სიყვარული დაფარავს ცოდვათა სიმრავლეს
სიყვარული დაფარავს ცოდვათა სიმრავლეს
გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.

უფლისა არს ქვეყანა და ყოველი დამკვიდრებული მას შინა. ყველა ბერი და მონაზონი დედის მუცლიდან არის დანიშნული. რაც არ უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, თუ ღმერთს ამორჩეული ჰყავს ამ გზისთვის, უთუოდ ამ გზას შეუდგება. წმინდა მამები ამბობენ, ბოლოჟამს ღვაწლი არ იარსებებს, ერთადერთი - დათმენა გადაგვარჩენსო. როცა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გადიოდა ამქვეყნიდან, მოწაფეები ეუბნებოდნენ, - ჩვენ რა ვქნათო. ერთმანეთი გიყვარდეთ და კმა არის თქვენდაო. სიყვარული ყველაფერს დაფარავს. ღმერთი არასადა ვის უხილავს, გიყვარებოდეთ ურთიერთარს, რამეთუ ქრისტე სიყვარული არს და ქრისტე არს ჩვენ შორის. სიყვარული დაფარავს ცოდვათა სიმრავლეს. სიყვარული რომელიც არ მაღლობს არ შურს, არ განლაღდება, არ ეძებს თავისას, სიყვარული არასადა დავარდება, სიყვარული დაფარავს ცოდვათა სიმრავლეს.

მონასტერში თითოეული წევრი, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობს და ის უკვე ღვაწლშია. ღვაწლშია, როცა დატოვა მან საერო ცხოვრება და მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი. მონასტერში და ამ გზაზე მდგომი ადამიანი მთლიანად უარყოფს საერო ცხოვრებას, ყველაფერს ტოვებს. ვინც არ დატოვოს დედა, მამა, შვილი, ღვთისთვის, ჩემი სახელისთვის, ის არ არის ჩემი ღირსიო, ამბობს უფალი.Mმონაზვნური ღვაწლი რჩეულთა ხვედრია, მადლი გადმოდის ადამიანებზე. ისინი უფალმა გამოარჩია. მონასტრის წევრს შეიძლება თავიდან გაცნობიერებულიც არ აქვს, თუ რა ელოდება. როგორც ერთმა წმინდა მამამ ბრძანა: რომ იცოდეს ადამიანმა რა ელოდება ამ გზაზე, შეიძლება ასიდან ასივემ უარი თქვას, შეშინდეს, მაგრამ რომ იცოდეს, რა ელოდება შემდეგ სასუფეველში, თუ როგორი დიდია ნაყოფი, უკვე რაც ელოდება ღირსეული ბერისა და მონაზვნის მდგომარეობას სასუფეველში, მაშინ ყველა მოინდომებდა და ასივე შეუდგებოდა ბერმონაზვნური ცხოვრების ღვაწლს. თავიდან ის ბრძოლებიც არ ეშვება ბერზე და მონაზონზე. როგორც იოსებ ისიქასტი ამბობს, გარკვეული ხნის განმავლობაში უფლის მადლი იფარავს ყველა ამ გზაზე შემდგარ ახალ მოსულს. რათა დაბრკოლება არ შეექმნას, არ დატოვოს ეს გზას. ბერ-მონაზვნები აღთქმას ვდებთ ღვთის წინაშე. აღკვეცის დროს ასეთ სიტყვებს ამბობს აღმკვეცელი: რაისათვის მოსულხარ, ძმაო, გნებავს განშორება სოფლისგან? დაითმენ იმ ჭირს, იწროებას, დევნას, შიმშილს, სიცივეს? - ჰე, ღვთისა ძალითა, - პასუხობს მონაზონი. აღკვეცის დროს უხილავად უფალი ბრძანდება, ღვთისმშობელი, უფლის ანგელოზები და თითოეული აღსაკვეცის ნათქვამი სიტყვა იწერება და ინიშნება უფლის ანგელოზების მიერ.

***
ჩვენს მოანსტერში სხვადასხვა ასაკის წევრები ცხოვრობენ. ერთმა 16 წლისამ დატოვა ოჯახი და წელს უკვე მონაზონია. მისთვის ეს ხომ ღვაწლია? ყველაფერი დატოვა, ახლობლები, ტოლ-მეგობრები და მთელი გულით და არსით მოვიდა მონასტერში, ღმერთს ემსახურება. მადლობა უფალს, მონასტერშიც არის ისეთი განწყობა, ოჯახური გარემო, სითბო, სიყვარული, დედაშვილური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სიყვარული ყველაფერს ფარავს. შიშიც კი აქვთ მონასტრის წევრებს, რომ მზის ჩასვლამდე წყენა არ გაყვეთ.

დედა მარიამი (შუაში) მონასტრის წევრებთან ერთად

აუცილებელია ლოცვითი ღვაწლი. მონასტერში დილის ხუთის ნახევრიდან იწყება ლოცვა. მარხვაში უფრო ადრე იღვიძებს მონასტერი. ცისკრის ლოცვასთან ერთად ვკითხულობთ ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, ყოველთა წმინდანთა სახელზე პარაკლისებს. ვისი ხსენებაც არის იმ დღეებში, იმ წმინდანის პარაკლისი და დაუჯდომელი იკითხება. მონასტერში უწყვეტი ლოცვითი ტიპიკონია. მადლი მოქმედებს, გვიფარავს უფალი და ამ ლოცვის მადლით ვძლიერდებით. შესაბამისად შრომა და ნუგეშებიც გვაქვს.

***
მადლობა უფალს, რომ წინამძღვრად გამომირჩია. ეს ვერც წარმომედგინა, მაგრამ დაეშვა ღვთისგან სასწაულებრივად და ასეთ ისტორიულ ადგილას, ასეთ მადლიან ერკეთის მონასტერს ვწინამძღვრობ. უძველესი საძირკველიც აქვს. ვარაუდობენ, რომ VII საუკუნემდე ამ უძველესი ტაძრის ადგილას იდგა უძველესი ხის ეკლესია. შემდეგ პერიოდში აიგო ეკლესია, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. შემორჩენილია XI საუკუნის უძველესი ფრესკები. ასეთ ძლიერ საძირკველზე უფალმა მომიყვანა და დამადგინა წინამძღვრად. მართლაც სასწაულებრივად ხდება, ღვთის მადლით და მთავარანგელოზთა ლოცვით, ჩვენი უწმინდესისა და შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლოცვა-კურთხევით გაიხსნა და მშვენდება მონასტერი.

თვითონ მონასტერი მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულის ხსენების დღეს, 2006 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა. თავიდან მონასტერში მხოლოდ მე ვცხოვრობდი. ჩემთან ერთად ერის ადამიანებიც იყვნენ. ღვთის მადლით, მალე მონასტერში პირველი მორჩილი მოვიდა და ასე ნელ-ნელა გავძლიერდით. დღეს უკვე მონასტრის 17 წევრი ვართ. აქედან ათი მონაზონია, ორი სამონაზვნე და მორჩილები. მთავარია, ადამიანი რწმენაში გაძლიერდეს. რწმენით მიუდგეს ყველაფერს და არ დაივიწყოს, რატომ მოვიდა, რისთვის მოვიდა ამქვეყნად.

ერთმა წმინდა მამას ჰკითხა, - როგორი უნდა იყოს ბერიო. თავიდან ქუდი მოიხსნა და მტვერში დააგდო და ფეხით გათელა.Aაი, ასეთიო. ერთბაშად ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, ნელ-ნელა, ღვთის მადლით უნდა შევძლოთ.

ერთი უდები ძმა იყო, არაფერს აკეთებდა და ყველას ეგონა, რომ ვერ ცხონდა. გარდაიცვალა და საძმოს ეგონა, რომ ვერ ცხონდა. წინამძღვარი ამის გამო შეწუხებული იყო. გლოვობდა, ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, გაემხილა მისთვის, სად იმყოფებოდა ამ ძმის სული. ღვთის განგება დაეშვა და უფალმა გაუმხილა, რომ ეს ძმა ცხონდა. რითი ცხონდა, იცით? არასოდეს არავის განიკითხავდა და უფალმა არც ის განიკითხა. ასეთი იყო ღვთის პასუხი.Aარგანკითხვა ერთ-ერთი ღვაწლია. რწმენაში გაძლიერება უნდა ვითხოვოთ. რასაც მოგვიტანს დღეი ესე. ზოგჯერ ოჯახიდან ეშვება განსაცდელი ან ოჯახის წევრზე ეშვება განსაცდელი. ამას რომ სულიერი სიმშვიდით მიიღებ და მშვიდად, მადლობით გადაიტან, უფალი შეგეწევა. შეიძლება ბოროტმა ცუდი აზრი მოგაწოდოს, - ერში რომ ვყოფილიყავი, ოჯახს გვერდით დავუდგებოდიო და ასე შემდეგ.

როცა ადამიანი ყველაფერს ტოვებს ერში და შეუდგება ამ გზას, რა თქმა უნდა, ბოროტი გამძვინვარდება და ცდილობს, მიიტაცოს მისი გონება და ღვაწლი წაართვას, მონაზვნური ღვაწლი და მადლი დააკარგვინოს. აცდუნოს ღვთის გზაზე მდგომი და ღმერთს შეწირული ადამიანი. განსაცდელის დროს ძლიერდება ადამიანი და იწრთობა მისი სული, უყალიბდება მონაზვნური თვისებები და ასე ძლიერდება. მუდამ უფალს უნდა სასოებდე. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდის. არაფრის უნდა შეგეშინდეს. შეშინდი? ეს უკვე რწმენის ნაკლებობაა. ბოროტმა არ უნდა შეგაშინოს, ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ და ვსასოებდეთ უფალს. უფლის იმედი არასდროს დავკარგოთ. ადამიანი მუდმივად განიცდის შინაგან ცვალებადობას. შეიძლება უკიდურესად დაეცეს, მაგრამ უკიდურესად ამაღლდეს და ღმერთს მიემსგავსოს. ადამიანი ხომ ხატება და მსგავსებაა უფლისა და როგორც ღმერთს გაუხარდება, ისე უნდა მოიქცეს. ანგელოზი რომ დაეცა, ვეღარ შეიცვალა. ადამიანის ბუნებას აქვს ცვალებადობის განცდა. შეიძლება უკიდურესად დაეცეს, მაგრამ უკიდურესად ამაღლდეს ისევ და იხილოს ცათა სასუფეველი.

ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მადლით ღმერთმა მოგვანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითვად ძმისა ჩვენისა, რამეთუ კურთხეულ არს უფალი უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმერთმა შეიწყალოს ყველა ადამიანი, კაცობრიობა. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat