ყველაზე დიდი ბედნიერება მონასტერში ყოფნაა
ყველაზე დიდი ბედნიერება მონასტერში ყოფნაა
ამდენ ხალხში გამომარჩია და ხელში შაქრის ნატეხი ჩამიდო
დედა ეკატერინეს (თოიძე) თბილმა და მოსიყვარულე დამოკიდებულებამ მიბიძგა, უფრო მეტად მივახლოებოდი ამ დიდი ცხოვრებისეული და მონაზვნური გამოცდილების მქონე უაღრესად მლოცველ, მადლიან და ღვთისგან გამორჩეულ ადამიანს. ის სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობს (წინამძღვარი - იღუმენია ალექსანდრა). იქ დედა ეკატერინე ასაკით ყველაზე უფროსია. უკვე ორი წელია, რაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დიდი სქემით შეიმოსა და ღვთის წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.

- მონასტერში მოსვლამდე ქარელის ტაძრის მრევლი ვიყავი. მრევლის წევრებს ისეთი დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა, ერთი მათგანიც რომ არ მოსულიყო წირვაზე, მაშინვე მოვიკითხავდით. რამდენიმე სულიერმა დამ გადავწყვიტეთ მონასტრული ცხოვრების დაწყება. ყინწვისში დედათა მონასტერი დავაფუძნეთ, - მიამბობს, - ექვსნი ვიყავით. ორი წელი ვიმსახურეთ ამ დიდებულ ადგილას. შემდეგ სამნი გადაგვიყვანეს სურამის ამაღლების ტაძრის გვერდით, სადაც დავაფუძნეთ დედათა მონასტერი. შვიდი წელი გავატარე სურამში. მას შემდეგ სამწევრისში ვარ. თავიდან ბოდბის მონასტერში ვიყავი. მაშინ წინამძღვარი იყო დედა ნანა, ახლა სქემიღუმენია იოანა. მისი კურთხევით ბოდბეში ჩავედი. დარჩენას არ ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი საქმე ჰქონდათ, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა. მონასტრის პირველ სართულზე ხელოვნების მუზეუმი იყო და მისი დაცლა თანამშრომლებს არ უნდოდათ. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მონასტერში მთავარია სიყვარულით, უდრტვინველად შევასრულოთ მორჩილება, რასაც უფალი იწირავს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეუფე, წინამძღვარი და მოძღვარი გვყავს.

***
ეკლესიური ცხოვრების დაწყება ერთ-ერთი შვილის ავადმყოფობამ გადამაწყვეტინა. უფალთან სიახლოვე ამგვარად შევძელი. დედა ღვთისმშობელს ვევედრებოდი მის გამოჯანმრთელებას.

ჩემს ცხოვრებაში უფლის ნებით გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც მიბიძგა დამეწყო ეკლესიური ცხოვრება. ახლა ის დედა ევბულია გახლავთ. სამთავროს მონასტერსაც ვესტუმრე. პირველი მონაზვნები იყვნენ დედა ქეთევანი, დედა სიდონია და დედა ნანა. როდესაც ბოდბის დედათა მონასტერი ამოქმედდა, დედა ნანა უწმინდესმა იქ გაუშვა წინამძღვრად, დედა ქეთევანი სამთავროში დარჩა, დედა სიდონია კი თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში განამწესეს.

როცა გახსნეს ბოდბის მონასტერი, უწმინდესთან ერთად მეც მომიწია იქ ჩასვლამ. მონასტრის გახსნაზე პატრიარქმა გვითხრა, - აქ რომ მოდიხართ, ბევრი უნდა დარჩეთ მონასტერშიო. ერთი კვირა დავყავი ბოდბეში და უფრო გამიღვივდა მონასტრული ცხოვრების სურვილი. სხვა საფიქრალი აღარაფერი მქონდა. დედა ღვთისმშობელს ვევედრებოდი, ღირსი გავმხდარიყავი მონასტერში წასვლისა.

ჩვენს ეპარქიაში მეუფე იობის ჩამობრძანების შემდეგ ეკლესია-მონასტრების ამოქმედება დაიწყო.

ძალიან რომ შემაწუხა მონასტერში წასვლის სურვილმა, მეუფეს ვუთხარი, - თუ შეიძლება, ქმრიანი ქალი მონასტერში წავიდეს-მეთქი. თანხმობა მომცა. ვმადლობდი უფალს, რომ ღვთის გზაზე დამაყენა.

სამწევრისში სამი წელია ვმსახურობ. მეუფე იობმა მაკურთხა აქ წამოსასვლელად. უძლურების გამო წინამძღვრის მორჩილებას, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვასრულებ, მაგრამ რაც შემიძლია, არ ვიზოგავ თავს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

ორი წელია, დიდ სქემაში შემმოსეს. დიდი სქემა ანგელოზის სქემაა. მე რა ღირსი ვარ ანგელოზის სქემაში აღკვეცისა, ალბათ ეს ყველაფერი უფლის ნებაა. ღმერთს ვთხოვ, დედა ღვთისმშობელს, მთავარანგელოზებს ვევედრები, რომ ეს სქემა ღირსეულად მატარებინონ.

დიდ სქემაში მყოფთ ძირითადად ლოცვა გვევალება. ვინც არ უნდა გვთხოვოს, ყველასთვის უნდა ვილოცოთ. მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლა და განსაცდელის დათმენაა. აქ რომ მომიყვანა უფალმა, ეს დიდი მადლია. ამას თუ მოვესწრებოდი, არ მეგონა. ყველაფერი ღვთის ნებაა. შემინდოს უფალმა, მთელი სულით მასთან ვარ.

***
წარმატებული მონაზვნისთვის აუცილებელია მორჩილება. წინამძღვარმა შენზე მეტი იცის და უნდა დაუჯერო. თუ მორჩილებაში ხარ და წინამძღვარი არასწორად გეუბნება და შენ მის კურთხევას შეასრულებ, ეს არის მორჩილების შესრულება.

ერის ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ მორჩილება, არა მარტო მოძღვრისა, არამედ მეუღლისა, ოჯახის უფროსისა. მთავარია სულით არ დაეცე. თუ დაეცემი, მაშინვე უნდა ადგე და დაუფიქრდე შენს საქციელს - ეს რატომ მოხდა. ყოველივე უნდა აიტანო, რადგან შენს გამოსასწორებლად ხდება. რა უფლება გვაქვს, მაცხოვარს ვუსაყვედუროთ და ვსვამდეთ კითხვას - რატომ?

***
დიდი სიყვარულით გავიხსენებ ბერ გაბრიელთან (ურგებაძე) შეხვედრას. პირველად სიონის ტაძარში ვნახე, ღვთისმშობლის ხატი რომ ჩამოაბრძანეს. წირვის დროს ამდენ ხალხში გამომარჩია და ხელში შაქრის ნატეხი ჩამიდო. გამიკვირდა... შემდეგ ბოდბეში ვნახე, მამა დავითმა (მეუფე დანიელმა) ჩამოიყვანა. გვერდით დავუდექი და ჩემი გასაჭირის მოყოლა დავუწყე - შვილის ავადმყოფობა შევჩივლე. მითხრა, - ეკლესიაში სიარულს რომ დაიწყებ, შეიძლება ტკივილი უფრო მოემატოს და ეკლესიას არ ჩამოსცილდეო. მადლობა უფალს, რომ ასე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება.

მამა გაბრიელს ხშირად ვნახულობდი. ერთხელ კაკალი დავბერტყე და მამა გაბრიელს მივართვი. ამას, ხომ იცი, რა უნდაო. ვაიმე, მამაო, არ ვიცი-მეთქი. ცხელი პურიო. წავედი, მივუტანე კიდეც თბილი პური.

***
მონასტერში სინანულის, სულიერი და ფიზიკური ცხოვრების გამოსწორებისთვის მივედი, რათა უფალთან ერთობაში ვიყო და გზა გამიკვლიოს ცათა სასუფევლისკენ.

ვისურვებდი, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს ჩვენს ხალხში. თუ სიყვარული იქნება, ყველაფერი დალაგდება. დიდხანს იცოცხლოს ჩვენმა უწმინდესმა. ჩვენს მეუფეს ვუსურვებდი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. ღმერთმა წინსვლა მისცეს ჩვენს იღუმენიას, დედა ალექსანდრას, ღმერთმა შეაძლებინოს მძიმე ჯვრის ტარება.

დალოცვილი ყოფილიყავით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat