"ნუ დამწუხრდები - შენი დედა მე ვარ"
"ნუ დამწუხრდები - შენი დედა მე ვარ"
განსაკუთრებულად ვიგრძენი წმინდა ზიარების გემო - იგი ქრისტეს სისხლი და ხორცი იყო

გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##22-25

სინას მთის მეუდაბნოე.
1962 წლის შემოდგომაზე ბერი პაისი სინას მონასტერში მივიდა. კელიაში შესულმა საწოლიდან ლეიბი აიღო და ნათურა მოხსნა. მისი ასკეტური სული, უბრალოება, ღვთისთვის თავდადების სურვილი აშკარა იყო. მონასტრის საძმომ შეიტყო, რომ პაისი კარგი დურგალიც იყო და, რაც მთავარია, დიდი მლოცველი. სინაზე მისი მოსვლისას საშინელი გვალვა იდგა. ხალხი უწყლობამ საშინლად შეაწუხა. მონასტერში აქლემების ქარავანს ამზადებდნენ წყლის შორიდან მოსატანად. "მოიცადეთ, წყლისთვის დღეს ნუ წახვალთ", - უთხრა მათ პაისიმ. იმ ღამეს ილოცა. დილით ძლიერი წვიმა მოვიდა...

პაისიმ კურთხევა აიღო და უდაბნოში, წმინდა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კელიაში გადასახლდა. ეს ასკეტირიონი მონასტრიდან ერთი საათის სავალზეა და მშვენიერ მაღლობზეა გაშენებული. ასკეტირიონის ზევით, ორას მეტრზე, წმინდა გალაქტიონის მღვიმეა, ცოტა მოშორებით - წმინდა ეპისტიმიას სკიტი. ასკეტირიონის ახლოს პატარა წყარო იყო, საიდანაც დღე-ღამეში ორ-სამ ლიტრ წყალს იღებდნენ. მამა პაისი ჰყვებოდა: "წყალზე თუნუქის ქილით მივდიოდი - ჩაისთვის მჭირდებოდა. ქილის ავსებამდე ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდი, თვალები ცრემლით მევსებოდა: "ღმერთო ჩემო, - ვამბობდი, - მე მხოლოდ ცოტა წყალი მინდა დასალევად, მეტი არაფერი". საჭმელად ორცხობილა ჰქონდა, რომელსაც თვითონვე აცხობდა. თუნუქის ქილა იყო მისთვის ყავადანი, ქვაბი და თეფშიც კი. არც ლამპა ჰქონდა და არც ფანარი. სანთებელათი ინათებდა ხოლმე გზას. ერთხელ პომიდორი დარგო კელიასთან. მერე თქვა, - საცოდავ ბედუინებს არ აქვთ პომიდორი და მე, ბერს რატომ უნდა მქონდესო და ამოგლიჯა.

დღეს ლოცვასა და ხელსაქმეში ატარებდა. ხელი რომ არავის შეეშალა, თავისი კელიის მისასვლელთან კლდეზე თავის ქალა და ძვლები დახატა. ცდილობდა, მისი ყურადღება არაფერს გაეფანტა. ამიტომაც დიდმარხვისას სხვა, უფრო მოშორებულ ადგილას გადიოდა საცხოვრებლად. თან ის თუნუქის ქილა მიჰქონდა. მთელ დიდმარხვას თითქმის არაფერს ჭამდა. მამა პაისი სხვამხრივაც თრგუნავდა სხეულს, ფეხშიშველი დადიოდა, ფეხსაცმელები გუდაში ეწყო და მხოლოდ მონასტერში ჩასვლისას იცვამდა, ანდა ვინმეს შეხვედრისას. არადა ისეთი ცხელი იყო ქვიშა, ბედუინები მასში კვერცხს წვავდნენ, ღამით კი ყინულივით ცივდებოდა. ბერი პაისი მონასტერში ორ კვირაში ერთხელ, კვირადღეს ჩამოდიოდა, მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში, დურგლობდა, ძმებთან ერთად შრომობდა. მონასტერს ტვირთად არ დასწოლია, კუთვნილ პროდუქტს მამებს უნაწილებდა. ფულს ხომ საერთოდ არ ეკარებოდა.

თავიდან, სინაზე ჩამოსვლისთანავე, ასკეტირიონში ორი კვირით ცხოვრება მოისურვა. მამებმა ჰკითხეს, - გაძლებო? მოგვიანებით მამა პაისი ჰყვებოდა: "ძნელია გამოთქვა ის, რაც მე იქ ორ კვირაში ეშმაკისგან განსაცდელები დავითმინე. თავს ჯვარზე მილურსმულად ვგრძნობდი. ორი კვირის მერე, როცა მონასტერში საღვთო ლიტურგიაზე ჩამოვედი და ვეზიარე, განსაკუთრებულად ვიგრძენი წმინდა ზიარების გემო - იგი ქრისტეს სისხლი და ხორცი იყო".

ამ საღმრთო მინიშნებით ძალმიცემულმა წირვის შემდეგ გახედა ასკეტირიონს და ეშმაკს უთხრა: - თუ გინდა, მოდი და ახლა ვიბრძოლოთო.

მამა პაისი ხეზე ხატებს კვეთდა, უმეტესად წმინდა მოსეს გამოსახულებას. ხშირად, ღამით აღებდა კელიის კარს და მთვარის შუქზე, იესოს ლოცვით მლოცველი, აშალაშინებდა სახატე ფიცარს და საკვეთად ამზადებდა. ხატებს მონასტერში ყიდდა. აღებულ ფულს ნაცნობ ტაქსისტს აძლევდა, რომელიც ქაიროში მისი თხოვნით ყიდულობდა სამოსს, ნამცხვრებს, პროდუქტს და მასთან მოჰქონდა. მამა პაისი კი გაჭირვებულ ბედუინებს ურიგებდა. დღედაღამ შრომობდა მათ დასახმარებლად. იერუსალიმის მოსალოცადაც კი არ წავიდა, რომ ეს საცოდავები მის კურთხევას არ მოჰკლებოდნენ. ამ უბრალო ხალხსაც უზომოდ უყვარდა "აბუნა პაიზი" (მამა პაისი), ყოველი სტუმრობისას ნამდვილ დღესასწაულს უწყობდნენ ხოლმე.

თვითონაც ხშირად მიდიოდნენ მასთან ჩამოკონკილნი, ფეხშიშველნი. მამა პაისი მათ დახეთქილ ფეხებზე ცვილს ადებდა და ფეხსაცმელებს ჩუქნიდა, ქუდებს ანდა სხვა ნივთებს ურიგებდა. მერე იმდენმა იწყო მასთან სთხოვნელად სიარული, რომ მამა პაისის ფული აღარა ჰყოფნიდა და არჩევანის წინაშე დადგა: "რისთვის მოვედი აქ - ბედუინების დასახმარებლად თუ სალოცავად?" გადაწყვიტა, მეტი ელოცა და ხელოსნობისთვის ნაკლები დრო დაეთმო.

იმ დღეს, როცა ეს გადაწყვიტა, მამა პაისის ერთი საზღვარგარეთ მცხოვრები ბერძენი ექიმი ეწვია. ბერი დიდი ხნის ნაცნობივით შეეგება მას, - შემოდი, გელოდიო. დასხდნენ. რამდენიმე საათი ისაუბრეს. ბერმა ექიმს რამდენიმე კეთილი რჩევა მისცა და მისი ცხოვრების ზოგიერთი ეპიზოდი გაახსენა, რომელიც მის გარდა არავინ იცოდა. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ექიმზე, ბერს 100 ოქროს მონეტა გადასცა: - ეს ფული ბედუინებს მოახმარე. შენი დღის განრიგი არ დაარღვიო და ლოცვა არ დაუტევოო.

"ცრემლი ვეღარ შევიკავე, - ჰყვებოდა მამა პაისი, - ის ეზოში დავტოვე და კელიაში შევედი. ცრემლები მდიოდა, რომ ღმერთმა ასე მალე შეისმინა ჩემი ვედრება და პასუხი მომცა. საღვთო სიყვარულმა და განგებულებამ ლამის დამფერფლა".

KARIBCHEუდაბნო, აბა, რისი უდაბნოა, თუ იქ მეუდაბნოე დაცემულ ძალებს არ შეერკინება. ბერი ერთხელ კლდეზე, უფსკრულის პირას იჯდა და ხეზე კვეთდა. უეცრად ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა, - პაისი, გადახტი. გპირდები, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დარჩებიო. ბერმა წაუყრუა. ეშმაკი კი მის დაყოლიებას ცდილობდა. ბერმა აიღო ქვა, ეშმაკს უთხრა: კარგი, ასე იყოს, გულისთქმას დაგიცხრობო და ქვა უფსკრულში გადააგდო. "აღტაცებულმა" ეშმაკმა უთხრა: - ასეთი პასუხი ჩემთვის ქრისტესაც არ მოუცია! შენ უკეთესად მიპასუხეო. "ქრისტე ღმერთია, - უთხრა მას ბერმა, - ჩემსავით მასხარა კი არ არის. განვედ ჩემგან, სატანა".

ასკეტირიონში მამა პაისის ძველი მაღვიძარა საათი ჰქონდა, რომელსაც არწევდა ხოლმე, რომ ამოძრავებულიყო. ერთხელ ეშმაკმა ასეთი გულისთქმა მოუვლინა: - ცოლშვილიანი რომ იყო, ასე ახლა შენს პატარას დაარწევდიო. ასეთ საგნებზე მამა პაისის ერისკაცობაშიც კი არასოდეს უფიქრია. მან ელვისებურად მოიქნია საათი და კედელს მიანარცხა. მაღვიძარა უნდა დაფშვნილიყო, მაგრამ კედლამდე ათიოდ სანტიმეტრი იქნებოდა დარჩენილი, რომ მკვეთრად შეჩერდა, ნელ-ნელა დაეშვა დაბლა, სწორად დადგა და აწიკწიკდა. ბერმა ეს სატანის ნაქმნარად იცნო. "ჰოი, ეშმაკო!" - წამოიძახა, ქვა აიღო და მაღვიძარა გააბრტყელა.

მამა პაისი ჰყვებოდა: "ერთ ღამეს დაბლა ვეშვებოდი საფეხურებიანი ბილიკით. სანთებელა მღალატობდა. საფეხურების დანახვას ვცდილობდი. უეცრად ჩემს წინ დავინახე ანთებულშანდლიანი ხელი. ბილიკიც გაანათა და იქაურობაც. მაშინვე თვალები დავხუჭე, სინათლეს ზურგი შევაქციე და ეშმაკს ვუთხარი, - არ მინდა შენი ცრუ სინათლე-მეთქი".

ამ წმინდა უდაბნოში მამა პაისის სხვა ზებუნებრივი შემთხვევებიც განუცდია: მას ნება მიეცა, ჩასწვდომოდა, თუ როგორი ღვთისმოშიში და უმწიკვლო კავშირი ჰქონდათ წმინდა იოაკიმესა და ანას, წმინდა ცოლ-ქმარს, რომელთაგანაც ჩაისახა და იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მამა პაისის ღვთისგან ეუწყა, რომ "წმინდა იოაკიმე და ანა სრულყოფილი სულიერი ადამიანები იყვნენ, ერისკაცულ ბრძნობას მოშორებულნი. ასეთი უვნებო წყვილი არასოდეს ყოფილა. თავიდან ცალ-ცალკე ევედრებოდნენ ღმერთს, მათთვის შვილი ეჩუქებინა, მერე კი შეერთდნენ, ვითარცა ქმარი და ცოლი, არა ხორცის სურვილით, არამედ ღვთის მოშიშებით. რამდენადაც ღვთისმშობლის ჩასახვა სიტკბოების (სიამოვნების) გარეშე მოხდა, ამიტომაც იგი იყო ყოვლადწმინდა. რა თქმა უნდა, არ იყო თავისუფალი პირველყოფილი ცოდვისგან, როგორც ამას პაპისტები ფიქრობენ, ვინაიდან ის ბუნებრივი სახით ჩაისახა, მაგრამ მისი ჩასახვა მოხდა სრულიად უვნებლად, როგორც ღმერთს სურდა, რომ ადამიანები შობილიყვნენ".

ერთხელ, საუბრისას მამა პაისი კვლავ შეეხო ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავდა მის მნიშვნელობას. მიხვდა, თანამოსაუბრეს მისი სიტყვებისა არ სჯეროდა. წამოდგა და მტკიცედ წარმოთქვა, - მე განვიცადე ეს ამბავიო. ამით ნათლად უთხრა, რომ ის, რასაც ამბობდა, მისი საკუთარი კეთილმოკრძალებული ფიქრები კი არ იყო, არამედ საღმრთო გამოცხადება.

ერთხელ მამა პაისიმ საოცარი სითბო, ენით აუწერელი ნუგეშისცემა და ძლიერი სიყვარული იგრძნო ღვთისმშობლის მიმართ. გაუკვირდა, ვერ მიხვდა, რატომ ეწვია მას ამხელა ნუგეშის გრძნობა. თარიღი ჩაინიშნა ამ მოვლენისა. მოგვიანებით შეიტყო, რომ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა დედამისი, რომელიც მას უზომოდ უყვარდა, მაგრამ ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი უფრო დიდი სიყვარულის გამო მიეტოვებინა. ამ ნუგეშისცემით ღვთისმშობელი თითქოს ეუბნებოდა ბერს: "ნუ დამწუხრდები - შენი დედა მე ვარ". ასე ვთქვათ, ღვთისმშობელმა იშვილა იგი მას შემდეგ, რაც პაისი ბერად შედგა.

ბერი პაისის ღვთისმშობლისადმი სიყვარულის კიდევ ერთი მაგალითი: იგი ორ სინელ ბერთან ერთად წმინდა ეკატერინეს მწვერვალზე ავიდა. აქ, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს უხრწნელი სხეულის პოვნის ადგილას, ეკლესიაა აშენებული. საყდარში საღმრთო ლიტურგია აღავლინეს. უკან დაბრუნებისას მამა პაისი იმ კლდესთან მივიდა, სადაც ოდესღაც თავისი სახელი წაეწერა ნიკოს კანძაკისს (1885-1957), ცნობილ ბერძენ ღვთისმგმობელ და ანტიქრისტიან მწერალს, ავტორს მკრეხელური რომანისა "უკანასკნელი ცდუნება" (ბევრისთვის ცნობილია ის მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით) და სხვა წიგნებისა, სადაც ის გმობს ქრისტეს, ეკლესიას, ქრისტიანული რწმენის სიწმინდეებს. მამა პაისიმ რკინის საკვეთით დაიწყო ქვიდან მისი სახელის მოშლა, რათა მომლოცველებს არ ენახათ "საძაგელი იგი მოოხრებისაი... ადგილსა წმიდასა".

1964 წელს გამოგზავნილ წერილში მამა პაისი წერდა: "ეშმაკი ხშირად შემაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სხეული უძლურებამდე მივიყვანე. ვმადლობ ღვთისმშობელს - პირს არ მიიქცევს ჩემგან და ყოველთვის მეხმარება. ყოვლადსახიერი ღმერთი ამ განსაცდელებს იმიტომ უშვებს ჩვენზე, რომ ღვაწლი გავწიოთ, რომლის მერეც თავზე დაგვადგამს უხილავ ძლევის გვირგვინებს. რამდენიმე დღის წინ ისიქასტრიონში ეშმაკმა ძალზე ამაღელვა. ეს ბრძოლა თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. ამ დროს ზიარებისთვის ვემზადებოდი, რომელიც უნდა აღსრულებულიყო წმინდა მწვერვალზე (ანუ ღვთის განცხადების მთაზე). ვმადლობ სახიერ ღმერთს, რომ დამიფარა. ამ ბრძოლის მერე სახიერმა ღმერთმა ღირსმყო წმინდა მწვერვალზე ზიარებისა. ნაზიარები მთელი დღე ენით აუწერელ სიხარულს განვიცდიდი. მე ღვთის დიდი სიყვარულის გამო ფერფლად ვიქეც და ცხადად ვგრძნობდი, - ის ჩემთან იყო. ეშმაკმა იმიტომ გამიმართა ასეთი დაძაბული ბრძოლა, რომ სურდა, ჩემთვის მოეკლო ეს სულიერი სიხარული, რომელმაც კარგა ხნით განმაძლიერა".

ამ ღვთისგანცხადების მთაზე მამა პაისიმ თვითონაც განიცადა საღმრთო გამოცხადება, იმაზე მეტი გრძნობით, ვიდრე ათონზე ხილვისას. მამა პაისი სულიერად უფრო ძლიერდებოდა. აი, უდაბნო, რასაც ის წლების მანძილზე ნატრობდა. მაგრამ თანდათანობით ბერი პაისი ხორცით დაუძლურდა. იმ ადგილის უჟანგბადობამ აიძულა, ქვემო მონასტერში დაბრუნებულიყო, მაგრამ მდგომარეობა მწვავდებოდა. სნეულებამ ძალზე მოაუძლურა, სუნთქვა უჭირდა. ამიტომაც გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო...

ბეჭდვაელფოსტა
15.08. 2015
giorgi rekhviashvili
Dzalian didi bodishi am ktxvas rom vsvav magram shegidzliat amixsnat asketirioni ra aris.ar vici da mcxvenia radgan dzaan eklesiuri ar var.ar daviwyeb imis axsnas ar vici xels ramishlis da ratom ver mivdivar eklesiashi tqo.faqtia erti ram rom ar davdivar arada guli ara marto eklesiashi aramed monastershi cxovrebisken miwevs,magram samwuxarod ver gadamiwyvetiaaaaaaaaa.
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat