იღვიძებდით ჩემთანა
იღვიძებდით ჩემთანა
ნათქვამია, ყოველ დაღმართს აღმართი მოსდევსო. მთავარია, რწმენა და ღვთის სასოება არ დავკარგოთ და უფალი უნუგეშოდ არასოდეს დაგვტოვებს. რადგან ცოდვა მემკვიდრეობად მოგვდევს, მას დაცემაც ბევრი ახლავს. მთავარი ალბათ ცოდვასთან შეუგუებლობა და დაცემულის ფეხზე წამოდგომაა. გულისყურმღვიძარე კიდევ უფრო მეტად ცდილობ, აკონტროლო საკუთარი თავი ათასგვარი ვნებისგან დასაცავად და უფალთან თანწყობით იცხოვრო. დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მიერ ნათარგმნი წიგნიდან, "მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურიდან", ვიგებთ, რომ მღვიძარება - ესაა მაცხოვრის ბრძანება, უფრო სწორად, თხოვნა მოწაფეთა მიმართ, მაგრამ საბრალო, დაღლილმა მოწაფეებმა ეს ვერ აღასრულეს. "სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ" (მათე 26-41). ადამიანურმა ხორცმა თვით მოციქულებსაც კი ჩაუხშო სულიერი სიფხიზლე, ნაწილობრივ ჩვენც ხომ არ მოგვმართავს მაცხოვარი: "დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემთანა?" იგი არ გვტოვებს, თუმცა უხილავად, მაგრამ ჩვენთანაა ყოველთვის. ამის გააზრებისას ჩვენი მიწიერი ცხოვრება საღმრთო და საზეიმო რამედ გარდაისახება.

"დაადგერით აქა", - ამბობს უფალი და ელოდეთ ჩემს მოწოდებას. ელოდეთ ზოგჯერ წუხილსა და ტანჯვათა შორის, მაგრამ ყოველთვის დაფიონისკენ მომზირალი, მტკიცე დაჯერებით, რომ იგი ხილულად წარდგება ჩვენს წინაშე. გავიგონებთ მის ხმას, ოდეს მოგვიხმობს: "აღსდექით, წარვიდეთ ამიერ", - უკვე არა გოლგოთისკენ, არა ჯვრისკენ, არამედ აღდგომისკენ, ზეციური სამშობლოსკენ, საუკუნო სიხარულში.

"იღვიძებდით ჩემთანა". ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მარტონი მწუხარებაში, "ახლოს ხარ შენ, უფალო!" (ფსალმუნი 118,151). ისე ახლოს, რომ ყოველი ჩვენი გადაჩურჩულება ისმის, ამჩნევს ყოველ ამოოხვრას. ზეციური მამა თანაგვიგრძნობს და ელის იმ წუთს, როდესაც მზად ვიქნებით მივიღოთ მისი დახმარება; მაშინ ის წარმოგვიგზავნის შვებას. მაცხოვარი თავადაც საჭიროებდა თანაგრძნობას, მაგრამ ხორციელი უძლურების გამო მოწაფეებმა ვერ შეძლეს უმძიმეს წუთებში თანაგრძნობით მისი გამხნევება. მასზე უკეთ ვინ გაიგებს ჩვენს წუხილს? იგი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან და შეგვეწევა, თუ გამოვეხმაურებით მის მოწოდებას: "იღვიძებდით ჩემთანა". დიახ, უფალო! შემეწიენ ჩვენ, გამოგვაღვიძე ცოდვილი ძილიდან, იმდენად შეგვაძლებინე შენთან ერთობა, რომ ვერ შევძლოთ თვლემა სულით, ოდეს გვიხმობენ საქმენი შენნი. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ" (მათე 9,37), - სთქვი შენ. შენ თავად წარხვედ ზეცად, გარნა საქმენი შენნი დაშთა ქვეყანასა ზედა: შეგვაძლებინე, რომ ჩვენი მცონარებისა გამო ამ წმინდა საქმემ რაიმე დანაკლისი არ ნახოს!

გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე):

- მღვიძარება ღვთის ბოძებული ნიჭია. ამ სათნოების მოპოვება საკუთარ თავზე მუშაობით და სულიერი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. მღვიძარებას ორი სახე აქვს - ხორციელი და სულიერი. ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოძღვარს ჰკითხა, - რა უფრო მნიშვნელოვანია და მოსაწონი ღვთის წინაშე, ხორციელი ღვაწლი თუ სულიერი შრომაო. მოძღვარმა მიუგო, რაც ფოთოლია ხისათვის, ეს არის ხორციელი შრომა, ღვაწლი, ხოლო ნაყოფი - სულიერი ღვაწლი. რა თქმა უნდა, სულიერ ღვაწლს წინ უძღვის ხორციელი შრომა. ნაყოფი რომ მომწიფდეს და სრულყოფილად ჩამოყალიბდეს, ფოთოლი აუცილებელია ხისთვის. ასევე აუცილებელია მოღვაწისთვის ხორციელი შრომა, რათა მან მიიღოს სულიერი ნაყოფი. ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს მღვიძარებას, რაც, სულიერი თვალსაზრისით, არის მუდმივი თვალყურის დევნება საკუთარი თავისთვის. სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიანიშნებს მღვიძარების საჭიროებაზე. გეთსემანიის ბაღში, სადაც მაცხოვარი ლოცულობს, თავის მოწაფეებს, მოციქულებს სთხოვს - "იღვიძებდით და ილოცვიდითო". მაცხოვარი მიუთითებს, რომ მღვიძარედ იყვნენ, რათა განსაცდელს, ცოდვას განერიდონ. ასევე სულიერი მღვიძარება აუცილებელია უფლის მადლის ადამიანებზე დასაშვებად.

რა თქმა უნდა, მღვიძარება მნიშვნელოვანია ბერმონაზვნურ ცხოვრებაში. თანამედროვე მონასტერში ექვსი საათი ნორმალური დროა, რათა მონაზონმა მოისვენოს. მუხლმოდრეკა, მარხვა და სათნოებები ითვლება ხორციელ ღვაწლად. არსებობს სულიეირ მღვიძარება, რომელიც ნაყოფია სულისა წმინდისა. ეს ნიშნავს, რომ სულიერად მღვიძარე ადამიანი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ მისწრაფებებს, აზრებს. რამდენად არის აზროვნებით ღმერთთან. მღვიძარება აფიქრებს ადამიანს მარადიულსა და სულის ცხონებაზე, როგორ ასიამოვნოს უფალი თავისი ცხოვრებით. მღვიძარების პროცესში უფლის ყველა მცნება მოღვაწისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ხდება. მღვიძარების ნაყოფად ადამიანი იღებს სულიწმინდის ნიჭებს, უფალი გამოყოფს ნიჭს ადამიანში სხვადასხვა დოზით, რისი დაცვაც მას შეუძლია. თითოეულ მოღვაწეს მიდრეკილება აქვს სხვადასხვა სათნოებისადმი. ზოგს ებოძა უსაზღვრო სიყვარული, ზოგს - სტუმართმოყვარეობა, მღვიძარება, სიტკბოება, მყუდროება. თუ ადამიანი ღვთით ცხოვრობს, ყველა სათნოებას იძენს.

თუკი კაცი მოადუნებს ყურადღებას საკუთარი თავის მიმართ და მიეცემა ამქვეყნიურ სიამტკბილობას, კარგავს მღვიძარებას. სახარებაში წერია, სადაც არის საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენიო. ჩვენი, ყველა ქრისტიანის, საუნჯე არის ცათა შინა, რომელსაც არავინ წარგვტაცებს და შეგვენახება ცათა სასუფეველში. ადამიანის თვითმიზანია სულის ცხონება და ზრუნვა სასუფევლისთვის. ხორციელი და სულიერი სათნოებები კი საშუალებებია სასუფევლის დამკვიდრებისთვის.

***
უფალმა თავად იცის ჩვენი მიდრეკილებები, ჩვენი დაცემული ბუნების ყველა თვისება, ამიტომ მიზანმიმართულად დაგვიდო ისეთი მცნებები, რომელთა შესრულება შესაძლებელია.

მაცხოვარი ბრძანებს, რაც შეუძლებელია კაცთათვის, ის შესაძლებელია ღვთისთვის. სათნოებების მოპოვებაში არ უნდა გვქონდეს საკუთარი თავის იმედი. ნებისმიერი მოღვაწე, რომელიც საკუთარი თავის იმედად ცდილობდა სათნოებების მოხვეჭას, თუნდაც გარეგნულად, ვარდებოდა ცდუნებებში, ხიბლში, თვითგანდიდებაში. ადამიანმა თავისი სასოება უნდა დააფუძნოს ღმერთზე და ღვთის მადლით შეეცადოს სათნოებების მოპოვებას, თორემ ვერ გაექცევა ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ ამპარტავნების ცოდვას. ეშმაკი ყოველთვის შთააგონებს ადამიანს, რომ თავისივე შრომით შეძლო რაიმეს გაკეთება. თავმდაბალი, ღვთის მოიმედე რასაც აღწევს ცხოვრებაში, არ მიაწერს საკუთარ თავს, არამედ უფლის უსაზღვრო მოწყალებას. ასეთები არც მარჯვნივ მიდრკებიან და არც მარცხნივ, არამედ პირდაპირ მიდიან სამეუფო გზაზე.

***
სულიერი მოძღვრის ინსტიტუტი საფუძველია ქრისტიანული ცხოვრებისა. არ არსებობს ქვეყნად ისეთი დიდი მოღვაწე, რომელსაც მოძღვარი არ სჭირდებოდეს. ლოცვა-კურთხევის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ.

საკუთარ ნებაზე მოსიარულე ადამიანი, თავად იღებს გადაწყვეტილებებს. მორწმუნე და სწორად მცხოვრები ადამიანი საკუთარ მოძღვარს ეკითხება რჩევას. მოძღვარიც, ღვთის მცნებებიდან, ეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე, იღებს იმას, რაც წაადგება სულიერ შვილს და უცხადებს ღვთის ნებას. ღვთის მორჩილი მორჩილებას გამოხატავს მოძღვრისადმი და აფასებს სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევას. "დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა", - ბრძანებს დავით მეფსალმუნე. თუკი მოძღვრის შიში აქვს ადამიანს, ცდილობს მოერიდოს ცოდვებს, მის გამომწვევ მიზეზებს.

***
განსაცდელი ღვთის უდიდესი წყალობაა, რომელიც ემსახურება სულიერ გამოფხიზლებას. თუ ადამიანი შინაგანად არ არის მომზადებული, მღვიძარედ იყოს და ადევნოს თვალყური საკუთარ მისწრაფებებს, ცოდვას, უფალი მოუვლენს განსაცდელს, რომელიც მის გამოფხიზლებას ემსახურება. რაოდენ მძიმეც არ უნდა გვეჩვენებოდეს, უფალი იმაზე მეტს არ დაუშვებს, რისი ზიდვაც არ შეგვიძლია.

***
თანამედროვე ცხოვრებაში იმატა საცდურმა, თავისუფლება არასწორადაა გათავისებული. ზოგს ჰგონია, თავისუფლება საკუთარი ვნებების მონობაა. ქრისტიანობა კი ასწავლის ჭეშმარიტ თავისუფლებას. ეს საკუთარ ვნებებსა და თავზე გამარჯვებაა. როდესაც ადამიანი თავისუფლდება ხორციელი ვნებებისგან, იგი ხდება სულიერად თავისუფალი.

რადგან უფალმა თავად მისცა კაცს თავისუფალი ნება, იგი არასდროს ერევა მის არჩევანში. მას აძლევს უფლებას, საშუალებას აკეთოს ის, რაც სურს. მაგრამ უფალი აუცილებლად ზრუნავს მასზე და ანახებს - რა არის კარგი და რა - ცუდი, რა არის მისთვის მაცხოვნებელი და დამღუპველი. ღვთისგან ბოძებული ნების გამოყენებას ზოგიერთი ბოროტად ცდილობს.

საფრთხე და ცდუნება ყოველთვის არსებობს ქრისტიანისთვის. რამდენადაც ადამიანი ღვთის მადლისგანაა განშორებული, იმდენად იზრდება საფრთხე არასწორი მიმართულებისა, რომელსაც ჰქვია სექტანტური მიმართულებები, საფრთხე იმისა, რომ ადამიანი სარწმუნოებრივად არასწორ გზას დაადგეს. ამიტომ საჭიროა ადამიანი იყოს მეტად ფრთხილი სარწმუნოებაში და არ ენდოს მგლის ტყავში გადაცმულ ცხვრებს, რომლებიც ძალიან მომრავლდნენ ბოლო პერიოდში. მიკვირს, როდესაც ქართველები ექცევიან მათ ტყვეობაში. თუკი ქართველმა იცის საკუთარი ქვეყნის წარსული და თუ რა სისხლის ფასად დაგვიჯდა მისი შენარჩუნება და დღემდე მოტანა, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი მოექცეს სექტების ტყვეობაში? ისტორიული როლი დედაეკლესიისა ძალიან ბევრს ავიწყდება. მავანი ამბობს, - ვარძიაში ბერები არ უნდა ცხოვრობდნენ, რადგან ეს მუზეუმიაო... ამგვარად მოაზროვნეს არ შეუძლია გაითავისოს ჭეშმარიტება.

თუკი ადამიანი სწორად, ქრისტიანულად ცხოვრობს, მისთვის არ არსებობს საეჭვო მომავალი. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტება ქრისტიანული, ეკლესიური სწავლებაა. დღეს დრომ მოიტანა გლობალიზაციის პრობლემა, ღირებულებების გაუფასურება, მაგრამ თუ ვიქნებით ერთგულნი, მოყვარულნი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ნაკლებად მტივნეულად გადავლახავთ ბარიერებს. მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ ის სულიერი საკვები, რაც შემოდის საქართველოში და ბინძური არ მივიღოთ.

როდესაც უფალი ხედავს, რომ ადამიანის თავისუფალი ნება მიმართულია ღვთის მცნებების დაცვისკენ, ცდილობს, იცხოვროს ღვთის მცნებებით, მისი მფარველი ანგელოზი ყველანაირად დაეხმარება და იზრუნებს მისი სულის გადასარჩენად.

მფარველი ანგელოზისა და ადამიანის ურთიერთობა აბსოლუტურად უანგარო და უდიდეს სიყვარულზეა დაფუძნებული. თუკი ანგელოზი ხედავს, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა, დაეხმარება.

***
ბერმონაზვნობის უპირველესი დანიშნულება გახლავთ საკუთარი სულის ცხონება და მოყვასის შეწევნა, ლოცვის ღვაწლი. ლოცვით ვეხმარებით ახლობლებს, მართლმადიდებლებს. წინათ ვარძიაში მრავალი ბერი ცხოვრობდა და მათი აღვლენილი ლოცვა შეეწეოდა ჩვენს ქვეყანას. რაც მეტი ბერ-მონაზონი ეყოლება საქართველოს, უფრო კეთილად წარიმართება ქვეყნის ბედი. დილა-საღამოს ლოცვებში ყველა ვლოცულობთ პატრიარქისთვის, ახლობლებისთვის. ლოცვა არის თხოვნა უფლისადმი, რათა ვიყოთ მისი მცნებების დამცველნი და თანახმიერნი დედაეკლესიისა.

სასიხარულოა, რომ ტაძრებში მომრავლდა მრევლი, მაგრამ ხარისხზე მუშაობა ნამდვილად გვმართებს. ღმერთმა ქნას, ყველა ქრისტიანი შეძლებისდაგვარად იყოს ცხოვრების წესით ქრისტიანი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat