თავშეკავება გადაწყვიტე? გულისთქმათა შემოტევას არ უნდა აჰყვე
თავშეკავება გადაწყვიტე? გულისთქმათა შემოტევას არ უნდა აჰყვე
ამ ალაგებიდან ეფინებოდა ქართველობას ღვთის მადლი და კურთხევა
ღირსი პახუმი დიდი მაკარი დიდთან და ექვთიმე დიდთან ერთად ითვლება მეუდაბნოეობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. წმინდა პახუმი კეთილი ზნით, გონიერებითა და უბიწოებით გამოირჩეოდა. 20 წლისა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღვთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს, პალამონს მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე ბერი.

უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმს სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან ზეციურმა ხმამ ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. პახუმმა ეს ამბავი ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმინდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის აღსრულების შემდეგ წმინდა პახუმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსანის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მისი უფროსი ძმა იოანე დასახლდა.

ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი მორჩილებით უნდა შეესრულებინათ საქმე. მორჩილებათა შორის იყო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა.

ერთხელ თავისი და, მარიამი ესტუმრა. მკაცრმა მოღვაწემ დას მეკარის პირით მონაზვნობის კურთხევა მისცა. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.

ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000-ს მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა.

საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ.

განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ავადმყოფ ბერებს, ამხნევებდა მათ, მოუწოდებდა, მადლობა შეეწირათ უფლისათვის და მინდობოდნენ მის წმინდა ნებას; დავრდომილებს მარხვას უმსუბუქებდა, თუ ეს საჭირო იყო მათი გამოჯანმრთელებისათვის.

სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმინდა მამას მამაშვილური სიყვარულით უვლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე ღირსი თეოდორე.

წმინდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.

***
მონასტერში მსახურებას საფუძვლად უდევს მორჩილება. მორჩილება იგულისხმება ყველაფერში. ჩაცმა, კვება, წამლის მიღება და ყოველი მოქმედება უნდა ხდებოდეს საკუთარი ნების გაუთვალისწინებლად, მოძღვრის კურთხევით.

წმინდა მამათა გადმოცემით, ურჩი ვერ მოერევა ვერც მრისხანებას, ვერც გაბრაზებას, არ ექნება სიმშვიდე, ჭეშმარიტი სიმდაბლე, სიყვარული, ვერ იქნება ერთობაში დებთან და ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს მონასტრის ცხოვრებაზე. წინამძღვარს ევალება, გაარკვიოს ყოველი წევრის მორჩილების ხარისხი - ჭეშმარიტია, მოჩვენებითი თუ ოცნებით (ხიბლით) ხდება იგი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მონასტრეში ცხოვრებისას ყოველი ადამიანი იერარქიულ საფეხურებს გადის. ჯერ ხდება მორჩილი, შემდეგ სამონაზვნე, მონაზონი, სქემმონაზონი.

როცა მონასტრის წევრები ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვაში ვარდებიან, აღიარებენ მოძღვართან და წინამძღვართან. მაგალითად, როდესაც მონასტრის წევრს უფუჭდება რაიმე ნივთი, აღსარების გარდა, ეს უნდა უთხრას წინამძღვარს, არ უნდა წარიკვეთოს სასო და მეტი გულმოდგინებით გააგრძელოს მორჩილება, რაც შესძენს სიმშვიდეს, სიმდაბლეს, სიყვარულს. უპირველესი მორჩილება მონასტრისთვის ლოცვაა. ტრაპეზი მონასტერში ლოცვის გაგრძელებაა.

ტიბიკონის მიხედვით, მონასტრის წევრს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ნივთი. მონასტრის წევრებს ეკრძალებათ საკუთარი ფულის ქონა. თუ აქვთ, უნდა ჩააბარონ იკონომოსს ან აღნიშნონ, რისთვის სჭირდებათ და მხოლოდ კურთხევის შემდეგ გამოიყენონ. მაშინ, როცა უპირატესი აძლევს შენიშვნას ან სასჯელს მონასტრის წევრს, რომელიც ვარდება უსასოობასა და მწუხარებაში, თვითონვე უნდა მოახერხოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამ დროს აკრძალულია დებს შორის თავისუფალი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვება კადნიერება. ეს კი არის ყოველი ბოროტების სათავე, რომელიც იწვევს ათასგვარ ვნებას და ცოდვას, გაორებულ ცხოვრებას, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება მონასტრიდან გაიყვანოს ადამიანი.

როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას ირჩევს, დასაწყისშივე ძირფესვიანად უნდა გააანალიზოს, როგორ ცხოვრებას უძღვნის თავს, რა თვისებების მოკვეთა მოუწევს და რა უნდა იყოს მისი ცხოვრების მეგზური. ხორციელ და-ძმებთან ურთიერთობას სულიერ დებთან და ძმებთან ურთიერთობა ენაცვლება. მისი ოჯახის წევრები ხდებიან მონასტრის წევრები - ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები, სიხარულის და სინანულის ცრემლის გულშემატკივრები. ყველა ერთურთისთვის ზრუნავს და ემსახურება უფალს, რომელიც თითოეული მონანულის სულის ცხონებაზე ზრუნავს.

სულიერი განაწესის დაცვა
ბერი იოსებ ვათოპედელის წიგნში "მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი" ვკითხულობთ, რომ სულიერი წინსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულიერი განაწესის დაცვას. ამას ღირსი ბერი იოსები დაჟინებით ითხოვდა და თავის შეგონებებში ყოველთვის აღნიშნავდა: "მადლი ღვთის კეთილი ნებით ეძლევა მას, ვინც განაწესს ზუსტად მისდევს, რადგან ასეთი გულმოდგინების წყალობით საქმით აღმსარებლობას აღწევს. უფალმა მოვალეობის შესრულების აღმსარებლობითი (იგულისხმება არა აღსარება-სინანული, არამედ აღმსარებლობა, როგორც ერთგულება, მოწამეობა) მაგალითი პაქტიკულად გვიჩვენა: მან გულისწყრომით განაგდო ეშმაკი, რომელიც მაცხოვარს უბიძგებდა, ეღალატა სინდისისათვის და დაევიწყებინა თავისი ვალი: "წარვედ ჩემგან, სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის-ვსცემ და მას მხოლოსა ვმსახურებ და ვემორჩილები". როცა ვუპირისპირდებით და ვეწინააღმდეგებით მათ, ვინც მოვალეობის უგულებელყოფისკენ გვიბიძგებს, ვიცავთ საკუთარ განაწესს და მადლს ვარწმუნებთ იმაში, რომ სიტყუათათვის ბაგეთა მისთათა დავიცავთ გზათა ფიცხელთა.

თავშეკავება გადაწყვიტე? გულისთქმათა შემოტევას არ უნდა აჰყვე. ცხადია, ბუნებაც და ეშმაკიც ამის დასარღვევად სხვადასხვა მიზეზს მოძებნიან, მაგრამ ჩვენ "სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭვთ", არ ვემონებით გრძნობებს, რომლებიც ხშირად ტკივილის ან სნეულების სახით გვევლინებიან, რათა დაგვირღვიონ განაწესი. მაგრამ მითხარით, ძმებო, განა მარტვილნი არ გრძნობდნენ ტკივილს, როდესაც მდევნელები გვემდნენ მათ?! მაშ, გაუსაძლის სალმობათა გამო უნდა უკან დაეხიათ ან უარეყოთ ქრისტე?! ამ შედარებას შეუძლია, შეგვაკავოს, რათა არ დავუშვათ სულიერი განაწესის ნებისმიერი უგუნური ცვლილება. მკაცრი ცხოვრებითა და განაწესის განუხრელი დაცვით ცნობილმა ჩვენი დროის ერთ-ერთმა მოღვაწემ ერთხელ ნაადრევად იგრძნო შიმშილი, მაგრამ, როგორც მჭვრეტელმა ადამიანმა, ამაში მყის სატანური ხრიკი შეიცნო და გადაწყვიტა, მთელი დღე ლუკმა არ ჩაედო პირში. მაშინ ეშმაკი ერთ-ერთ ადამიანს გამოეცხადა და გამწარებულმა უთხრა: - რა არამზადაა! ვაცდუნებდი, დადგენილ დროზე ადრე ეჭამა, ის კი გაჯიუტდა და მთელი დღე პირი არაფერს დააკარაო!.. ხედავთ, როგორ იბრძვიან მოღვაწენი, უფრო სწორად, აღმსარებელნი!

განა უფალიც ასე არ მოიქცა, როდესაც ნათლისღების შემდეგ უდაბნოში განმარტოვდა და საცდურთან ბრძოლის ხელოვნება - ჭეშმარიტი აღმსარებლობა გვაჩვენა?!

- თუ გშია, - ეუბნებოდა ეშმაკი, - რატომ ეწინააღმდეგები სიცოცხლის ბუნებრივ კანონებს? შენ ღმერთი ხარ, - უბრძანე ქვას, პურად იქცეს და უაზროდ აღარ დაიტანჯები, ბუნება ხომ თავისას ითხოვს.

უფალმა მატყუარას საკადრისი პასუხი გასცა, რითაც აჩვენა აღმსარებლობითი ცხოვრება, რომელიც ჩვენს ბუნებრივ შესაძლებლობებზე აღმატებულია: - "არა პურითა ხოლო ცხოვნდეს კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა".

ადამიანი - უფლის ხატად და მსგავსად შექმნილი უდიდესი საღმრთო ქმნილება - დამოკიდებულია არა სიკვდილისა და ხრწნის კანონებზე, რაც მისი თავდაპირველი ბუნების საწინააღმდეგოა, არამედ შემოქმედის მამობრივ განგებულებაზე. ამიტომ ბერი იოსები მოითხოვდა, მტკიცენი ვყოფილიყავით განაწესის დაცვაში, რათა ყოველივე სასარგებლოსა და გონიერის ხელმყოფელ უწესრიგობას ადგილი არ ჰქონოდა ჩვენს ცხოვრებაში. ერთხელ ჩვენმა ბერმა იოსებმა თავისი ძმობის ორი წევრი ყურძნის საკრეფად გააგზავნა. ვენახის მეპატრონე ბერი მამა ეფრემს უამბობდა: - ხედავთ, მამა ეფრემ, როგორი მონაზვნები ჰყავს ბერ იოსებს! მთელ დღეს კრეფდნენ ყურძნის მტევნებს და ერთი მარცვალიც არ ჩაუდიათ პირში. მე ვეუბნებოდი: - მიირთვით, მამებო, კურთხევა გაქვთ-მეთქი. ისინი კი მპასუხობდნენ: - შეგვინდე, მამაო, ახლა ჭამის დრო არ არისო.

ერთხელ მამა ეფრემის კალივარიდან წამოსვლა დავაპირე და დავემშვიდობე. მთხოვა, წერილი გამეგზავნა და კონვერტზე მისამართის წერა დაიწყო. მაგრამ მელანი კალამში გამოელია და მე ჩემი ვათხოვე. როცა მისამართის წერა დაასრულა, მითხრა, კალამი მომეწონა, ძალიან კარგად წერსო. ვთხოვე, დაიტოვეთ-მეთქი. უარი მითხრა და ასეთივე კალმის ყიდვა დამავალა. დავპირდი. დავემშვიდობე და სკიტში წავედი, სადაც იმხანად ვცხოვრობდი. ღამით, თითქმის შუაღამისას, როდესაც კელიის ეზოში ვლოცულობდით, კაკუნი მომესმა. მივედი, ჭიშკარი გავაღე. ჩემდა გასაოცრად, მამა ეფრემი დავინახე. დაბეჯითებით მთხოვა: - იოსებ, გეთაყვა, ნუ დააბარებ ჩემთვის კალამს, რომელზეც ვისაუბრეთ, რადგან ჩემი ბერისაგან სათანადო კურთხევა არ ამიღიაო და მაშინვე გაბრუნდა. მაგრამ მიზეზი კურთხევის უქონლობა როდი იყო, მისი ბერი ისე მძიმედ იყო ავად, რომ არაფერი ესმოდა. ნამდვილი მიზეზი გახლდათ თვითმაამებლობის უარყოფა იმაში, რაც სურდა. ამიტომ დაადგა შუაღამისას გზას ჩემს სამყოფელამდე, რასაც დაახლოებით სამი საათი მოანდომა".

***
საქართველოში მონასტრული ცხოვრების დაარსება 13 ასურელ მამას უკავშირდება. ცნობილია, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში VI საუკუნეში მოვიდნენ, იმ დროს, როცა ქართულ ეკლესიას თავს მონოფიზიტობის საშიშროება დაატყდა. ისინი უფალმა გამოარჩია. მათ წინ თვით მეფე ფარსმანი და კათალიკოსი ევლოგი მიჰგებებიან. მატიანეში წერია, რომ კაბადოკიელმა მამებმა მეფეს, კათალიკოსსა და ერს ქართულად დაუწყეს ლაპარაკი. წმინდა მამებმა სულიერი ღვაწლი ზედაზენზე დაიწყეს, სადაც წმინდა იოანე ზედაზნელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეგზავნა. ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება საქართველოში, დაარსდა დიდებული მონასტრები - შიომღვიმე, დავითგარეჯი და მრავალი სხვა.

ასურელი მამების საღვთო ხმის საქართველოში დაქუხებასაც წინ უსწრო ნათელმოსილმა წმინდა ანგელოზმა, რომელიც მცხეთაში მყოფ ქართველთა კათალიკოსს მოევლინა უწყებად, თუ ვინ იყვნენ საქართველოში მომავალი ასურელი მამები და რა ძვირფასი საუნჯე მოჰქონდათ მათ საქართველოსთვის.

მამობრივად შეტკბობილნი კათალიკოსისაგან, ღვთისაგან მოვლინებული სტუმრები გაეშურნენ თაყვანისსაცემად მირონ-მადინებელი სვეტი-ცხოველისა და, თანახმად კათალიკოსის თხოვნისა, მცხეთაშივე დაისადგურეს.

მცხეთა იმ დროს სატახტო ქალაქი იყო ქართველებისა, იქ ისხდნენ ქართველი მეფეები, იქ გროვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის წარჩინებულნი. მცხეთიდან დაიწყეს პირველად მოქმედება ასურელმა მამებმა, იქ გააცნეს თავდაპირველად თავიანთი თავი ქართველობას.

ლმობიერებით აღვსილმა მოძღვრებამ, რომელიც დაუწყვეტელ წყაროსავით მოჩქეფდა მამათა ბაგეთაგან და მათმა წმინდა ცხოვრებამ ანგელოზთა შარავანდით შემოსა მათი სახე ქართველების წარმოდგენაში. როგორც მცხეთიდან, ისე მისი მიდამოებიდან ყოველდღე მოჰყავდათ მათთან სნეულები განსაკურნებლად, ყოველდღე გარს ევლებოდა მათ ხალხი და ერთი გულმოდგინედ ისმენდა ქრისტეს მცნებათა ბრძნულ განმარტებას, მეორე ცრემლთა ფრქვევით ინანიებდა დანაშაულებს, მესამე მათი დარიგების გავლენით სპობდა განხეთქილებას თავის მეზობლებთან, მეოთხე მორჩილებითა და ხალისით კისრულობდა ქვრივ-ობოლთა და ღატაკთა პატრონობას და სხვ.

მაგრამ ყველა ეს არ აკმაყოფილებდა ზებუნებისა და ნათელი გონების პატრონ წმინდა იოანეს. როგორც ფრინველთა მეფე არწივი საგნის უკეთესად გასარკვევ-დასანახავად მაღლა აიწევს ხოლმე სივრცეში, ისე ღირსმა იოანემ, რომ უფრო გაეღრმავებინა თავისი საღმრთო მოქმედება და მეტი სიმარჯვით შესდგომოდა ქართველთა სულიერ განვითარებას, დატოვა მცხეთა და თავისი მოწაფეებით დაემკვიდრა იმ მთის წვერზე, რომელზეც ოდესღაც ამართული იყო ზადენის კერპი და თავისი სიმაღლით დღესაც უფროსობს თბილისის მიდამოებზე. იმ დღიდან ზედაზნის მთის თხემი შეიქნა ქართველებისთვის გზის მაჩვენებელ კანდელად. აქედან გამომკრთალმა სინათლის სხივებმა შეაშუქეს ქართველების ოჯახებში და მრავალს აღუძრეს წრფელი სურვილი სულიერი მოღვაწეობისა, სიწმინდის გზაზე დადგომისა, სახარების შეგნებისა; ქართლის მცხოვრებლებმა გაკვერეს გზა მანამდე მიუვალი ზედაზნის მთისკენ და ათასობით მიდიოდნენ დიდებულ მოძღვარ იოანესთან, რომ დამტკბარიყვნენ მისი სათნო სწავლა-მოძღვრებით და თანაც მისი წმინდა ოლარის ქვეშ ჩამოეხადათ პირად ცოდვათა ტვირთი.

ღვთივგანბრძნობილმა მამამ ახალ ალაგზე გადადგა ქართველი ერისათვის მეტად საბედნიერო ახალი ნაბიჯი - წილკანს და ნეკრესს მწყემსმთავრებად დაუდგინა თავისი მოწაფეები - ისე და აბიბოსი. ამას მოჰყვა მეორე უწარჩინებულესი გადაწყვეტილება იოანესი - ყველა მოწაფე შესწირა ქართლ-კახეთის მკვიდრთა სულიერად აყვავების საქმეს, ყველა მოწაფეს დაავალა მოციქულობა ქართლსა და კახეთში. თუ მანამდე ქართლს უნათებდა მხოლოდ ზედაზნის მაღლობი, ახლა, ხსენებული კურთხეული მამის წყალობით, კახეთისაკენ გაგზავნილმა მისმა მოწაფეებმა: ანტონმა, დავითმა, იოსებმა, ზენონმა, აბიბოსმა და სტეფანემ აანთეს გაუქრობელი კერა ერის გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისა მარტყოფში, გარეჯაში, ალავერდში, იყალთოში, ნეკრესსა და ხირსაში, ხოლო ქართლისკენ - სარკინეთში, ბრეთში, ულუმბოში, სამთავისსა და წილკანში - შიომ, პიროსმა, მიქაელმა, ისიდორემ და ისემ.

ამ ალაგებში გაშენდა დიდებული ლავრები და სავანეები, აქ დაარსდა სასწავლებლები, რომლებშიც იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებითა და ზნეობით, ამ ალაგებიდან ეფინებოდა ქართველობას ღვთის მადლი და კურთხევა, ამ ადგილებიდან გამოდიოდნენ ქვეყნის მმართველნი: მეფეები, სარდლები, მსაჯულები, მღვდელმთავრები და მღვდლები, ამ სავანეებში მოიხნა ქართველთა დაკორდებული გული და დაითესა ღვთისმსახურების თესლით, ამ სავანეების გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა ქართველი ერი გარკვეული სახით და თავისი სულის თვისებებით.
ბეჭდვაელფოსტა
16.10. 2020
ნანა
მადლობა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat