თუ ვიცხოვრებთ სხვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, ენით აუწერელი ბედნიერებისთვის განვემზადებით
თუ ვიცხოვრებთ სხვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, ენით აუწერელი ბედნიერებისთვის განვემზადებით
თეორიულად თითქმის ყველამ ვიცით, რომ თითოეულ ადამიანს წუთისოფელში თავისი მისია ანუ როგორც ეკლესიურად იტყვიან, ჩვენი ჯვარი გვაკისრია. უფლისგან დაკისრებული ჯვრის ზიდვა, ზოგს მსუბუქად ეჩვენება, ზოგსაც ემძიმება და მუდმივ დრტვინვასა და ყვედრებაში ლევს წუთისოფელს. არადა უფალი ხომ იმდენს არ დაგვაკისრებს, რის ზიდვასაც ვერ შევძლებთ. განსხვავებულია ერის და სასულიერო პირთა, ბერ-მონაზნთა ცხოვრებაც. განსხვავება არა მარტო გარეგნულობაშია, არამედ მათი ცხოვრების წესშიც. ცხოვრება მართლაც იმიტომ არის ლამაზი და ბედნიერი, რომ შორს არის ერთფეროვნებისგან და ყველგან და ყველაფერში ერთმანეთისგან განსხვავებულობას ვხედავთ.

ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, ბერ ერმოლაოსს (ჭეჟია) "კარიბჭის" მკითხველი კარგად იცნობს. ვფიქრობ, მამა ერმოლაოსს განსაკუთრებული მისია და ჯვარი აკისრია ღვთისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე.

- მამაო, ათონზე მოღვაწეობთ, მაგრამ თქვენი ფიქრი და ზრუნვა სამშობლოზე, თითოეულ ქართველზე არ განელებულა...

- დიახ, ამბობენ, რომ მე ზედმეტად ვზრუნავ საკუთარ სამშობლოზე, რომ ბერს არ შეჰფერის ამდენი საუბარი და ფიქრი თავის ქვეყანაზე, რომ დროა, ყველა აზრი მივმართო მხოლოდ უფლისკენ. ეს საყვედური სამართლიანი იქნებოდა, სამშობლოს სიყვარული რომ განყენებული იყოს უფლის სიყვარულისგან, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, იმიტომ, რომ მიყვარს ღმერთი და პირიქით, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ასე ძლიერი და სუფთაა ჩემი სიყვარული ღვთისადმი. სულიერად რაც არ უნდა მიუახლოვდეს ადამიანი უფალს, განა შეუძლია მას დედის დავიწყება? დედის ავადმყოფობა და ტკივილი განა არ მოჰგვრის მას ცრემლს? ასევეა სამშობლოსთან დამოკიდებულებაშიც. ვისაც დედა არ უყვარს, არ უყვარს სამშობლო, ვისაც არ უყვარს სამშობლო, ვერ შეიყვარებს უფალს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს სიყვარული პრინციპში ერთი სიყვარულია - უფლისგან მომადლებული ერთი ღვთიური სიყვარული. ეს სიყვარული ნაპირზე გადმოსულ ზღვის ტალღასავითაა, ტალღა, როცა ნაპირს ეხეთქება, ყველა ქვას ერთნაირად ფარავს: შავსაც და თეთრსაც, დიდსაც და პატარასაც და ვერც ერთს აუვლის გვერდს. ასევეა უფლისგან მომადლებული სიყვარული - ის ერთნაირად იკრავს გულში დედას, სამშობლოს, ძმას, მტერს და ჭიანჭველას და ამას ვერაფერს ვერ უზამს ამ მადლის მატარებელი ადამიანი. ამიტომ მე არ მჯერა მათი, რომლებიც ამბობენ, რომ უყვართ მხოლოდ ღმერთი და ერთ ცრემლსაც არ გადმოაგდებენ, როცა საკუთარ სამშობლოს განსაცდელში ხედავენ. ,,თუ ვინმე ამბობს ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა" (I იოანე 4:20).

- თქვენ მრავალ ათონელ ბერთან გაქვთ ურთიერთობა, გვიამბეთ რომელიმე მათგანზე?

- აქ, ათონზე, ერთი ხანდაზმული ბერი ცხოვრობს - ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე ერთი უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: დადის მონასტრიდან მონასტერში (როგორც იცით, ათონზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში, მივა თითოეულ ადამიანთან, ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებას და დალოცვას, როგორც კი დაივლის ყოველ ადამიანს, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა, ვინ არის, მთავარია, არავინ გამორჩეს, შემდეგ მიდის მომდევნო სავანეში. ორმოცი წელიწადია დადის სავანიდან სავანეში. სიტყვა მეტად უძლურია იმ შეგრძნების გამოსახატავად, როცა ეს სიყვარულით სავსე, წმინდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება... ამ დროს აშკარად ვგრძნობ, რომ უფრო სუფთა ვხდები, ვიდრე მასთან შეხვედრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და მხოლოდ ტირილი მინდება! დიახ! არაფერი ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული! ღმერთო, მოჰმადლე ყოველ ადამიანს ასეთი სიყვარულის გრძნობა!

- მამაო, წმინდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარიც გაგვაცანით...

- ჩვენი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერემია, წელს 98 წლის გახდება. ამ ხნის განმავლობაში მრავალი მძიმე განსაცდელი გამოიარა: 14 წლის იყო, როცა ბოლშევიკებმა განკულაკებულ მშობლებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს, იქ დედ-მამა და დედმამიშვილები შიმშილითა და სიცივით დაეხოცა, თვითონ კი იძულებული გახდა, გადასახლების ადგილიდან გამოქცეულიყო. უსაბუთოს და უსახსროს თითქმის წელიწადი დასჭირდა, ციმბირიდან ოდესაში ფეხით რომ ჩამოსულიყო, სადაც მთავრობის ახალი დევნის ობიექტი გახდა, მაგრამ არ მალავდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. გერმანელთა ოკუპაციის დროს ტყვედ ჩავარდა და ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკში თითქმის ოთხი წელი გაატარა. მიუხედავად ამდენი ტანჯვისა და ტკივილისა, გული არ გაბოროტებია და არ შერყევია რწმენა უფლის მიმართ. როცა მოკავშირეებმა გაათავისუფლეს, საბჭოთა ოფიცერს კითხვაზე, - რას აპირებთო, უპასუხა, - ვოცნებობ, უფლის სამსახურში გავატარო დარჩენილი ცხოვრებაო. არ არის ძნელი წარმოსადგენი, თუ რა საშინელი დევნა ელოდა ამ განცხადებისთვის, მაგრამ ყველა განსაცდელი თვინიერად გადაიტანა და 1949 წელს ოდესის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში ბერად აღიკვეცა. მას შემდეგ 64 წელია, ის განუწყვეტლივ ლოცულობს ყოველი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მას ამდენი ტანჯვა და ტკივილი მიაყენა.

90-ე წლისთავზე მას სტუმრად ეწვია რუსეთის ემიგრაციის ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყოფილი საბჭოთა ბანაკების ტყვე, მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანი და ასევე გერმანულ ბანაკებში ტყვედნამყოფი. მათ შეხვედრას ჩემთან ერთად ესწრებოდა ერთი ბერი, რომელიც სტუმრის წარსული ცხოვრებით დაინტერესდა. სტუმარმა მძიმედ ამოიოხრა და დაიწყო საბჭოთა ბანაკების საშინელებების მოყოლა, განსაკუთრებით აღნიშნა ადამიანთა სისასტიკე და მათი გულქვაობა ბანაკის მოდარაჯე ძაღლების დაუნდობლობას შეადარა, ბოლოს კი მამა იერემიას მიმართა: - მამაო, განა თქვენ ეს ჩემზე უკეთ არ იცით, თქვენც ხომ იგივე გამოიარეთ? წინამძღვარი ოდნავ ჩაფიქრდა, მერე სახე გაებადრა და თქვა: - დიახ, დიახ, მეც იგივე გამოვიარე. მახსოვს, მშობლები რომ დავმარხე, ბანაკის უფროსმა გამომიძახა, ჯიბეში ფული ჩამიტენა და ყურში მიჩურჩულა, - წადი აქედან, გაიქეციო, მერე სულ სოფელ-სოფელ ვიარე და ყველგან სიხარულით მხვდებოდნენ, ზოგი ლუკმას მაწვდიდა, ზოგი მასვენებდა. რომ არა ის ღვთისნიერი ადამიანები, უეჭველი სიკვდილი მელოდა, დიდება უფალს!

წინამძღვრის პასუხით გამოწვეული უხერხულობის გასაფანტავად ბერმა სტუმარს მორიგი კითხვით მიმართა: - ფაშისტურ ბანაკებშიც ისეთივე სისასტიკე იყოო? სტუმარს საშინელი მოგონებებისგან სახე დაეღრიცა და გამოსცრა: - იმ საშინელების აღწერა შეუძლებელია, ახლაც კი, გერმანელს რომ ვხვდები, ძლივს ვიკავებ თავს, რომ ყელი არ გამოვღადრო! აი, მამა იერემიას ჰკითხე და გეტყვის, რა არაადამიანურ პირობებში ვიყავით იქო. წინამძღვარი ისევ ოდნავ ჩაფიქრდა, მერე სახეგანათებულმა, თითქოს რაღაც სასიამოვნო გაახსენდაო, თქვა: - დიახ, დიახ, მახსოვს, გერმანელი ქალები ახალგამომცხვარ პურებს ღობის იქიდან გვიყრიდნენ, თან რა გემრიელი პური იყო, დღესაც მახსოვს მისი გემოო.

- მამაო, თითოეულ ადამიანს წუთისოფელში თავისი ჯვარი აქვს და ცდილობს, წუთისოფელშივე ბედნიერი ცხოვრება მოიპოვოს. მაინც რა არის ბედნიერების საიდუმლო?

- უფლის და ადამიანების თავგანწირული სიყვარული. სიყვარული ადამიანს ყველა ცხოვრებისეულ სიძნელეს ადვილად გადაატანინებს, მეტიც - მის გულს ენით გამოუთქმელი უწყვეტი სიხარულით აღავსებს. თუ მთელი სიცოცხლე სხვებისთვის ვიცხოვრებთ, ენით აუწერელი ბედნიერებისთვის განვემზადებით. ჩვენს გულს ღვთიურ შეგრძნებამდე აამაღლებს იმის განცდა, რასაც სხვებისთვის გავაკეთებთ და გავცემთ, ხოლო რასაც ჩვენთვის მოვიხვეჭთ და მოვითხოვთ, არარაობად მოგვეჩვენება. თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა, ამით განსხვავდება ის ცხოველისაგან, სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახება და ხატება. ის, რასაც სხვებისთვის დავთესავთ, რაოდენ მცირეც უნდა იყოს, უხვ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო რასაც ჩვენთვის მოვწყვეტთ, ჩვენი აურაცხელი სურვილების და მისწრაფებების ლაბირინთებში გახმება.

სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა - "მაპატიე" და "გმადლობთ", ისე არაფერი ასულდგმულებს ამ გრძნობას, როგორც მიტევება და მადლიერება.

ბედნიერებისათვის ადამიანს ცოდნასთან ერთად სჭირდება ღვთისადმი მტკიცე რწმენა. ურწმუნო ადამიანს, როგორი განათლებული და ზნემაღალიც უნდა იყოს, უპირველესად უყვარს საკუთარი თავი. ასეთი ეგოისტური სიყვარული კი ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერ მოიტანს. მხოლოდ თავდადებული ქრისტიანული სიყვარული, რომელიც შესწევს მხოლოდ მორწმუნე ადამიანს, არის მისი ბედნიერების გარანტი.

მართალია, უფლის მადლის მოსაზიდად სულიერი მოღვაწეობის ხანგრძლივი, დაძაბული, გულმოდგინე შრომაა საჭირო, მაგრამ თავგანწირული სიყვარულისთვის ან თუნდაც მისკენ სწრაფვისთვის უფალი ასეთი შრომის გარეშეც ჩუქნის ადამიანს თავის მაცოცხლებელ მადლს. თუ პიროვნება შეძლებს ამაღლდეს საკუთარ თავზე, უარს იტყვის თავის ეგოისტურ ზრახვებზე და ღვთისა და ადამიანების სამსახურს მიუძღვნის თავს, უფალი დაუყოვნებლივ მიმადლის კეთილს. საკუთარ თავზე უარის თქმა - უფლისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე და ჭეშმარიტი, მაგრამ უაღრესად ძნელი გზაა. სანთლად დავიწვათ სიყვარულში და ჩვენი სული უკვე აქ, ამქვეყნად ნეტარების სიდიადეს ეზიარება. უფალი ხომ შეგვპირდა: "ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, ჰპოვებს მას" (მათე 10:34).

- რატომ შფოთავს და ბორგავს ჩვენი სული? რატომ ვერ აკმაყოფილებს მას ვერაფერი მიწიერი?

- იმიტომ, რომ ის, ჩვენივე ცოდვების გამო, მოწყვეტილია თავის მაცოცხლებელ წყაროს, თავის შემოქმედს! როგორც დედის ძუძუს მოგლეჯილი პატარა გამწარებული გაჰკივის, ისე ჩვენი სული, უფალს გაშორებული, ტირის და ბღავის! ჩვენ - ადამიანებმა, ვუწყით ეს, მაგრამ რამდენადაც პარადოქსულიც უნდა იყოს, უფლისკენ მოქცევის ნაცვლად, ვცდილობთ, ალტერნატიული გამოსავლის მოძებნას: ერთნი მთელ სოციუმს ვუჯანყდებით, ახალ იდეებს და მოდელებს ვიგონებეთ და ავანტიურისტული გეგმების განხორციელებით ვცდილობთ ჭეშმარიტების უგულებელყოფას; სხვები არსებული კანონების და სოციალური მოდელების ფარგლებში ვცდილობთ გართობას, კეთილი ნების ადამიანებს ვუერთდებით და რეალობის მაქსიმალურ შელამაზებას ვცდილობთ; დანარჩენები კი სიამოვნებაში ვეძებთ ხსნას, ან თვითმკვლელობით ვხსნით ცხოვრებისეულ დილემას!

მაგრამ მიუხედავად ადამიანთა ტიტანური ძალისხმევისა, სულის წყურვილის დაოკების ნებისმიერი ადამიანის მიერ გამოგონილი ხერხი მხოლოდ ჭეშმარიტების სუროგატია და რამდენ ხანსაც უნდა გასტანოს მისით თრობამ, ის აუცილებელი გამოფხიზლებით მთავრდება - სულის წყურვილი მოუკლავი რჩება! მაშ რატომ ვცდილობთ ასე თავგამოდებით ღმერთობანას თამაშს? იმიტომ, რომ ჭეშმარიტებისთვის თვალის გასწორება, პირველწყაროსთან - უფალთან დაბრუნება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რის გამოც ადამიანები იძულებული ვხდებით ჩვენი "თავისუფლების" გარკვეული ნაწილი დავთმოთ! "სჯობს ერთი დღე ლომი ვიყო, ვიდრე ასი წელი ცხვარი" - ჯიუტად ვამბობთ ჩვენ, მაგრამ ჩვენს სიამაყეზე აგებული ჩვენი კაცობრიობა უფრო ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას ჰგავს, ვიდრე უდაბნოში ამაყად აღმართულ სფინქსს!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat