმოქმედს და ცრუს, სიძულვილის გარდა არაფერს იმსახურებო... აპოლონმა მაძაგებელს მიუგო: - შვილო, დაე, შეგიწყალოს შენ უფალმა, დაე, ცოდვად არ შეგერაცხოს შენი საქციელიო. ეს სიტყვები ზებუნებრივი ძალით შეიჭრა ფილიმონის სულში, შეძრა და მოულოდნელად თავი ქრისტიანად გამოაცხადა. საპყრობილიდან პირდაპირ სამსჯავროზე მიიყვანეს და მან მოსამართლეს სახალხოდ უთხრა: "ამას რას სჩადი, უსამართლო და უსჯულო მოსამართლევ? შენ დასაჯე ღვთისმოშიში და ღვთის მოყვარული ადამიანები! ქრისტიანები ცუდს არაფერს აკეთებენ, არც სიტყვით და არც საქმით!"

მსაჯული იცნობდა ფილიმონს და ეგონა, ხუმრობსო. მაგრამ როცა დაინახა, ფილიმონი რწმენაში მტკიცე იყო და მას მართლაც ლანძღავდა, იყვირა:

- ეს რა სიგიჟე გჭირს, ფილიმონ, შეიშალე?!

- მე კი არ ვარ შეშლილი, არამედ შენ, უსჯულო და უგუნურო მსაჯულო, უწმინდურო მკვლელო მრავალ მართალთა. მე თვითონ ქრისტიანი ვარ და არავინ არის ქვეყანაზე მათი მჯობნი.

მსაჯულმა სახალხოდ ალერსით სცადა ფილიმონის სათავისოდ მიბრუნება, მაგრამ რახან მიხვდა, აზრის შეცვლას არ აპირებდა, მრავალი სატანჯველი შეამთხვია. ასევე შეიტყო, რომ ფილიმონის ცვლილება აპოლონის სიტყვის ბრალი იყო. ახლა აპოლონს მისდგა, მაცდუნებლობა დასწამა და აწამა.

- ჰოი, მსაჯულო, - წამოიძახა აპოლონმა, - ნეტავი, შენ და ყველა აქ მყოფთ გესმინათ ჩემი სიტყვები და მიჰყოლოდით მას, რასაც თქვენ საცთურსა და სიცრუეს ეძახით!

განრისხებულმა მსაჯულმა აპოლონის და ფილიმონის ცოცხლად დაწვა ბრძანა. შუა ცეცხლში მდგარმა აპოლონმა ყველას გასაგონად მიმართა უფალს:

- ნუ მისცემ მხეცთა სულთა, რომელმან აღგიაროს შენ (ფს. 73,17); მიჩვენე, ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი (ფს. 84,8).

ამ სიტყვების წარმოთქმის მერე ცვარმცვრეველი ღრუბელი დაადგა ორივე კაცს და ჩააქრო კოცონის ალნი. მსაჯულს და ხალხს განცვიფრებით აღმოხდათ: დიდია ღმერთი ქრისტიანეთა, იგია მხოლოდ ჭეშმარიტი და უკვდავი ღმერთი!

ყველაფერი ეს მოახსენეს ალექსანდრიის პრეფექტს. ის საშინლად გაცოფდა, გაბოროტებულმა შეკრიბა ყველაზე სასტიკი და სისხლმოწყურებული მხეცები და გაგზავნა შესაპყრობად მსაჯულისა, რომელმაც ღვთაებრივი ნიშები ირწმუნა და იმათი, ვის გამოც ღმერთმა ეს ნიშები გამოაჩინა. ბრძანა, ყველანი ბორკილდადებულები ალექსანდრიაში ჩამომიყვანეთო.

უძვირფასესი მადლმოსილი ნიჭი სიტყვათა თქმისა გადმოვიდა აპოლონზე და მან სარწმუნოებაში დამოძღვრა დაუწყო დამტუსაღებლებს. მათაც ირწმუნეს და ალექსანდრიაში მისვლისას ტუსაღებივით თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს... განრისხებულმა პრეფექტმა ბრძანა, ყველა ზღვაში ჩაახრჩეთო.

წმინდა მოწამეებისთვის ეს სიკვდილი კი არა, წმინდა ნათლისღება იყო... მათი ცხედრები, უეჭველად ღვთის განგებულებით, ზღვის ტალღებმა უვნებლად გამორიყა ნაპირზე. ყველანი ერთ დიდ საფლავში დაკრძალეს. საკვირველი ნიშ-სასწაულები აღესრულება მათ განსასვენებელთან, ისინი ყველას ლოცვას შეისმენენ და აღუსრულებენ სათხოვარს მავედრებლებს. უფალმა ღირსგვყო, ვყოფილიყავით იქ და კეთილინება ჩვენი ლოცვის ასრულება.

თავი 21. ნიტრიელი მოგზაურები. ნიტრიის მთა ალექსანდრიიდან 40 მილითაა დაშორებული. მახლობელ სოფელში გვარჯილას მოიპოვებენ. ჭეშმარიტად ღვთის განგებულებით, ამ ადგილას აღიხოცება და განიბანება კაცთა ცოდვები. სოფელში 50-მდე ქოხი დგას. მისი ბინადარნი განუყოფლად შეერთებულნი არიან სულით, რწმენით და სიყვარულით. მთელ ძმობას ერთი წინამძღვარი მეთაურობს.

ნიტრიაში მისვლის უმალ შეგვამჩნიეს მწირი სტუმრები, სკებიდან ფუტკრის გუნდივით გამოეფინნენ, გახარებულნი მორბოდნენ ჩვენსკენ. ბევრს თან კოკით წყალი და პური მოჰქონდა. მათზე ვერ იტყოდი წინასწარმეტყველის სიტყვებს: ისრაელის ძეთა შესახვედრად არ გახვედი პურითა და ღვინით. მერე ეკლესიაში წაგვიყვანეს, დაგვბანეს ფერხნი და თითოეულმა თავისი პირსახოცით შეგვწმინდა. იფიქრებდი, მოგზაურთა ღვაწლის ამგვარი შემსუბუქებით ისინი თითქოს დაფარულად აშორებდნენ ადამიანებს მწუხარებას...

განა შეიძლება სიტყვებით გამოხატო მათი გულთბილობა, თავაზიანობა, სიყვარული, აღწერო, თუ როგორ ცდილობდნენ, თავიანთ კელიებში წავეყვანეთ, როგორ ისწრაფოდნენ სტუმართმოყვარეობის ვალის აღსრულებას, როგორი ხალისით გვესაუბრებოდნენ თავმდაბლობაზე, რომლითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ, სიმშვიდესა და სხვა სრულყოფილ სათნოებებზე? თითქოს ისინი მხოლოდ იმისთვის განეშორნენ სოფელს, რომ აქ ყველას ერთად ემოღვაწა ღვთაებრივი მადლის სხვადასხვანაირი მოქმედებით. არსად შევხვედრივართ ასეთ გულწრფელ სიყვარულს, ასეთ მხურვალე გულმოწყალებას, ასეთ სწრაფვას სტუმართმოყვარეობისადმი. არსად გვინახავს ასეთი სიყვარული წმინდა წერილის შესწავლისა, ღვთისმეტყველებისა და სულიერი სიბრძნის შეძენისა, თავს ღვთაებრივი სიბრძნის ორატორთა შორის ვგრძნობდი.

თავი 22. ადგილი, რომელსაც "კელიებს" ეძახდნენ. ნიტრიის მთის იქით, 10 მილის დაშორებით, შორ უდაბნოში უამრავი კელია დგას, მას "კელიებს" ეძახიან. აქ განმარტოვდებიან ისინი, ვინც მოემზადნენ ნიტრიაში უფრო მყუდრო ცხოვრებისთვის. უდაბნო იმდენად ვრცელია, რომ კელიების მკვიდრთ ერთმანეთის დანახვა და ხმის გაგონება არ შეუძლიათ.

განდეგილები მარტოდმარტო ცხოვრობენ კელიებში, ღრმა მყუდროებაში, დაურღვეველ სიჩუმეში. მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიან ერთად ტაძარში და მაშინ ხედავენ ერთმანეთს. თუ ვინმე არ გამოჩნდება კრებულში, ხვდებიან, რომ რაიმე სნეულებამ დააბრკოლა და რიგრიგობით, სხვადასხვა დროს მიდიან სნეულთან სანუგეშებლად. რაიმე საბაბით არავინ ცდილობს მოყვასის მყუდროების დარღვევას - მხოლოდ ის, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს დამოძღვრისა, შევა რომელიმესთან და თავისი ენატკბილი სიტყვით ანუგეშებს... ბევრ მათგანს ეკლესიაში მოსასვლელად 3-4 მილის გავლა სჭირდება. მაგრამ მათი ერთმანეთისადმი სიყვარული ისე ძლიერია, ისე ღრმაა ურთიერთკეთილგანწყობა, რომ სამაგალითოა და განაცვიფრებს ყველას. ამიტომ მათთან ცხოვრების მოსურნეს თითოეული თავის კელიას სთავაზობს საცხოვრებლად.

თავი 23. ამონი. კელიებში ვნახეთ მხცოვანი ამბა ამონიც. ამ კაცს ღმერთმა სრულად გადმოაღვარა სულიერი ნიჭნი. მისი მსგავსი სიყვარულის ნიჭი არავის უნახავს. თუ მიხედავ მის სიმდაბლეს, იფიქრებ, რომ ესაა მასში უმთავრესი სათნოება. მოთმინება, სიმშვიდე, შემწყნარებლობა - თითოეულ ამ სათნოებაში ის იმდენად წარემატა, რომ გიკვირს, - ნეტავ რა სათნოება აკლიაო... უფალმა ისე უხვად უბოძა მას სულიერი სიბრძნისა და ჭვრეტის ნიჭი, რომ ფიქრით მამათა შორის არავის მასზე ღრმად არ შეუღწევია ღვთაებრივ საიდუმლოთა ჭვრეტის საყდარში. მასთან იყო ორი ძმა: ევსევი და ექვთიმე. უფროსი დიოსკურე კი გამოიხმეს ეპისკოპოსის კათედრაზე ასაყვანად. ეს ბერები იყვნენ არა მარტო ხორციელად ძმანი, არამედ თავიანთი ცხოვრებით, კანონებით, სულიერი სრულყოფილების სისავსითაც ღვიძლნი. მშობლებივით ზრუნავდნენ მათთან მცხოვრებ მამებზე, აჰყავდათ ისინი სულიერი სრულყოფილების სიმაღლეზე.

ღვთის კაცი ამონი თავისსავე მონასტერში ვიხილეთ. მონასტერს გარს გალავანი არტყია. იმ ადგილას იოლია გამომწვარი აგურით დიდი შენობის აგება. სავანეს ყველაფერი აუცილებელი აქვს. მან თვითონვე ამოთხარა ჭა. ერთხელ ცხონების მაძიებელი ძმა ესტუმრა და ჰკითხა, საცხოვრებლად ცარიელი კელია ხომ არ მოგვეპოვებაო. მოგიძებნი, მანამდე კი შენ აქ იცხოვრეო...

ყველაფერი, მონასტერთან ერთად, ამ ძმას დაუტოვა, თვითონ კი მოშორებით იპოვა კელია და იქ დასახლდა.

ამის მერე, როცა მასთან ცხონების მაძიებელი ძმები მოვიდოდნენ, შეკრებდა ყველას და ერთ დღეში მათი გულმოდგინე დახმარებით მონასტერს ააშენებდა. თუ ერთი-ორი კაცი ესტუმრებოდა, ეკლესიაში მოსასვენებლად მიიწვევდა და სანამ ისინი იქ იყვნენ, ძმები ჩქარობდნენ, თავ-თავიანთი კელიებიდან რამე მოეტანათ ახალი კელიის ასაშენებლად. ახალ კელიას აუცილებელი ნივთებით ამარაგებდნენ. არავინ იცოდა, ვინ და რა შემოსწირა. საღამოს კი ახალმოსულები გამზადებულ კელიებში შედიოდნენ.

თავი 24.
იქ მცხოვრებ მამათაგან ვნახეთ ღვთისმოშიში კაცი დიდიმე (ეს არ არის სახელგანთქმული ბრმა დიდიმე). გარდამეტებული ღვთის მადლი სახეზე ეწერა. იმ ცხელ ადგილებში მრავლად იყო მორიელი და შხამიანი გველი, ის მათ თრგუნავდა და ფეხით თელავდა, როგორც მატლებს.

თავი 25. ქრონია. ვნახეთ იქ ერთი მამა, ქრონია. ჭეშმარიტად კეთილი სიბერე და სრულყოფილი ასაკი ჰქონდა: ას ათი წლისა გახლდათ! ის ნეტარი ანტონის მოწაფეთაგანი იყო. მრავალი სათნოებით იყო გამშვენებული, მაგრამ მისმა თავმდაბლობის უზომო მადლმა განგვაცვიფრა...

თავი 26. ორიგენე.
ორიგენე ნეტარი ანტონის მოწაფე იყო. კაცი მრავალმხრივ საკვირველი, უმაღლესი სულიერი სიბრძნის პატრონი... მისი მონათხრობი, თავისი უდიდესი მასწავლებლის სულიერ სრულყოფილებაზე, ღრმად დამმოძღვრავი იყო ყველასთვის. მის სიტყვას ათბობდა წრფელი ცეცხლი აღფრთოვანებისა. მისი მონათხრობი თვალწინ გვიცოცხლდებოდა.

თავი 27. ევაგრე. ბრძენკაცი ევაგრე ორიგენეზე არანაკლებ საკვირველი იყო. იგი, სხვა მრავალ მადლმოსილ ნიჭთან ერთად, ფლობდა საკვირველ ნიჭს სულთა გარჩევისა და გულისთქმების გამოსწორებისა. არავინ, ძმათაგან, არ ამაღლებულა ასეთ სიმაღლეზე უფაქიზესი სულიერი საგნებისა და ურთიერთობების განსჯის საქმეში. მან ეს ნიჭი შეიძინა საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან და, რაც მთავარია, ყველაფერი ღვთის მადლის შეწევნით მოიპოვა, არანაკლებ დაეხმარა ნეტარი მაკარის მოწაფეობაც. ცნობილია, როგორ განდიდდა წმინდა მაკარი მადლმოსილი ნიჭებით, ნიშ-სასწაულებით და სულიერი სრულყოფილებით.

თვითონ კი გამოირჩეოდა თითქმის დაუჯერებელი დათმენით, ევაგრე ძმებს ურჩევდა, ხორცის დამორჩილებისთვის ეღვაწათ, უკუეგდოთ დემონისგან მოვლენილი ხორციელი ოცნებები და თავი შეეკავებინათ წყლის ზედმეტად გამოყენებისაგან:

- თუ სხეული გარდამეტებულად აღივსება წყლით, ის წარმოშობს მეტ ოცნებას, მაცდუნებელ გულისთქმებს და ამგვარად ბოროტ სულებს ფართო შესასვლელს გაუხსნის.

მრავალი სხვა ღრმაშინაარსიანი დამოძღვრა მოვისმინეთ მისგან დათმენაზე. თვითონ ძალზე ცოტა წყალს სვამდა და ორიოდ ლუკმა პურს ჭამდა. მასთან მცხოვრები ძმებიც მხოლოდ მარილსა და პურს იღებდნენ და ძნელი იყო მოძებნა მათ შორის ვინმესი, ვინც ზეთს მიიღებდა. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ წვებოდა დასაძინებლად და მჯდომი ისვენებდა, თითქოსდა განუწყვეტლივ ღმერთზე ფიქრში ჩაფლული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat