ბერობა არ არის თვითმიზანი, მონაზვნობა ღვთაებრივი ცხოვრების წესია
ბერობა არ არის თვითმიზანი, მონაზვნობა ღვთაებრივი ცხოვრების წესია
სენაკი ბერისთვის ღმერთთან შეხვედრის ადგილია
უფალმა სულიერი მოძღვარი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ტკივილების ხსნისთვის დაადგინა. უფლის ხელით მოძღვარი ქრისტეს სისხლსა და ხორცს გვაზიარებს, სინანულის შედეგად ცოდვათა მიტევების ღირსს გვხდის და უფლის მხედრად გვზრდის. ყოველი საეკლესიო საიდუმლოების შესრულება დააკისრა უფალმა მოძღვარს. ამქვეყნად მოვლინების შემდეგ მოძღვრის დახმარებით ყველა მართლმადიდებელი ნათლობის საიდუმლოს ეზიარება. ადამიანის იმქვეყნად წასვლაც მოძღვრის მიერ წესის აგებით მთავრდება.

რადგან ყველაფერი უფლის მადლითაა დადგენილი, ჩვენც, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი, მოვალენი ვართ, უფლის მცნებების დაცვით დავიწყოთ და დავასრულოთ წუთისოფელი.

მოძღვარი უფლისგანაა ნაკურთხი და თავად უფლის წყალობით ხდება ამა თუ იმ ეკლესია-მონასტერში მისი მღვდელმსახურება. შავ და თეთრ სამღვდელოებად ცნობილი მოძღვრები ზოგი მონასტრებში, ზოგიც კი ერში სულიერ შვილებს წინამძღვრობენ. შავ სამღვდელოებად ბერ-მონაზვნები იწოდებიან, თეთრი სამღვდელოება კი ოჯახიანი მოძღვრები არიან. მოძღვრის ჯვარი ყველგან თანაბარია. მის ზიდვას კი უფალი უმსუბუქებს.

"კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ გურიის უდაბნოს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მამა მარკოზის (გურგენიძე) საუბარს. მამა მარკოზი მუდამდღე ზრუნავს მონასტრის, სულიერი შვილების კეთილდღეობაზე, უდაბნოს უძველესი მონასტრის აღორძინებისთვის.

- გურიის უდაბნოს მონასტრის მშენებლობაზე ისტორიული ცნობები არ შემონახულა. გამოქვაბულის ტაძარი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. სამონასტრო ცხოვრება, ჩანს, უფრო გვიან დაწყებულა. წინათ ამ მონასტერში 300-მდე ბერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეწეოდნენ მთარგმნელობით და საგანმანათლებლო საქმიანობას. შემორჩენილი ხელნაწერებიდან აღსანიშნავია "უდაბნოს მრავალთავი", დანარჩენები კომუნისტების დროს მთლიანად განადგურდა.

ლენინგრადის საისტორიო არქივში, 1963 წელს მიკვლეული იქნა "გურიის უდაბნოს აქტი" - დაწერილი საშუალო ზომის ორ თეთრ ფურცელზე. მასში აღწერილია საყდრის საღვთისმსახურო ინვენტარი და წიგნთსაცავი.

KARIBCHEგურიის უდაბნოს საყდარი უძველეს ძეგლადაა მიჩნეული. კლდეში ნაკვეთ, ორი მხრიდან თლილი ქვებით ნაგებ ტაძარში უმთავრესი სიწმინდე იყო ვერცხლით მოჭედილი იოანე ნათლისმცემლის ხატი, რომელიც საყდრის მარცხენა ნაწილში ესვენა, ხოლო 'ვერცხლითა და ოქროთი მოპერანგებული მთავარმოწამე გიორგის ხატი - საყდრის მარჯვენა მხარეს. ამ საყდრის სიმდიდრე იყო: სამღვდელო-სადიაკვნე მოსასხამი, ხელნაწერები, სატრაპეზო ჯვარი, ვერცხლის ჭურჭელი, ბაქარისეული 'დაბადება", რომელიც 1743 წელს გამოიცა მოსკოვში და სხვა მრავალი ნივთი. გურიის უდაბნოს ერთ-ერთი მადლმოსილი წინამძღვარი იოსებ ტუსკია XVIII საუკუნის დოკუმენტში იხსენიება ჯუმათის ქორეპისკოპოსად და უდაბნოს წინამძღვრად. მას შემოქმედის "გულანის"'გადაწერაშიც მიუღია მონაწილეობა. მამა იოსებმა დიდი ღვაწლი გასწია უდაბნოს ასაღორძინებლად. უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზეა აგებული.

2001 წელს შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) უდაბნოში აღადგინა სამონასტრო ცხოვრება და წინამძღვრად აკურთხა იღუმენი პეტრე (ანდღულაძე). ამჟამად მეუფის ლოცვა-კურთხევით, მონასტერს ვწინამძღვრობ.

ღვთის მადლით, მონასტრის ძმობა გაიზარდა. გვყავს ბერი საბა, მორჩილები: ზურაბი, გიორგი, ლევანი, მერაბი, ირაკლი. სულ შვიდნი ვართ. სტუმარიც ბევრი გვყავს. დავიწყეთ სენაკების მშენებლობა და მომავალში უფრო ბევრ მსურველს ვისტუმრებთ. ღმერთი მოულოდნელად გამოგიჩენს ხოლმე მადლიან ადამიანებს, რომლებიც ხელს გაგიმართავენ. მშენებლობის კეთილად გასრულების შემდეგ კი სულის შენებაზე უფრო მეტად ვიზრუნებთ.

- მამაო, როგორი იქნება უდაბნოს მონასტრის კომპლექსი?

- ჩვენს მხარეში ძალიან მკაცრი ზამთარია, დიდი თოვლი მოდის. გვინდა, მონასტრის თითოეულ წევრს ცალკე სენაკი ჰქონდეს, რადგან სენაკი ბერისთვის ღმერთთან შეხვედრის ადგილია. დაახლოებით 14 სენაკის გამართვას ვაპირებთ. აქვე აიგება ტაძარი, ოთხი მახარებლის სახელობის კომპლექსის გვერდით აიგება კოშკი, სადაც განთავსდება მარანი, სახელოსნო, მუზეუმი, ბიბლიოთეკა. შენდება სამრეკლო. ღვთის წყალობით, ყველას ვთხოვ, ლოცვებში მოგვიხსენიოს, რათა უფალმა სულიერად გაგვაძლიეროს. ამ დროში ხშირად გვიხდება ფიქრი მშენებლობაზე. ამქვეყნიური საზრუნავი მოგვემატა. მაგრამ უამისოდ ძნელია მონასტრული ცხოვრება. ღვთის წყალობით, მალე ყველაფერი დალაგდება.

- როგორია თქვენი მონასტრული ტიპიკონი?

- კვირაში სამჯერ და ზოგჯერ უფრო ხშირად აღევლინება წირვა-ლოცვა. ყოველდღე იკითხება იოანე ნათლისმცემლის დაუჯდომელი. მონასტრის წევრებს პირადი მორჩილება აქვთ. ლოცვასთან ერთად ვამზადებთ ხატებს, ფუტკართან ერთად მცირე მეურნეობასაც ვუვლით. მონასტრის მშენებლობაში ძირითადად მონასტის საძმოა ჩართული.

- მამაო, როგორია თქვენი სულიერი თვალით დანახული სამონასტრო ცხოვრება?

KARIBCHE

მამა მარკოზი (ცენტრში) მონასტრის საძმოსთან ერთად

- მონასტერი განსაკუთრებული ბრძოლის ველია. მონასტერში წასვლის სურვილი უჩნდება მას, ვისაც სულიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს. მონასტერში ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა. მე აღარ მაკმაყოფილებდა მხოლოდ შაბათ-კვირას ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე სიარული. მინდოდა მუდამ ღვთის სახლში ვყოფილიყავი და უფლის სიტყვა გამეგო. უფალთან მიახლება არის მიახლება განძთან. ამით ადამიანის სული ძალიან დიდი წყალობით ივსება და მდიდრდება.

მატერიალური გასამრჯელო ვერ შეედრება იმას, რასაც უფალი გპირდება. "უფროის ოქროისა და ანთრაკისა", - ბრძანებს მაცხოვარი. ამქვეყნიური სიმდიდრეები გამოხატულია ოქროთი და ანთრაკით, რის გამოც ადამიანები იხიბლებიან.

მონაზვნობა ამქვეყნიური განგებით ცხოვრების წესი კი არა, ღვთაებრივი ცხოვრების წესია, რომელიც უფალმა დაგვიდგინა. ბევრი ადამიანი ვერც კი უგებს ამგვარი ცხოვრების წესს. მეტიც - უკვირთ, თუ რატომ არ ქმნიან ადამიანები ოჯახებს და რატომ მიდიან მონასტერში.

როცა ადამიანს ცხოვრებისეული მიზანი აქვს, ის ბევრ რამეს თმობს... სასუფეველში მოხვედრა კი ყველაზე დიდი მიზანია და "სასუფეველი თქვენშია", - ბრძანებს უფალი, ღმერთთან ყოფნაშია სასუფეველი.

მონაზვნობა სრულყოფილების ძიებაა. სახარებაში ლაპარაკია უფლისა და მდიდარი ჭაბუკის საუბარზე. ჭაბუკი უფალს ეკითხება, - რა გააკეთოს ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად. უფალი ბრძანებს: "იცხოვრე მცნებების დაცვით". ჭაბუკი პასუხობს: ამ მცნებებს სიყრმიდანვე ვიცავდიო. უფალს შეუყვარდა ჭაბუკი და შესთავაზა - თუ გინდა იყო სრულყოფილი, დატოვე ყველაფერი და მე შემომიდექიო. მონაზვნობა შესთავაზა. მონაზვნობა არ არის ერთადერთი გზა ცხონებისა. მონაზვნობას სრულყოფილებამდე აჰყავს ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველაფერი დიდი გარჯით მოდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შედეგად იძენ მონაზვნურ სულს.

ხშირია ბერმონაზვნური ცხოვრების დროს სულიერი ბრძოლა. თუნდაც წუთისოფლის არდათმობის, ეჭვის, სიძულვილის, ვნების, ზოგჯერ უდარდელობაც კი შეიძლება შემოგეპაროს, მაგრამ "სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ". ამიტომაც მონაზვნად აღკვეცის დროს, ლოცვის კანონთან ერთად, მას ეძლევა სულიერი იარაღი - სკვნილი, ბერის ცხოვრების წესი ლოცვაა.

ლოცვა - უფალთან საუბარი და კავშირია. მონაზონი ყოველთვის უნდა ცდილობდეს საკუთარი აზრების მხილებას, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობით უნდა განიმსჭვალოს და არ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული წარმოდგენა ყველაფრის ცოდნის გამო.

მადლობა ღმერთს, რომ შემოქმედის ეპარქია მდიდარია ეკლესია-მონასტრებით, ბერ-მონაზვნებით. დაახლოებით 15 ბერი და 16-ზე მეტი მონაზონი მოღვაწეობს. მეუფე იოსები დიდ ყურადღებას აქცევს ეპარქიაში ბერმონაზვნობის განვითარებას. მეუფე თავად სულით და ხორცით ბერია და უყვარს ბერმონაზვნური ცხოვრება. მისი ყველაზე მეტი სწავლება და ქადაგება მისი საქმიანობიდან გამომდინარეობს, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდება. ძალიან თავმდაბალი, თბილი და მორჩილი ადამიანია. ადვილია მასთან აღსარების თქმა. ღვთისგან დიდი ნუგეშია მეუფე არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც.

- მამაო, მონასტერში წასვლის მსურველმა უპირველესად რა უნდა გაითვალისწინოს?

- მონაზვნობა პროფესიის არჩევა როდია, ცხოვრების წესია. როცა ამგვარ ნაბიჯს დგამ, უნდა გაისიგრძეგანო, რა ცხოვრებას ირჩევ. ზოგი ამბობს, ღვთის ნება არ იყო და მონაზონი არ გავხდიო. ეს არასწორი აზრია. ღვთის ნება შეიძლება იყოს, მაგრამ ვერ გახდე მონაზონი. უფალი ადამიანის თავისუფალ ნებას არ ეხება და მისი სურვილის წინააღმდეგ არ მიდის. უწინარესად, ადამიანის ნება უნდა იყოს, თორემ ღვთის ნება ყველაზეა დაშვებული. საკუთარ თავს, სულს და ხორცს სწირავ უფალს. ხშირად ხდება, რომ ადამიანები მონასტერში გარკვეული პრობლემებით მოდიან. გარკვეული დროის შემდეგ სულიერად იკურნებიან და კვლავ ერისკენ მიუწევთ გული.

- ლამაზია თქვენი მონასტერი?

- მართლაც რომ საუცხოოა უდაბნოს მონასტერი. უღრან ტყეშია მოქცეული. ახლომახლო პატარ-პატარა მდინარეები ჩამოუდის. გარშემო კლდეები აკრავს. განმარტოებული და უდაბნოდ ქცეული ადგილია. სახელიც აქედან მიიღო. უდაბნოს მონასტერი წუთისოფელს მოწყვეტილია. ჩვენს მონასტერში მოსვლის სურვილი ბევრს აქვს. მთავარი მონასტრის წევრთა რაოდენობა კი არ არის, არამედ ისეთი ადამიანების მოსვლა, ვისაც მონასტრული წესით ცხოვრება სურს. უფალთან, ჩვენს მამასთან სიახლოვე ყველაზე მეტად მონასტრულ ცხოვრებაშია შესაძლებელი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat