ბარძიმი უნდა გამომებრძანებინა, რომ ტყვიების ზუზუნი ატყდა - ტაძრის გუმბათს უშენდნენ
ბარძიმი უნდა გამომებრძანებინა, რომ ტყვიების ზუზუნი ატყდა - ტაძრის გუმბათს უშენდნენ
რაღას ვაყოვნებთ, დავუბრუნდეთ დედაეკლესიას!
ეს ერთი მუჭა ქართველი ხალხი ჭეშმარიტმა სარწმუნოებამ გვიხსნა განადგურებისგან. "მე ვარ ფარი შენი, იარე ჩემს წინაშე და სრულ იყავ", - გვიხმობს უფალი. ჩვენი ძალა ქრისტიანობაშია. მაშინ გაბრწყინდება ჩვენი სამშობლო, როცა ყოველი ქართველის ბაგეებით იდიდება ყოვლადწმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა.

გვესაუბრება რუსთავის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე).

- მამაო, რუსთავი თქვენს თვალწინ აღორძინდა სულიერად...

- რუსთავში რომ ჩამოვედი, მხოლოდ ერთი ტაძარი გვქონდა, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობისა, მრევლიც ძალიან ცოტა იყო. 1995 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მამათა მონასტერი და მადლობა ღმერთს, დღეს უკვე თერთმეტი ეკლესია გვაქვს. მრევლი დღითი დღე მატულობს. ყველაზე მეტად კი ის მიხარებს გულს, რომ ახალგაზრდები მოდიან ტაძარში. საქართველოს მომავალი ხომ მათ მხრებზე უნდა დადგეს. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ისე არ გამიყვანა ამ წუთისოფლიდან, არ მენახა დედაეკლესიის წიაღში დაბრუნებული ქართველები. ამიხდა ჯერ კიდევ ბავშვობის დროინდელი ნატვრა.

- რა იყო ეს ბავშვობის ოცნება?

- მე ცხინვალში ვარ დაბადებული. მთელი ბავშვობა იქ გავატარე. მშობლები მორწმუნეები მყავდა. მამა განსწავლული იყო საღვთო წერილში. დღესაც მახსოვს, როგორ შემოგვისხამდა ოთხივე შვილს გარშემო და გვიყვებოდა წმინდათა ცხოვრებას. მარხვას კი ყოველთვის ვიცავდით, მაგრამ ეკლესიაში ვერ დავდიოდით - ცხინვალის ტაძარი კომუნისტებმა მარილის საწყობად გადააკეთეს. ბავშვობიდანვე დიდი სწრაფვა მქონდა ეკლესიური ცხოვრებისკენ. მინდოდა, ყველას, ჩვენს მეზობლებს, ქართველებსაც და ოსებსაც, გაეგოთ სიყვარულის ღმერთის ქრისტეს შესახებ, აღგვედგინა ტაძარი და უფლის სახლში გავერთიანებულიყავით.

- სასულიერო მოღვაწეობა ცხინვალში დაიწყეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ რუსთავში ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დავამთავრე. სასწრაფო დახმარების ავტოფარეხის უფროსად ვმუშაობდი, როცა ჩემი ოთხი წლის ქალიშვილი მესამე სართულიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა. თბილისში სამებაში წავედი, რომ უფლისთვის სამადლობელი ძღვენი შემეწირა. იქ მაშინ ბერი ილარიონი მოღვაწეობდა. მისი რჩევით, მოვნათლე ცოლ-შვილი, ჯვარიც დავიწერე და რეგულარულად ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს სიონში. ეს, რა თქმა უნდა, გაიგეს სამსახურში და გამათავისუფლეს. პარტიულიც ვიყავი, ამიტომ ჩემს ოჯახს მოსვენებას არ აძლევდნენ. პარტიის ბილეთი რომ ჩამებარებინა, სამსახურს ვეღარ ვიშოვიდი, არადა ცოლ-შვილი სარჩენი მყავდა. ყველგან უარით მისტუმრებდნენ. მაშინ ყველას დაჭერის ეშინოდა. ბოლოს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სტიქაროსანი გავხდი, მედავითნეობაც ვისწავლე და 1987 წელს მეუფე თადეოზმა მანგლისში დიაკვნად მაკურთხა. ნათესავები თუ ნაცნობები - ყველა მეკითხებოდა, არ გეშინიაო? მე მაინც ჩემსას ვაკეთებდი. ერთ წელიწადში კათოლიკოს-პატრიარქმა სიონში მღვდლად დამასხა ხელი და ცხინვალში გამიშვა. "შენ უნდა წახვიდე ცხინვალში და მოარჯულო ის ხალხიო", - ასეთი კურთხევა მომცა ილია მეორემ.

- როგორ მიგიღეს მშობლიურ ქალაქში?

- თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა, უფლის შეწევნითა და უწმინდესის ხელშეწყობით, დავიბრუნეთ მარილის საწყობად გადაკეთებული ტაძარი და აღვადგინეთ. ნელ-ნელა ხალხმაც მიგვიღო. მარტო ცხინვალში 200 ოსი მოვნათლეთ. ორი წლის შემდეგ არეულობა დაიწყო. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ქრისტიანმა ოსებმა მაშინვე დატოვეს ცხინვალი.

ჯარი რომ უნდა შემოსულიყო, ეკლესია დამაკეტინეს. ცოლ-შვილი რუსთავში წამოვიყვანე. იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და იმ საღამოსვე უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ავადმყოფი მარტო არ გამიშვეს და მეუღლესთან ერთად ჩემმა ვაჟმა წამიყვანა.

გზად ჩამეძინა. გადასახვევთან მოსახლეობა იდგა, რომ ჯარი ქალაქში არ შეეშვათ. ჩვენც გაგვაჩერეს. ჩემი ვაჟი გადაიყვანეს მანქანიდან და ჩხრეკა დაუწყეს... მეუღლის ტირილმა გამომაღვიძა. მახსოვს, მანქანიდან გადმოვედი და ხმამაღლა, ყველას გასაგონად მივმართე ცოლს: რა გატირებს, ეს ხომ ჩვენი ხალხია-მეთქი. ამ სიტყვებზე თითქოს გაიყინნენ. ერთი ოსი მომიახლოვდა, გაატარეთ, ეს ჩვენი კაციაო, და კორდონი გაირღვა.

შობა გათენდა. ტაძარში წირვას ვატარებდი. მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ საშობაო ღვთისმსახურებას. ბარძიმი უნდა გამომებრძანებინა, რომ ტყვიების ზუზუნი ატყდა - ტაძრის გუმბათს უშენდნენ. ქალებს შეეშინდათ და ატირდნენ. საკურთხევლიდან გამოვედი და ვთხოვე, დაგვეჩოქა და ერთხმად გვეთქვა "მამაო ჩვენო". ყველა დამშვიდდა. წირვა დავასრულე და ცხინვალიც დამატოვებინეს.

ჩემი ყველაზე სანუკვარი მიზანი საქართველოს მკვიდრთა ეკლესიური ცხოვრებით გაერთიანება იყო. მსურდა, ყველა მიმხვდარიყო, რომ უფლისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება...

- ბერად აღკვეცაც ამ მიზნით გადაწყვიტეთ?

- შვილები უფლის შეწევნით გავზარდე, როგორც იტყვიან, ცხოვრების გზაზე დავაყენე. უკვე შემეძლო, დარჩენილი სიცოცხლე ღვთისა და მოყვასის სრულ სამსახურში გამეტარებინა. მეუფე იობმა ჯუმათის მამათა მონასტერში აღმკვეცა ბერად. ერთი წლის შემდეგ, უწმინდესის კურთხევით, თბილისში ჩამოვედი, რომ ცხინვალში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვინ გაგვიშვა?! ჩაკეტეს გზა და დავრჩი რუსთავში.

არსი ჩემი ცხოვრებისა ის იყო, რომ ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობა შემეგონებინა ყველასთვის. ამისთვის თავსაც არ ვზოგავდი. აი, უკვე ათი წელია, უსინათლო ვარ. შემეძლო, შინ დავბრუნებულიყავი, მაგრამ უფლის სახლში ვარჩიე სიცოცხლის ბოლომდე დარჩენა. მოყვასის სამსახურში უნდა ვიდგე. თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიქადაგოთ ღვთის სიტყვა, რათა ჩვენი ძმები და დები, ჩვენი შვილები გულისხმისყოფაში ჩავარდნენ და დედაეკლესიაში მოვიდნენ.

- მამაო, როგორც აღნიშნეთ, ყველა ქრისტიანის დანიშნულებაა, ადამიანები ეკლესიური ცხოვრებისთვის შეამზადოს. ჩვენ, ეკლესიის რიგითმა წევრებმა, როგორ აღვასრულოთ ეს ვალდებულება?

- თუ ქრისტიანები ვართ, ყველაფრით - სიტყვით, საქმითა და გონებით უნდა ვიყოთ ქრისტესნი. ასე მწამს მე ქრისტიანობა. ჩვენი, ამ პატარა საქართველოს ძალა რწმენაშია - ეს უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა და შთავაგონოთ ჩვენს ახლობლებსაც. დედის მუცლიდანვე აღვზარდოთ შვილები ეკლესიურად. როდესაც ორსული ქალი ეკლესიაში დადის, იქ მიღებული მადლი ბავშვზეც გადადის. როცა დედის გონება, სული და გული ქრისტეს სიყვარულით არის გამსჭვალული, ამ სიყვარულს ბავშვიც იღებს და თანდაყოლილი რწმენით, სათნოებებით შემკული იბადება. წმინდა ილია მართალიც ასე გვმოძღვრავდა:

"ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა..."


ქრისტესთვის თავდადებული გმირები რომ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც მოგვაგერიებინა უფალმა ათასი მომხდური მტერი. ჩვენც, თუ გვინდა გადავრჩეთ, ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ ჩვენთვის თავდადებული და წამებული ქრისტე ღმერთი. ის არის ჩვენი, ჩვენი ცოლ-შვილის, ჩვენი სამშობლოს პატრონი. "მოვედით ჩემდა, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენო თქვენ", - გვიხმობს უფალი. რაღას ვაყოვნებთ?! ვირწმუნოთ ღმერთი, რათა ყველას ბაგეთაგან ისმოდეს უფლის ქება და დიდება!

- რას უსურვებდით ჟურნალ "კარიბჭეს"?

- კარგები ხართ, გისურვებდით, უკეთესები ყოფილიყავით. ეცადეთ, უფრო ღრმად ჩაიხედოთ ქრისტიანულ ცხოვრებაში. უფალი შეგეწიოთ ამ მოციქულებრივ საქმიანობაში.
ბეჭდვაელფოსტა
24.09. 2015
თეიმურაზ
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა მიქაელი...
06.02. 2015
რამაზი
ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. არქიმანდრიტი მიქაელი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ოჯახთან ერთად
04.02. 2015
nunu
მამაოს ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან ნაცნობია,მისი ყოველი დალოცვა და დარიგბა.უფალმა გვიმრავლოს ასეთი უფლის მსახურები.ღმერთო დიდხანს გვიცოცხლე.
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat