სიყვარულის გარეშე მოსაგრეობა შეუძლებელი და უსარგებლოა
სიყვარულის გარეშე მოსაგრეობა შეუძლებელი და უსარგებლოა
დასაწყისი წინა ნომერში
ბერებზე ღვთისაგან გარდმოვლენილია განსაკუთრებული მადლი. ისინი არიან ღვთისმშობლის განსაკუთრებული დაცვისა და მფარველობის ობიექტნი, მაგრამ მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით: თუკი მოსაგრე ინარჩუნებს თავის პირველდაწყებით მოშურნეობას, ბერული ღვაწლისადმი გულმოდგინებას და არ აქრობს თავის გულში სიყვარულის ალს. თუ ასე არ იქნა, დაკარგავს ღვთისგან ბოძებულ მადლს და მისი ბერული საქმიანობა გადაიქცევა ჩვეულებრივ, რუტინულ ცხოვრებად, მოეშვება, თავის გასამართლებლად და მოღვაწეობის შთაბეჭდილების შესაქმნელად საკუთარ თავს ჩაიგდებს მოგონილ, ამაო საზრუნავთა მორევში და მადლის ნაცვლად უკვე ადამიანურ დიდებას ეძებს. სწორედ ამ მდგომარეობაში ადამიანის მოდგმის მტერი იოლად აცდუნებს, თანდათან უნერგავს მას თვითრწმენას, რომ მან უკვე საკმარისად მოინანია, არ სჭირდება გულისთქმის აღსარება, მზადაა, უხელმძღვანელოს და ასწავლოს სხვებს. ბოლოს და ბოლოს, ის იჯერებს ასეთ აზრებს და საკუთარ თავს თავის მოძღვარზე მაღლაც კი აყენებს. მისი აღსარება მოძღვრის წინაშე გულუბრყვილო ბავშვის ტიტინიდან "მოწიფული კაცის სერიოზულ მსჯელობად" გადაიქცევა ან სულაც დადუმდება. ამის შემდეგ ის მთლიანად მტრის ხელშია, სანამ ისევ ღვთის წყალობით, არ შეიგნებს თავის შეცდომებს და არ შეუდგება მონანიების გზას. თუკი მოსაგრეში საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა განმტკიცდება, მაშინ ის ზევიდან დაჰყურებს თავის მოძღვარს, მტერი უნერგავს მას, რომ მოძღვარი სულიერად მასზე დაბლა დგას, რომ მას არ შესწევს ძალა, გაერკვეს მის რთულ პრობლემებში. როცა ის იჯერებს ასეთ აზრებს, წყდება სულიერი კავშირი მასა და მოძღვარს შორის და ის რჩება მადლმოსილი დაცვის გარეშე. მოძღვრისადმი უნდობლობა, საბოლოო ანგარიშით, უფლისადმი უნდობლობაა და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ნამდვილად მაღალია მოძღვრის სულიერი დონე თუ არა. მოძღვრისა და მორჩილის ურთიერთობაში მორჩილის ნდობა გადამწყვეტია. თუ მოღვაწე, უფლისადმი სიყვარულის გამო მთლიანად მიენდობა მოძღვარს, ღმერთი მისი ასეთი ნდობის გამო არასდროს დაუშვებს, რომ მოძღვარი მასთან შეცდეს, როგორი სულიერი დონისაც უნდა იყოს თვით მოძღვარი. უფრო პირიქით, მხოლოდ ასეთი მოძღვრის წყალობით გაუხსნის უფალი მას თავის ნებას, მაგრამ თუკი ეს ნდობა მერყევია, ან სულ არ არის, მოსაგრე შორდება უფალს და ვარდება ხიბლში, მაცდური უნერგავს მას ახალ აზრს, რომ სადღაც არის ძალიან კარგი მოძღვარი და მან უნდა ეძიოს ის. ამის მერე ის გადაეშვება მაღალსულიერი მოძღვრის ძიების დაუსრულებელ ორომტრიალში და ეს ძებნა წყდება მხოლოდ მისი სიკვდილის მომენტში. მას მაცდური ეუბნება - ერთხელ ცხოვრობ, ერთხელ უნდა ცხონდე, ამიტომ უნდა იზრუნო, რომ გყავდეს საუკეთესო წინამძღვარი ამ საქმეში. სულიერი ზრდა დამოკიდებულია არა მოძღვრის სულიერ დონეზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მორჩილის თავმდაბლობაზე. უფალი მადლს გვჩუქნის არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო მოძღვარი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ უარის თქმა საკუთარ ნებასა და საკუთარ "მეზე", სრულად ვემორჩილებით უფლის ნებას და მორჩილებით ვიღებთ ნებისმიერ, უფლისგან კურთხეულ დამრიგებელს, თუნდაც ის არ შეესაბამებოდეს ჩვენს წარმოდგენებს მოძღვარზე. განსაკუთრებით ძნელია შეგუება, თუ განათლებული და ნაკითხი ვართ. ყველა მოძღვარს ხომ არა აქვს უმაღლესი განათლება, ჩვენ ეს გვეუხერხულება და ვთვლით, რომ არ გვეკადრება რჩევების მიღება ჩვენზე ნაკლებად განათლებული ადამიანისაგან, მაგრამ უფალი სწორედ ამ ადამიანის მეშვეობით გადმოგვცემს თავის ნებას, სწორედ ის არის შუამავალი ჩვენსა და უფალს შორის, ის სულიწმიდის ხელდასხმულია და აქვს კურთხევა, მოიტანოს ჩვენამდე უფლის ნება მიუხედავად მისი ინტელექტისა და განათლებულობის დონისა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ თავმდაბლობა და უფლის ნებისთვის გულის გახსნა, ხოლო განსაკუთრებული მოძღვრების ძებნა მხოლოდ ჩვენი საკუთარი სიამაყისა და პატივმოყვარეობისადმი გუნდრუკის კმევაა.

***
მონასტრული (კინოვიური) ცხოვრების წესის გარდა, არსებობს ასევე განდეგილობა. ბევრნი ცდილობენ დაუპირისპირონ ერთმანეთს მონაზვნური ცხოვრების მონასტრული და განდეგილად ყოფნის წესი, მაგრამ უფრო სწორია ჩაითვალოს ისინი სულის ცხონების ურთიერთშემავსებელ საშუალებებად. ყოველი სული საცხონებლად საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და თითოეულს თავისი გზა აქვს ღმეთთან მისასვლელად. თუკი ერთს სჭირდება მკაცრ საერთო საცხოვრებელ საძმოში თავისი ნების მოკვეთა, მეორეს - მდუმარება და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ბუნებრივი სურვილის მოკვეთა. ზოგიერთებს კი, სულიერი ზრდის ხარისხთან შესაბამისად, სჭირდებათ ერთიც და მეორეც. როგორც ავადმყოფებს სჭირდებათ სხვადასხვა წამალი მათი ავადმყოფობების მიხედვით, ისე სულებს სჭირდებათ ცხონების სხვადასხვა მეთოდი. როგორც ავადმყოფი არ წყვეტს თვითონ, რომელი წამლით სჯობს მისი მკურნალობა, ასევე მოღვაწე არ უნდა წყვეტდეს თავისი მოღვაწეობის ფორმას. ეს უნდა აკეთოს მხოლოდ მისმა სულიერმა მამამ, რომელიც შემოქმედებითად უდგება მისთვის ჩაბარებული სულის ცხონების საქმეს და იღებს გადაწყვეტილებებს მის მიმართ უფლის ნებისა და ამ სულის პერსონალური საჭიროებების შესაბამისად.

კონკრეტულ სულზე მიზანმიმართული ზემოქმედებით მოძღვარს არა მხოლოდ შეუძლია გაითვალისწინოს ამ სულის ყველა საჭიროება, არამედ იღებს მასთან ღრმა და ნდობით სავსე ურთიერთობის საშუალებას. სული, ხედავს რა მოძღვრის მამობრივ ზრუნვას, თვითონაც შეიყვარებს მას მამაშვილური სიყვარულით. მოძღვარსა და მოღვაწეს შორის მხოლოდ ასეთი ნდობით სავსე ურთიერთობები არის უფლის ნების აღსრულების გარანტი.

განდეგილობა სულის სარკეა. მხოლოდ თავის შინაგან სამყაროსთან მარტოდმარტო დარჩენილ ადამიანს შეუძლია შეაფასოს საკუთარი სულის რეალური მდგომარეობა და, შესაბამისად, მისი გამაჯანსაღებელი ზომების მიღება, მაგრამ სენაკში მარტოობაში გაძლება მხოლოდ 3 პირობითაა შესაძლებელი:

1. მოსაგრე, თავის ყველა დაკვირვებას და დასკვნას მაშინვე უნდა უზიარებდეს საკუთარ მოძღვარს.

2. მას უნდა ჰქონდეს მკაფიო დღის განაწესი - წუთობრივად გაწერილი სენაკის წესდება-ტიპიკონი, რომელიც ზუსტად უნდა დაიცვას.

3. განუხრელად უნდა ასრულებდეს წესს, მუდმივად იფიქროს უფალზე, განუწყვეტლივ ახსოვდეს ღმერთი: თუ ლოცულობს, უნდა იყოს უფალთან გონებით და გულით, თუ არ ლოცულობს, უნდა კითხულობდეს წმინდა წერილსა და სხვა საღვთო-სასულიერო წიგნებს. თუკი მოღვაწე უდაბნოში არ ლოცულობს და არ კითხულობს, მაშინ უნდა ფიქრობდეს ღმერთზე.

თუ არა აქვს ზემოთ აღწერილის კეთების სურვილი, უნდა იგალობოს ღმერთზე. ხმამაღალი გალობა - კარგი საშუალებაა გულგატეხილობის წინააღმდეგ, ხოლო როცა დაუბრუნდება ლოცვის განწყობა, აუცილებელია ისევ შეუდგეს ლოცვებს. არც ერთი წუთი ქრისტეს გარეშე - აი, განდეგილის მთავარი საქმე და თუ ის შეძლებს მკაფიოდ მისდიოს ამ წესებს, მას ვერ შეაშინებს ვერანაირი ეშმაკის მზაკვრობა. თუკი თუნდაც ერთი ამ პირობათაგანი დაირღვევა, მტერი ერთმნიშვნელოვნად მოერევა მას და ის ან ხიბლში ჩავარდება ან გაგიჟდება.

***
იბადება ბუნებრივი კითხვა: რა სარგებელია საერთოდ მონაზვნობის ინსტიტუტისგან, ბერის მოსაგრეობისა და სულიერი სრულყოფილებისგან, რითაა ის სასარგებლო ქვეყნისათვის და როგორ ვლინდება მისი ღვთის ნაწყალობევი ქრისტიანული სიყვარული?

ადამის ცოდვა - ეს არ არის უბრალოდ გადაცდომა, რომლის მოსარჩენად საკმარისია მხოლოდ ერთი პატიება. უფრო ზუსტად, ეს მართლაც ასე იქნებოდა, რომ ადამს მოენანიებინა მაშინვე, სამოთხეშივე. მაგრამ მოუნანიებლობამ და სიჯიუტემ ამ ცოდვას განუსაზღვრელი ძალაუფლება და საშინელი ძალა მიანიჭა, რისი წყალობითაც მან დაამახინჯა ადამიანის ბუნება. ამის გამო ვნებებისკენ მიდრეკილება, ცოდვის თესლი, გენების მსგავსად ადამის ყველა შთამომავალს თაობიდან თაობამდე გადაეცემა და დედის საშოდანვე ბუდობს ადამიანის გულში.

წმინდა ნათლობა გვათავისუფლებს პირველწინაპართა დაცემის პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ვერ გვიხსნის ცოდვის გახრწნილების კანონისაგან. მისაგან განთავისუფლების ერთადერთი წამალი პირადი მოსაგრეობა - მეორედ დაბადებაა, სულიერი თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაა, რომლის არსი, ერთი მხრივ, საკუთარი უმწეობის და, მეორე მხრივ, უფლის ყოვლისშემძლეობის შეცნობაშია.

შეიცანი შენი უსუსურობა და ის, უფლის წინაშე, ლოცვით, მონანიებით და თავმდაბლობით დაამარცხე, რადგან მხოლოდ უფალს ძალუძს ადამიანის უმწეობის კომპენსირება, მასში ვნებათა ღელვის ძალადობის შეწყვეტა და მისთვის ღვთიური სიყვარულის უნარის ჩუქება. სწორედ შემოქმედისა და მაცხოვრის წინაშე მორჩილებითა და თვითგვემით, ანუ საკუთარი უსუსურობის შეცნობითა და ცხონებისთვის მორჩილი ლოცვით იწყება შეგნებული სულიერი ზრდის გზა, თანდათან აღმავალი ქრისტესმიერი სიყვარულისკენ. ამგვარად მოსაგრე, სრულყოფს რა თავს სულიერ ცხოვრებაში, თავისუფლდება ცოდვის სასიკვდილო კლანჭებიდან და იძენს კეთილგონივრულ კადნიერებას ღვთის წინაშე, მოიზიდოს მიწაზე ღვთის მაცოცხლებელი მადლი. ამით მას შეაქვს უზარმაზარი წვლილი სიკეთის საერთო ენერგიაში, რომელიც წინ აღუდგება ბოროტების ენერგიას.

წმინდა პანტელეიმონის მონასტერი

სიკეთის ენერგია ისევე აუცილებელია ადამიანის სულიერებისთვის, როგორც ჟანგბადი. მის გარეშე ადამიანები დიდი ხნის წინ გადაიქცეოდნენ ცხოველებად. არ იქნებოდა არც სულიერება, არც კულტურა, არც მეცნიერება. ღვთის მადლი არც ხილულია, არც ხელშესახები, მაგრამ მის გარეშე კაცობრიობა ვერ გაძლებს, ხოლო მას ,პროდუცირებენ" - ღვთისაგან გამოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა, ღმერთში სრულყოფილი ადამიანები. უეჭველია, სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, "იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი" (მ, 5:48.), მაგრამ რას ნიშნავს იყო სრულყოფილი? თუ გავითვალისწინებთ რა კონტექსტში, რომელი სიტყვების შემდეგ წარმოთქვა უფალმა ეს მოწოდება ("გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით, რათა იყოთ თქვენი ზეციური მამის ძენი" (მ. 5: 44-45)), მაშინ ნათელია, რომ სრულყოფილია ის, ვინც ცდილობს ქრისტესავით უყვარდეს. არ ჩაითვლება სრულყოფილად ის, ვინც თმით კედელზე მიაბამს საკუთარ თავს, რათა ვერ დაჯდეს და ამით არ მოისვენოს მისმა სხეულმა. ასე კვირაობით არ სძინავს მაგრამ ამასთან არა აქვს სიყვარული და არ ისწრაფვის მისკენ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად წმინდაა ის, ვისაც სხვა ადამიანების გაჭირვებით გულდამძიმებულს კვირაობით არ სძინავს და საკუთარი სიცოცხლის ფასად სურს დაეხმაროს თითოეულ უფლის ქმნილებას: მეგობრებს და მტრებს, ახლობლებს და უცხოებს, კეთილებს და ბოროტებს, თეთრებს და შავებს, ნებისმიერი ნიშნისგან განურჩევლად. ასეთ თანაგრძნობას და სიყვარულის ძალას კი მხოლოდ განსაკუთრებული მოსაგრეობით შეიძლება მივაღწიოთ, მხოლოდ მათი დახმარებით არის შესაძლებელი საკუთარი ეგოიზმისა და საკუთარი სხეულის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების მოსპობა.

რომელი მხრიდანაც უნდა მივუდგეთ სულიერი ცხოვრების მიზნის მისაღწევ საშუალებათა აღწერას, ყველა შემთხვევაში მივალთ წმინდა მამათა ნაფიქრალის უნივერსალურ შედეგამდე: სიყვარულის გარეშე მოსაგრეობა შეუძლებელი და უსარგებლოა, ხოლო ღვაწლში ყოფნის გარეშე ქრისტესმიერი სიყვარული მიუღწეველია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიყვარული არის სულიერი ცხოვრების როგორც მიზანი, ასევე საშუალებაც, ხოლო მოსაგრეობა სიყვარულში სრულყოფის საშუალებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ საშუალებების იდეალიზებით სრულად გვავიწყდება მთავარი მიზანი. მოსაგრეთა სრულყოფის გარეგნული საშუალებები აღგვაფრთოვანებს, აღტაცებაში მოვყავართ და ჩვენც ბრმად ვბაძავთ მათ ისე, რომ ქრისტესმიერი სიყვარულის მიღწევას მიზნად არც ვისახავთ. ჭეშმარიტი მოსაგრეები კი მხოლოდ ამ მიზნისთვის ცხოვრობენ და მოქმედებენ. ყოველი მათი ქმედება: მარხვა, სიფხიზლე თუ ლოცვა - მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ სანუკვარი მიზნისკენ. ამით მათ უდიდესი სარგებლობა მოაქვთ თავისთვისაც და კაცობრიობისთვისაც. მონაწილეობენ რა უფლის მადლის, ამ მძლავრი სიკეთის ენერგიის დედამიწაზე მოზიდვის საქმეში.

თუმცა, ასეთ მოსაგრეებსაც დიდი სიფრთხილე მართებთ. სიყვარულისთვის მლოცველი და ღვაწლში მყოფიც შეიძლება სატანამ შეიყვანოს შეცდომაში - ხიბლში. ჩვენ, ბერებიც კი ადვილად შეგვიძლია ჩავვარდეთ ხიბლში, თუ ჩვენი მოღვაწეობის პროცესში წამითაც დავუშვებთ აზრს, რომ ზოგჯერ ჩვენ მიერ მიღებული მადლის წყარო მოწყალე ღმერთი კი არა ჩვენი პირადი ღვაწლი ან ჩვენი მოღვაწეობის გარკვეული ფორმებია. მადლის თუნდაც წამიერი გამოვლინება იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ მოსაგრეს ის მთელი ცხოვრება ახსოვს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ძლიერი შთაბეჭდილების მოქმედებით, ხშირად ვაკეთებთ დამღუპველ დასკვნას, რომ მომხდარში ჩვენი დამსახურებაც არის ან ჩვენი ლოცვის რომელიმე ფორმამ განაპირობა ამ მადლის მოდინება. ასეთი აზრი, ეს მტკიცება არის სწორედ ხიბლის საფუძველი, ვინაიდან საფუძველშივე არასწორია. მადლის ერთადერთი წყარო მხოლოდ ღმერთია! მოსაგრეობის არც ერთი ფორმა და თვით უფლის სახელის განუწყვეტელი განმეორება არ უზრუნველყოფს უფლის მადლის მოდინებას, თუ ეს არ კეთდება საკუთარი არარაობის შეგნებით, მოყვასისადმი თავდადებული სიყვარულით და მოძღვრისადმი სრული მორჩილებით და მხოლოდ უფალმა უწყის, როდის და რატომ გამოაგზავნის ის თავის მადლს ჩვენს სანუგეშოდ. ამიტომ მოსაგრეობა, ლოცვის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის იესოს ლოცვა, ცხონების საშუალებაა და არა მიზანი.

ხიბლში ჩავარდნილი მოსაგრე კი მთლიანად სიამაყის ეშმაკს ემსახურება და ხშირად საკუთარი ნებით მიდის მონასტრიდან. ამით არღვევს ღვთის წინაშე დადებულ აღთქმას არ დატოვოს მონასტერი სიცოცხლის ბოლომდე. თავისი გაქცევით ის უზარმაზარ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და ამასთან საშინელ ტკივილს გვრის საკუთარ მოძღვარს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დედის ტკივილი, რომლისგანაც მიდიან შვილები, ან მამის მწუხარება, როცა უკვდება შვილი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის რაოდენ დიდია იმ მოძღვრის ტკივილი, რომლისგანაც მიდის მისი სულიერი შვილი. ეს ტკივილი შეუდარებლად უფრო მძიმეა, ვიდრე ყველა სხვა, იმიტომ, რომ ის შერწყმულია მომხდარის ღრმა გაგებასთან. მხოლოდ მოძღვარმა იცის სულიერი შვილის დაცემის ჭეშმარიტი მიზეზი - ეშმაკის გამარჯვება მასზე. მხოლოდ მან იცის მომხდარის ყველა შედეგი მისი შვილისთვის. მხოლოდ მოძღვარმა იცის, რა ძნელად და დიდხანს მოუწევს შვილს ბრძოლა, რომ თავი დაიხსნას შემაცდენელის ბრჭყალებისაგან.

ბერი მიდის და წყვეტს მოძღვართან შემაერთებელ ყველა ძაფს, ხოლო მოძღვარი, რომელმაც იცის მომხდარის ჭეშმარიტი არსი, სიცოცხლის ბოლომდე რჩება შეცდენილ შვილთან და განუწყვეტლივ ლოცულობს მისთვის. მოძღვრის რამდენი უძილო ღამე, რამდენი მწარე ცრემლი, რამდენი მეტანია იქნება საჭირო, რომ უფალმა ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს გზას აცდენილი შვილი? მხოლოდ უფალმა უწყის! ზოგჯერ მას მთელი ცხოვრებაც არ ჰყოფნის თავისი შვილის გამოსახსნელად. ამიტომ მოძღვრის ტკივილი, რომელმაც იცის ყველაფერი, მომხდარის მთელი არსი, შეუდარებლად უფრო მძიმეა, ვიდრე მშობელი დედის ან მშობელი მამის ყველაზე ძლიერი წუხილი შვილზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat