დღემდე შემორჩენილია ილარიონ ქართველის გამოქვაბულის ნაშთი
დღემდე შემორჩენილია ილარიონ ქართველის გამოქვაბულის ნაშთი
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ათონის წმინდა მთაზე იმყოფებოდა ქართველ მომლოცველთა ჯგუფი ქარელის რაიონის ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სკიტის ბერ-დიაკვნის, მამა დანიელის (გიორგობიანი) ხელმძღვანელობით, რომელსაც მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

- მამა დანიელ, რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ მოგზაურობის თაობაზე?

- შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის გარდა, არსებობს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კელია, კარელის უდაბნოში, სადაც მეუდაბნოე ბერები მოღვაწეობენ. ჩვენ საქართველოდან წავაბრძანეთ წმინდა გიორგის ხატი, რომ ამ კელიისათვის შეგვეწირა. ორი წლის წინ, ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ კელიას მორწმუნე მრევლისა და საქართველოს სახელით. მაშინ უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო ეს კელია, მაგრამ შემდეგ რემონტი ჩაუტარდა. პატარა ტაძარი რამდენიმე მეუდაბნოე ბერისათვის არის გათვალისწინებული.

კარელის უდაბნოში ქართველებს არ უმოღვაწიათ. მის მახლობლად, გრიგორიატის უდაბნოში, დღესაც მოღვაწეობს ოთხი ქართველი, ვათოპედიშიც შვიდი-რვა ქართველია, ზოგრაფში არის მამა გაბრიელი, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მამა ერმოლაოსი, პეტრე ათონელის კელიაშიც ერთი მეუდაბნოე ქართველი ბერი მოღვაწეობს.

აღსანიშნავია, რომ კარელისა და კატუნაკის უდაბნოში, პეტრე ათონელის კელიაში, ბერები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი ცხოვრების წესით და ეს მათ ყოფით პირობებსა და გარეგნობასაც პირდაპირ ეტყობა. ცდილობენ, ძველი მამებივით იცხოვრონ, ღვთის ნებას მიენდონ და უარი თქვან ამქვეყნიურ კომფორტზე, ეს, მით უფრო დასაფასებელია დღეს, როცა ცივილიზაცია, ყოველ წუთს დანგრევით ემუქრება ჩვენს სულიერებას. კომფორტისაკენ სწრაფვა ათონის მთაზეც იგრძნობა. სამწუხაროა, რომ ათონი, რომელსაც მე ვეძებდი და წიგნებში მქონდა წაკითხული, მხოლოდ ცალკეული პატარ-პატარა კერების სახით არის შემორჩენილი, რაც გამოიხატება რიგ მონასტრებში ევრო-რემონტებით, ბიზნეს-საქმიანობით, მრავალფეროვანი ყუათიანი და გემრიელი საჭმელებით. ეს ყველაფერი შეუთავსებელია იმასთან, რასაც ბერობა და ბერული ცხოვრება გულისხმობს. ეს სამწუხაროდ, არ არის მარტო ჩემი სუბიექტური აზრი, იგივე მითხრა ათონის მთაზე ათწლეულობით მოღვაწე რამდენიმე ბერმა: "ის ათონი, რომელსაც შენ ეძებ და რომელიც წიგნებსა და პატერიკებში წაგიკითხავს, აღარ არსებობსო".

- სულ რამდენი კაცი იყავით ათონის მთის მოსალოცად?

- საქართველოდან მარტო წავედი, სალონიკში შემომიერთდა ბრიუსელში მცხოვრები ორი ქართველი და ერთი თბილისელი - ათონზე.

მამა დანიელი ქართველ მომლოცველებთან ერთად კარულის უდაბნოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კელიაში

უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკიტმა, სადაც მოღვაწეობს ბერძენი ბერი, მამა ნიკოლოზი. მე მსგავსი სითბო და სიყვარული, რაც მან ჩვენ მიმართ გამოავლინა, არსად მინახავს. როცა ჩვენი მიღება შეუძლებელი იყო, მან თავის თავზე აიღო ყველაფერი და ერთი დღის ნაცვლად, ორი დღე დაგვტოვა სკიტში. თან გვყვებოდა, ყოველ საღამოს, ჩვენთვის თერმოსით ცხელი ჩაი და ნამცხვრები მოჰქონდა, რაც წარმოუდგენელი იყო და მსგავსი რამ ათონის მთაზე არ ხდება. როცა ღამის მსახურება მთავრდება, გამთენიისას, როგორც წესი, ბერები დასასვენებლად მიდიან, ჩვენი წამოსვლის დღეს კი, გამთენიისას, მამა ნიკოლოზი დასასვენებლად არ წავიდა, თავისი სენაკის აივანზე იდგა და გველოდებოდა, დაგვინახა თუ არა, ქვემოთ ჩამოვიდა, გვითხრა: - ვიცოდი, რომ მიდიოდით. არ მინდოდა, დაუმშვიდობებლად წასულიყავითო. ყველანი გულში ჩაგვიკრა და სიყვარულით გამოგვეთხოვა, გვთხოვდა, ისევ ჩამოვსულიყავით მასთან. ეს ერთ-ერთი, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იყო ათონის მთაზე ყოფნისას. ყველა ბერი ასეთი უნდა იყოს, სულიერი ძმაც უნდა უყვარდეს და სტუმარიც. კარულის მეუდაბნოე ბერებიც დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ, მაგრამ მამა ნიკოლოზმა ყველას გადააჭარბა, რაც არასოდეს დაგვავიწყდება.

ჩვენმა ხატმწერმა დავით ხიდაშელმა დაასრულა ათონზე გასაგზავნ ახალ ივერიის ღვთისმშობლის ხატზე მუშაობა, რომელიც პეტრე ათონელის კელიის ტაძრის კანკელისათვის დაიწერა. აღნიშნული ხატის ათონზე წაბრძანებასთან დაკავშირებით, თუ ვინმეს გაუჩნდება ფინანსური დახმარების სურვილი, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილ საქმეში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად დაგვიჭირა მხარი. ჩვენ მოვილოცეთ წმინდა ნიკოლოზის გრიგორიატის მონასტერი, კატუნაკის უდაბნო, სადაც მეუდაბნოე ბერები მოღვაწეობდნენ და დღემდე შემორჩენილია ილარიონ ქართველის (ყანჩაველის) იმ გამოქვაბულის ნაშთი, სადაც ქართველი წმინდანი ცხოვრობდა. წმინდა ილარიონის მეორე სამოღვაწეო ადგილი დიონისიატის მონასტრიდან რამდენიმე კილომეტრში - იაკობ მოციქულის კელიაა. ილარიონ ქართველს აქაც უმოღვაწია. ვიყავით კარულის უდაბნოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კელიაში და წმინდა გიორგის ხატი შევწირეთ, მოვილოცეთ პეტრე ათონელის კელიაც, დედა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი - პანაღია, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს, ათონის მთის მწვერვალთან. გადმოცემით, ღვთისმშობელი მარიამი იმ ადგილას ასულა და ამიტომაც აუგიათ აქ მისი სახელობის ტაძარი. მოვილოცეთ ასევე ათონის მწვერვალზე არსებული ფერისცვალების სახელობის ეკლესია, დიდი ლავრა, ივერონის მონასტერი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკიტი, ზოგრაფის მონასტერი. ყველა ზემოდასახელებულ ეკლესია-მონასტრებში მოხსენიებული იყო იმ შემომწირველთა სახელები, ვინც ფინანსური თანადგომა გაუწია ამ კეთილ საქმეს.

- მამა დანიელ, რამ გადაგაწყვეტინათ ბერ-მონაზვნობა?

- რაჭველი ვარ წარმოშობით. დავამთავრე თბილისის 75-ე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ვარ 47 წლის.

სურვილი ბერული ცხოვრებისა, ჩემს ყმაწვილკაცობას უკავშირდება. 1990 წელს 9 აპრილს გავიცანი ჩემი მოძღვარი, დღეს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობი, რომელიც მაშინ სხალთის მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩვენი გაცნობის პირველსავე დღეს და მისთვის ჩემი პირველი აღსარების ჩაბარების შემდეგ, მეუფემ მითხრა, შენ იმხელა შინაგანი სიმშვიდე გაქვს, რომ შენი ადგილი მონასტერშიაო. პირველად ეს ჩემთვის მოულოდნელიც იყო და მიუღებელიც, მოგვიანებით ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა და 1999 წელს გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი. ეკლესიაშიც მეუფემ მიმიყვანა, მონასტერში წასვლაც მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა. ბერადაც მეუფემ აღმკვეცა და დიაკვნადაც მან დამასხა ხელი. შეიძლება ითქვას, მეუფე იობია ჩემი სულიერი მამა, ანუ ის ადამიანი, ვინც მე ეკლესიასა და ქრისტეში მშვა. მეუფემ, ჩემი ადგილი და ჩემი ჯვარი მაპოვნინა ამ ცხოვრებაში. სხვის ადგილზე და სხვისი ჯვრით, უბედური ვიქნებოდი და ვერც ღვთის წინაშე ვპოვებდი გა-მართლებას. დიდი მადლობა მას ამისათვის.

- პირველად რომელ მონასტერში მიხვედით?

- ყინწვისის მონასტერში. თავიდან ძალიან გამიჭირდა გარემოსთან შეგუება და რამდენიმე მონასტერი გამოვიცვალე. მეუფე იობი ძალიან კარგად იცნობდა ჩემს პიროვნებასა და შინაგან სამყაროს და მომცა ლოცვა-კურთხევა, ისეთი ადგილი მომეძებნა, სადაც ჩემი სული სიმშვიდეს ჰპოვებდა, 2006 წელს, მართლაც აღმოვაჩინე ის ადგილი - თრიალეთის ქედზე ვიპოვე ძველი ნამონასტრალი, თუმცა მისი იდენტიფიცირება ჯერაც შეუძლებელია. ამისათვის ძალზე სერიოზული არქეოლოგიური გათხრები იქნება საჭირო. იქ, მხოლოდ ჩემი სენაკია, მარტო ვცხოვრობ.

- რა განსხვავებაა სკიტსა და მონასტერს შორის?

- მონასტერი უფრო დიდია, თუმცა ათონის მაგალითზე ზოგიერთი სკიტი მონასტერს არ ჩამოუვარდება მოცულობითა და ძმობის რაოდენობით, ზოგი შეიძლება აღემატებოდეს კიდეც, განსხვავდება ტიპიკონით და ბერების ცხოვრების წესით, ასევე ყველა სკიტი, ათონის მთის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, რომელიმე მონასტრის კუთვნილებაა და მას ემორჩილება. მაგრამ საქართველოს კვალობაზე სენაკი უფრო შეეფერება ჩემს დღევანდელ მდგომარეობას და საცხოვრისს.

- რა ჰქვია მონასტრულ ენაზე იმ ბერს, ვისაც მარტო უხდება ცხოვრება?

- განდეგილიც, მეუდაბნოეც, მაგრამ, არც ერთზე არა მაქვს პრეტენზია, რადგან ეს ძალიან პირობითია ჩემს შემთხვევაში. ჩემთვის ვცდილობ და ვცოდვილობ რაღაცას. მერვე წელია, კელიას ვაშენებ და, ღვთის შეწევნით, ამ ზაფხულს დავასრულებთ, ალბათ. აუცილებელ, ყოფით საქმეებს რომ მოვრჩები, იმედია, სულიერადაც უფრო მოვწესრიგდები, რადგან ყოფითი პრობლემები ძალიან მიშლის ხელს და ძალიან დიდ ფიზიკურ და სულიერ ენერგიას მართმევს. მაგრამ ამის გარეშეც არ გამოდის. საქმე ბოლომდეა მისაყვანი და მისი შუა გზაზე შეწყვეტა არ შეიძლება. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, აქ ასევე ხარების სახელობის პატარა ტაძარია ასაშენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ამის ფინანსური საშუალება ვერ მოვიძიე და არ მაქვს. ალბათ, უფალი ოდესმე გამოაჩენს ვინმე სპონსორსა და ქტიტორს.

- ალბათ, ათონის მწვერვალზე ასვლა არ გაგიჭირდებოდათ, რადგან არანაკლებ მაღალზეა ველისციხის ხარების სახელობის მონასტერიც.

- კი, ძალიან მაღალზეა, აქ სამხიდიან მანქანებსაც კი უჭირთ ამოსვლა და ამასაც მხოლოდ მშრალ ამინდში ახერხებენ. ჩემი სკიტი თრიალეთის ქედზეა და პირდაპირ კავკასიონს უყურებს, გარს ნადირ-ფრინველით სავსე ულამაზესი ტყე აკრავს. ხშირად მაკითხავენ შვლები, რომლებსაც ქვამარილს ვუდებ, იმას ლოკავენ და იქვე, ჩემი ონკანიდან სვამენ წყალს. თუმცა ეს ძირითადად ღამით ხდება ხოლმე, უკვე მომეჩვივნენ. ცხოველები გრძნობენ ადამიანების დამოკიდებულებას და განწყობას მათდამი. იციან, რომ მტერი არ ვარ მათი, პირიქით, მოყვარე. ჩემს ახლოს ბინადრობს ძალიან დიდი დათვი, მისი კვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავისი ბილიკი და მარშრუტი აქვს და მასზე მოძრაობს. მგელიც შემხვედრია რამდენჯერმე, მაგრამ არაფერს მერჩიან, შეხვედრის დროს ბილიკიდან გადაუხვევიათ და წასულან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat