მან ყოველივე დაუტევა ქრისტეს გულისთვის
მან ყოველივე დაუტევა ქრისტეს გულისთვის
მამა პაისი ათონელი
მამა ევლოგი (ღირსი მამა ჰაჯი-გიორგის მორჩილი)
კარიესის ზემოთ, ვათოპედის მონასტრისკენ მიმავალს შეგხვდება წმინდა გიორგი გამოცხადებულის კელია. იქ მოღვაწეობდა ექვსი "ჰაჯი-გიორგელი" (ჰაჯი-გიორგი იყო XIX საუკუნის უდიდესი ათონელი მამა). მათ ხელმძღვანელობდა ასაკით უფროსი მამა ევლოგი. მოგვიანებით საძმოს შეუერთდა ორი ბერი, მამა პახუმი და მამა გიორგი. ისინი გახდნენ სულიერი "შვილიშვილნი" ჰაჯი-გიორგისა.

საძმოს თითოეული წევრი და მათ შორის მამა ევლოგი იმსახურებს, რომ დაწვრილებით მოგითხროთ მათზე, მაგრამ რადგან მათზე უკვე დაწერა წიგნი მისმა თანამემამულემ, სიმონ-პეტრას მონასტრის ბერმა, მხოლოდ მამა ევლოგის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე მოგიყვებით.

მამა ევლოგი, ქრისტეს ეს მეომარი, ღრმა სიბერემდე ებრძოდა დემონებს.

ას წელიწადს გადაცილებული მოხუცი იჯდა ხოლმე სკამზე და იესოს ლოცვას იმეორებდა. ერთხელ მისი მორჩილები - მამა პახუმი და მამა გიორგი ზეთისხილის შესაგროვებლად წავიდნენ. მამა ევლოგიმ კარი ჩაკეტა, დაჯდა და ლოცვა დაიწყო. უეცრად საშინელი ხმაური შემოესმა და ლოცვა შეწყვიტა. ოცდაათი განრისხებული ეშმაკი დაესხა თავს. წააქციეს და ცემა დაუწყეს. მოხუცს განძრევაც აღარ შეეძლო. შუადღისას მორჩილები დაბრუნდნენ. მოძღვარს შესძახეს, - კარი გაგვიღეო. საცოდავი ბერი როგორ წამოდგებოდა! მამა გიორგიმ იეჭვა, - უთუოდ რაღაც მოხდაო. კელიაში სარკმლიდან გადაძვრა და კარი გააღო. მორჩილნი შეშფოთებულნი შევიდნენ მოძღვართან. საშინლად ნაცემი მამა ევლოგი იატაკზე იწვა. თითქოს არაფერი მომხდარიყო, მორჩილებს მიმართა: - ოცდაათი ეშმაკი შეიკრიბა, რომ ვეცემე.

მის კელიაში ხის ჯვარი ეკიდა, რომლის წინაშეც ლოცულობდა ხოლმე. მისთვის ხელი რომ შეეშალა, ერთხელ კელიაში ფანჯრიდან ეშმაკი შემოძვრა. მამა ევლოგიმ დაინახა, რომ კედლიდან ჯვარი თავისით მოიხსნა, მიუახლოვდა ეშმაკს, რომელიც მაშინვე გაქრა, ჯვარი კი თავის ადგილს დაუბრუნდა.

ამგვარად იღვაწა მამა ევლოგიმ 108 წლამდე. სულიერი სიმდიდრით აღვსებულს მოუვიდა ჟამი ამ ქვეყნიდან საუკუნო სიცოცხლეში გარდასვლისა. ღვთისაგან ეუწყა ამის შესახებ, რათა თვითონაც მომზადებულიყო და ძმებიც შეემზადებინა უკანასკნელი კურთხევით და დარიგებებით. "ძმებო, მე უკვე მივდივარ წმინდა ანტონთან. მოგვიანებით თქვენც მოხვალთ იქ, სამოთხეში. შენ კი, მამა გიორგი ოთხმოც წლამდე იცოცხლებ", - თქვა ღირსმა მამამ. ძმათა კურთხევის შემდეგ მამა ევლოგი ეზიარა და აღესრულა. ეს მოხდა 1948 წლის 11 აპრილს.

მამა გიორგის როცა შეუსრულდა 80 წელი, თქვა: წელს მოვკვდები. ასე მიწინასწარმეტყველა ჩემმა მოძღვარმაო. მისი ჯანმრთელობის მცოდნე ექიმი ეუბნებოდა: - რას ამბობ, მამაო, შენ კიდევ ოცდაათ წელს იცოცხლებო. მაგრამ ასრულდა მოძღვრის ნათქვამი.

კეთილმოკრძალებული ქრისტიანები, რომელთაც უმწიკვლო გულისთქმები აქვთ, თვითონ მიხვდებიან, რაოდენ წმინდა სული ჰქონდა მამა პახუმს (მამა ევლოგის მორჩილსა და ჰაჯი-გიორგის სულიერ შვილიშვილს).

ხუთშაბათ დღეს, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, მამა პახუმმა იხმო მამა გიორგი და უთხრა: მამაო, ქენი სიკეთე, წადი კოლეცაში (კელიების ჯგუფია მთაწმინდის აღმოსავლეთით და ვათოპედის მონასტერს ეკუთვნის, - კ.კ.), იყიდე თევზი წმინდა გიორგის დღესასწაულისთვის, ორშაბათს რომ მოდის. მის სახელზე ხომ ჩვენი ტაძრის წმინდა ტრაპეზია დამყარებული. ეცადე, ბევრი თევზი იყიდო, რადგან ორმაგი ზეიმი მოგიწევთ. მე ამ დროს ზეცაში ვიდღესასწაულებ წმინდა გიორგისთან ერთად, რადგან ცოცხალი უკვე აღარ ვიქნებიო.

მამა გიორგიმ მოიტანა თევზი და რომ არ გაფუჭებულიყო, მაშინვე მოამზადა. პარასკევს კი მამა პახუმმა მამა გიორგი სხვა ღირს მამათა დღესასწაულზე დასაპატიჟებლად გაგზავნა და დააბარა: - უთხარი მათ, რომ ორი დღესასწაულისთვის მოემზადონ: ჩემი დაკრძალვისა და აღაპისათვის, მეორე დღეს კი წმინდა გიორგის ხსენებას იზეიმებენო.

მამა გიორგიმ გადასცა ბერებს მამა პახუმის ნათქვამი. შაბათ დილით მამა პახუმმა მამა დიმიტრი მოიხმო საზიარებლად. მღვდელმონაზვნის დანახვაზე სიხარულით აღმოთქვა: "სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე..." ზიარების შემდეგ ეამბორა იქვე მყოფ მამებს და მისი წმინდა სული წარვიდა ზეცად. იდგა 1974 წლის 22 აპრილი. დაკრძალეს. კვირას გაიმართა მისი სულის საოხად აღაპის სუფრა, როგორსაც ამზადებენ ხოლმე ჩვეულებისამებრ ტაძრის დღესასწაულზე. მეორე დღეს კი მამებმა ტაძრის დღესასწაული იზეიმეს. მამა პახუმი კი, როგორც თვითონვე თქვა, დღესასწაულობდა ზეცაში, წმინდა გიორგისთან ერთად, განსცხრებოდა ღვთის სიყვარულის სულიერი ღვინის ხმევით და სამოთხის მშვენიერებათა ხილვით. მრავალმოწყალე ღმერთმა დაე ღირსგვყოს, მცირედით მაინც ვიგემოთ ამ სიკეთეთაგან. ამენ.

ათონელი განდეგილი მამა სერაფიმე
ერთ ათენელ ახალგაზრდას, მდიდარი ოჯახის შვილს, მძიმე სენით ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე მამა. მშობლების სიკვდილმა შეაძრწუნა ახალგაზრდა და ჩააფიქრა სოფლის ამაოებაზე. საბოლოოდ, ქონება გლახაკებს გაუნაწილა, დაიტოვა მხოლოდ დიდი მაღაზია და ათონის მთაზე მოვიდა. გაიცნო წმინდა დიმიტრის კალივაში მცხოვრები მამა ნეოფიტე და იქ რამდენიმე ხანს დარჩა, თქვა აღსარება. მამა ნეოფიტემ მას მოუთხრო მოსაგრეებზე. როცა ახალგაზრდამ ათონის მთის მწვერვალზე (ზღვის დონიდან 2033მ) მოღვაწე განდეგილი ბერების ამბავი შეიტყო, მათი მიბაძვის დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდა. გამოითხოვა კურთხევა მამა ნეოფიტესგან, რომ მისი საძმოს წევრი გამხდარიყო და მომზადებულიყო ათონის მწვერვალზე სამოღვაწეოდ. მამა ნეოფიტემ მასში კეთილმოკრძალება და თავმდაბლობა დაინახა, მიიღო თავის საძმოში, თუმცა ხუთი წელი ბერად არ აღკვეცა. ამ სახით სულიერად შეამზადა ახალგაზრდა, რომელიც სკიტის მამებსაც კი გაურბოდა. სულიერად გაწვრთნილი მოძღვარმა ბერად აღკვეცა, სერაფიმე უწოდა და აკურთხა, ყველასგან მალულად ეღვაწა ათონის მწვერვალზე.

სამი წლის შემდეგ ის მოვიდა წმინდა დიმიტრის კალივაში და უამბო მამებს იმ განსაცდელებზე, რომლებიც თავს ატყდებოდა მოღვაწეობის დასაწყისში, როცა ეშმაკები განუწყვეტლივ ემუქრებოდნენ. მაგალითად, ერთხელ, ღამით, მისი მღვიმის შესასვლელიდან გადაუგდეს რკინის დიდი ფურცელი, რომლითაც ბერი თავს იფარავდა ქარისა და წვიმისაგან. მამა სერაფიმე ამას არ შეუწუხებია. ღიმილით უთხრა ეშმაკებს: ღმერთმა გაპატიოთ. კარგად მოიქეცით, ამ რკინის ფურცლით ხომ მღვიმის იერს ვაფუჭებდიო.

მამა სერაფიმე ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა სკიტში. მაშინ მამა ნეოფიტემ უბოძა სანაწილე წმინდა ნაწილებთან ერთად. ბერმა კვლავ ათონის მწვერვალს მიაშურა და მეტად აღარ გამოჩენილა. მამა სერაფიმე იქცა ნამდვილ ანგელოზად, სერაფიმად. მან ყოველივე დაუტევა ქრისტეს გულისთვის და ამ მიწასაც როგორ არ დასტოვებდა. დაე, იყოს მისი ლოცვა ჩვენთან. ამინ.

უცნობი განდეგილი
(ვფიქრობ, რომ ერთი დაფარულ ღირს მამათაგანი)
როცა პირველად ათონის მთაზე მოვხვდი, კავსოკალივის სკიტიდან წმინდა ანას სკიტისკენ მიმავალს გზა ამებნა - ათონის მთის მწვერვალზე მიმავალ ბილიკს დავადექი. ამას კარგა ხნის სიარულის შემდეგ მივხვდი და უკან დასაბრუნებელ გზას დავუწყე ძებნა. ღვთისმშობელს შეწევნა ვთხოვე. უეცრად ჩემს წინ ვინმე განდეგილი აღიმართა, სახეზე ნათელი გადასდიოდა. 70 წლისას ჰგავდა. ჩაცმულობით კი იტყოდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არა ჰქონია. ეცვა ალაგ-ალაგ გამომწვარ-დაგლეჯილი, წნელებით შეკრული ქერელის ტილოს კაბა. მხარზე ასევე დაგლეჯილ-დაბლანდული ტყავის აბგა მოეგდო, კისერზე მსხვილი ჯაჭვით მომცრო ყუთი იყო ეკიდა. დარწმუნებით იტყოდი, რომ შენს წინ წმინდანი იდგა.

შეკითხვაც ვერ მოვასწარი, მეუბნება: - ჩემო შვილო, ეს გზა წმინდა ანას სკიტისაკენ არ მიდისო და საჭირო ბილიკი მაჩვენა. არა, ნამდვილად წმინდანი იდგა ჩემს წინ. ვკითხე, - სად ცხოვრობ, მამაო-მეთქი. ათონის მწვერვალზე მიმითითა. მე მაშინ გაწამებული ვიყავი მოძღვრის ძებნით, რომელსაც სულიერი რჩევა შეიძლება მოეცა. ახლა კი ისიც დამავიწყდა, კვირის რომელი დღე და რიცხვი იყო. ვკითხე მეუდაბნოეს და მიპასუხა, - პარასკევიაო. შემდეგ ტყავის ქისა ამოაძვრინა, რომელშიც ნაჭდევებიანი ჩხირები ეწყო. დახედა მათ და თვის რომელი რიცხვი იყო, ისიც მითხრა. ამის შემდეგ კურთხევა ავიღე და ნაჩვენებ ბილიკს გავუყევი, რომელმაც პირდაპირ წმინდა ანას სკიტში მიმიყვანა. გონებიდან არ მშორდებოდა განდეგილის ნათელი და გაბრწყინვებული სახე.

მოგვიანებით მითხრეს, ათონის მწვერვალზე თორმეტი განდეგილი ცხოვრობსო, სხვები კი ამბობენ, შვიდნი არიანო. ეს რომ გავიგე, გავიფიქრე, ნეტა ერთი მათგანი ხომ არ შემხვდა-მეთქი. ხსენებული ამბავი მოვუყევი გამოცდილ ბერებს. დამიდასტურეს: დიახ, ის იმ ღირს განდეგილ მამათაგანი იქნებოდაო.

ღვთისმშობლის შეწევნა
ერთხელ ახალსკიტელი მამა თეოფილაქტე, მაშინ დამწყები მონაზონი, ძლიერ ავად გახდა. საშინელი ტკივილებისგან უნუგეშოდ ტიროდა. უეცრად ღვთისმშობლის ხატიდან მოესმა: რატომ ტირი, რისი გეშინია? განა მე შენ მიგატოვებ?

მართლაც, ღვთისმშობელს ის არასოდეს მიუტოვებია. კეთილ დედასავით ზრუნავდა მასზე, ისევე როგორც იღვწის თავის წილხვედრ მიწაზე მცხოვრებ ბერებზე (ღვთისმშობლის ეს ხატი ახალი სკიტის მთავარი ტაძრის საკურთხეველშია დაბრძანებული).
ბეჭდვაელფოსტა
24.07. 2014
qeti
ახლა მე დიდი განსაცდელის გამო ვიტანჯები, სუნთქვა მეკვრის და აზროვნებაც მიჭირს ...არც ღირსი მამა ვარ, ერთი საცოდავი, უძლური ადამიანი ვარ, არც რწმენაში ვდგავარ ისე, როგორც საჭიროა ...და მაინც ვესასოები დედაღვთისმშობელს, ნუ მიმატოვებს, როგორც ახალსკიტელი მამა თეოფილაქტე არ დაუტევა, დაე დედასავით იზრუნოს ჩემზეც, როგორც ერთ ცოდვილთაგანზე!
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat