ღმერთს ეროვნება არა აქვს, სიყვარული საყოველთაოა
ღმერთს ეროვნება არა აქვს, სიყვარული საყოველთაოა
ბერი ერმოლაოსი
რა არის მრთლმადიდებლობა?
მართლმადიდებლობას, არა მარტო მასში გაურკვეველი ადამიანები , არამედ, სამწუხაროდ, თვით მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი, სხვა ქრისტიანული კონფესიებისგან ანსხვავებს მხოლოდ პირჯვრის გადაწერის მეთოდით, ან ხატთა და სხვა სიწმიდეთა თაყვანისცემის კულტურით, ან თავისებური არქიტექტურით, ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით. ბევრმა მართლმადიდებელმა არც კი იცის თავისი სარწმუნოების არსი.

მართლმადიდებლობა არის ღვთის მართლად, სწორად დიდება და რადგანაც ღმერთი სიყვარულია და მისი დიდება სიყვარულის პრინციპის განუხრელი დაცვაა, ამიტომ მართლმადიდებლობა არის სიყვარულის დიდება, ქრისტესმიერი სიყვარულის აბსოლუტური რეალიზაცია, როგორც თეოლოგიურ-დოგმატურ და ლიტურგიკულ სფეროში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიყვარულის დიდების და ღვთის სიყვარულში მისტიკური წვდომის ფორმულა მოცემულია მოციქული პავლეს წერილში ეფესელთა მიმართ: "და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, რათა შეძლოთ თქვენ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განძი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით" (ეფეს. 3,17-19). ეს ფორმულა არის უნივერსალური მოქმედების პროგრამა, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მთლიანად, ასევე, კერძოდ ცალკეული პიროვნებისთვის, რამეთუ იგივე პავლე მოციქულის თქმით, "სიყვარული რჯულის აღსრულებაა" (რომ. 13.10).

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა! მაშ, რატომ გახდა საჭირო ქრისტიანობის ჭეშმარიტი აღმსარებლობის დამატებითი ტერმინით დაფიქსირება?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ოდნავ ქრისტიანობის ისტორიას უნდა გადავხედოთ. ქრისტეს მიერ გამოცხადებულ სიყვარულის აბსოლუტურობის პრინციპს თვით ქრისტიანული ეკლესიის შიგნით თავიდანვე ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. პირობითად ერთს დავარქმევთ "ბერძნებს", ხოლო მეორეს "ებრაელებს". ეს ტერმინები ჩვენს მსჯელობაში არ ატარებენ ნაციონალურობის დატვირთვას და აღებული არიან მოციქული პავლეს ცნობილი ფრაზიდან: "ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის უგუნურებას" (1 კორინ. 1,23). სწორედ აქ ნაგულისხმევ ბერძენთა და იუდეველთა სწავლების გავლენით, შემდგომ, ქრისტიანულ ეკლესიაში მუდამ იყვნენ "ბერძნები", რომლებიც, ძველბერძნული ფილოსოფიური აზროვნების კულტურიდან გამომომდინარე, ღმერთში უპირატესად სიბრძნის პრიმატს აღიარებდნენ, და "ებრაელები", რომლებიც იუდაისტური რელიგიური წარმოდგენების კულტურიდან გამომდინარე უპირატესად უფლის მთავარ მახასიათებლად ყოვლისშემძლეობას - აბსოლუტურ ძალაუფლებას ხედავდნენ, ამიტომ ორივე დაჯგუფება ღვთის სიყვარულის უსასრულობას უარყოფდა. მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები იღებდნენ უპირობოდ ჯვარცმის "საცდურს და უგუნურებას" და ის ღვთის სიყვარულის აბსოლუტურ გამოვლინებად მიაჩნიათ.

სწორედ ეკლესიის წიაღში მუდამ არსებული "ბერძნები" და "ებრაელები" იყვნენ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში არსებული ყველა ერეტიკული მოძღვრებების ავტორები და სწორედ მათი საქმიანობის შედეგია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო კათოლიკური ეკლესია და შემდეგ კათოლიკური ეკლესია მრავალ წვრილ კონფესიად დაიშალა.

"იესო ქრისტე მხოლოდ მესიაა - რჩეული და ღვთისგან ცხებული ადამიანი" - ასწავლიდნენ "ებრაელები" (ებონიტელთა და კორინთეველთა ჰერესია), რომლებიც ღვთის განკაცებას ღვთის ყოვლისშემძლეობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. "სიტყვა განკაცდა, მაგრამ ის არ არის ღმერთი, ის ღვთის ქმნილებაა", ასწავლიდნენ მეოთხე საუკუნეში არიანელთა ჰერესიის მხარდამჭერი "ებრაელები", რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ღვთის ძლევამოსილება საკმარისია, რომ ისეთი სრულყოფილი არსება მოავლინოს დედამიწაზე, რომ ცხონების საქმე აღასრულოს.

"ქრისტეში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პერსონაა გაერთიანებული - ღვთიური და ადამიანური" - ასწავლიდნენ "ბერძნები" (ნესტორიანელთა ჰერესია), რომლებსაც ღვთის სიბრძნიდან გამომდინარე არ შეეძლოთ ორი ბუნების - ღვთიურის და ადამიანურის ურთიერთდაუზიანებლად ერთ არსებაში არსებობის წარმოდგენა. "ქრისტეში მხოლოდ ერთი ბუნება არსებობს", ასწავლიდნენ ამის საწინააღმდეგოდ "ებრაელები" (ევტიქიანელთა ჰერესია), რომლებსაც არ შეეძლოთ დაშვება, რომ სიყვარულის საშუალებით შესაძლებელია ორივე ბუნების - ღვთიურისა და ადამიანურის გაერთიანება. მათ მოჰყვნენ "ებრაელები" - მონოფიზიტები და იაკობიტები, რომლებმაც ისევ ააღორძინეს ევტიხიანელთა ჰერესია და საკუთარი ეკლესია დააარსეს. მალე გამოჩნდნენ ახალი "ბერძნები", რომლებმაც ღვთის სიბრძნესთან ღვთის განკაცების იდეა მიუღებლად ჩათვალეს (დოკეტთა ჰერესია) და ასწავლინენ რომ ღვთის სიტყვის ადამიანობა მხოლოდ მოჩვენება იყო და შესაბამისად ქრისტე ფანტომი იყო.

IV საუკუნეში "ბერძნებმა" ჩათვალეს საჭიროდ, რომ ქრისტეში ღვთიური და ადამიანური ბუნების ურთიერთშესაბამისობა შეეცვალათ და მასში ადამიანურად მხოლოდ მესამედი აღიარეს (აპოლინარელთა ჰერესია) და ეს მათი ცდუნებაც ისევ ღვთის სიბრძნის ადამიანურისგან დაცვის მცდელობიდან გამომდინარეობდა.

ასე გრძელდებოდა სიყვარულის პრინციპისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, ერთი მხრივ, მართლმადიდებლებსა და მეორე მხრივ, "ბერძნებსა" და "ებრაელებს" შორის და საბოლოოდ, ეს დაპირისპირება ეკლესიის დიდი გახლეჩით დამთავრდა. ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი საბოლოოდ ორ ეკლესიად გაიყო. მართლმადიდებლობამ საბოლოოდ მოიშორა "ბერძნეთა" და "ებრაელთა" ცდუნება, რამეთუ ისინი ერთად გადაბარგდნენ მეორე ბანაკში - კათოლიკური ეკლესიის წიაღში. მართლმადიდებლობამ ამით თავისი სწავლების სიწმინდე შეინარჩუნა და მას მერე ათასი წელია მასში დოგმატიკურ სფეროში ახალი ერეტიკული სწავლება აღარ წარმოშობილა. კათოლიკურ ეკლესიაში კი პირიქით "ბერძნებსა" და "ებრაელებს" შორის დაპირისპირება გაგრძელდა და შედეგად ამ ეკლესიას ასობით დიდი თუ მცირე ეკლესიები და კონფესიები გამოეყო.

მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის გარანტი სწორედ სიყვარულის პრიმატის უპირობო აღიარებაა. მართალია, ბოლო ათასი წელი ამ პრიციპის უზენაესობას მართლმადიდებელ ეკლესიაში არავინ შეხებია, პირიქით ის კიდევ უფრო გამდიდრდა ამ უზენაესი პრინციპის პრაქტიკული რეალიზაციის მისტიკური გამოცდილებით (ისიქაზმი, იესოს ლოცვის კულტურა, ათონური ასკეტიზმის კულტურა და სხვა). მაგრამ მიუხედავად ამისა, ძნელად ვინმე თუ აღიარებს, რომ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია უცილობელი ავტორიტეტით სარგებლობს და ძლევამოსილია დღევანდელ მსოფლიოში. რა ხდება?

საქმე ის არის, რომ მართალია მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი დოგმატური სიწმინდე და ღვთის სიყვარულის პრიმატი ხელშეუხებლად შეინახა, მაგრამ ამ ღვთიური დოგმების პრაქტიკული რეალიზაციის პროცესში დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რამაც მისი, როგორც საყოველთაო ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია და იწვევს დღესაც. ეს შეცდობებია:

1. პირველი შეცდომა ქრისტიანობის ნაციონალიზაციაა. ქრისტიანობის, როგორც სიყვარულის რელიგიის ძლევამოსილი მსვლელობა შეჩერდა მაშინ, როცა პოლიტიკამ ის თავის სამსახურში ჩააყენა. სანამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა და ბიზანტიის იმპერიის ნაციონალური ინტრესების სამსახურში ჩადგებოდა, მას სხვადასხვა ერები ხელგაშლილნი ეგებებოდნენ, რადგანაც ქრისტეს მოძღვრების საფუძველი - საყოველთაო სიყვარული, განურჩევლად ეროვნებისა, წარმომავლობისა და ქონებრივი მდგომარეობისა, ნებისმიერი ერის ადამიანისთვის მშობლიური და სანუკვარი იდეა იყო. მაგრამ, როგორც კი ეკლესია სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციის სამსახურში ჩადგა, როცა პოლიტიკოსთა მიერ ქრისტეს ნაციონალიზაცია განხორციელდა, ქრისტიანობის თავისუფალი გავრცელება შეწყდა, ამიერიდან საჭირო იყო მისი ცეცხლით და მახვილით გავრცელება.

ღვთის ნაციონალური ინტერესების სამსახურში ჩაყენებამ დაღუპა ებრაული სახელმწიფო, ბიზანტიის იმპერია, რუსეთის იმპერია და ყველა ერი, რომელიც ამ დამღუპველ გზას დაადგება განწირულია სულიერი და ფიზიკური კრახისთვის. ეკლესია პოლიტიკის სამსახურში რომ არ ჩამდგარიყო, ის დღესაც ერთიანი იქნებოდა.

პატრიოტია არა ის, ვინც ქრისტეს და მის ეკლესიას ეროვნული ინტერესების შესაბამისად იყენებს, არამედ ნამდვილი პატრიოტია მხოლოდ ქრისტეს სიყვარულით გაბრწყინებული და გასხივოსნებული პიროვნება, რომელიც სულიერი სიწმინდის ჭრილში აფიქსირებს საკუთარი ერის მისიას და რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქრისტესმიერი სიყვარულია.

პოლიტიკოს პატრიოტს ერის მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრა შეუძლია და ისიც შეზღუდულად, ქრისტესმიერი სიყვარულით გასხივოსნებული პატრიოტი კი ერის სტრატეგიული განვითარების საფუძველია. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ეკლესიის პოლიტიკაში ჩათრევის მცდელობა.

ეკლესიის ერთადერთი ფუნქცია ადამიანის სულის ხსნაა, მაღალსულიერი პიროვნების ძერწვაა, სიყვარულის, როგორც უზენაესი დომინანტის დამტკიცებაა. ეკლესიას არ სჭირდება სახელმწიფოს პროტექცია, მისი მფარველი და პროტექტორი თავად ღმერთია და ვისაც ამის არ სჯერა, მას არ სწამს ღმერთის. არ არსებობს არც ქართველი ქრისტე, არც ბერძენი, არც რუსი და არც სერბი და არც სხვა ეროვნების ქრისტე, ის ღმერთია, ის სიყვარულია და ღმერთს ეროვნება არა აქვს, სიყვარული საყოველთაოა.

2. მეორე შეცდომა ადამიანის თავისუფლების ხელყოფაა. შუა საუკუნეებში ინკვიზიტორები ქრისტეს სახელით კოცონზე წვავდა ადამიანებს, რაც ქრისტიანული ეკლესიის სრული დისკრედიტაციით დამთავრდა. სიძულვილმა სიძულვილი შვა. ინკვიზიციის ამ საშინელ შეცდომას ზოგიერთი ღვთისმსახური დღესაც იმეორებს და მრევლს ასწავლის, რომ კულტურა და ხელოვნება ანტირელიგიურია, რომ საერო განათლება სულიერ ზრდას ხელს უშლის, რომ ლექსის წერა, სიმღერა და ცეკვა სამშვინველს აღაგზნებს, რითაც უმეცრების კოცონზე წვავენ ადამიანებს. განა ძველი და ახალი აღთქმა უმაღლესი პოეზიის გამოვლინება არ არის, განა ეკლესიის ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ქმნილებანი პოეზიის უმშვენიერეს ნიმუშებს არ წარმოადგენენ, განა ეკლესიის ჰაგიოგრაფიული ძეგლები ლიტერატურის შედევრებად არ გვევლინებიან?! ხელოვნება ღვთის ძიების ერთ-ერთი საშუალებაა და ადამიანი ხელოვნების გარეშე ცხოველია. კულტურა და განათლება ღვთის სულიერი წვდომის სასტარტო მოედანია.

ქრისტე გამარჯვებული ღმერთია, მან სძლია სიკვდილს და სიყვარული აქცია კაცობრიობის არსებობის მთავარ მამოძრავებელ ძალად, ამიტომ სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინება - ხელოვნების სახით თუ მისტიკური გამოცდილების სახით - ყველაფერი ღვთიურია.

3. კიდევ ერთი შეცდომა ბერული ცხოვრების იდეალიზაცია და უნივერსალიზაციაა. ბერობა ღვთის ძიების ერთ-ერთი გზაა, დიახ, იდეალური და პირდაპირი გზაა, მაგრამ არა ერთადერთი. მისი ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა და აბსოლუტურ იდეალად დაფიქსირება ყოვლად შეუძლებელია და ისევ და ისევ ქრისტეს მოძღვრების დისკრედიტაციას იწვევს. ბერული მოსაგრეობა და ასკეტიზმი სულიერი ცხოვრების მეთოდია და ამ მეთოდს ამ გზისთვის კურთხეული ადამიანები ირჩევენ. მაგრამ კაცობრიობა არასოდეს იქცევა ერთ დიდ მონასტრად, ასეთი ჩანაფიქრი არც ჰქონია უფალს, მან ადამიანის თავისუფლება თავისი სიყვარულის გამოვლენის ქვაკუთხედად აქცია, ამიტომ არჩევის საშუალების ხელოვნური შეზღუდვა ღვთის ჩანაფიქრს ძირფესვიანად ეწინააღმდეგება. ეკლესიის ფუნქციაა არა საზოგადოების სრული სტერილიზაციის მცდელობა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების თავისუფალი მსვლელობის პირობებში ცალკეული ადამიანის ცხონების პროცესის ხელშეწყობა და ისიც ამ ადამიანის თავისუფალი ნების გათვალისწინებით.

4. დიდი შეცდომაა აგრეთვე საეკლესიო წეს-ჩვეულებათა და ეკლესიის სიწმიდეების (ხატების, წმინდა ნაწილების და ა.შ.) გაკერპებისკენ მისწრაფება. ეკლესიის პრაქტიკულ საქმიანობაში წარმართული ცრურწმენების და მაგიური ელემენტების კულტივაციის მცდელობა, ცრუ წინასწარმეტყველების და მდარე აპოკალიპტიკის გავრცელება. ქრისტეს მოძღვრების ქვაკუთხედი არის სიყვარული, და ამ მოძღვრების განუხრელი დაცვა და მისი ცხოვრებაში გატარება არის მართლმადიდებლობა. წმინდა ხატები, წმიდა ნაწილები და საეკლესიო წეს-ჩვეულებანი ქრისტესმიერი სიყვარულის ცალკეული გამოვლინებებია და ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანულ სულიერ პრაქტიკაში ამ წმინდა გამოვლინებებით თავად ქრისტეს ჩანაცვლება. თუ ეკლესია არ განიწმინდა წარმართული სულისკვეთებისა და მაგიზმისაგან, მას საბოლოოდ, კრახი ელოდება.

აი, ამ და სხვა მიზეზების გამოა მართლმადიდებლობა - ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ცივილიზაციის კიდეზე გარიყული. და სანამ ჩვენ არ განვიწმინდებით შუა საუკუნეობრივი "მრაკობესიისგან", მართლმადიდებლობის უმთავრესი მისია - სიყვარულში ადიდოს უფალი - შეუსრულებელი დარჩება. მართლმადიდებლობისთვის მისი სიწმინდის და ავტორიტეტის დასაბრუნებლად არ არის საჭირო არც რეფორმაციის ორგანიზირება და მით უმეტეს არც რევოლუციისკენ მოწოდება, არამედ საკმარისია ქრისტეს პირველადი ეკლესიის სიწმინდის რეკონსტრუქციის კეთილი ნება.

ათონის მთა, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის
ქართველი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat