ზეციური სწრაფვის ცეცხლით ანთებული არც დღისით და არც ღამით არ განძღება ღვთისადმი ფსალმუნთა ქების შესხმით და სულიერი საგალობლებით
ზეციური სწრაფვის ცეცხლით ანთებული არც დღისით და არც ღამით არ განძღება ღვთისადმი ფსალმუნთა ქების შესხმით და სულიერი საგალობლებით
რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
(გაგრძელება)
ყველაფერი ეს იმიტომ მოგიყევით, საყვარელო შვილებო , რათა მიხვდეთ, თუ რაოდენი სიძლიერეა თავმდაბლობაში და პირიქით, როგორ სახიფათოა თავმაღლობა. ამიტომ მაცხოვარმა ჩვენმა პირველი ნეტარება სიმდაბლეზე დასდო: "ნეტარ იყვნენ მდაბალნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი" (მათე 5,3). იმიტომ მოგიყვანეთ ეს მაგალითები, რომ განკრძლულნი იყვნეთ, როგორც არ უნდა გხიბლავდეთ ბოროტი სული გულისთქმების დახვეწილი სიცრუით. ამიტომაც ბერებში ასეთ კანონს ვხედავთ: ვინც არ უნდა მივიდეს მათთან - კაცი თუ ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა, უცნობი თუ ნაცნობი - უპირველესად ლოცვას აღავლენენ და ღვთის სახელს მოუწოდებენ. ვისი სახეც არ უნდა მიიღოს სატანამ, ის ლოცვისას მაშინვე გაქრება. თუ მას (ეშმაკს) მოუხერხდება, თქვენს გულისთქმებში ჩააგდოს რაიმე ისეთი, რომელიც საბაბს მისცემს ქებასა და თავმაღლობას, ნუ დატკბებით ამით, უმალ დამდაბლდით ღვთის პირის წინაშე, თავი არარაობად ჩათვალეთ, როგორც კი (ეშმაკი) შეეცდება თქვენში აღძრას დიდების სურვილი. მეც ხშირად ღამღამობით მაცთუნებდნენ ბოროტი სულნი და არც ლოცვის და არც ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ: მთელი ღამე მაწამებდნენ სხვადასხვა მოჩვენებებით გრძნობებსა და ფიქრებში. დილით კი, თითქოს ხუმრობით, დაემხობოდნენ ჩემს ფეხებთან: "გვაპატიე, ჩვენ რომ მთელი ღამე გაშფოთებდითო". ვპასუხობდი: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (ფს. 6,9) და ნუ გამოცდით უფლის მსახურს". ასე რომ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, შეიყვარეთ სიჩუმე და მყუდროება, მიეცით ჭვრეტას და მთელი ძალისხმევა გამოიჩინეთ მუდმივად გულისყურის მოკრებით, წმინდად შეინახოთ სული ღვთის წინაშე. დაე, ნურაფერი შეუშლის ხელს თქვენს ლოცვას!

მართალია, გვხვდებიან ერისკაცთა შორის კეთილმოსაქმენი და ღვთისმოშიშებით მოსაგრენი, რომლებიც, მაგალითად, აშენებენ უცხოთშემწყნარებელ თავშესაფრებს, იჩენენ სიყვარულს და მოწყალებას, მოიხილავენ სნეულთ ანდა სხვა რაიმე ქველმოქმედებას სჩადიან. კეთილი ხალხი ყოველთვის რაღაცას გაიღებს კეთილი საქმისთვის და თვითონაც თავს წმინდად დაიმარხავს, ასეთნი ჭეშმარიტად იმსახურებენ უდიდეს შვებას, რამეთუ სათნო ექმნენ ღმერთს და მოშურნედ აღასრულებენ ღვთის მცნებებს (2 ტიმ. 2). მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი სრულყოფილების მისაღწევად, რამეთუ ეს ეხება მხოლოდ მიწიერ ურთიერთობებს და ხრწნად საგანთა წრიდან არ გამოდის. ამის გარდა, აუცილებელია ჩვენს გულზეც ვიზრუნოთ და საკუთარ თავში აღვზარდოთ სულიერი მისწრაფება. ვინც ამისთვის ზრუნავს, დგება სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე, განამზადებს სულში სავანეს სულიწმინდისთვის და თითქოს დაივიწყებს მიწიერს და მხოლოდ ზეცისა და მარადისობისკენ ისწრაფვის. ყოველთვის ღვთის თვალთა წინაშე წარდგომილი, მოიტოვებს უკან ყოველგვარ მიწიერ ზრუნვას. ზეციური სწრაფვის ცეცხლით ანთებული არც დღისით და არც ღამით არ განძღება ღვთისადმი ფსალმუნთა ქების შესხმით და სულიერი საგალობლებით.

ასე მთელი სამი დღე ჩვენთან საუბარში გაატარა ნეტარმა იოანემ, განაძლიერა და განაახლა სულნი ჩვენნი. დამშვიდობებისას კურთხევა მოგვცა და გზად მიმავალთ გვითხრა:

- წარვედით, შვილებო, მშვიდობით! კეთილ ამბავს გახარებთ. იცით, დღეს ალექსანდრიაში მოვიდა ამბავი ჩვენი ღვთისმოშიში მეფის, თეოდოსის ტირან ევგენიუსზე გამარჯვებისა, თუმცა მალევე მოჰყვა ამას სიკვდილი თეოდოსისა.

გზად შევიტყვეთ, რომ ყველაფერი ასეც მომხდარა. რამდენიმე დღის შემდეგ გვაუწყეს, რომ ნეტარმა იოანემაც მშვიდობით განისვენა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მნახველების მიღება შეწყვიტა, მოიდრიკა მუხლნი და ლოცვაში ჩააბარა სული თავისი - წარვიდა უფალთან, რომელსაც (შვენის) დიდება უკუნითი უკუნისამდე! ამინ.

თავი II. მამა ორი. თებაიდაში ვნახეთ სხვა ფრიად პატივცემული კაცი, სახელად ორი (მისი ხსენება 7 აგვისტოსაა). იგი გახლდათ მამა მრავალი სავანისა. ეს 90 წლის ქათქათაწვერიანი სასიამოვნო ბერიკაცი, სამონაზვნო სამოსლით მოსილი, ღვთის ანგელოზს მოგაგონებდათ. სახე ზეადამიანური ნათლით უბრწყინავდა... თავიდან ყველაზე შორეულ უდაბნოში ცხოვრობდა, შემდგომში კი ქალაქის სიახლოვეს ააგო სავანე.

ადრე, მის მოსვლამდე, იმ მხარეში, მისი კელიის გარშემო ველური ბუჩქიც კი არ ხარობდა. თვითონ რგავდა სხვადასხვა ჯიშის ხეებს. როგორც გადმოგვცემდნენ წმინდა მამები, კორომი იმიტომ გააშენა, რომ შემდგომში აქ დასახლებულ ძმებს შეშისთვის მონასტრიდან შორს წასვლა არ დასჭირვებოდათ. ასე ზრუნავდა ის მათი ხორციელი მოთხოვნილებისათვის, უფრო მეტად კი მათი სულის ცხონებისა და რწმენაში განმტკიცებისთვის. თვითონ კი ცხოვრობდა უდაბნოში, ბალახითა და ფესვებით იკვებებოდა და ამას თვლიდა სასურველად. სვამდა მხოლოდ წყალს, იმასაც, თუკი პოულობდა... დღედაღამ ლოცვასა და გალობაში ატარებდა. ასე მიაღწია ხანდაზმულობას და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი: "შენგან წარმოიშვება დიდებული ხალხი... მრავალი კაცი მოგებარება და შენი ძალით მრავალი ათასი ცხონდება, ყველანი მომავალ ცხოვრებაში შენი ხელისუფლების ქვეშ იქნებიან... ნუ შეგეშინდება ნურაფრის: არავითარი შეჭირვება მათი ხორციელი კვებისთვის არ გექნება. მხოლოდ შესთხოვე ღმერთს და ყველაფერი მოგეცემა!"

ამის შემდეგ მახლობლად ააშენა საცოდავი ქოხი და დაიწყო ცხოვრება, მხოლოდ ხილით იკვებებოდა, იმასაც ხანგრძლივი მარხვის მერე იღებდა. ადრე წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ როცა ხალხის საცხოვრებლის სიახლოვეს დასახლდა, ღვთისაგან მიიღო ნიჭი (წერილის გაგებისა). ძმებმა მას ბიბლია მოუტანეს და ისე დაიწყო კითხვა, თითქოს ადრევე ჰქონდა ნასწავლი. და მიეცა მას ხელმწიფება არაწმინდა სულებზე - ეშმაკეულნი, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, მისკენ მიისწრაფოდნენ და ხმამაღლა მოწმობდნენ მის მოსაგრეობაზე. აღასრულებდა სხვა კურნებებსაც.

უამრავი მონაზონი იკრიბებოდა მასთან. ჩვენც მივედით. ძალზე გაუხარდა ჩვენი მისვლა, მოგვესალმა, ლოცვა წარმოთქვა, მწირებს (მგზავრებს) თვითონვე დაბანა ფერხნი, მერე კი დაიწყო წმინდა წერილიდან ჩვენი დამოძღვრა რწმენასა და ცხოვრებაში. მას მიეცა ღვთისაგან მადლი მასწავლებლობისა, მრავალი ტექსტი აგვიხსნა წმინდა წერილიდან და კვლავ შეუდგა ლოცვას. ჩვევად ჰქონდა, ისე არ შეუდგებოდა ტრაპეზობას, ვიდრე ქრისტეს სულიერად არ შეუერთდებოდა. ამის მერე სამადლობელი ლოცვა წარმოთქვა და გვთხოვა, მგზავრობის წინ მოვძლიერებულიყავით (ტრაპეზით). ის იჯდა ჩვენთან და არ წყვეტდა საუბარს სულიერ მოღვაწეობაზე. აი, სხვათა შორის, რა მოგვითხრო:

უდაბნოში ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც სამი წლის მანძილზე მიწიერი საკვები არ მიუღია. ყოველ სამ დღეში ღვთის ანგელოზი მოუტანდა ზეციურ საზრდელს და ის დაუცხრობდა შიმშილსა და წყურვილს.

ვიცნობდი ასევე კაცს, რომელსაც ერთხელ გამოეცხადნენ ბოროტი სულნი ზეციური მხედრობის სახით, ანგელოზთა სამოსით მოსილნი. ცეცხლის ეტლები... უამრავი იარაღი... თითქოს ვინმე ძლიერი ხელმწიფის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენო... და ამ მხედრობის მეფედ მჩენმა უთხრა მას: "კაცო, შენ აღასრულე უკვე ყველაფერი... ისღა დაგრჩენია, თაყვანი მცე და აღგიტაცებ ზეცად, ვითარცა ილიას". ბერი ჩაფიქრდა: "ეს რას ნიშნავს? ყოველდღიურად თაყვანს ვცემ მაცხოვარსა და მეუფეს ჩემსას. ეს რომ ქრისტე იყოს, განა მოითხოვდა ჩემგან იმას (თაყვანისცემას), რაც მისთვის კარგად არის ცნობილი?!" მაშინვე უპასუხა ამის მთქმელს: მე მყავს მეფე, რომელსაც მოუღლელად ვემსახურები, შენ ჩემი მეფე არა ხარ-მეთქი! ამის მერე მტერი (კაცთა მოდგმისა) აღარასოდეს გამოსცხადებია.

ამას ისე გვიყვებოდა, თითქოს ეს ამბავი სხვას შეემთხვა. მაგრამ იქ მყოფი მამები გვარწმუნებდნენ, მას გადახდაო.

დიდი გახლდათ ეს მამა!

სხვათა შორის, აი კიდევ რა ქველმოქმედებას უწევდა თავისთან საცხოვრებლად მისულ მამებს. მოუხმობდა ყველა თავის ძმას და ერთ დღეში აუგებდნენ კელიას ახალმოსულს. უნდა გენახათ ძმობის დიდი გულმოდგინება: ერთი ჩქარობდა აგურის მოტანას, მეორე - თიხას ზელდა, მესამეს წყალი და შეშა მოჰქონდა. როგორც კი კელია გამზადდებოდა, მოამარაგებდა ყველა აუცილებელი ნივთით და გადასცემდა ახალ ძმას.

ერთხელ მასთან ერთი მზაკვარი ძმა მოვიდა. მან ტანსაცმელი დამალა და ბერის წინაშე თითქმის შიშველი გამოცხადდა. ბერმა ის ყველას წინაშე ამხილა და გამოაჩინა დაფარული... ყველა შიშმა აიტანა, ამის მერე ვეღარავინ კადნიერდებოდა, მის წინაშე ეცრუა.

ასეთი იყო მისი სულიერი სრულყოფილება. ასე დიდად მდიდარი იყო ღვთაებრივი მადლით! ყველაფერი ეს მან თავშეკავებით, მოსაგრეობით და რწმენის სიწმინდით მოიპოვა. მასთან მცხოვრები ბევრი ძმაც ასევე ავსებული იყო ამგვარივე უდიდესი მადლით. როცა ისინი ტაძარში იკრიბებოდნენ, ანგელოსთა მსგავსად ჩანდნენ. ბერი თავისი ხორციელი და სულიერი სიწმინდით ხომ დაუდუმებლად აღუვლენდა ქებასა და დიდებას უფალს.

თავი III. ამონი. თებერვალში ვნახეთ კიდევ ერთი კაცი, სახელად ამონი. იგი იყო მამა 3000 მონაზვნისა, რომელთაც ტავენელებს ეძახდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ გასაოცარი თავშეკავებით. ემოსათ უხეში ტილოს ტომრის მსგავსი სახელოებიანი ტუნიკი, თავზე კუნკულს იხურავდნენ, განსაკუთრებით ტრაპეზობისას. მისით სახეს იფარავდნენ, რომ ვერ შეემჩნიათ, მათგან რომელი მიიღებდა ნაკლებ საზრდელს. ტრაპეზზე სრული სიჩუმე სუფევდა. ისეთი მორიდებულები იყვნენ, რომ ერთის თავშეკავებას მეორე ძნელად თუ შეამჩნევდა. სუფრასთან იმისთვის კი არ ისხდნენ, რომ საჭმლით გამძღარიყვნენ, არამედ მხოლოდ შეხებოდნენ საკვებს. მით უფრო ფასეულია თავშეკავების სათნოება, თუ თავს შეიკავებენ იმისგან, რაც თვალთა წინაშეა და ხელთა აქვთ.

თავი 4. ბენი. მამათაგან ერთ-ერთი, ბენი, რომელიც ჩვენც ვნახეთ, ყველა კაცს აღემატებოდა თავმდაბლობით. მასთან მყოფი ძმები ირწმუნებოდნენ, არც სიცრუე და არც ფიცი არ ამოსულა მის ბაგეთაგან და ერთ კაცსაც კი არ უნახავს განრისხებულიო. იგი არასოდეს წარმოთქვამდა ერთ ფუჭ ანდა ზედმეტ სიტყვას. მთელი მისი ცხოვრება ღრმა მყუდროებაში მიედინებოდა. მშვიდი ხასიათი ჰქონდა და ყველაფრით ემსგავსებოდა ანგელოზს: უსაზღვრო თავმდაბლობით თავს არარაობად თვლიდა. გულმხურვალად ვთხოვეთ, დავემოძღვრეთ და რამდენიმე სიტყვა გვითხრა სიმშვიდეზე.

ერთხელ ჰიპოპოტამმა დააცარიელა მისი მახლობელი მხარე. მიწათმოქმედებმა მას დახმარება სთხოვეს. მივიდა იმ ადგილას, დაინახა უზარმაზარი მხეცი და მიმართა: იესო ქრისტეს სახელით გიკრძალავ ამ მიწის მოძოვასო.

მხეცი ისე გაიქცა, თითქოს ანგელოზმა განდევნაო და მეტად აღარ გამოჩენილა... მან თურმე სხვა დროს ამგვარადვე გააგდო ნიანგიც.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat