დაე, გამრავლდნენ მიმბაძველნი შენი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგებარება მონაზონთა სიმრავლე, ვითარცა წმინდანთა დიდი მხედრობა
დაე, გამრავლდნენ მიმბაძველნი შენი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგებარება მონაზონთა სიმრავლე, ვითარცა წმინდანთა დიდი მხედრობა
რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი V. ოქსირინხი. მივედით ერთხელ თებაიდის ერთ-ერთ ქალაქში, ოქსირინხში (ეს ქალაქი შუაგულ ეგვიპტეში მდებარეობდა ნილოსის მარცხენა ნაპირზე. ქალაქმა ეს სახელი ერთი პატარა თევზის გამო მიიღო, რომელსაც აქ პატივს მიაგებდნენ - ახლა ქალაქი ქვიშით არის დაფარული, - კ.კ). ამ ქალაქში უამრავი მაგალითი ვიპოვეთ ღვთისმოშიშებისა. ქალაქი ბერებით იყო სავსე. საზოგადოებრივი შენობები და ძველი წარმართული ტაძრები საცხოვრებლად იყო გადაქცეული. გვეჩვენებოდა, რომ ქალაქში უფრო მეტი მონასტერია, ვიდრე კერძო საცხოვრებელი სახლი. ქალაქი საკმაოდ ვრცელია და ხალხმრავალი. 12 ეკლესია დგას, სადაც იკრიბება ხალხი საზოგადო ღვთისმსახურებისთვის. ქალაქის კარებთან, კოშკებში, ყოველ კუთხეში - ყველგან ბერებია და ყველა მხრიდან აღუვლენენ ქებასა და საგალობლებს ღმერთს... მთელი ქალაქი თითქოს ერთ ტაძრად იქცა. აქ ცხოვრობენ მხოლოდ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და აღარ არის განსხვავება, ეპისკოპოსი ღვთისმსახურებას ქუჩაში შეასრულებს თუ ტაძარში... ყველა კართან შეიძლება შეხვდეთ ქალაქის თავკაცებს, რომლებიც უბრალო მოქალაქეებთან ერთად დგანან და თვალყურს ადევნებენ, ხომ არ გამოჩნდება ვინმე მწირი ანდა გლახაკი, რათა ერთმანეთს დაასწრონ ყველაფრის მიცემა.

ქალაქის მკვიდრებმა როგორც კი თვალი მოგვკრეს, ვითარცა ანგელოზებისკენ - გამოიქცნენ ჩვენთან შესახვედრად და ისე მოგვესალმნენ, რომ სიტყვებით ვერ გამოთქვამ. წმინდა ეპისკოპოსისაგან შევიტყვეთ, რომ ქალაქში 20000 მონაზონია (დედები) და 10000 ბერი. ჩვენ არ ძალგვიძს აღვწეროთ მათი სიხარული... მათი მომსახურება... ლაბადები ნაწილ-ნაწილ გვეხეოდა, რადგან ყველა ცდილობდა, თავისთან წავეყვანეთ. მხოლოდ მათდამი პატივისცემა ნებას არ გვაძლევდა, ამით გვესარგებლა.

ბევრი, ძალზე ბევრი წმინდა მამა ვიხილეთ, რომელთაც ღვთისგან მადლის სხვადასხვა სახე ჰქონდათ მიღებული - ან ნიჭი ღვთის სიტყვის გაგებისა, ან თავშეკავებისა, ანდა ნიშებისა და უმაღლეს სათნოებათა მოქმედებისა.

თავი VI. მამა თეონა
. ქალაქის შორიახლოს, უდაბნოს გზაზე შეგვხვდა ერთი წმინდა კაცი, სახელად თეონა. მან 30 წელი თავის კელიაში ღრმა მყუდროებაში გაატარა. ისე იყო ამაღლებული სულიერ სრულყოფილებაში, რომ წინასწარმეტყველად თვლიდნენ. მასთან ყოველდღიურად უამრავი სნეული მოდიოდა. იგი სარკმლიდან გაიწვდიდა ხელებს, თითოეულს თავზე ადებდა კურთხევის ნიშნად და კურნავდა. მისი გარეგნობა უნებურად მისადმი პატივისცემას აღგიძრავდათ, ხორცში მყოფ ანგელოზად გეჩვენებოდათ.

ერთ ღამეს ყაჩაღები მიეჭრნენ - ბერს ოქრო ექნებაო. მან ისინი ლოცვით შეკრა. ავაზაკები კარში გაიჭედნენ. დილაადრიან მასთან მისულმა ხალხმა კარებში გაჩხერილი ყაჩაღების დაწვა მოინდომა. წმინდა კაცმა უთხრა მათ, - უვნებლად გაუშვით, რათა არ განმეშოროს მე მადლი კურნებისაო! ხალხმა ვერ გაბედა წმინდანის შეწინააღმდეგება. ყაჩაღებმა ბოროტის ქმნა დაუტევეს, დანაშაული შეინანეს, მეზობელ მონასტერში მივიდნენ და დაიწყეს ახალი ცხოვრება.

წმინდა თეონამ სრულყოფილად იცოდა ეგვიპტური, ბერძნული და ლათინური ენები. მან ამის გამჟღავნება მოისურვა და ჩვენი მწირობის (მოგზაურობის) ღვაწლი იმით დააჯილდოვა, რომ დაფაზე დაწერილი ტექსტით მოგვესალმა და ამით გამოამჟღავნა თავისი განსწავლულობა. ცეცხლზე მოუმზადებელ საჭმელს იღებდა. თურმე, როცა ღამით გარეთ გამოვიდოდა, გარშემო უამრავი ცხოველი ეხვეოდა. ჭიდან წყალს იღებდა და მათ ასმევდა, თითქოს ჯილდოდ მორჩილებისთვის.

თავი VII. აპოლონი.
თებაიდაში, ჰერმოპოლისის საზღვრებში ცხოვრობდა კაცი ღვთისა აპოლონი. გადმოცემით, ამ ქალაქში შეჩერდნენ იუდეადან წამოსული იოსები და მარიამი ღვთაებრივ ყრმასთან ერთად, სიტყვისაებრ ესაია წინასწარმეტყველისა: "აჰა, უფალი ზის ღრუბელთა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგვიპტედ და შეიძრნენ ხელით ქმნულნი ეგვიპტისანი პირისაგან მისისა" (ესაია 19,1). ვნახეთ ის ბომონიც, სადაც მაცხოვრის გამოჩენისას კერპები დაეცნენ მიწაზე და დაიმსხვრნენ. ამაზე ხალხში შემონახული იყო გარდამოცემა.

ჩვენ ეს დიდებული კაცი მეზობელ უდაბნოში ვიხილეთ, იქ რომელიღაც მთის ძირში მონასტერი იდგა. 500 მონაზვნის მამა ყველაზე მეტად იყო განდიდებული თებაიდის საზღვრებში. დიდებულნი იყვნენ მისი მოღვაწებანი და ღმერთმა მის მიერ დიდი ძალნი გამოაჩინა და მრავალი ნიშ-სასწაული მოიმოქმედა. სიყრმიდანვე მარხვასა და მოთმინებაში იზრდებოდა. მოწიფულ ასაკს მიახლოებისდაგვარად იზრდებოდა მასში ღვთის მადლი. ჩვენ ის 80 წლის მოხუცი ვიხილეთ. მისმა მოწაფეებმაც უმაღლესი სრულყოფილების ისეთ სიმაღლეს მიაღწიეს, რომ თითქმის ყველა გახდა ღირსი სასწაულთმოქმედების მადლისა... ამბობდნენ, რომ იგი მეთხუთმეტე წელს განმარტოვდა უდაბნოში. 40 წელი სულიერ მოღვაწეობაში გაატარა და მოესმა ხმა უფლისა: "აპოლონ, შენ მიერ განვაქარვებ ეგვიპტეში ბრძენთა სიბრძნეს და უარვყოფ გონიერთა გონებას, შენ დაამხობ ყოველგვარ კერპთმსახურებას და მათ, ვინც ბაბილონელ ბრძენებად იწოდებიან. წადი დასახლებულ ადგილას და შენგან წარმოიშვება ჩემი ხალხი, ჭეშმარიტად და მთელი სისრულით სიკეთისთვის მოღვაწენი".

- დაამხე, უფალო, ჩემში სული დიდებისმოყვარეობისა, ჩემს ძმათა წინაშე რაიმეთი თავმაღლობით, დაე, ნუ მომაკლდება შენი ნიჭები! - უპასუხა აპოლონმა.

- დაიდე კისერზე ხელი და რასაც იქ იპოვი, დაიჭირე და ქვიშაში ჩამალე, - მოესმა ზეციდან. მან მაშინვე მოისვა კისერზე ხელი, იქ რაღაც პატარა ეთიოპის მსგავსი იპოვა და ქვიშაში ჩაფლა.

- ეს არის სული სიამაყისა! - მოესმა ამ დროს.

და კვლავ ხმა მოისმა ზეციდან: - ახლა კი წადი! და რასაც შესთხოვ ღმერთს, ყველაფერს მოგცემს უფალი.

ასე მივიდა იგი ხალხით დასახლებულ ადგილას. ეს ყველაფერი ტირან იულიანეს დროს მოხდა.

აპოლონი ამ უდაბნოს მეზობლად პატარა მღვიმეში დასახლდა და დღე-ღამეს ლოცვაში ატარებდა. ამბობენ, ღვთის წინაშე დღედაღამ მუხლს იდრეკდა და ისე ლოცულობდაო. ამგვარად, ის ზეციური საზრდელით უფრო იკვებებოდა, ვიდრე ხორციელით. ტანთ ეცვა ძენძის სამოსი და უხეში ტილოს პალტო. ამბობდნენ, რომ მეუდაბნოეს ეს სამოსი არასოდეს უძველდებოდა... ასე ცხოვრობდა იგი უდაბნოს განაპირას და ღვთის სულის ძალით ახდენდა ნიშებს და საოცარ კურნებებს. აპოლონს დიდი სახელი გაუვარდა. განცვიფრებული ხალხი მას, როგორც მოციქულს და წინასწარმეტყველს, ისე უცქერდა. სხვადასხვა მხრიდან მასთან სიარული დაიწყეს ბერებმა და როგორც ალერსიან მამას, აბარებდნენ სულს, ვითარცა უდიდეს ძღვენს. თითოეულ მათგანს ხელებგაშლილი ხვდებოდა, ჩაიხუტებდა და აღძრავდა მოსაგრეობისა და კეთილსულიერი აღშენებისთვის. ის თავისი ცხოვრებისეული მაგალითებით უფრო დამოძღვრავდა მათ, ვიდრე სიტყვებით. სადაგ დღეებში თითოეულ მათგანს მიანდობდა, ძალისაებრ აღესრულებინა თავშეკავების (მარხვის) კანონი. ხოლო კვირა დღეს ყველას სთხოვდა, ძმათა სიყვარულისთვის ერთად ეტრაპეზათ, თვითონ კი იცავდა თავის ჩვეულ კანონს: იკვებებოდა ბალახით და ბოსტნეულით.

ერთხელ აპოლონმა შეიტყო, ძმათაგან ერთ-ერთი სამხედრო სამსახურში აიყვანეს და დატუსაღებული ჰყავთო (მაშინ, როგორც ვთქვი, იულიანე განდგომილის დრო იდგა). მან ის ძმებთან ერთად მოინახულა, ნუგეში სცა და ურჩია, უბედურების ჟამს სიმტკიცე შეენარჩუნებინა და ხიფათს არ შეეშინებინა.

- დადგა დრო ბრძოლისა, - ამბობდა იგი, - ერთგულთა სულები წამებას უნდა მიეცნენ, რათა თითოეულის ერთგულება გამოჩნდეს.

ამგვარი სიტყვებით განაძლიერებდა ახალგაზრდის სულს. ამ დროს მოვიდა ასისთავი და გაუბრაზდა, - როგორ გაბედე აქ შემოსვლაო. მან ციხეში ჩაკეტა აპოლონი და მასთან ერთად მისულებიც. მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და წავიდა.

შუაღამისას გამოჩნდა ანგელოზი უფლისა და საპყრობილის კარები გააღო. დაცვა შიშისგან ძრწოლამ აიტანა... წმინდანის ფეხებთან დაემხნენ და წასვლას ევედრებოდნენ.

- სჯობს ჩვენ დავიხოცოთ თქვენს მაგივრად, - ამბობდნენ ისინი, - ვიდრე შევეწინააღმდეგოთ თქვენს მფარველ ღვთაებრივ ძალასო.

დილით ადრე მოსული ასისთავი და სხვა უფროსები ევედრებოდნენ ტუსაღებს, საპატიმროდან გამოსულიყვნენ.

- ჩემი სახლი ძლიერმა მიწისძვრამ ჩამოაქცია და საუკეთესო მსახურები დამეხოცაო, - წუხდა ასისთავი.

წმინდანებმა ღმერთს საგალობელი აღუვლინეს და გაეშურნენ უდაბნოში.

ამბა მოძღვრავდა ძმებს, ჩანასახშივე მოეკვეთათ ეშმაკის საფრთხეები.

- თუ გველის თავს დავთრგუნავთ, მაშინ მისი სხეული მოკვდება. ამიტომაც უფალი ჩვენს ყურადღებას გველის თავისკენ მიაპყრობს, რათა მაშინვე მოვიგერიოთ ჩვენსავე გულში გაჩენილი ცოდვიანი და არაწმინდა გულისთქმები. თუ დასაწყისშივე არ უკუვაგდებთ გულისთქმებს, რაღა შეუშლის მათ ხელს ჩვენი გრძნობების მოწამვლაში?

ის ურჩევდა, არ ჩამორჩენოდნენ ერთმანეთს სრულყოფილებისკენ სწრაფვაში. ამ საქმეში წარმატებას იმით შეიტყობთ, თუ თქვენში შესუსტდება სოფლისა და მისი საცთურებისადმი სიყვარული. ეს არის დასაწყისი ღვთის ნიჭთაო. მაგრამ თუ ვინმე მიაღწევს სრულყოფილების ისეთ საფეხურს, რომ ღირსი შეიქნება სასწაულთმოქმედების ნიჭისა, დაე, თავს ნუ აიმაღლებს ამით, თითქოს გამორჩეული იყოს სხვათაგან, თორემ თავმოტყუებაში ჩავარდება და მადლმოსილ ნიჭს დაკარგავსო.

მან ღრმად იცოდა ღვთის სიტყვა, მაგრამ მადლი უფრო მეტად მის საქმეებში გამოჩნდა. რასაც შესთხოვდა ღმერთს, მაშინვე იღებდა. მრავალგზის ჰქონდა გამოცხადება... ბოლოს თავისი ძმა იხილა, უდაბნოში გარდაცვლილი - ისინი მრავალი წელი ერთად მოღვაწეობდნენ. ძილში ძმა სამოციქულო საყდარზე მჯდარი გამოეცხადა, ვითარცა ერთი მოციქულთაგანი. მან აპოლონს, ვითარცა მემკვიდრეობა, დაუტოვა თავისი მადლი და სრულყოფილება. აპოლონი ლოცულობდა, რომ უფალს მალევე წაეყვანა და ძმასთან ერთად ებოძებინა მისთვის ნეტარი განსასვენებელი ცათა შინა. უფალმა მაცხოვარმა უპასუხა: - ცოტა ხანს კიდევ უნდა იცოცხლო დედამიწაზე: დაე, გამრავლდნენ მიმბაძველნი შენი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგებარება მონაზონთა სიმრავლე, ვითარცა წმინდანთა დიდი მხედრობა, რისთვისაც ღირსეულ მისაგებელს მოიპოვებ.

მართლაც, ხილვისდამიხედვით აცხადდა მასზე ყველაფერი. მისმა სახელმა, სულიერმა სიბრძნემ და განსაკუთრებით ცხოვრებისეულმა მაგალითმა აპოლონის გარშემო ყველა მხრიდან მონაზვნები შემოკრიბა. ისინი იქ ზემოხსენებული მთის ძირში ცხოვრობდნენ ერთი ცხოვრებით, საერთო ჰქონდათ ტრაპეზი და თითქოს ერთსულნი იყვნენ. ტანსაცმლის სიქათქათე მიუთითებდა მათი ბრწყინვალე სულის სისპეტაკეზე. ასე რომ, სიტყვისაებრ წმინდა წერილისა: იხარებდა უდაბნო წყურიელი (ისაია 35,1) და მრავალი შვილი (სულიერი) იხილა მან თავის გვერდით... ამგვარად, მათი წყალობით ეგვიპტეზე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: - სადაც ცოდვა გამრავლდეს, მადლი გარდაემეტოსო (რომაელთა 5,20). არც ერთ ხალხში არ იყო ისეთი საზარელი კერპთმსახურება, როგორიც ეგვიპტეში. იქ გაღმერთებული ჰყავდათ ძაღლები, მაიმუნები და სხვა ურჩხულები, ღმერთად თვლიდნენ ხახვს, ნიორს და სხვა ბოსტნეულს. ამბა აპოლონმა ამ ძველი ცრურწმენის წარმოშობის ისტორია აგვიხსნა:

- ეგვიპტელები აღმერთებდნენ ხარს იმის გამო, რომ მისი დახმარებით მინდვრებს ამუშავებდნენ და უხვად იღებდნენ მოსავალს, ასევე ღმერთად რაცხდნენ ნილოსს, რადგან მიწებს რწყავდა. განაღმერთებდნენ მიწასაც, რომელიც ყველა სხვა მიწაზე ნაყოფიერი იყო. აღმერთებდნენ ძაღლს, მაიმუნს, ბალახებს და ბოსტნეულს, რადგან ფარაონის ხელში თავიანთი გადარჩენის მიზეზად თვლიდნენ. მათი აზრით, ისინი ამ საგნებს მოირეწდნენ, როცა ჩვენს მამებს გამოდევნებული ფარაონი ზღვაში დაიხრჩო. თითოეულმა თავის ღმერთად ჩათვალა ის საგანი, რომელმაც, მათი აზრით, ფარაონის გაყოლაში ხელი შეუშალა. ამბობდნენ: ეს ღმერთია, რადგან მან იმ დღეს ისე მოაწყო საქმე, რომ ფარაონს არ გავყოლოდით და მასთან ერთად ზღვაში არ ჩავიხრჩეთო.

ასე გვესაუბრებოდა წმინდა აპოლონი. ახლა კი უნდა მოგითხროთ მისი სულიერ სრულყოფილებასა და დიდებულ საქმეებზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat