"იჩქარეთ და ღმერთს ემსახურეთ, რადგან გაცილებით გვიანია, ვიდრე გვგონია..."
"იჩქარეთ და ღმერთს ემსახურეთ, რადგან გაცილებით გვიანია, ვიდრე გვგონია..."
"ნურასოდეს განიკითხავთ მოყვასს... საკუთარ თავს კი არაფერი აპატიოთ..."

მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ფუძემდებელთაგანი, ჟურნალ "მართლმადიდებლური სიტყვის" ერთ-ერთი რედაქტორი, ღირსი გერმანე ალასკელის ძმობისა და მონასტრების დამაარსებელი და უამრავი დიდ სულიერ გამოცდილებაზე დაფუძნებული შრომის ავტორი, არც ისე დიდი ხნის წინ ნაკლებად იყო ცნობილი ჩვენში.

ვისაც მისი მრავალრიცხოვანი წერილიდან მცირე ამონარიდი მაინც წაუკითხავს, დაგვემოწმება, რომ იგი ერთგვარ სულიერ ორიენტირადაც კი ჰქცევია. ვინ უწყის, რამდენი იმედდაკარგული და დაბნეული სული ამოუყვანია მამა სერაფიმეს სიტყვას უფსკრულიდან და მშვიდობიან ნავსაყუდლამდე მიუყვანია.

ეს მადლშემოსილი მოღვაწე, საოცარი სიცხადით რომ ჭვრეტდა დროის სულს და მოუწყინებელ სიფხიზლეს შეგვახსენებდა, გვაფრთხილებს: "ახლა ბევრად უფრო გვიანია, ვიდრე გვგონია!.."

მაინც, ვინ იყო იგი?

სერაფიმ როუზის სახელი ლევან ხურციძემ რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლისას შეიტყო, დაინტერესდა, საქართველოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ აქ მის შესახებ არც ისე ბევრს სმენოდა.

ამერიკელ მართლმადიდებლებზე ლევანმა ბევრი საინტერესო რამ გვიამბო და ამიტომ გადავწყვიტეთ, წერილს ამ მართლაც საოცარი ადამიანის შესახებ მისი მონათხრობი წარვუმძღვაროთ.

ლევან ხურციძე:
- ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში სწავლისას ერთხანს წარმოშობით იტალიელი მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში ვცხოვრობდი. მამა ტომასი და მისი მეუღლე ყოფილი პროტესტანტები იყვნენ და ღვთისმსახურებას იქვე, თავიანთი სახლის გვერდით მოწყობილ ეკლესიაში აღავლენდნენ. სწორედ მათგან გავიგე პირველად სერაფიმ როუზის სახელი... იგი ამერიკელ მართლმადიდებელთათვის უდიდესი ავტორიტეტი, სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი და თითქმის წმინდანია...

მამა ტომასის პატარა ეკლესიაში წირვები და შეკრებები ტარდებოდა ხოლმე. ლოს-ანჯელესში ძალზე ცოტა მართლმადიდებელი ცხოვრობს და ამიტომ მათ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ ესწრებოდა... მართალი გითხრათ, არც მეგონა, რომ იმ პრაგმატულ და კალვინისტური სულით გაჟღენთილ ქვეყანაში სადმე მართლმადიდებელს წავაწყდებოდი...

- ლევან, შენი ლოს-ანჯელესში ყოფნისას დაახლოებით რამდენი მართლმადიდებელი ცხოვრობდა იქ?

- მგონი, სულ რამდენიმე ათეული. ვნახე ამერიკული წარმომავლობის, ცხოვრების წესისა და მენტალიტეტის ბიჭებიც, რომლებიც მოქცევის შემდგომ ბერად აღკვეცას აპირებდნენ.

საინტერესო და გასაკვირი ის გახლდათ, რომ საქართველოში დაბრუნებულმა (ეს დაახლოებით 7 წლის წინანდელი ამბავია) აღმოვაჩინე, რომ არათუ ერისკაცებში, სასულიერო პირთა შორისაც კი ცოტას თუ ნახავდით ისეთს, სერაფიმ როუზის შესახებ რომ სმენოდა რამე.

სამწუხაროდ, ჩვენთან, საქართველოში, ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ამერიკელი მართლმადიდებლები მთლად მართლმადიდებლები კი არა, სექტისმაგვარი დაჯგუფების წევრები არიან, რაც ნამდვილად არ არის სიმართლე.

მამა ტომასს ხშირად უთქვამს: - შენ მართლმადიდებელი ხარ, უძველესი მართლმადიდებელი ქვეყნის შვილი, ჩვენ კი - ყოფილი პროტესტანტები და თუ რამეს არასწორად გავაკეთებთ, შეგვისწორეო. მოკლედ, სარწმუნოებრივ საკითხებში ძალიან ფხიზლობენ...

- თუ იცი, როგორ მოინათლნენ?

- მამა ტომასი მიამბობდა, ერთ მშვენიერ დღეს მართლმადიდებლურ ტაძარში აღმოვჩნდი (მოგეხსენებათ, ამერიკაში არსებობს რუსული მართლმადიდებლური ტაძრები, რომელთა მრევლს შორის ქართველები ყველაზე აქტიურნი არიან)... ჩემს თვალწინ სულ სხვა სამყარო გადაიშალა და იმდენად მოვიხიბლე, მალე მეუღლეც წავიყვანეო... მამა ტომასს სამივე შვილი მართლმადიდებელი ჰყავს.

ვიცი ერთი ამერიკელი ბიჭის ჯეროდის ამბავიც: ერთხელ ხელთ მართლმადიდებელთა მიერ გამოცემული ბიბლია ჩავარდნია. მითხრა, მისი წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალაო...

ვინ არის სერაფიმ როუზი?
შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრება თავისთავადაა საოცრება: 1934 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანდიეგოში იმგვარ გარემოში დაიბადა და გაიზარდა, რომელსაც, წესით, არ უნდა ეშვა ასეთი ღრმა სულიერების ადამიანი. იუჯინი (მამა სერაფიმეს საერო სახელი) ტიპური ამერიკული ოჯახის სრულიად არატიპური პირმშო გახლდათ, რომელსაც მრავალმხრივი ნიჭის გარდა ტოლებისაგან ასაკისთვის შეუფერებელი ინტერესები და ხასიათიც გამოარჩევდა.

თოთხმეტი წლისა მეთოდისტურ ეკლესიაში მოინათლა და იმ დროს, როდესაც მისი ტოლები დროსტარების ახალ-ახალ ფორმებს ეძებდნენ, იგი მარტოდმარტო დახეტიალობდა და ცხოვრების საზრისსა და ადამიანის მისიაზე ფიქრობდა... "არა ამა სოფლისაგანი" - ასე უწოდა ჯერ კიდევ ერისკაც სერაფიმ როუზს ნაცნობმა გოგონამ და ამ სიტყვებმა უზუსტესად დაიტია მისი ბუნება.

პომონის კოლეჯში სწავლისას კიდევ უფრო გაუმძაფრდა და დაუკონკრეტდა ძველი ეჭვები და სულ მალე იგრძნო, რომ მშრალი და პრაქტიკული პროტესტანტიზმი, რომელიც ასე ეთანადებოდა წუთისოფლის სულს, ჭეშმარიტებისგან შორს იყო.

მალე ამ ძიებამ ნიცშემდე მიიყვანა, რომელიც ქრისტიანობას "სუსტების რელიგიას" უწოდებდა და "ახალი ზეკაცის" - ანტიქრისტეს რელიგია შექმნა. თუმც ნიცშე უფრო გასაგები აღმოჩნდა იუჯინისთვის, ვიდრე პროტესტანტიზმი.

მალე მიხვდა, რომ დასავლურ ფილოსოფიას და აზროვნებას ჩიხამდე მიჰყავდა და სწორედ იმ დროს დაინტერესდა აღმოსავლეთით - ძენ-ბუდიზმმა გაიტაცა.

პომონის კოლეჯში იუჯინმა სულიერი მეგობარი იპოვა - ანგლიკანური ეკლესიის წევრი გოგონა, სახელად ედისონი, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ძენ-ბუდიზმის სიყალბესა და ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში მის დარწმუნებას, რასაც იუჯინი ყოველთვის ღიმილით პასუხობდა. სწორედ მეგობრის თხოვნით წაიკითხა დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" და მართლმადიდებლურ სამყაროსაც პირველად მაშინ შეხვდა...

ის წლები მისი ცხოვრების უმძიმესი ხანა იყო - თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია... დღესაც ბევრს ახსოვს ეს მორიდებული, ახოვანი და ძალზე ლამაზი ახალგაზრდა კაცი მართლმადიდებლად მოქცევამდე, რომელმაც საკმაოდ ღრმა საუნივერსიტეტო განათლება მიიღო, თუმცა ამან არ დააკმაყოფილა და სან-ფრანცისკოს აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაში ძველ ენათა შესწავლას მიჰყო ხელი. ჭეშმარიტების შეცნობის უმძაფრესმა მოთხოვნილებამ მას ბუდიზმის, იოგას, სინტოიზმის, სუფიზმის და, ვინ უწყის, კიდევ რისი შესწავლა აღარ უკარნახა, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ყოველ რელიგიასა თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობას ორიგინალში გაეცნო. მაგალითად, კონფუციანური ტექსტების ამოსაკითხად ძველი ჩინური შეისწავლა და ამ ენაზე წერა-კითხვაც შეეძლო. პარალელურად შექმნა უამრავი ფილოსოფიური ნაშრომი... მერე რენე გენონის ნააზრევმა დააინტერესა, რომელიც, მართალია, ძალზე ინტელექტუალურად უდგებოდა რელიგიას, მაგრამ როუზის ქრისტიანობისადმი ინტერესის გაღვივება მაინც შეძლო...

KARIBCHEღვთის ნებით, სწორედ სან-ფრანცისკოში მოხვდა როუზი დიდმარხვის ვნების პარასკევს მისთვის მანამდე უცნობი ეკლესიის წიაღში (ეს გახლდათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ძველი რუსული მართლმადიდებლური ტაძარი). მოგვიანებით ეს დღე ასე ჩაინიშნა: "მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს პირველად რომ გადავაბიჯე, ისეთი რამ განვიცადე, რაც ადრე არც ბუდისტურ და არც დასავლურ ტაძრებში არ მიგრძნია... თითქოს გული მეუბნებოდა: - ეს შენი სახლია და შენი ძიებაც აქ დასრულდაო. მიკვირდა და ვერ გამეგო, ეს რას ნიშნავდა... ღვთისმსახურებაც უცხო ენაზე მიმდინარეობდა... ამ პირველ განცდას ვერ ვივიწყებდი და ტაძარში ხშირად დავდიოდი, პარალელურად კი ენას ვსწავლობდი და მართლმადიდებლობის შესახებ წიგნებს ვკითხულობდი... ერთ დღესაც გონება გამინათდა: - შეუძლებელია, ჭეშმარიტება აბსტრაქტული იდეა იყოს, იგი ალბათ რაღაც პიროვნულია, მეტიც - პიროვნება და მისი შეცნობა გონებით კი არა, გულით ხდება-მეთქი. ასე მივედი ქრისტემდე".

მალე როუზი აღმოსავლური ენების მაგისტრი გახდა და რუსულის შესწავლასაც სერიოზულად მოჰკიდა ხელი... ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერა ელოდა, თუმცა ამ სამყარომ როუზს იმედები გაუცრუა. მალე სწავლა დროებით შეწყვიტა და მთელი დრო წიგნზე მუშაობას დაუთმო, რომელშიც შეეცადა, თანამედროვე ადამიანებისათვის დაესაბუთებინა, რომ ქრისტეს გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია და ამხილა ნიჰილიზმი - მეოცე საუკუნის ძირითადი ფილოსოფია.

თავი რომ ერჩინა, ხან ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა რესტორნებში და ხან დამლაგებლად, ხანაც მეეზოვედ...

1961-ში უკურნებელი სენით დაავადდა. ექიმებმა მოახლოებული აღსასრული უწინასწარმეტყველეს, თავად კი უძლიერეს ტკივილებსა და გარდაუვალ სიკვდილზე მეტად ის აწვალებდა, რომ ჭეშმარიტების ბოლომდე შეცნობას ვერ ასწრებდა.

სნეული ერთხელ წიგნის მაღაზიაში შევიდა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ეკიდა... როუზმა მხურვალედ ილოცა და მოხდა საოცრება: - დედა ღვთისამ მისი ვედრება შეისმინა და იგი თითქოსდა გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა.

ძალიან მალე როუზთან მეგობარმა ერთი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი გლებ პოდმოშენსკი მიიყვანა, რომელიც ჭვრეტის ნიჭით ცხებული მამის, ადრიანეს სულიერი შვილი აღმოჩნდა (სწორედ მამა ადრიანეს ხელში დალია სული უკანასკნელმა ოპტელმა ბერმა ნექტარიოსმა). გლებმა როუზს მისთვის მანამდე უცნობი ამერიკა უჩვენა - გერმანე ალასკელის ახალი ვალაამი, კანადის უდაბნოს რუსული სკიტები, ახალი დივეევოს დედათა და წმინდა სამების მონასტრები და სხვა წმინდა ადგილების ამსახველი სლაიდები... და როუზს აღმოხდა: "რა საოცარი აღმოჩენაა!"

თავად გლებიც არანაკლებ გაოცდა, როდესაც ამერიკელი ბიჭის ოთახში ხატები და რუსი მეფე-მოწამის, ნიკოლოზ მეორის ფოტო დაინახა.

- მართლმადიდებელი ხარ? - ჰკითხა.

- არა, მაგრამ მინდა, რომ გავხდე, - გამოუტყდა როუზი.

ასე დაიწყო მათი დიდი მეგობრობა და სულიერი ძმობა... მალე როუზი მოინათლა და თავის მეგობარ გოგონას მისწერა: "დღეს ხელმეორედ დავიბადე ქრისტეში, ამიერიდან მისი მონა ვარ და ამაზე დიდი სიხარული არ განმიცდიაო".

მალე სან-ფრანცისკოში სამოღვაწეოდ ჩამობრძანდა აწ უკვე წმინდანად შერაცხული მთავარეპისკოპოსი იოანე მაქსიმოვიჩი, რომელმაც ტაძრის კუთხეში მოკრძალებით მდგომი ჭაბუკი შენიშნა და კლიროსზე კითხვა შესთავაზა.

როუზი მეუფეს სულიერი შვილი გახდა და მისივე კურთხევით თეოლოგიური სკოლის სამწლიანი კურსიც გაიარა.

1963 წელს მეუფე იოანეს ცილი დასწამეს და მისი დევნა დაიწყეს. მართალია, სულ მალე სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა, მაგრამ ამ ამბებმა მეუფეს სიცოცხლე მოუსწრაფა.

1963 წლისთვის, მეუფე იოანეს კურთხევით, ღირსი გერმანე ალასკელის სახელობის ძმობა დაარსდა. მან თავიდან სან-ფრანცისკოში, მშენებარე ეკლესიის გვერდით დაიდო ბინა, 1965 წელს კი ჟურნალი "მართლმადიდებლური სიტყვა" გამოიცა, რომლის პირველი ნომრები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.

წერილებს პატარა საბეჭდ დაზგაზე ხელით აწყობდნენ, რასაც დღეები სჭირდებოდა. მეტის საშუალება ძმებს მაშინ არ ჰქონდათ. რამდენადაც ჟურნალს დიდი დრო მიჰქონდა, როუზმა თავისი დაწყებული ნაშრომი "სასუფეველი კაცთა და სასუფეველი ღვთისა" გვერდზე გადადო და მისი დასრულება და გამოცემა მხოლოდ სიკვდილის წინ, უკვე დიდი სულიერებით აღვსილმა შეძლო.

ძმობის ხელდასხმითვე გაიხსნა ხატებისა და წიგნების მაღაზია, რომელიც ამერიკის მართლმადიდებელთა ერთგვარ ცენტრად იქცა და რომლის წყალობითაც უამრავი ადამიანი მოინათლა.

KARIBCHE

მამა სერაფიმეს საფლავი

დრო გადიოდა და ახალგაზრდა ძმები სულ უფრო ხშირად ფიქრობდნენ ბერობაზე. 1967 წელს ისეთი ადგილის ძიება დაიწყეს, სადაც სრულყოფილ ბერულ ცხოვრებას შეძლებდნენ.

1966 წელს გარდაცვლილი მეუფე იოანეს სახით გერმანე ალასკელის ძმობას უდიდესი ზეციური მფარველი მოევლინა.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანგრძლივ ძიებათა შედეგად ძმებმა არჩევანი იმ ადგილზე შეაჩერეს, სადაც ამჟამად წმინდა გერმანე ალასკელის სახელობის მონასტერი დგას. ტიპოგრაფია და საცხოვრებელი შენობა, ღვთის შეწევნით, იმდენად სწრაფად აიგო, რომ იუჯინმა და გლებმა იქ დასახლება იმავე წლის მარიამობას შეძლეს.

საცხოვრებელს გარშემო ტყე ეკრა, არავითარი პირობები არ გააჩნდათ, წყალიც საკმაოდ შორს იყო... იუჯინი წერდა: "ყველა ვითომდა მოუწყობლობა სინამდვილეში უპირატესობა გამოდგა და მათი ერთობლიობა სულიერი ცხოვრების მღვიძარებას უწყობდა ხელს... ელექტრობისა და სატელეფონო კავშირის არარსებობა წუთისოფლისგან მაქსიმალურ იზოლაციას უზრუნველყოფდა, წყლის ნაკლებობა ცხოვრებას ასკეტურ იერს ანიჭებდა, რაც იმ ხელოვნურ პირობებში, თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა რომ ცხოვრობს, წარმოუდგენელია. ბუნების წიაღში არსებობა, განსაკუთრებით - ზამთარში, რწმენას აძლიერებს და ადამიანს მოთმინებას აჩვევს, ხშირი და უხვი თოვა კი იმაში გაწვრთნის, რომ საკუთარ თავს დიდად არ ენდოს. მთლიანობაში წარმოდგენა გვექმნება (თუმც კი ერთობ მიახლოებითი), თუ როგორ ცხოვრობდნენ პირველი ქრისტიანები".

1970 წელს, გერმანე ალასკელის კანონიზაციის შემდეგ, იუჯინი - სერაფიმეს, გლები კი გერმანეს სახელით ბერად აღკვეცეს. "რა ბედნიერი ვარ, რომ მოვუკვდი წუთისოფელს", - წერდა მამა სერაფიმე მეგობარს. ამ წყალობისთვის მთელი გულით მადლობდა უფალს და როცა ერთხელაც, წუთიერი დაეჭვებისას, მამა გერმანემ ჰკითხა, - იქნებ მართლაც შევიშალეთ, ამ უღრან ტყეში რომ ვცხოვრობთო, გაოცებულმა შეაგება: "რას ამბობ, ეს ხომ სამოთხეაო!"

მამა სერაფიმემ საკუთარი ხელით აიგო მთის ფერდობზე სენაკი და მას "ოპტინა" დაარქვა. ადამიანებთან ურთიერთობაში ძალზე უბრალო იყო, საკუთარ აზრს იშვიათად გამოთქვამდა, თავის სენაკში, სანთლის შუქზე საათობით მუშაობდა და იქ უმნიშვნელოვანესი აპოლოგეტური თხზულებანი შექმნა.

მთელი არსებით ეწადა, ადამიანთათვის ქრისტიანობის ნათელი დაენახვებინა და ხშირად იმეორებდა: "იჩქარეთ ღმერთის მსახურება, უკვე გაცილებით გვიანია, ვიდრე გგონიათო".

წმინდა გერმანეს ძმობის მიერ გამოცემული ჩრდილოეთ რუსეთის წმინდანთა ცხოვრებანი ("ჩრდილო თებაიდა"), ძველი საფრანგეთის წმინდანთა ცხოვრებანი, პაისი ველიჩკოვსკის ცხოვრება და როუზის უამრავი ნაშრომი, მათ შორის ორი ძირითადი - "ქრისტიანობა და მომავლის რელიგია" და "სული სიკვდილის შემდეგ", უდიდეს მოვლენად იქცა ქრისტიანული სამყაროსათვის.

მამა სერაფიმეს, რომელმაც დაუნდობლად ამხილა დროის სული, იმედი ჰქონდა, იქნებ განებივრებულ დასავლელ ადამიანზე რუს ახალმოწამეთა ცხოვრებამ მაინც იმოქმედოსო და მამა გერმანესთან ერთად გულმოდგინედ იწყო მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება. პოულობდა ამ ამბების მომსწრეებს და ეს ცხოვრებანი წიგნადაც გამოსცა ("რუსეთის კატაკომბების წმინდანები").

ვის შეუძლია სრულყოფილად მოგვითხროს მამა სერაფიმეს - ამ მართლაც საოცარი ადამიანის შესახებ? ალბათ, ისევ მამა გერმანეს, თუმცა არსებობენ სხვა მოწმენიც, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მამა სერაფიმეს ყურადღებას ტრაპეზის დროსაც კი დიდი ძალისხმევით თუ მიიპყრობდი, იმდენად ღრმად იყო ჩაფლული იესოს ლოცვაში. იგი იმ უიშვიათეს ღირსებებს ფლობდა, ერთეულებს რომ უბოძებს განგება. მონასტერში დღითიდღე მზარდი მნახველებისგან თავის დასაღწევად კლდის ქიმზე სენაკი აიგო და რამდენიმე წლის მანძილზე ამ მცირე განსასვენებელს აფარებდა თავს, აქვე შექმნა არაერთი თხზულება, ლოცულობდა და წუთისოფლიდან განსვლისთვის ემზადებოდა.

1977 წელს ის და მამა გერმანე იეროდიაკვნებად აკურთხეს, მცირე ხნის შემდეგ - მღვდელმონაზვნებად, მეუდაბნოე ბერებად დაყუდების 7 წლის თავზე კი ორივეს წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულების უფლება მისცეს.

მამა სერაფიმეს მხურვალება ათასობით ადამიანს აღანთებდა. მის ქადაგებათა უდიდესი ნაწილი ინგლისურ ენაზე წარმოთქმულ სიტყვათაგან ყველაზე მგზნებარე იყო. გამუდმებით ღაღადებდა: "განიკითხეთ საკუთარი თავი და არასოდეს აპატიოთ მას არაფერი. თუ გაიფიქრებთ, რომ სისუსტეს უნდა დამორჩილდეთ, აუცილებლად განიცილეთ ეს აზრი, როგორც ცოდვა და სისუსტე. გქონდეთ საკუთარი არასრულყოფილების დანახვის უნარი, მაგრამ მოყვასს ნურასოდეს განიკითხავთ".

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მამა სერაფიმე გამუდმებით სულიერი სიფხიზლისაკენ მოუწოდებდა, თითქოს ნათლად ჭვრეტდა მოახლოებულ აპოკალიფსს.

1982 წლის აგვისტოში ძლიერი ტკივილები დაეწყო. რომ არავინ შეეწუხებინა, თავის მცირე სენაკში იკეტებოდა და დიდხანს ლოცულობდა. მონასტრის ძმებმა ეს ამბავი მაინც გაიგეს და საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ მამა სერაფიმეს გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა... მისი სულიერი შვილები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ და პალატაში მორიგეობით დღედაღამ ფსალმუნს უკითხავდნენ.

2 სექტემბერს 48 წლის მამა სერაფიმე მიიცვალა. ამერიკის კონტინენტზე შობილთაგან მან ყველაზე მეტი იღვაწა ქრისტესთვის. მისი ცხოვრება თითქოს იმ ხიდად იქცა, თანამედროვე ადამიანს ქრისტეს ნათელთან რომ აახლოებს და ღრმა, დამღუპველი სულიერი ძილისაგან აფხიზლებს.
ბეჭდვაელფოსტა
07.12. 2016
მარია
წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ამერიკაში ასეთი რწმენის ადამიანი, მადლობელი ვარ ამ სტატიის ავტორის რამაც შეხედულება შეაცვლევინა,ნათელი მამა სერაფიმეს სულს და მისი ლოცვა ამ სტატიის ავტორს, და ჩვენს სამშობლოს
03.09. 2015
ბასილისა
დიდი მადლობა მამა სერაფიმეს გახსენებისთვის!
27.03. 2015
guranda
Did xar ufalo
26.03. 2015
ufali mfobs amin
Didi madloba am saintereso da sayvareli stariisatvis avtors. Ufali gfaravdet
04.12. 2014
))
Madloba am statiis avtors. Dideba yfals
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat