სძლიეს საკუთარ ვნებებს, დაამარცხეს ეშმაკი და ქრისტესგან უხრწნელი გვირგვინი მიიღეს
სძლიეს საკუთარ ვნებებს, დაამარცხეს ეშმაკი და ქრისტესგან უხრწნელი გვირგვინი მიიღეს
მამა პაისი ათონელი
სინდისი მქენჯნის, რომ არაფერი ჩამიწერია იმ ღირს მამებზე, უახლოეს წარსულში რომ ცხოვრობდნენ და კეთილმოღვაწეობით ბრწყინავდნენ; სინდისი მქენჯნის, რომ ჩემი დაუდევრობით ხსოვნაშიც კი ვერ დავიმარხე ის არაჩვეულებრივი ამბები, რაც იმ წმინდა ბერების თავს ხდებოდა და რასაც თავიანთი უბრალოებით ჩემი სულიერი სარგებლობისთვის მიყვებოდნენ იმხანად ჯერ კიდევ დამწყებ მონაზონს. იმდროინდელ ბერებს დიდი რწმენა და უბრალოება გამოარჩევდათ. მათი უმეტესობა მცირედ წიგნიერი იყო, მაგრამ თავმდაბლობისა და მოღვაწე სულის წყალობით მოუკლებელად განისწავლებოდა, განათლდებოდა სულიწმინდით.

ჩვენს დროში, როცა ცოდნა გამრავლდა, ლოგიკამ რწმენას საფუძველი შეურყია, სული ეჭვებითა და შეკითხვებით აღივსო. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ მოგვაკლდება სასწაულები, რადგან სასწაული ლოგიკით კი არ უნდა ახსნა, არამედ განიცადო.

ერისკაცული სული მეფობს დღეს ხალხში, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, ცხოვრება უკეთ მოიწყოს, ნაკლები იშრომოს და მეტი განისვენოს. რაოდენ სამწუხაროა, რომ სულიერად მცხოვრებ ადამიანთა შორისაც ერისკაცული სული შეიჭრა. ისინიც, სხვათა კვალად, ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით განიწმინდონ თავი, ეს კი არასოდეს მოხდება, რადგან "წმინდანები გასცემდნენ სისხლს და იღებდნენ სულს". ამიტომაც, მიუხედავად იმ სიხარულისა, რომელსაც განიცდი, როცა ხედავ, როგორ უბრუნდებიან მონასტრებს, მიუხედავად ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდობით აღტაცებისა, თავს სულიერ იდეალებს რომ უძღვნის, ვწუხვარ, რადგან ამ კარგ ცომს სათანადო სულიერი საფუარი აკლია, რის გამოც ცუდად ფუვდება და პურიც უფუარი გამოდის.

ოცი წლის წინ (1960 წელს - კ.კ.) ღვთისმშობლის წილხვედრ ათონზე პოვებდი უბრალოებას, რომლის სურნელებაც ფუტკრებივით იზიდავდა მრავალ კეთილმოკრძალებულ ადამიანს. ამ სულიერ სიმდიდრეს კი ისინი სხვას გადასცემდნენ. სადაც არ უნდა წასულიყავი, ყველგან მოისმენდი სასწაულებრივ, უჩვეულო ამბებს, რომელთაც დიდი უბრალოებით მოგითხრობდნენ ღირსი მამები, რადგან ყოველივე ამას ბუნებრივად მიიჩნევდნენ. როცა ამ მადლმოსილ სულიერ ატმოსფეროში ცხოვრობდი, ვერც კი გაბედავდი, ეჭვი შეგეტანა მონათხრობში, რადგან შეგეძლო, საკუთარი თვალით გენახა ასეთი რამ. ამასთან ერთად, ფიქრადაც არ მოგივიდოდა მათი ჩაწერა ან დამახსოვრება, რადგან გეგონა, ეს სულიერი მდგომარეობა სამარადისოდ გაგრძელდებოდა.

რა ვიცოდით, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კაცთა უმრავლესობა დიდი ცოდნის გამო ასე დამახინჯდებოდა სულიერად და ურწმუნოების სულით სხვათაც მისცემდა ცოდნას; რას ვიფიქრებდით, რომ ადამიანები აღარ განისწავლებოდნენ ღვთის სულით, რომელიც საამასოფლო განათლებასაც განწმენდს; რას ვიფიქრებდით, რომ ურწმუნოება ასე გაიზრდებოდა და კაცნი სასწაულებს ძველი დროის არაკებად ჩათვლიდნენ. რა თქმა უნდა, უღმერთო ექიმი, რაგინდარა სამეცნიერო მეთოდებითა და ტექნიკური საშუალებებით გამოიკვლიოს რომელიმე წმინდანი, ვერასოდეს ჩასწვდება ღვთის მადლის მოქმედებას. მაშინ კი, როცა ის თვითონვეა სიწმინდის თანაზიარი, შეუძლია, ღვთაებრივი მადლის ნათება იხილოს.

უფრო ნათლად და მკითხველისთვის გასაგებად, რომ დავხატო ის მადლმოსილი სურათი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მეფობდა ათონზე, მაგალითისთვის გავიხსენებ რამდენიმე ამბავს, იმ დროის უბრალოებით გამორჩეულ ბერებს რომ შეემთხვათ.

მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა ბერი ვიყავი და ესთიგმენის მონასტერში ვცხოვრობდი. ერთმა კეთილკრძალულმა ბერმა, მამა დოროთემ, მიამბო, რომ მონასტრის თავშესაფარში შემწეობის სათხოვნელად მოდიოდა ვინმე ბერიკაცი, რომელსაც ისეთი უბრალოება ჰქონდა, რომ ამაღლებას - მონასტრის მთავარ დღესასწაულს (რომლის სახელზეც იყო ნაკურთხი წმინდა ტრაპეზი - კ.კ.) ერთ-ერთ უდიდეს წმინდანად თვლიდა, მაგალითად, წმინდა ბარბარეს დარად (ამაღლება, ბერძნულად "ანალიპსია", მდედრობითი სქესის სიტყვაა). როცა სკვნილზე ლოცულობდა, ასეთ რამესაც ამბობდა: "წმინდაო ღმრთისაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის".

ერთხელ მონასტრის თავშესაფარში ავადმყოფი ბერი მოვიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საჭმელი აღარ იყო. მაშინ ამ ჩვენმა ბერიკაცმა სასწრაფოდ ჩაირბინა სარდაფში, გამოაღო მისი ფანჯრები, რომლებიც ზღვისკენ გადიოდა, ხელები გაიწოდა და შეჰღაღადა: წმინდაო ჩემო ანალიპსია, მომეცი თევზი ძმისთვისო". და, ჰოი საოცრებავ, საკმაოდ მოზრდილი თევზი პირდაპირ ხელებში ჩაუხტა. მან კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, გახარებულმა მოამზადა კერძი და ბერს მიართვა.

მამა დოროთემ მომითხრო სხვა ბერის ამბავიც, რომელსაც, ვგონებ, პახუმი ერქვა. იგი დიდი ღვაწლისათვის კაპსალაში განმარტოვდა და დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია. ერთხელ ვინმე ევსთიგმენელ ბერს სადღაც ორი თევზი ეშოვა და წმენდდა, რომ ღირსი მამისთვის მიერთმია. ამ დროს ყვავმა ერთი თევზი მოსტაცა და მამა პახუმს წაუღო კაპსალაში, რომელიც იქიდან ხუთი საათის სავალზე იყო.

მამა პახუმმა ღვთისგან შეიტყო, რომ ძმა უნდა სწვეოდა და სწორედ იმაზე ფიქრობდა, რით გამასპინძლებოდა სტუმარს, როცა ყვავმა თევზი მიუტანა...

ყუთლუმუშის მონასტერში რამდენიმე წლის წინ მამა ხარლამპი ცხოვრობდა. ბერი ძალზე უბრალო და დიდად გულმოდგინე იყო როგორც სულიერ ცხოვრებაში, ისე მორჩილებაში, რაც არ აკლდა, რადგან მონასტერში ბერები ცოტანი იყვნენ და ისიც - მოხუცებულნი. გარდა ამისა, მას ბიბლიოთეკაც ებარა, მაგრამ ეს მორჩილება ჩამოართვეს, რადგან ბიბლიოთეკის კარს არასოდეს კეტავდა. ამბობდა ხოლმე: დაე, ხალხმა წიგნები იკითხოსო. აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ვინმეს შეიძლებოდა წიგნი მოეპარა. სრულიად უმანკო და წრფელი იყო. მახსოვს ისიც, რომ იმ უამრავი სამორჩილო საქმის გარდა ის ხეებსაც რგავდა მომავალი ბერებისთვის, რადგან სწამდა, რომ ყუთლუმუშის მონასტერი ოდესმე აღორძინდებოდა. დაუცხრომლად შრომობდა სხვათა სიკეთისთვის, გულითა და გონებით კი სულიერად იღვწოდა - მოუკლებლად წარმოთქვამდა იესოს ლოცვას. ღვთისმსახურებაზე ყოველთვის პირველი მიდიოდა და მედავითნეობდა კიდეც. სანამ მეორე მედავითნე ლოცულობდა, მამა ხარლამპი იესოს ლოცვას იმეორებდა. ასე ცხოვრობდა, ასე მოღვაწეობდა. ერთხელ გრიპით გახდა ავად და ჩაწვა. ექიმმა ბერებს ურჩია, მის საწოლს ნუ მოსცილდებით, რადგან სადაც არის, გარდაიცვლებაო. მამა ხარლამპმა ეს რომ გაიგო, წარმოთქვა: "რას ამბობ? მანამდე არ მოვკვდები, სანამ აღდგომა არ მოვა, სანამ "ქრისტე აღსდგას" არ ვიგალობებო". და მართლაც, თითქმის ორი თვე გავიდა, დადგა აღდგომა. მამა ხარლამპმა იგალობა "ქრისტე აღსდგა", ეზიარა და ღმრთივ განისვენა. ეს მოშურნე და უბრალო ბერი ღვთის ჭეშმარიტი შვილი გახლდათ და უფალთან ერთად განუჩინა საკუთარ თავს დღე სიკვდილისა.

ივერონის კუთვნილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში მამა ნიკოლოზმა მიამბო ერთი ბერის ამბავი, რომელიც ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა. ერთხელ მან თავისი კალივის დამშრალ ჭაში ბაწრით ჩაუშვა წმინდა ნიკოლოზის ხატი და თქვა: "წმინდაო ნიკოლოზ, თუ გინდა, შენი ხატის წინ კვლავაც ავანთო კანდელი, წყალთან ერთად ამოდი ზემოთ, რადგან შენ ეს შეგიძლია; ხომ ხედავ, რამდენი ხალხი მოდის, ჩვენ კი ცივი წყალი არ გვაქვსო". ჰოი, საკვირველებავ! - წყალმა ჭაში ნელ-ნელა მოიმატა და წმინდა ნიკოლოზის ხატთან ერთად მიუახლოვდა ჭის პირს. ბერმა ხატი ხელთ მიირქვა, კრძალვით ეამბორა და კვლავ ტაძარში დაასვენა.

იმავე სკიტში, ამ კალივის ზემოთ, მდებარეობს წმინდა მიცვალებულთა სახელობის სენაკი, სადაც დღეს ორი ბერი ცხოვრობს, ხორციელადაც ძმა. ამ სავანეში ოდესღაც მამა პახუმი მოღვაწეობდა. მის სახეზეც ნათლად აღბეჭდილიყო სიწმინდე. იყო ძალზე უბრალო და უწიგნური, მაგრამ მადლით აღსავსე. როცა სკიტის ტაძარში მოდიოდა, მერხზე არასოდეს ჯდებოდა, ღამისთევის ლოცვებზეც კი ფეხზე იდგა და იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. თუ ვინმე ჰკითხავდა, ღვთისმსახურებისას რას ლოცულობენო? - უპასუხებდა: "ფსალმუნს კითხულობენ მამები, ფსალმუნს". მისთვის ყველაფერი ფსალმუნება იყო. გალობაც კი არ იცოდა, გარდა "ქრისტე აღსდგასი", რომელსაც აღდგომას გალობდა ხოლმე. ამასთან, მუდამ მზად იყო სხვისი სურვილის აღსასრულებლად და არ ჰქონდა საკუთარი ნება. რა მწუხარეც უნდა ყოფილიყო კაცი, მამა პახუმის დანახვისთანავე მწუხარება გულიდან გადაეყრებოდა ხოლმე. ყველა უყვარდა, გველებიც კი. მისი კალივის გარშემო უამრავი წყარო მოჩუხჩუხებდა, ამიტომაც იქაურობა გველებით იყო სავსე. სხვა ძმებს ამ გველების ეშინოდათ, მამა პახუმი კი ღიმილით იღებდა მათ და ეზოს გარეთ გაჰქონდა.

ერთხელ მამა მარკიანეს კალივაში მიიჩქაროდა. გზად ვეებერთელა გველს გადაეყარა და წელზე ქამარივით შემოირტყა. სურდა, ჯერ თავისი საქმე დაესრულებინა და მერე გველი სადმე შორს დაეტოვებინა. სწორედ ამ სახით დაინახა კალივის ბერმა მამა იაკობმა და ძალიან შეშინდა. მამა პახუმმა შეამჩნია ეს და გაუკვირდა, მითხრა: "ნეტავ რატომ ეშინიათ გველებისა? ჩემს მოძღვარს მამა ანდრიას მორიელებისაც ეშინია, მე კი ვაგროვებ მათ და კალივის გარეთ გამაქვს; ახლა პარკინსონისგან ხელები მიკანკალებს და დიდ გველებს უბრალოდ მივათრევო".

- მამაო პახუმ, გველები რატომ არ გკბენენ? - შევეკითხე.

მან კი მიპასუხა:

- წმინდა წერილში იესო ქრისტე ამბობს: "თუ სარწმუნოება გექნება, გველებსა და მორიელებს ხელში აიყვან და არაფერს გავნებენო" (იგულისხმება ლუკას სახარება, 10:19).

ეს წმინდა ბერი 1967 წლის 22 ოქტომბერს, მამა ტიხონზე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მამა ტიხონზე შემდგომში მოგითხრობთ. მოგიყვებით სხვა ღირს მამებზეც, ღვთისმშობლის წილხვედრ ათონის მთაზე გულმოდგინედ რომ მოღვაწეობდნენ და თავიანთი კეთილი დედის - ყოვლადწმინდა ქალწულის შეწევნით მოიპოვეს უმანკოება. ესენი არიან მეწინავენი ჩვენი ეკლესიისა - მეომარნი ქრისტესნი, რომელთაც სძლიეს საკუთარ ვნებებს, დაამარცხეს ეშმაკი და ქრისტესგან უხრწნელი გვირგვინი მიიღეს. ზოგიერთ მათგანს პირადად ვაცნობდი, თანაც ახლოს, მაგრამ ვაი რომ არ ვბაძავდი და ახლა მათგან სულიერად ძალზე შორს ვარ. ამიტომ მთელი გულით ვთხოვ ყველას, ვინც წაიკითხავს მათი ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამბავს - მიბაძონ მათ და აგრეთვე ილოცონ ჩემთვის, ცოდვილი პაისისთვის. ამინ.
გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat