მშვიდი სანატრელად მარადის მშვიდობასა შინა განისვენებს
მშვიდი სანატრელად მარადის მშვიდობასა შინა განისვენებს
მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
წმინდა ალექსი შუშანია
XVIII
ამ საძნელო გზაზე მოღვაწის ერთი მთავარ მტერთაგანი ცუდ-ჩვეულებათა განმტკიცებაა , რის შესახებ ფრიად საგულისხმო სიტყვა უთქვამს ბრძენ ვინმეს: "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო". მართლადაც, ძლიერებით აღჭურვილია ჩვეულებათა კრებული, რა ძნელოვან კლდეთა სიმაგრით შეზღუდულ არს მისი სამფლობელო! დიდი შეტაკება და ბრძოლა წინა უძევს ამ ჩვეულებათა მიერ შეკრულ ადამიანს, ოდეს ინებოს განხეთქა ჯაჭვთა მის კრულებისა და განთავისუფლება თვისი მონებისაგან, რომელ არიან ჩვეულებანი სიფიცხისა, მთვრალობისა, მეძავეობისა, ქურდობისა, ნაყროვანებისა, ცრუ მეტყველებისა, სოფელ-ქალაქად სიარულისა და სხვა.

***
ოხ! რავდენი პირობა, რავდენი აღთქმა და ჩვენებით კრულ-ყოფა თავთა თვისთა არა განმეორებად ჩვეულებისა იდებიან წინაშე ღვთისა, გარნა, ვითარცა ცვილი წინაშე ცეცხლსა დნებიან და ჩვეულება თვის გამარჯვების დროშასა აფრიალებს ხოლმე. ხოლო დამარცხებული სული იმედ-მიხდილი უსასოების მღვიმეში შებორკილებული იგლოვს თავის უბედურ ყოფას.

***
დამასკელი იოანე პარაკლიტონის საგალობელში იგლოვს თავის თავს, აღმწერი საზოგადო ცუდ ჩვეულების ძლიერებისა და ამბობს: "ერთი ჩვეულება მიმზიდავს მე ცოდვისადმი-ო". დიდი სიმხნევე უნდა გამოიჩინო უბადრუკო სულო ჩემო, მაშინ როდესაც შენი წინა მბრძოლი ჩვეულება მიგრიდებს დრო დაყოვნებით, და შენ წარმართების გზაზე მოხარულად მსრბოლი იღვწი გადახტომად მის მიერ შემოვლილ ზღუდესა, და აჰა ესერა მყის შებმა გიყო და შთაგაგდო ტბორესა მას შინა დასარჩობელსა.

***
რა ძეს ჩვენსა და შენს შორის ბოროტო ჩვეულებავ, თვინიერ ამისა, რათა მბრძოლსა ბრძოლით გებრძოლოთ, უძლევლად თავის წარმომარჩენელს ჩვენც ძლიერად შებმა გიყოთ, უსირცხვილოსა მას, კეთილ გონიერად გცეთ ლოცვის კვერთხითა და მაცხოვრება ქრისტესი დავისახოთ იმედად ძლევისა, რამეთუ იტყვის: "მიძლევიეს მე სოფლისა". და ესრეთ მინდობითა მისი ძლიერებისა განვაგრძოთ ბრძოლა, რათა შევიდეთ ქვეყანასა აღთქმისასა, სადაც აღმართულ არს ჯვარი მაცხოვრებისა, ჯვარი ჭეშმარიტის ბედნიერებისა და ადამიანის მკვდრეთით აღდგინებისა, რომელზედაც წარწერილ არს სიტყვა დაუსრულებელის სუფევის მახარობელი: - "რომელმან სძლოს, მივცე მას ცხოვრება საუკუნო" (გამოცხადება).

XIX
უსაშინელესი მტერი საზოგადოდ ადამიანისა და უმეტეს შეშურებით მონაზონისა, არის ამპარტავნება. ეს უმანქანესი მახით და უსაცთურესი მზაკვრებით, ადამიანებს ითრევს და ახვევს თავის აღუვსებელ ბადეში. ამ მრავალ თავიანმა ვეშაპმა გახრწნა ყოველი ჩემი სათნოებათა სიწმიდე; ამან შთანთქა ჩემი სისხლის ოფლით ნაშრომი მოღვაწეობა; ამან მომპარა სიყმაწვილითგან მოგებული, რაც რამ მებადა, საღმრთო სულიერი სიმდიდრე.

***
მამა იოანე კიბის აღმწერი შემდეგს საგულისხმო რჩევას იძლევა: "ოდეს იხილოთ თვით ნებლობით აღზვავებული ვინმე ამპარტავნების ეტლით ცად აღმავალი, უპყართ მარჯვენა და დააკვეთეთ იგი დედა მიწაზე"-ო. ხშირად ვხედავ ასეთებს და პირველ ჩემს ხანებში მეც ასე მემართებოდა, რაღაც უფლებრივად, მრისხოვან ყვედრებით მიმხილებია სხვებისთვის და ამ დროს ჩემი მოქმედებანი ცად აღმიფრენია, ვითომდა მე უცდომელ ვარ და უვნებელობის კიბეზე ვიყავ აღსრული. ესე შემამჩნია ჩემმა ხელ-მძღვანელმა ნეტარ ხსენებულმა მამა თეოდოსი ერისთავმა და დამაკვეთა დედა მიწაზე და თან ღვთის განგებამაც, "რომელი შთაიყვანებს ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებს" სიმდაბლის სწავლით, აიღო ჩემგან საღმრთო მხურვალება და ბრძოლის ველზე უმწეოდ დამტოვა, რათა მეცნა ჩემი უძლურება და შემეგნო ღვთის ფარვა. ამისთვის გირჩევ ძმაო, ვინც თავხედობით ცდებით და დამთვრალი ხარ ამპარტავანების სამსალით, ისმინე სიტყვა მაცხოვრისა: "კაპერნაუმ ნუ ცადმდე ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთახდე".

***
ყველა სხვა ცოდვების მიზეზი ადვილ საცნობელია, ხოლო ამ უსაშიშრესი სულის მტერის ცნობა კი მე შეუძლებელად მიმაჩნია; მით უმეტეს, რომ იგი უფრო მარჯვნივ ნადირობს. - მისდა უფრო ხელსაყრელია კეთილ-მოქმედებანი. აქ უფრო შეუმჩნეველად ძირს უთხრის ყოველ სათნოებათა სიმდიდრეს.

***
სულიერსა შრომასა და ღვაწლში განვლიე ჩემი სიცოცხლის უძვირფასესნი დღენი, მაგრამ ნაყოფი - გინა მადლი ღვთის წინ წარსადგენად არა ვგონებ, თუ რაიმე მეპოვებოდეს. "ყოველი მაღალი გულითა სძაგს უფალსა", და ყოველი ჩემი შრომაცა ამის გამო საძაგელ იქმნა წინაშე ღვთისა.

***
ვხედავთ შრომას, ღვაწლს, ვლოცულობთ, ქველის საქმეს ვმოქმედებთ და ამას ჩავდივართ უფრო გარეგნულად, ხოლო შინაგანიცა თითქოს მინდობილა ესრეთ მოქმედებაზე და ნაყოფი სულისა, რომელ არს უდიდესი და უგანათლებულესი მზგავსება ქრისტესი, სიყვარული მოყვასისა, თავის დამდაბლება და მოთმინება, ნაპერწკალის ოდენიც იშვიათად ბჟუტავს ჩვენს შორის, ისე შემუსრა და დაღუპა ამპარტავანებამ, - "ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს".

***
საცოდავ ადამიანს თავის თავი დიდ რამედ მიაჩნია. თუ რამე იღვაწა, მაშინვე ანგელოზი გონია მისი თავი და თუ ორიოდე ანბანი ღვთის მეტყველებისა, ან მეცნიერებისა შეისწავლა ბრძენთა ბრძენი გონია თავი თვისი.

***
აწ ვინაითგან ჩვენ კეთილ მოქმედებებს წინა განეწყობის უსასტიკესი ესე მტერი, გირჩევ მკითხველო, ყოველი შენი კეთილ მოქმედება შთასხიენ მღვიმესა დავიწყებისასა, თორემ, თუ ხელ-საგოგმანოდ ათამაშე, ქარმან აღგავოს იგი და უგზო უკვალოდ დაიკარგოს.

***
ამად ესე ვითარცა ყოველ მხრივ დაბრკოლებისა და წარუმატებლობისა გამო, მე ესრედ დავიდევ გულსა შინა ჩემსა: ჩემი გამოსლვის პირველ დღიდგან ვიდრე აღსასრულამდე მხედველობა ჩემი ამ ფარგალში დავაყუდო, რომ მე მარადის ცთომილ ვიყავ და სიკვდილამდეცა ცდომილი ვიქნები და მხოლოდ ღვთის სახიერების უფსკრულს მივეყრდენ.

XX
მონაზონი მრისხანე ვერ იქმს მშვიდობასა და ვერც პოვებს განსვენებას სულსა შინა თვისსა და არცა ძალუძს ქრისტეს მოწაფეობა, სანამ არ აძლევს თავის გულის სიმაღლეს, რამეთუ მაცხოვარი ესრედ იტყვის: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და პოვოთ განსვენება სულთა თქვენთა". ამ მოწოდების შედგომილი მშვიდი სანატრელად მარადის მშვიდობასა შინა განისვენებს და ქრისტეს მიბაძვითა ცხოვრება მისი ხატად ღვთისა ბრწყინავს და ქრისტეს მოწაფეობითის ცხოვრებით განმანათლებელი ლამპარი არს კრებულისა.

***
მრისხანე მონაზონი სიამაყით შეპყრობილ არს და "იესო ტკბილოს" კითხვას მის გულში უმნიშვნელოდ და უნაყოფოდ გაუვლია. "ვისა მივენდო? - მშვიდსა და მდაბალსა" - მას დავიწყებია; ყოვლად უცნობი თავის ღირსების საწინააღმდეგო ცთომათა ბრალდებით თავის გამმტყუნებელია. ხოლო მშვიდი მარადის მშვიდობის მუშაკია და ციური მანანა ასაზრდოებს მის სულს და მისის დამშვიდებულის გულიდან სუფევის სხივი ფენს მოთმინების ნათელს, რათა ყოველი ჭირვეულება, ძმისგან უსამართლოდ დასჯა, განკითხვა, - აიტანოს ახოვანებით, და ამნაირად იგი ყოველის მისდამო მიყენებულის განსაცდელის წინაშე ხრის თავს, ვითარცა მისის დანაშაულობის შედეგად მოვლენილისა.

***
მრისხანება არა თუ მარტო სულის ვნებაა, რომელიც აოხრებს სათნოებათა ნაყოფს, არამედ ხორციელად დიდად მავნებელია, რაითაგანაც მის მიერ მრავალ გვარი უბედურებანი ეწევიან ადამიანს; ხოლო მშვიდი - სულის ნაყოფთა გამამდიდრებელია და ხორციელადაც სიმრთელის დიდად ხელის შემწყობია, რადგანაც ყოველ მისდამი შემთხვეულ წყენისა და მწუხარების განსაქარვებელად სვამს ცხოვრების წყაროის წყალს, რომელ არს თავის უღირსების წარმოდგენით ქრისტეს წინაშე დგომა და მით ყოველ განსაცდელის აღუშფოთველად მაგიერის მიუგებელად ატანა.

სიმშვიდე რომ დიდ-მადლიანი თვისებაა და მრისხანება რომ ყოველ სიკეთის და სათნოებათა ნაყოფის აღმაოხრებელია, ამას თვით უსულო ბუნებაშიაც ვხედავთ. განიცადეთ ოდეს ძლიერი ქარი ქრის, მაშინ ყოველი სულ-დგმული, კაცი თუ პირუტყვი, იტანჯება, ხენი ილეწებიან, მასზედ სხმული ნაყოფნი ოხრდებიან, ველთა ჭირნახული ფუჭდება. ხოლო როს დაცხრის ქარი და დამშვიდდის ჰაერი, მყისვე დიდი სიამოვნება და სიხარული მოეფინების ქვეყანასა ზედა და გულნი ტანჯულნი განისვენიან. ესე დავისახოთ გულსა შინა ჩვენსა, ძმანო, მრისხანების და სიმშვიდის თვისებანი და ავ კარგობისა სურათი, რათა შეწევნითა ღვთისათა ვძლიოთ მრისხანების მძვინვარებას და შევიდეთ სიმშვიდის კარით სიმდაბლის ნათელ მამულში.

XXI
თავო ჩემო საწყალობელო, შეიმოსე შენი უღირსების ხედვა, ვითარ სამოსელი, თორემ მცირე განსაცდელთა ქარის ბერვაცა წაგაქცევს შენ, რადგან მოუმზადებელი და შინაგან უშრომელი გული სიმდაბლის გზას აცილებია. შინაგანი მუშაობა სულიერი იწყება თავის განხილვით, განხილვა შობს გულის შემუსვრას, ხოლო გულის შემუსვრა სიმდაბლეს და აქ არის საძირკველი სულიერის აღორძინებისა.

***
ცთომილო სულო ჩემო, ნუ ეძიებ შენი ცთომების მიზეზს სხვებში. უგუნურებას ნუ აორკეცებ, დაიკრიბე თავსა ზედა უთმინოების ბრალდება, თორემ უკეთუ შენის უკეთურების მიზეზად ბრალი სხვასა დასდვა და იმართლო თავი, განკურნებას ვერ მიემთხვევი და ვერც შენდობას ეღირსები, თუნდაც ასჯერ შენდობა წაგიკითხონ, მით რომ შენდობა გადმოდის მხოლოდ თავის ბრალდებით მონანულ უღირსების მხედველ შემუსრვილ გულში.

***
თუ შენი უღირსება თვალ-წინ გიდგია და მარად გტანჯავს, ნაყოფსა მისსა გაცნობებს შეურაცხ-ყოფის მხნედ დათმენა არა მაგიერის მიგებითა.

***
არიან, რომელნიც ენის წვერით ხშირად ამბობენ თავის უღირსებას, მაგრამ არამც თუ დიდ-რამე განსაცდელის შემთხვევა, არამედ მცირე შეურაცხ-ყოფის წინ უძლურ ხდებიან, რომ საქმით დაამტკიცონ მათი სიტყვა.

***
ვისაც ღრმად შთაუნერგია გულის სიღრმეში თავის უღირსების მარად ხედვა, იგი დაღაცა თუ მთელმა საზოგადოებამ შეურაცხ-ყოფით განკიცხოს, მაინც მცირე აღშფოთების შემდეგ, ვითარცა კლდე გამაგრდება დიდ-სულოვნებით. ესრეთი სულიერი სიდიადე შედეგია ორ-გვარის თვალითა ხედვისა: პირველი, ვითარცა ვსთქვი, თავის უღირსების მარად ხედვის მომზადებისა, რამეთუ უწყის მან თავისი შინაგანი სიგლახაკე და ვნებათა ღელვის-გამო მრავალ გვარნი ცთომანი, რომელთა მისაგებელი საუკუნო სირცხვილია და ვითარცა წველი შეურაცხიეს სააქაო ესე სირცხვილი შედარებით საუკუნოსთან. ხოლო მეორე, დიდ ბუნებოვანი ადამიანი ზესთა ჰყოფს თავის თავს სულ-მდაბლობისაგან და არ აქცევს ყურადღებას, მხედველი თვისის მაღლის პიროვნებისა.

***
ვინც სულიერი თვალით სჯის თავის მოქმედებას და ვისაც სიმდაბლის კიბეზე ფეხი შეუდგამს, იგი მარადჟამ მოელის თავის თავზე სასჯელს, რადგან საქმენი მისნი არა ყოველთვის უმწიკვლონი წინა უგია მას და მარადს ჟამ სცემს ყურსა მისა სიტყვა მაცხოვრისა: "ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat