საკუთარ ცოდვებზე გოდების ნიჭი ფასდაუდებელია
საკუთარ ცოდვებზე გოდების ნიჭი ფასდაუდებელია
ბერი ერმოლაოსი
ქართველი ბერები ათონზე
მკითხველს ვთავაზობთ ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერის, მამა ერმოლაოსის (ჭეჟია) ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ერთი წლის წინ ათონზე, წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა. ეს არის პირველი ტომი იმ ოცტომეულისა, რომელიც მომავალში უნდა გამოვიდეს. ამ გამოცემაში შესულია ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, წმინდა ანდრიასა და ილია წინასწარმეტყველის სკიტებში, დიდ და მცირე რუსულ სენაკებში მოღვაწე სულიერი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გამორჩეულ 200-მდე მამის ცხოვრება. მათ შორის გახლავთ რამდენიმე ქართველი მამაც. მამა ერმოლაოსის ნებართვით, ამჯერად გთავაზობთ სქემმონაზონ გრიგოლის (რატიანი) ცხოვრებასა და მოღვაწეობას (ცხოვრების აღწერა შედგენილია მღვდელმონაზონ დენასიუსის (იუშკოვი) წიგნის მიხედვით - "ათონელი მონაზვნის ჩანაწერები წმიდა მთის სავანეებში საკუთარი მოგზაურობისას. სულისათვის სასარგებლო სასაუბრო", 1896 წ., 1986.Ñ.124-126).

სქემმონაზონი გრიგოლი
სქემმონაზონი გრიგოლი (ერში გიორგი რატიანი) დაახლოებით 1820 წელს, ქუთაისის გუბერნიაში, თავადის ოჯახში დაიბადა. ბიჭს გიორგი წმინდა ნათლობისას უწოდეს.

გიორგი რატიანის ცხოვრების შესახებ 35 წლის ასაკამდე ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი. სად და როგორ გაატარა ეს დრო, არ ვიცით. შესაძლებელია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ოჯახში ქრისტიანული ღვთისმოსაობით იზრდებოდა. სავარაუდოდ, წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა, კითხულობდა წმინდანთა ცხოვრებას და წმინდა მამათა ნაშრომებს, ვინაიდან 35 წლისამ გადაწყვიტა, ჩუმად გამგზავრებულიყო ათონის წმინდა მთაზე, რათა ბერად აღკვეცილიყო.

გიორგიმ განზრახვა არავის გაუმხილა. უსახსრომ და უპასპორტომ უჩუმრად დატოვა სახლი და გადაწყვიტა იერუსალიმამდე ჩაეღწია. მაგრამ ამ პერიოდში დაიწყო ყირიმის ომი და თურქი მხედართმთავრის, ომარ-ფაშას ჯარმა თბილისიდან 50 ვერსის არეალში საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრო. გადაიკეტა პორტამდე მისასვლელი ყველა გზა და საქართველოდან გასვლის ყველანაირი საშუალება მოისპო. ამის მიუხედავად, გიორგი დაჟინებით ეძებდა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელების გზებს და როგორც კი ომარ-ფაშა ზუგდიდში დაბანაკდა, უშიშრად ეახლა და უმორჩილესად ითხოვა მასთან შეხვედრა.

ომარ-ფაშამ იფიქრა, რომ უცნობ ქართველს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა სურდა და ბრძანა, გასაუბრებოდა. ამ დროს მას ორი წარჩინებული - ინგლისელი და ფრანგი სტუმრობდა. გიორგი ეახლა ფაშას და განუცხადა, რომ სურდა იერუსალიმში გამგზავრება, მაგრამ ვინაიდან არ გააჩნდა საამისო სახსრები, სთხოვდა დახმარებას. ფაშამ გადაწყვიტა, თავი მოეწონებინა სტუმრებისთვის და ბრძანა, გიორგი დანიშნულების ადგილას გემით დაუყოვნებლივ გაემგზავრებინათ. ცნობილი არ არის, თუ როგორი იყო სინამდვილეში ფაშას განკარგულება, რადგან მომდევნო მოვლენები საპირისპიროზე მეტყველებს. გიორგიმ მშვიდობით ჩააღწია ტრაპიზონს, მაგრამ მისთვის საზვერეები სწორედ აქ დაიწყო. ტრაპიზონის ფაშამ იგი ჯაშუშად მიიჩნია და მისი შეპყრობა ბრძანა. საბრალო თავადი ნესტიან სარდაფში ჩააგდეს, სადაც ნახშირს ყრიდნენ და სუნთქვა შეუძლებელი იყო. საკვებად მხოლოდ პურს, ორცხობილას და წყალს აძლევდნენ. აქ ნახევარი წელიწადი ამყოფეს, უფრო სწორად კი, აწამეს. ამის შემდეგ გადაიყვანეს კონსტანტინოპოლში და რუს სამხედრო ტყვეებთან ერთად ციხეში ჩასვეს. ბერძენი პატრიარქი, წარჩინებული ბერძნები და გერმანიის ელჩი ტყვეებისადმი მოწყალებას იჩენდნენ - უგზავნიდნენ საკვებს, გერმანიის ელჩი კი ნახულობდა და ანუგეშებდა საბრალოთ. მიუხედავად ამისა, ტუსაღების მდგომარეობა მძიმე იყო. ისინი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს. მათთან ერთად - გიორგიც.

უმძიმესი ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ გიორგი ეახლა ამასიელ უწმიდეს პატრიარქ კირილე VII-ს (1855-1860) და ათონის წმინდა მთაზე გამგზავრებაში დახმარება სთხოვა.

პატრიარქმა გიორგი სიყვარულით მიიღო და ათონზე გამგზავრების საშუალება მისცა.

ღონემიხდილმა და ნაწამებმა გიორგიმ ათონზე მამა ბენედიქტემდე (ქ/კიოტიშვილი) მიაღწია, რომელიც იმხანად მამა ბესარიონთან (ქიქოძე) ერთად ელია წინასწარმეტყველის კელიაში მოსაგრეობდა. გიორგი ძალიან მალე ბერადაც აღკვეცეს და უწოდეს გრიგოლი.

ტყვედ ყოფნის პერიოდში გიორგი ნებსით თუ უნებლიედ მრავალ გასაჭირს, შიმშილს, სიცივეს შეეჩვია. თურქები ქრისტიანებს ბინძურ ცხოველებად მიიჩნევდნენ. ბერი გრიგოლი, მამა ბენედიქტეს ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადაიქცა ყველაზე გულმოდგინე მმარხველად და მლოცველად.

მამა გრიგოლს გააჩნდა ერთ-ერთი შეუფასებელი ღვთიური ნიჭი - ცრემლით გოდებდა. იმისათვის, რომ სიფხიზლეს შეჩვეოდა და საკუთარ თავში ჩაღრმავებულიყო, ღამღამობით მონასტრის ირგვლივ მიმოდიოდა. ღამე ღვთისმოსავი მოსაგრეებისთვის საუკეთესო დროა. როდესაც ყველა ცოცხალი არსება ძილს მიეცემა, ისინი ფხიზლობენ, ტირიან საკუთარ ცოდვებზე და მრავალმოწყალე ღმერთს შენდობას, შველას და შეწყალებას სთხოვენ. ხან კი კაცთა მოდგმისადმი ურიცხვი მოწყალებისათვის მადლიერების ნიშნად, ცრემლის ნაკადულებს ღვრიან.

მათ მსგავსად განიცადა ყოველივე ეს მამა გრიგოლმა. საკუთარ ცოდვებზე გოდების ნიჭი ფასდაუდებელია და შეიწირება უფლის მიერ, როგორც კაცობრიობის მიერ გაღებული მსხვერპლი და უხვად ჯილდოვდება კაცთმოყვარე ღმრთისგან.

მამა გრიგოლს ათონზე ცხოვრებისას არც ღვინო, არც არაყი მიუღია. არასოდეს აძლევდა საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით კი ღამით, იგვემდა სხეულს, რათა მას ხელი არ შეეშალა სულიერი სწრაფვისთვის; ეძინა ცარიელ იატაკზე, ისიც ძალიან ცოტა. ყოველივე ამის მიუხედავად, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო, ხშირად ეხმარებოდა უძლურ ბერებს, მათ ნაცვლად მძიმე მორჩილებებსაც ასრულებდა.

გრიგოლი მეტად ღვთისმოშიში იყო და მთელ ღვთისმსახურებას მარტო კითხულობდა. საკუთარი სულიერი მოძღვრის, მღვდელმონაზონ მამა თეოდოსის (ერისთავი) რჩევით, თავის მონასტერში (ივერონი) ძალიან იშვიათად, მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე დადიოდა. ხშირი სიარული მონასტრის ბერების და მომლოცველების არასასურველ გაცნობას გამოიწვევდა, ხოლო ხალხთან ზედმეტი ურთიერთობა შესაძლოა განსჯისა და განკითხვის საბაბი გამხდარიყო. ამას კი მამა გრიგოლი მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევდა. დაბოლოს, 35-წლიანი მკაცრი მოსაგრეობის შემდეგ, მამა გრიგოლისთვის დადგა დრო, დაესადგურებინა მარადიულობაში. 1890 წლის 6 იანვარს, შაბათ საღამოს, გრიგოლმა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. მოინახულა უფროსი ძმები, ესაუბრა მათ, გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა და წმინდა ლოცვებში მოხსენიებას შეევედრა. იქიდან კონსტანტინოპოლის ყოფილ პატრიარქ იოაკიმ III-სთან გაემგზავრა, რომელიც წმინდა მთაზე, ივერონის მონასტრიდან ერთი საათის სავალზე ცხოვრობდა. პატრიარქი შინ არ დაუხვდა და უკან დაბრუნდა. მეორე დღეს, კვირას, საღამოს ლოცვისას, განსაკუთრებით დიდხანს მოსთქვამდა და გოდებდა. შემდეგ ცუდად შეიქნა და ორი დღე უგონოდ იყო. როდესაც გონს მოვიდა, აღსარება ჩააბარა და ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს. გრიგოლის სურვილით, კვირას მასთან წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართული კელიიდან მისი სულიერი მოძღვარი, მღვდელმონაზონი მამა თეოდოსი მივიდა.

მამა თეოდოსიმ წმინდა მამათა ნაშრომებიდან, სხვათა მონათხრობიდან და საკუთარი დაკვირვებით იცოდა, თუ როგორ ებრძვის ვერაგი მტერი ბოროტი ხრიკებით ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე და ხელს უშლის სულის ცხონებაში, განსაკუთრებით კი სიცოცხლის ბოლო წუთებში ცდილობს როგორმე საკუთარ მარწუხებში მოაქციოს. ამიტომ მამა თეოდოსი ცდილობდა გაემხნევებინა მომაკვდავი, გაეძლიერებინა რწმენაში, მიუთითა უფლის ჯვარცმაზე და უთხრა: "აი, შეხედე ჯვარცმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესისა, კაცთა მოდგმის მხსნელისას". ღონემიხდილმა მამა გრიგოლმა გულაჩუყებულმა შეხედა კაცობრიობის ცოდვათათვის ჯვარზე გაკრულ მაცხოვრის გამოსახულებას და სიხარულის სხივი მოეფინა სახეზე. ნათელი იყო, თუ როგორი ცხოველი რწმენით იყო იგი აღსავსე და სულ მალე ღვთის მოწყალებით, სასოებით დაივანებდა მარადიულობაში. ამგვარად, წმინდა ევქარისტიის საიდუმლოთი გზადალოცვილმა სქემმღვდელმონაზონმა გრიგოლმა 1890 წლის 14 იანვარს უდრტვინველად მიაბარა სული უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat