დედა ანტონია
გაგრძელება
დედა ანტონია ურჩევდა, არ დაევიწყებინათ მოკლე ლოცვითი წესი, რომელიც ღირსმა სერაფიმე საროველმა მოგვცა
და მუდმივად იკითხეთ ლოცვა: "უფალო, მომეცი მე სულიერი სიმშვიდე და ხორციელი ჯანმრთელობა, უფალო გამინათე გონება, დამიმშვიდე გული, მომეხმარე ცხოვრებაში, მიხსენი ბოროტისაგან, ამინ". ეს ლოცვა ძალიან ეხმარება მათ, ვინც მას მუდმივად კითხულობდა, პირდაპირ სასწაულებრივად ეხმარებოდა ადამიანს სულიერ ცხოვრებაში გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით სულიერი ბრძოლებისას. გაგრძელება
"ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, უნდა ვასრულებდეთ ზედმიწევნით, ლოცვით.
კანდელის ანთებისას ვლოცულობთ: - ღმერთო, აღანთე ჩემი სულის მიმქრალი კვარი და კეთილისმყოფელი სულით განმანათლე მე, შენი ქმნილება, რამეთუ ხარ კეთილი და კაცთმოყვარე. ამინ".
"თუ ვინმე არ იყო ეკლესიაში წირვაზე, კარგია, წაიკითხოს 40-ჯერ "მამაო ჩვენო".
დედა ანტონია ურჩევდა, დილით, უზმოზე დაელიათ ნაკურთხი წყალი, ასევე სხვადასხვა საჭიროებისამებრ ნაჭამზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში არა ნათლისღების წყალი.
"ამ დროში რომ გადარჩეთ, უნდა ატაროთ აუცილებლად ნათლობის ჯვარი, მონასტრისეული ან წმინდა ნაწილებიანი ჯვარი; წმინდა ნაწილების ნაცვლად შეიძლება ჩადოთ ჯვარში (ათონის) მონასტრის საკმეველი ან ატაროთ სარტყელი, რომელზეც დაწერილია ლოცვა: "რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა".
სულის გადარჩენისა და სიმშვიდისათვის უნდა ატაროთ ჯვარი და ემთხვიოთ მას ლოცვით, რომელიც მოგვცა სქიმიღუმენმა საბამ: "უფალო, გადმოღვარე შენი უწმინდესი სისხლის წვეთი ჩემს ცოდვითა და ვნებებით გამხმარ გულში, სულიერი და ხორციელი განწმენდისთვის. ამინ". და ამ ჯვარს უნდა ემთხვიოთ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და მტრებისთვისაც.
"თუ ბავშვები გახდებიან ავად, უნდა წავიკითხოთ 7-7-ჯერ 90-ე ფსალმუნი და "მამაო ჩვენო", თუ რაიმე სერიოზულია, უნდა წავიკითხოთ 12-ჯერ".
"თუ ადამიანს უბედურება შეემთხვა, უნდა იკითხოთ 90-ე ფსალმუნი, ენიდან არ უნდა მოვიცილოთ; ამ ადამიანისთვის ლოცვაში ყველა ახლობელი და ნაცნობი ჩავრთოთ, რომ სწორედ მისთვის ვიკითხოთ "რომელი დამკვიდრებულ არს", რათა ვუშველოთ მას..."
"სახლში უნდა იყოს წმინდა კუთხე ხატებისთვის, ნაკურთხი წყლისთვის, სეფისკვერისთვის. ლოცვისას და დღესასწაულებზე უნდა ენთოს კანდელი, კარგია სანთლის ანთება. სახლზე, სადაც ეს სრულდება, გადმოდის ღვთის მადლი.
"თუ ბავშვები მოუსვენრები ან ავადმყოფები არიან, მაშინ მძინარებს უნდა წაუკითხოთ 40-ჯერ ლოცვა "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და სამი კვირა ზედიზედ ვაზიაროთ ბავშვები ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს. დედის ლოცვა ბავშვებისთვის ყველაზე ძლიერია, აუცილებელია შენი ბავშვისთვის განსაკუთრებული ლოცვა".
***
"ყველა საქმე უნდა დაიწყოთ გონებით, განსჯით და აღარ იქნება ცუდი შედეგი. ჯერ აიღე კურთხევა მოძღვრისგან ამ საქმის დასაწყებად.
მეორე: ლიტურღიაზე გადაეცით საჯანმრთელო მოსახსენებელი ამ საქმეში მონაწილეთათვის.
მესამე: გადაიხადეთ პარაკლისები: მხსნელისადმი, ღვთისმშობლისადმი, მფარველი ანგელოზისადმი ან მთავარანგელოზ მიქაელისადმი (მათ აქვთ ღვთისგან კურთხევა, მოგვეხმარონ ყველა რთულ საქმეში); მოწამე იოანე მეომრის ან დიდმოწამე მძლე გიორგის ან მოწამე ტრიფონისადმი (ყველა მათგანს აქვს ძალა დაგვეხმარონ საქმეში და აგვაშორონ წარუმატებლობა); წმიდანისადმი, რომლის სახელსაც ატარებ.
მეოთხე: იმარხულე და თვითონ ილოცე.
სერიოზულ საქმეზე წადი უზმო, მარტო სეფისკვერი მიიღე ნაკურთხი წყლით, იესოს ლოცვა იმეორე და ლოცვა, რომელიც გულში შემოვა".
"დიდ ხუთშაბათს მაგიდაზე დადგით, როგორც საიდუმლო სერობის დროს იყო: პური, მარილი, წითელი ღვინო, სანთლები. ეს ყველაფერი იყოს აღდგომამდე. ხოლო პასქა, კვერცხები, მარილი, სანთლები - მთელი აღდგომა - თქვენ ეგებებით იესო ქრისტეს, ღმერთს. ის ხომ აღდგა! და ყველაფერი ისე უნდა დადგათ, როგორც ღმერთმა აკურთხა საიდუმლო სერობაზე.
***
დედა ანტონია თვლიდა, რომ სააღდგომო სანთლები იძლევა განსაკუთრებულ მადლს და დახმარებას, განსაკუთრებით ავადმყოფების გამოსაჯანმრთელებლად. ამბობდა: - როცა ავადმყოფის მოსანახულებლად მიხვალ, წაიკითხე ლოცვა ავადმყოფისთვის ან დაუჯდომელი და აუცილებლად აანთე სააღდგომო (წითელი) სანთელი. ***
ჩვენს დღეებში ძალიან საგულისხმოა დედა ანტონიას დარიგება, როგორ ავირიდოთ საფრთხე, მძიმე დაავადება, ძლიერი დაღვრემილობა და ცდუნება. აუცილებელია ავანთოთ აღდგომის ან იერუსალიმის სანთელი და ვინმე ახლობელთაგანი უნდა დადიოდეს ავადმყოფის გარშემო (მწუხარის გარშემო) ანთებული სანთლით, სააღდგომო ტროპარის თქმით: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" და მიუმატოს ლოცვა: "ქრისტე, აღადგინე მკვდრეთით, აღადგინე შეჭირვებისგან მონა ღვთისა (სახელი), ამინ". ასე სამჯერ. თუ მარტოა შინ, სამჯერ გაიმეოროს იგივე ლოცვა. თუ რაიმე აპარატი მოიშალა (მანქანა, მაცივარი, საკერავი მანქანა და ა.შ.), დედა ანტონია ურჩევდა, წაეკითხათ სააღდგომო ლოცვა და ამის შემდეგ მიემართათ ღვთისთვის თხოვნით.
"ღმერთი თავის ხალხს არასოდეს დათმობს";
"სიკვდილიც არაა ადვილი, სიკვდილსაც ცოდნა უნდა";
"აღსარება (სინანული) - არის მთავარი".
"იყავი მსუბუქი, ყველა ცოდვა გადაეცი ღმერთს, ყველა ავადმყოფობა, ყველა დარდი, ყველა ზრუნვა მიეცი ღმერთს და იყავი მსუბუქი, გათავისუფლდი. ღმერთმა იცის შენს შესახებ. მან უკვე გადაწყვიტა, რა გჭირდება, რა ბედი გაქვს და როგორია შენი ცხოვრების გზა. რატომ უნდა ინერვიულო, იტანჯო, თავი იმტვრიო? უნდა იცხოვრო ასე: რაც იქნება, იქნება - როგორც ღმერთი მოგვცემს.
ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში თავისი როლი შესასრულებელი: შეასრულებენ და გადადიან მარადისობაში. რატომ გავნაწილდეთ? ჩვენ ხომ აქ მუდმივად არ ვართ, აქ სტუმრად ვართ და წავალთ შინ. ღმერთი დედამიწაზე არავის დატოვებს. სული ხომ არ კვდება, სხეული - კოსტიუმია, სულის ტაძარია. სული გაფრინდება და მიდის ღმერთთან, ხოლო სხეულს მიწაში ჩამარხავენ და მორჩა.
უნდა ვილოცოთ, რომ ჯანმრთელობა გვქონდეს, რომ მოვასწროთ მომავალი ცხოვრებისთვის რაღაცის მომუშაკება. რასაც აქ გამოიმუშავებ, იქ მიიღებ. გამოიმუშავა სულმა კარგი ცხოვრება - და კარგად იქნება იქ. იქ სული კმაყოფილია და ცხოვრობს სამოთხეში, ყველა ძმა და დაა. ჩვენ დედამიწაზეც ასე უნდა ვიცხოვროთ, და-ძმურად. დაიმახსოვრეთ და სხვებსაც გადაეცით: როგორც აქ ექცევით სხვებს, ზუსტად ისე მოგექცევიან იქ.
არ დაივიწყოთ საეკლესიო საიდუმლოებები: ზიარება, 7-გზის ზეთისცხება - ესაა ხსნის სამოსელი, სიყმაწვილიდან მოყოლებული ყველა ცოდვა გადაიფარება. ყველაფერი მოკვდება, სული კი - არასდროს, სული - მარადიული მოსახლეა.
ფეხმძიმე ქალს, რომელსაც ექიმი აბორტს აიძულებდა, დედა ანტონიამ ურჩია, ემარხულა, მან წინასწარ დაინახა ოთახში მორბენალი ქერა ბიჭი. დედა ანტონია კითხულობდა წმინდა მოწამე კვიპრიანეს ლოცვებს. გამორიცხეს ქალის კვების რაციონიდან მარილი, შაქარი, ხორცი და თევზი. კითხულობდა ფეხმძიმე სახარებას და ფსალმუნებს. და ყველაფერი კარგად გადაიტანა. გაჩნდა ქერა ბიჭი. დედას უკვირდა - გვარში ყველა შავგვრემანი იყო.
მარინა ჯობეიშვილი