მონასტერი თავშესაფარი არ არის. აქ ღვთის სიყვარულმა უნდა მოგიყვანოს
მონასტერი თავშესაფარი არ არის. აქ ღვთის სიყვარულმა უნდა მოგიყვანოს
თუ მონაზვნებს შორის უთანხმოება მოხდება, შენდობას ეტყვის ის, ვინც პირველად დაიწყო კამათი, მართალიც რომ იყოს
წმინდა მამათა განმარტებით, მონასტერი არის სულის საავადმყოფო. ერისკაცები კი მონასტერში ერისკაცული ჩვეულებით და იმ განწყობით მიდიან, რომ გარკვეული მსახურების შემდეგ გარდაქმნან საკუთარ თავში ძველი ადამიანი და უმკურნალონ საკუთარ სულს. ცდილობენ, იცხოვრონ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურად, სახარების მცნებებით, ანგელოზებრივ, რასაც საბოლოოდ ცხონების გზამდე მიჰყავს ადამიანი.

მონასტერში მსახურებას საფუძვლად უდევს მორჩილება. მორჩილება იგულისხმება ყველაფერში: ჩაცმა, კვება, წამლის მიღება და ყოველი მოქმედება უნდა ხდებოდეს საკუთარი ნების გაუთვალისწინებლად და მოძღვრის ან წინამძღვრის კურთხევით. ნებისმიერი საქმე და მოვალეობა, რაც მორჩილებასთანაა დაკავშირებული, სრული სიზუსტით უნდა შესრულდეს, რადგან ყოველი ამგვარი მოქმედება აუცილებელია სულის ცხონებისთვის.

მონასტერში მორჩილებით ცხოვრებას მოაქვს ჭეშმარიტი სიმდაბლე და სულიერი სიბრძნე. თუ მორჩილება არის სათნოება და ღვთისთვის საყვარელი, რომელსაც მოაქვს მადლი, მაშინ ურჩობა, როგორც საპირისპირო ცნება, ცოდვაა და ღვთისთვის საძაგელი, რომელიც ღუპავს სულს. ურჩობაში იგულისხმება თავის თავზე მინდობა, საკუთარი ნებით ცხოვრება. ნებისმიერი საქმე, რაგინდ კარგიც არ უნდა ჩანდეს და არ არის კურთხევით, ღვთისთვის არ ჩაითვლება სათნოდ და ცოდვაა, რადგან მას არ მოაქვს სულიერი ნაყოფი, აუცილებელი ყოველი ადამიანისთვის და მით უფრო მონასტრის წევრისთვის. ასეთმა მოქმედებამ შეიძლება შვას ამპარტავნება, თავდაჯერებულობა, მონასტრის ყოველი წევრი ამ სათნოებაშია ნების უარმყოფელი. წინაძღვარმა ამ დროს თვალყური უნდა ადევნოს ყოველი წევრის მოქმედებას და ფხიზლად და სიყვარულით ამხილოს, მიუთითოს ყოველი ასეთი გადახვევის დროს.

წმინდა მამათა გამოცდილებით, ვინც ვერ მიეჩვევა საკუთარი ნების მოკვეთას, ის ვერ მოერევა ვერც მრისხანებას, ვერც გაბრაზებას, არ ექნება სიმშვიდე, ჭეშმარიტი სიმდაბლე, სიყვარული, ვერ იქნება ერთობაში დებთან და ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს მონასტრის ცხოვრებაზე. წინამძღვარს ევალება, გაარკვიოს ყოველი წევრის მორჩილების ხარისხი - ჭეშმარიტია, მოჩვენებითი თუ ოცნებით (ხიბლით) ხდება იგი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მონასტერში ცხოვრებისას ყოველი ადამიანი იერარქიულ საფეხურებს გადის. ჯერ ხდება მორჩილად დადგენა, შემდეგ - სამონაზვნე, მონაზონი, სქემმონაზონი.

როცა მონასტრის წევრები ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვაში ვარდებიან, აღიარებენ მოძღვართან და წინამძღვართან. მაგალითად, როდესაც მონასტრის წევრს უფუჭდება რაიმე ნივთი, აღსარების გარდა ეს უნდა უთხრას წინამძღვარს, არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და მეტი გულმოდგინებით გააგრძელოს მორჩილება, რაც შესძენს სიმშვიდეს, სიმდაბლეს, სიყვარულს. უპირველესი მორჩილება მონასტრისთვის ლოცვაა. ტრაპეზი მონასტერში კი ლოცვის გაგრძელებაა.

მონასტრული ტიბიკონის მიხედვით, მონასტრის წევრს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ნივთები. მონასტრის წევრებს ეკრძალებათ საკუთარი ფულის ქონა. თუ აქვთ, უნდა ჩააბარონ იკონომოსს ან აღნიშნონ, რისთვის აქვთ განსაზღვრული იგი და მხოლოდ კურთხევის შემდეგ გამოიყენონ. მაშინ, როცა უპირატესი აძლევს შენიშვნას ან სასჯელს მონასტრის წევრს, რომელიც ვარდება უსასოობასა და მწუხარებაში, თვითვე უნდა მოახერხოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამ დროს აკრძალულია დებს შორის თავისუფალი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვება კადნიერება, ეს კი არის ყოველი ბოროტების სათავე, რომელიც იწვევს ათასგვარ ვნებას და ცოდვას, გაორებულ ცხოვრებას, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება მონასტრიდანაც გაიყვანოს ადამიანი.

როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას ირჩევს, მან დასაწყისშივე ძირფესვიანად უნდა გააანალიზოს, როგორ ცხოვრებას უძღვნის თავს, რა თვისებების მოკვეთა მოუწევს და რა უნდა იყოს მისი ცხოვრების მეგზური. ხორციელ და-ძმებთან ურთიერთობას სულიერ დებთან და ძმებთან ურთიერთობა ენაცვლება. მისი ოჯახის წევრები უკვე მონასტრის წევრები ხდებიან, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები, სიხარულის და სინანულის ცრემლის გულშემატკივრები. ყველა ერთურთისთვის ზრუნავს და ემსახურება უფალს, რომელიც თითოეული მონანულის სულის ცხონებაზე ზრუნავს.

ხშირად მსმენია, თუ ადამიანი ერში საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ ეგუება, განა შეძლებს მონასტრის წევრებთან სიყვარულით ცხოვრებასო? ეს მხოლოდ ერთმა გამჩენმა ღმერთმა იცის. თუმცა, თუ ადამიანში უფლის სიყვარული ღრმად შევიდა, მას ყოველივე სასწაულის აღსრულება შეუძლია. მონასტერში წოდებით უპირატესი არის წინამძღვარი. მას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა სწორად წარმართოს სამონასტრო და თითოეული წევრის სულიერი თუ ფიზიკური ცხოვრება. მონასტრული ტიბიკონის მიხედვით, წინამძღვარს ყველა უნდა დაემორჩილოს. სწორედ მაშინ ისადგურებს სიმშვიდე და უდიდესი სიყვარული. მორჩილებით აღსრულებული ყოველი საქმე უფლის სიყვარულს გამოხატავს.

მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესისა და მღვდელმთავართა ლოცვა-კურთხევით, მრავალი ეკლესია-მონასტერი შენდება. თანამედროვე მონასტრული ცხოვრების გასაცნობად მცირე ხნით ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერს ვესტუმრე. წინამძღვარი სქემიღუმენია ალექსანდრა (ძაგნიძე) გახლავთ. დედა ალექსანდრას ვინც კარგად იცნობს, უწყის მისი ღვაწლმოსილება, თუ როგორ ზრუნავს თითოეული მონასტრის წევრის სულის გადასარჩენად, როგორი სიყვარულით ანუგეშებს მონასტერში მისულთ. მის სიტყვას იმხელა ძალა და მადლი აქვს, რომ გული სიხარულით გევსება. ასეთ სიხარულსა და დიდ სიყვარულზე დააფუძნა დედათა მონასტერი. დედა ალექსანდრა მართლაც ყველას დედაა, რომელსაც ძალიან ბევრი შვილი არგუნა ღმერთმა. ამჟამად მონასტერში ხუთი მონაზონი და ერთი სამორჩილე ცხოვრობს. მონასტერი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ისტორიულ კოშკშია დაბინავებული. თავად ტაძარი XVI-XVII საუკუნეებისაა. ამ მადლიან ტაძარში დედები ტკბილად აღავლენენ ღვთისმსახურებას.

* უფალს სულ ვევედრები, მიწინამძღვროს და ჩემი ცხოვრება ისე წარმართოს, როგორც უფლისთვის სათნო იქნება. მონასტერში უფლის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად მოვედი, - ასე დაიწყო დედა ალექსანდრამ საუბარი, - მონასტერში წინამძღვართან ერთად კიდევ ორი სქემოსანი მონაზონი ცხოვრობს. სხვა მონაზვნებისგან განსხვავებით, სქემმონაზვნებს უფრო მეტი ლოცვების კითხვა ევალებათ. ისინი ლოცულობენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე. არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.

* ჩემს მონაზვნად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის მეუფე იობს. მონასტერი სულის სამჭედლოა. ერიდან მოსული ადამიანები სულის განსპეტაკებაზე ზრუნვას იწყებენ. მონასტრის დობა კი აუცილებლად სიყვარულზე უნდა დაფუძნდეს. მონასტრის წინამძღვარმა ახალმოსულებს აუცილებლად უნდა გააცნოს ტიბიკონი და აუხსნას, თუ როგორ ყალიბდება მონასტერი და როგორ უნდა ცხოვრობდნენ მონასტერში. მონასტერში დობის წევრი მაშინ გახდება, როცა მიიღებს მორჩილის, მონაზვნის და კიდევ სხვა ხარისხის წოდებას. მონასტრის დებს შორის მთავარი სიყვარულია. მონასტრის წევრები ერთად და ტკბილად უნდა ცხოვრობდნენ, ერთმანეთისა არ უნდა შურდეთ. თუ ერთ მონაზონს მეტ ყურადღებას აქცევ, მეორეს ბრძოლები ეწყება. ჩვენი მონასტრული ტიბიკონით, მონასტრის წევრებს არა აქვთ უფლება, ერთმანეთს წარსულზე ესაუბრონ. უნდა ისაუბრონ მხოლოდ იმ საქმეზე, რასაც აკეთებენ. მონასტრის დების ზედმეტი სიახლოვეც იკრძალება, ეკრძალებათ ერთმანეთის სენაკებში შესვლა და რომელიმე წევრის საქმის გარჩევა. თუ აუცილებელი საქმე აქვს, მივა კართან, მოითხოვს შესვლის ნებას, მასპინძელს თუ უნდა მიიღოს, ეტყვის, "ამინ" და შეიყვანს. თუ მონაზვნებს შორის უთანხმოება მოხდება, შენდობას ეტყვის ის, ვინც პირველად დაიწყო კამათი, მართალიც რომ იყოს. მერე უნდა განმარტოვდეს და ილოცოს, რათა გაეხსნას გონება თავისი ქმედების გამო. ურთიერთსიყვარული უნდა იყოს, მაგრამ დისტანცია აუცილებელია. მონასტერში მოსული ყველა ადამიანი ტოვებს ერულ ხასიათს და უფლის ნების აღმსრულებელი ხდება. თუ წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა არ იქნება, დღედაღამ რომ იშრომო, იმას არც უფალი შეიწირავს და არც თავად წინამძღვარი. დრტვინვით არც ერთი საქმე არ უნდა კეთდებოდეს.

* მახსოვს, როგორ დავიწყე მონასტრული ცხოვრება. მეუფე იობი და მოძღვარი რასაც მეტყვიან, ის არის ჩემთვის ღვთის სიტყვა. თუ ჩვენს მონასტერში სიმშვიდე და სიყვარულია, ეს მხოლოდ უფლის წყალობაა. ვის აქვს უფლება, დას არ დაუთმოს, როცა უფალი ამდენ ცოდვას გვპატიობს. ჩემთვის ყველა შეცდომა გაკვეთილია. ჩვენს ეპარქიაში კიდევ ხუთი დედათა მონასტერი გაიხსნა. მათი წინამძღვრები სამწევრისის მონასტრის წევრები იყვნენ. როცა მონასტერში ახალგაზრდებს ვიღებ, ვიცი, რომ ისინი მომავალში წინამძღვრები გახდებიან. ამიტომ თავიდანვე ვარიგებ ხოლმე, თუ რაიმე კარგს ხედავენ მონასტერში, უთუოდ შეითვისონ. ჩვენი მონასტრიდან წასული ყველა მონაზონი ჩემი შვილია, ჩემი მონასტრის ნაწილია: ურბნისის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა გლაფირა, ქვიშხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანთია, ხაშურის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ევგენია, დედა სესილია, დედა მატრონა, რომლებიც ახლა მეუფე ეფრემთან არიან, ასევე ბებნისის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ეკატერინე. ეს დედები ძალიან კარგი წინამძღვრები არიან. მათი დიდი სიყვარული მაქვს.

თითოეული ადამიანის ბუნება და შეგნება სხვადასხვაგვარია. მონასტერში ყველა ღვთის სიყვარულმა შეკრიბა და უფალს ასე ემსახურებიან.

სქემმონაზონი ეკატერინე (თოდაძე): - მონასტერში მოსვლამდე ქარელის ტაძრის მრევლი ვიყავი. მრევლის წევრებს ისეთი დიდი სიყვარული გვქონდა ერთმანეთისა, ერთი მათგანიც რომ არ მოსულიყო წირვაზე, მაშინვე მოვიკითხავდით. რამდენიმე სულიერმა დამ გადავწყვიტეთ მონასტრული ცხოვრების დაწყება. ყინწვისში დედათა მონასტერი ავაშენეთ. ექვსნი დავმკვიდრდით ყინწვისში დაOორი წელი ვიმსახურეთ ამ დიდებულ ადგილას. შემდეგ სამი მონაზონი გადაგვიყვანეს სურამის ამაღლების ტაძრის გვერდით, სადაც ავაშენეთ დედათა მონასტერი. შვიდი წელი გავატარე სურამში. მას შემდეგ სამწევრისში ვარ.

თავიდან ბოდბის მონასტერში ვიყავი. წინამძღვარი იყო დედა ნანა, ახლა სქემიღუმენია იოანა. მისი კურთხევით ბოდბეში ჩავედი. დარჩენას არ ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი საქმე ჰქონდათ, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. მონასტრის პირველ სართულზე ხელოვნების მუზეუმი იყო და მისი დაცლა თანამშრომლებს არ უნდოდათ. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მონასტერში მთავარია სიყვარულით, უდრტვინველად შევასრულოთ მორჩილება, რასაც უფალი იწირავს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეუფე, წინამძღვარი, მოძღვარი და დობა გვყავს. მონასტრული ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. ძალიან მინდა, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს ეკლესიურად. ღმერთმა დაგლოცოთ.

სქემმონაზონი მასტრიდია (ხაბეიშვილი): - თუ ღვთისმოსავი მოდიხარ მონასტერში და უფალი გიყვარს, მის მცნებებს ასრულებ, არ ჭირს დობის წევრებს შორის ურთიერთობა. ახლობლებთან კავშირი იშვიათად უნდა იქონიო. ყველაზე წინMმონასტრის დობა დგას. პირადი მორჩილების შესრულების შემდეგ ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე. მონასტერი თავშესაფარი არ არის. აქ ღვთის სიყვარულმა უნდა მოგიყვანოს. როცა შვილები დავაბინავე და მეუღლეც გარდამეცვალა, მონასტერში წამოვედი. თავიდან სურამში ვიყავი, მერე, მეუფე იობის კურთხევით, ის მამათა მონასტრად გადაკეთდა და იტრიაში გადავედი. შემდეგ სამწევრისში მოვედი. რაც შემიძლია, ვაკეთებ და ვეხმარები დებს. თუ ადამიანები არ გიყვარს, მონასტერში ვერ გაძლებ. ღმერთმა დაგლოცოთ, უფალმა გაგაძლიეროთ და სულიერად აგამაღლოთ.

მონაზონი ნანა (ლევიძე): - რატომ მოვედით მონასტერში? იმიტომ, რომ სიყვარულია ღმერთში ჩაქსოვილი. სიყვარული გადაგაჩვევს ცუდ ზნე-ჩვეულებას. თუ დას გული დასწყვიტე, თავი უნდა დაიდანაშაულო და მას პატიება სთხოვო, თანაც სიკეთით უპასუხო. არქიმანდრიტი ვიტალი ამბობს, თორმეტი მეტანია გაუკეთე იმ ადამიანს, რომელსაც აწყენინე და რომელმაც გაწყენინა და 150-ჯერ თქვი "ღვთისმშობელო ქალწულოს" ლოცვაო. ვისურვებდი, ამ ქვეყანაზე ბოროტება წაშლილიყოს და ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი.

მონაზონი ანისია (ხვადაგიანი): - მონასტერში მთავარი სიყვარული და წინამძღვრის მორჩილებაა. სიძულვილით ბოროტი უფრო გძლევს. სიყვარულია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება. თუ რაიმეს ვერ ვაკეთებთ ისე, როგორც საჭიროა, შენიშვნა მადლობით უნდა მივიღოთ და შევეცადოთ საკუთარი თავის გამოსწორებას. წინამძღვრის, მეუფე იობის და მეუფე ეფრემის ლოცვა- კურთხევით, პირადად მე სამკურნალო მცენარეებით ვამზადებ წამლებს და ვეხმარებით სნეულთ, განსაკუთრებით უშვილოებს. ერთ ოჯახს რვა წელი არ ჰყავდა შვილი და მადლობა ღმერთს, რომ მონასტერში დამზადებული ბალახეული წამლებით შეეძინათ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ასე მგონია, რომ ჩვენს მონასტერში ყველაზე დიდი სიყვარულია. აქ სამი სქემმონაზონი მსახურობს და მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

სიმშვიდე, სიმყუდროვე და სიყვარული არ მოგვკლებოდეს.
ბეჭდვაელფოსტა
01.05. 2015
ekaterine
ra saocari werilia,suli gamitba,gaixaret dedebo,g=vmadlob statiis avtors
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat