ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისი ყოველი კურთხევა მიიღოს როგორც ღვთის ნება
ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისი ყოველი კურთხევა მიიღოს როგორც ღვთის ნება
უფალს ებარებოდე, - ათონიდან გვლოცავს ბერი ერმოლაოსი.

მამაო, თქვენდამი წერილის მოწერა იმ წერილების წაკითხვამ გამაბედინა, რომელსაც ხორციელ შვილებს - დაჩის, ბექას და თქვენს მშობლებს უძღვნიდით. რადგანაც ჩემთვის თითოეულ სიტყვას, გამოთქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენი სიტყვები წაკითხვისთანავე გულზე სალბუნად დამედო. ვიგრძენი თუ რამხელა ძალა აქვს ღვთის რჩეულის სიტყვას...

მერწმუნეთ, რომ თქვენი ხორციელი შვილებისთვის გულიდან ამოსული რჩევები ნახევარმა საქართველომ წაიკითხა და თავისად მიიღო. ის შეგონებები ყველა ჩვენგანის მისამართით იყო ნათქვამი და გასათვალისწინებელი.

გამოცდილებას (ამაში ყველაფერს ვგულისხმობ), მით უმეტეს, სულიერ ცხოვრებაში, დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, თანდათან ვრწმუნდები. რა თქმა უნდა, არიან საქართველოშიც ისეთი სულიერი მოძღვრები, ვისგანაც რჩევას, დარიგებას და სულიერ სარგებელს მიიღებ, მაგრამ შეუძლებელია ათონზე, ამ წმინდა ადგილას მოღვაწე სულიერმა მამამ გამორჩეული სულიერი საკვები არ მოგცეს.

ნათქვამია, როცა ადამიანს აქებ, მისთვის საზიანოაო. გულწრფელად მინდა გთხოვოთ, თუ იქნება შესაძლებელი, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, დაგვაპუროთ სულიერად და გაგვაძლიეროთ ჩვენი დროის ადამიანები.

მამა ერმოლაოსის პასუხი:

ძვირფასო ქრისტესმიერო დაო, თეა!

მთელი გულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უაღრესად გამიხარდა თქვენი წერილის მიღება, მაგრამ არ გამკვირვებია, შობას ხომ ბევრი სასწაული ხდება! წერილის შინაარსმაც საშობაო საჩუქარივით იმოქმედა ჩემზე - გასახარია, როცა უფლის მადლის რეალურ მოქმედებას ხედავ. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო დაო!

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით მარად თქვენთვის მლოცველი უღირსი ბერი ერმოლაოსი.

- მამა ერმოლაოს, თქვენი ნებართვით, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. პირველად სულიერი მოძღვრის შესახებ მინდა გკითხოთ. მამაო, ვინ იწოდებიან ჭეშმარიტ მოძღვრებად და რა თვისებები უნდა ახასიათებდეთ მათ?

- მოძღვარი არის შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის, ამიტომ ის უპირველესად, თავად უნდა იყოს ღმერთთან მაქსიმალურად მიახლოებული, ანუ მასში ქრისტესმიერი სიყვარული მთელი სიძლიერით უნდა იყოს გასისხლხორცებული. ამ სიყვარულის მოპოვება კი მოსაგრეობისა და ჭეშმარიტი ლოცვის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მოძღვარი უნდა იყოს სამაგალითო თავისი სულიერი შვილებისთვის ქრისტიანული სათნოებების მოპოვების გზაზე. სულიერი შვილები მტკივნეულად განიცდიან მოძღვრის მცირედ ნაკლს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მოძღვრის სიყვარულის დონეს. თუ მოძღვარი მზად არ არის თავისი სულიერი შვილის ტკივილი და სიხარული თავისად გაიხადოს და, უფრო მეტიც, თუ მასში ისეთი მადლი არ არის, რომ ეს ტკივილი და სიხარული თავის პირადულ განცდებზე მაღლა დააყენოს, მაშინ მისი ურთიერთობა სულიერ შვილებთან არ აცდება ფორმალური რიტუალის ჩარჩოებს, ის ვერ იქნება მათი დამხმარე ღმერთთან მიახლოებაში. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ მოძღვრის ფუნქცია აღსარების მიღება და უფლის სახელით ცოდვების მიტევებაა, ეს დიდი შეცდომაა. ეს ფუნქცია აკისრია ნებისმიერ მღვდელს, რომელიც სულიწმიდის მადლით არის ხელდასხმული და აქვს ეკლესიისგან ასეთი კურთხევა, მაგრამ ყველა მღვდელი არ არის მზად მოძღვრობისთვის, ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ ყველა მოძღვარი მღვდელი იყოს. მოძღვარი ხდება ადამიანი არა ოფიციალური სტატუსის მინიჭების გზით, არამედ მოძღვრად ირჩევა სულიერი შვილების მიერ, მისი მაღალი სულიერებისა და ქრისტესმიერი სიყვარულის გამო. XX საუკუნის ათონის მთის უდიდესი მოძღვრები - ბერი იოსებ ისიხასტი და ბერი პაისი ათონელი, უბრალო ბერები იყვნენ და არ ჰქონდათ სამღვდლო ხარისხი, მაგრამ თავიანთი მოსაგრეობით ისეთი მაღალი სულიერება და სიყვარული მოიპოვეს, რომ მღვდლები, არქიმანდრიტები და ეპისკოპოსები თავს უბედნიერესად გრძნობდნენ, როცა მათი სულიერი შვილები ხდებოდნენ. მოძღვარია მხოლოდ ის, ვინც თავდადებული მოსაგრეობით შეძლებს საკუთარ მეზე ამაღლებას, უფლის მადლის მოპოვებას და ჭეშმარიტი ლოცვით ქრისტესმიერ სიყვარულთან გაერთიანებას.

თუ მოძღვარს არ გააჩნია ზემოჩამოთვლილი თვისებები, ეს მაინც არ არის სულიერი ცხოვრების შემაფერხებელი ფაქტორი, რადგანაც მოძღვარსა და სულიერ შვილს (ამ სიტყვის სინონიმად ქვემოთ ვიხმარ სიტყვა მორჩილსაც) შორის ურთიერთობაში გადამწყვეტია არა მოძღვრის სულიერების ხარისხი, არამედ სულიერი შვილის მორჩილების დონე. თუ მორჩილი ღვთისადმი სიყვარულის გამო პრინციპულად ირჩევს კონკრეტული მოძღვრისადმი სრული მორჩილების გზას, მაშინ უფალი სწორედ ამ მოძღვრის საშუალებით გაუხსნის მას თავის ნებას და არაფრით არ დაუშვებს მოძღვარმა მას რაიმე ზიანი მიაყენოს, თუნდაც ეს უკანასკნელი სულიერად გამოუცდელი იყოს. ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისგან მიღებული ყოველი კურთხევა მიიღოს, როგორც ღვთის ნება.

ყოვლად დაუშვებელია ე.წ. სტარცომანია, როცა კარგი მოძღვრის ძიებაში ჩვენ ხშირად ვიცვლით მას. მოძღვარსა და მორჩილს შორის ურთიერთობა ერთგვარ კონტრაქტზეა დამყარებული, რომლის უმნიშვნელოვანეს პუნქტში დაფიქსირებულია მორჩილის პოზიცია მოძღვართან მიმართებით. თუ მორჩილი ამ პუნქტის მოთხოვნას - უფლის სიყვარულის გამო სრულად მიენდოს მოძღვარს და უპირობოდ შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა - განუხრელად იცავს, მაშინ ის გარანტირებულად უფლის მფარველობაშია და მის სულიერ ზრდას ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ძალიან გაბუქებულია საზოგადოებაში არსებული აზრი იმის შესახებ, რომ დღეს მოძღვრების ნაკლებობაა. პირიქით, თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია. ამ დეფიციტს კიდევ უფრო ამძაფრებს საერო განათლებისა და სულიერი ცოდნის ერთმანეთში აღრევის მიდრეკილება, როცა ესენი კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მათი წარმოშობის, მიღების მექანიზმის და ასევე შემადგენლობის მიხედვით: თუ პირველს მოვიპოვებთ ჩვენ სასწავლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლების საშუალებით, მეორეს - მხოლოდ მოსაგრეობის გზით მოპოვებული სიყვარულისთვის თავისი მადლით გვჩუქნის უფალი. თანამედროვე განათლებულ ადამიანს ბევრი სულიერი წიგნი აქვს წაკითხული და ექმნება ცრუ ილუზია, რომ მოძღვარზე არანაკლებად ერკვევა სულიერ საკითხებში, და მას უჭირს მასზე ნაკლებგანათლებული მოძღვრისადმი მორჩილება, მაგრამ მის ამ ცოდნას არაფერი აქვს საერთო ღვთის მადლით მიღებულ სულიერ ცოდნასთან. ინფორმირებულობა არ იძლევა ავტომატურად სულიერ შემეცნებას.

ზემონახსენები კონტრაქტის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია ლოცვა. მორჩილის ლოცვა მოძღვრისათვის. მხოლოდ ლოცვითი ურთიერთობა მოძღვართან აძლევს მორჩილს ძალას მიენდოს მოძღვარს და მხოლოდ ამ ლოცვის შემდეგ, მოძღვარზე გავლით, მოდის მასთან უფლის ნება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოძღვრის სიყვარული სულიერი შვილებისადმი სრულიად არ ნიშნავს მგრძნობიარე თანაგრძნობას და მათი სისუსტეებისათვის გუნდრუკის კმევას. პირიქით, როგორც უფალია შეუვალი და პრინციპული ჩვენი ცხონების საქმეში და ჩვენს სასარგებლოდ გვიგზავნის აუცილებელ განსაცდელს, ისე მოძღვარმა არაფრით არ უნდა დაუთმოს სულიერი შვილის სისუსტეებს და მიწიერ მისწრაფებებს, თუ ისინი ღვთის ნებას ეწინააღმდეგებიან, არამედ უნდა იყოს პრინციპული და მკაცრი სულიერი შვილის ცხონების საქმეში. თუ მოძღვარი თანაზიარია ქრისტესმიერ სიყვარულთან, მაშინ მის საჭირო სიმკაცრეს სულიერი შვილი ალერსივით აღიქვამს და პირიქით, თუ ასეთი სიყვარული მოძღვარს არ გააჩნია, მაშინ მისი მომთხოვნელობა და სიმკაცრე უბრალო დესპოტიზმად იქცევა და სულიერ შვილს არაფერ სარგებლობას არ მოუტანს.

- მამაო, დიდი მისია აკისრია მოძღვარს ერის ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, ასევე მონასტრულ, ბერმონაზვნურ ცხოვრებაში?

- მოძღვრის მისია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში გადამწყვეტია, თუ, ვიმეორებ, მორჩილს აქვს შემუშავებული სწორი პოზიცია მოძღვართან დამოკიდებულებაში: ამ პოზიციის მთავარ ასპექტზე - სრულ ნდობაზე და მორჩილებაზე, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, სულიერმა შვილმა წინასწარ განსაზღვროსა რა მიზნით მიდის ის მოძღვართან. თუ მას სჭირდება სინანულის გრძნობისგან განთავისუფლება და აღსარების ჩაბარება, მაშინ საკმარისია ნებისმიერ ეკლესიაში მღვდელთან მისვლა. ამ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი ვინმეს მოძღვრად აღიარება უფლის წინაშე, მაგრამ თუ ადამიანს მიზნად აქვს დასახული სულიერი ზრდა და ცხონება, მაშინ მოძღვარი და ზემოთ ნახსენები კონტრაქტი უფალთან, აუცილებელია. ყოველი, რომელიც აირჩევს ამ გზას, წინასწარ ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს თავის გადაწყვეტილების სერიოზულობაში და დარწმუნდეს, რომ მზად არის უფლის სიყვარულისთვის, სრული მორჩილებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძღვრის არჩევისა და უფლის წინაშე მისდამი სრული მორჩილების გამოცხადების შემდეგ, ამ მოძღვრის მითითებების შეუსრულებლობა გაცილებით დიდი ცოდვაა, ვიდრე მოძღვრის უყოლობა და საკუთარი ნებით ცხოვრება.

- როგორი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილებს შორის?

- გავიხსენებ რამდენიმე ეპიზოდს ჩემს მოძღვართან ურთიერთობიდან. როცა პირველად მივედი მონასტერში, სულიერ ცხოვრებაში სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ჩემმა მოძღვარმა - მამა მაკარმა მაშინვე შეამჩნია ეს და ერთ-ერთ პირველ აღსარებაზე განმიცხადა: თუ სრულად მომენდობი, ამისთვის უფალი მალე გაჩუქებს თავის მადლს და მონასტრული ცხოვრება სიხარულად გადაგექცევაო. მეც, ღვთის მადლით, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე: მთელი ნებისყოფის დაძაბვით შევეცადე მივნდობოდი მას და მოხდა საოცრება - მისი სიტყვები აბსოლუტური სიზუსტით ახდა.

ჩემი პირველი მორჩილება სატრაპეზოში იყო. ათონზე დილის ტრაპეზი გამთენიისას იმართება, ამიტომ ტრაპეზარს ღამე უწევს მუშაობა, რომ დილით სუფრა გაშლილი დახვდეს მამებს. ერთხელ ასეთი შრომის გასაადვილებლად დიდი ჭაღი ავანთე სატრაპეზოში, უცებ შემოვიდა სატრაპეზოში მამა მაკარი და მკაცრად დამტუქსა: მამები ეკლესიაში სანთლის შუქზე ლოცულობენ, შენ კი ელექტროენერგიით გაგინათებია მთელი სატრაპეზო და უაზროდ ხარჯავ მონასტრის ქონებასო. მე ჩემი სიამაყის გამო ჩავთვალე, რომ ეს დატუქსვა უსამართლო იყო და მთელი დღე ვემზადებოდი, რათა საღამოს აღსარებაზე მისთვის მეთქვა ამის შესახებ. და აი, მივუახლოვდი თუ არა მას და დავაპირე ლაპარაკის დაწყება, შემაწყვეტინა და მითხრა: შვილო დღეს დილით მე შენ უმიზეზოდ დაგტუქსე და უმორჩილესად გთხოვ მომიტევო ჩემი ეს უსამართლო საქციელიო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, - მე, უბრალო მორჩილს, ბოდიშს მიხდიდა ათონის გამოცდილი მოძღვარი. ამიერიდან ჩემი მისდამი ნდობა გახდა ბუნებრივი და მეტი აღარ დამჭირვებია ამისთვის ნებისყოფის დაძაბვა.

- რეზიუმეს სახით კიდევ გავიმეორებ: თუ ადამიანს ექნება სრული მორჩილება თავისი მოძღვრისადმი, მაშინ უფალი სწორედ ამ მოძღვრის საშუალებით გაუზიარებს მას თავის ნებას, თუნდაც ეს მოძღვარი სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, იმდენად გაყოყოჩებული ვართ საკუთარი განათლების დონით, რომ ღვთის ნების მაგივრად მოძღვართან ჩახლართული, არაფრისმომტანი ფილოსოფიური დისკუსია უფრო გვიკმაყოფილებს პატივმოყვარეობას, და თუ მოძღვარი ვერ აგვყვა ამ დისკუსიაში, მაშინ მასზე გული გვიცრუვდება და ვწუწუნებთ, რომ მოძღვრის დეფიციტია, ამასთან მთავარი კი გვავიწყდება - უფლის სახელით ვემორჩილოთ მას.

- ყოველი ჭეშმარიტი ადამიანი ეძებს უფალს და ცდილობს, მას მიუახლოვდეს. მამაო, ათონის მთაზე უფრო მეტად არის შესაძლებელი უფალთან სიახლოვე იგრძნო... ამიტომაც იზიდავს ერისა და ბერის ადამიანებს?

- არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მონასტერში, განსაკუთრებით ათონზე, მოსაგრე ბერებს ნაკლები ცდუნებები აქვთ, ვიდრე ერში მცხოვრებ ადამიანებს. საცდური ყველგან ზუსტად იმდენია, რამდენსაც უფალი უშვებს, ანუ რაც ყოველ ადამიანს სჭირდება სიყვარულის მოსაპოვებლად! ბერობაში სხვა ტიპის საცდურებია და საერთო ჯამში, იმდენივეა, რაც ერში, თუ მეტი არა. ათონის მთა კი იზიდავს ადამიანებს არა იმიტომ, რომ აქ საცდური ნაკლებია, არამედ აქ საცდურის საწინააღმდეგო უფლისგან ნაკურთხი ყველა მექანიზმია ამუშავებული - ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და სხვა. ადამიანი ყველა თავის შეცდომას სჩადის მხოლოდ მაშინ, როცა მის გულსა და გონებას უფალი ავიწყდება. როცა უფალი გვახსოვს მაშინ შეუძლებელია, შევცდეთ. ის ჩვენშია და გვიცავს. ათონზე ათასი წლის სულიერი გამოცდილების საფუძველზე შემუშავემულია ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობით ბერები ღვთის განუწყვეტელ მოგონებას ინარჩუნებენ, მას იესოს ლოცვა ჰქვია. თუ რომელიმე ბერი არ არის დაუფლებული ამ მექანიზმს, ის ისევე იტანჯება ულევი საცდურისგან, როგორც ერისკაცი. იგივეს თქმა შეიძლება პირიქითაც, თუ ერისკაცი ინარჩუნებს უფლის განუწყვეტელ მოგონებას, მაშინ ის ცდუნებებს ისევე გაუმკლავდება, როგორც ათონელი ბერი.

- როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ წუთისოფლის ორომტრიალში ღმერთზე ფიქრი არ შევანელოთ და უფალთან თანამყოფობის ღირსნი გავხდეთ?

- მთელი ძალისხმევით ვესწრაფოთ ქრისტესმიერი სიყვარულის მოპოვებას და დაუღალავად ვთესოთ სიკეთე.

- მამაო, ცხონების შესახებაც გკითხავთ. რას ნიშნავს ცხონება და რა მდგომარეობაა ეს?

- ცხონება არის ღვთიური სიყვარულის, უფლის დარი სიყვარულის მოპოვება. ღმერთმა ჩვენ მხოლოდ ამისთვის გაგვაჩინა. უფალმა განგვისაზღვრა სიყვარულის ის ჩარჩო, რომლის ფარგლებში მყოფი ყოველი ადამიანი ცხონდება. ამ ჩარჩოს ქვედა ზღვარია ის მდგომარეობა, როცა ადამიანი სხვა ადამიანს არ უკეთებს იმას, რაც არ უნდა რომ მას გაუკეთონ. თუ ადამიანი ამ ზღვარს ქვემოთ ჩამოსცილდა, ის არ არის ქრისტიანი, თუნდაც მონათლული იყოს და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდეს. ზედა ზღვარზე კი უფალმა თავისი მოქმედებით მიგვითითა, როცა ადამიანებისადმი სიყვარულის გამო, ნებაყოფლობით, მათთვის საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა. თუ ადამიანი შეძლებს თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ორ ზღვარს შორის დარჩეს, ან უფრო ზუსტად, მთელი თავისი ნებისყოფით შეეცდება ქვედა ზღვრიდან ზედასკენ ამაღლდეს, ის აუცილებლად ცხონდება. რაც უფრო ახლოს იქნება ზედა ზღვართან თავისი გარდაცვალების მომენტში, მით ახლოს იქნება უფალთან ცათა სასუფეველში და მით მეტი იქნება მისი ნეტარება. ნეტარება კი უფალთან სიყვარულში მარადიული თანაზიარობის სიხარულია. ამ გრანდიოზულ გრძნობას რომ ვეღირსოთ, უკვე აქ, ამ დედამიწაზე მთელი ნებისყოფის დაძაბვით უნდა ვესწრაფოთ ვისწავლოთ თავდადებული ქრისტესმიერი სიყვარული. ყველაზე დიდი ბარიერი, რომლის გადალახვა ამ გზაზე მოგვიწევს, ეს ჩვენი ეგოიზმია, სწორედ ის სპობს იმ სიყვარულის მარცვალს, რომელიც ჩვენში უფლის მადლით არის დაბადებიდან ჩადებული, სწორედ ის არის ჩვენი გულბოროტების დედა. ეს ურთულესი ამოცანაა და მისი გადაწყვეტა მხოლოდ დიდი ნებისყოფის ადამიანებს ძალუძთ. სწორედ ამიტომ სძულს ისინი დანარჩენ კაცობრიობას და, როგორც ქრისტეს, ჯვარს აცვამს მათ. დიახ, ვინც ესწრაფვის მოიპოვოს ქრისტესმიერი სიყვარული, ამქვეყნად განწირულია სატანჯავად, მაგრამ ჯილდო, რომელიც მას ელოდება მარადისობაში ენითაუწერლად დიდია - მარადიული გაერთიანება ღვთის სიყვარულში ანუ ცხონება!

- თუკი ღმერთი სიყვარულია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უფლისმიერი სიყვარულის უნარის მოპოვებაზე გადის გზა ცხონებისაკენ?

- ჭეშმარიტად!

- მადლი ხომ უფლის რჩეულთა ხვედრია? ასეთი ადამიანები ბავშვობიდანვე გამოირჩევიან განსაკუთრებული სათნოებებითა და ნიჭებით. ნებისმიერ ადამიანს აქვს თუ არა შესაძლებლობა, რომ დაუცხრომელი ღვაწლით მოიპოვოს სულიწმინდის მადლი?

- უფალს რჩეულები და ფავორიტები არ ჰყავს! ეს ადამიანური თვისებებია! ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, ამიტომ ყოველ მათგანს აქვს შანსი სულიწმინდის მადლი მოიპოვოს. ამისთვის ერთადერთი პირობაა - ქრისტესმიერი სიყვარულის მოპოვება.

- რას გვეტყვით იესოს ლოცვაზე? როგორ უნდა მოხდეს ამ ლოცვის დროს გონების კონცენტრაცია? რა სუბიექტური შეგრძნებები უნდა ჰქონდეს მლოცველს? საზოგადოდ რა უნდა ვიცოდეთ ამ ლოცვის მუდმივად წარმოთქმისას იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა სიტყვების მექანიკური გამეორება კი არ იყოს, არამედ მუდმივი ლოცვის მდგომარეობას მივაღწიოთ?

- იესოს ლოცვა არ არის რაღაც ინსტრუმენტი, რომელსაც გარკვეული ინსტრუქცია გააჩნია და მისი გაცნობის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება. იესოს ლოცვა და საერთოდ ლოცვა არის მდგომარეობა და ეს მდგომარეობა დგება მხოლოდ იმ ადამიანის გულში, რომელშიც ქრისტესმიერი სიყვარულია. უსიყვარულოდ ლოცვა შეუძლებელია, ასეთი "ლოცვა" უბრალო მედიტაციაა და ამისთვის ათასი ჯურის ინსტრუქციის მოძებნა არ არის ძნელი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლოცვის გარეშე სიყვარულის მოპოვება უაღრესად ძნელია. ანუ თითქოს ერთგვარი მოჯადოებული წრე იკვრება, მაგრამ ღმერთმა აქედან ბრწყინვალე გამოსავალი შემოგვთავაზა - თავისი მხოლოდშობილი ძე მოგვივლინა ჩვენი უსიყვარულობის კომპენსაციად, ურომლისოდაც ჩვენ არაფერი ძალგვიძს. და თუ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარულის მოპოვების იმედით, განუწყვეტლად მოვუწოდებთ მას საკუთარ გულში, მაშინ ის გვაჩუქებს იმდენ სიყვარულს, რომ ჩვენ ლოცვა, ანუ მამასთან საუბარი შევძლოთ. მთავარი წინაპირობა ამისთვის არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, ვიცოცხლოთ სიყვარულისთვის. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და მისი შესრულება კიდევ უფრო რთულია, მაგრამ ამის გარეშე ლოცვის მცდელობა და საერთოდ, სულიერი ცხოვრება შეუძლებელია. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე არასწორია და საზიანო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ერთგვარი მოდა იესოს ლოცვის ამა თუ იმ ტექნიკის დაუფლებაზე. ვიმეორებ, თუნდაც ადამიანი ნებისყოფის დაძაბვით დაეუფლოს რაიმე ილეთს და გონების განუფანტავად კონცენტრირდეს უფლის სახელზე, თუ მას ქრისტესმიერი სიყვარული არა აქვს, მისი მოქმედება უბრალო ფსიქოსომატური პროცესია და არაფერი აქვს საერთო ლოცვასთან - ადამიანისა და ღმერთის სულიერ კონტაქტთან.

- მინდა გკითხოთ, რაც ბევრ ქრისტიანს აწუხებს: თუკი ცხონების აუცილებელი პირობა ნათლისღება ანუ ქრისტიანული ნათლობაა, მაშინ გამოდის, რომ მილიარდობით არაქრისტიანი წარწყმდება? უფალი ხომ სამართლიანი და მოსიყვარულე მამაა ყველა ადამიანისათვის? რა ელით იმ ადამიანებს, რომლებიც არაქრისტიანულ გარემოში დაიბადნენ, მაგრამ სიკეთით და მოყვასის სიყვარულით იცხოვრეს?

- ის, ვინც სიყვარულისთვის რჯულის კანონით ცხოვრობს, ცხონდება რჯულის კანონით, ხოლო ის, ვინც რჯულის კანონს რაიმე გარემოებების გამო არ იცნობს, მაგრამ სიყვარულისთვის ცოცხლობს, ცხონდება გულის კანონით, ანუ სიყვარულით.

- ცხონდება თუ არა უზიარებელი ადამიანი? რას ნიშნავს ქრისტეს სისხლთან და ხორცთან შეერთება? რა სიხშირით უნდა ეზიარებოდეს ერის ადამიანი?

- ქრისტემ იუდაც კი აზიარა, მაგრამ ამან მას ვერ უშველა, რადგან მას სიყვარული არ ჰქონდა და არც ესწრაფოდა მას. ზიარება ცხონების ერთ-ერთი საშუალებაა, მას ადამიანისთვის მხოლოდ მაშინ აქვს სარგებელი, როცა ადამიანი მას რწმენით და სიყვარულით უდგება. უკანასკნელი კითხვა ისეთივეა, რომ მკითხოთ: რა სიხშირით უნდა სუნთქავდეს ადამიანი!

- დღეს ერში მცხოვრებ ადამიანს უამრავი საცდური აქვს. შესაძლებელია თუ არა ერში მყოფი ადამიანის ცხონება?

- საცდურები და განსაცდელები დაშვებულნი არიან უფლის მიერ, რომ ჩვენ მათ გაკვეთილზე ნელ-ნელა სიყვარულში გავიზარდოთ. ადამიანის სტერილიზება შეუძლებელია, მან უფლისგან მისთვის დაშვებული ყველა ბარიერი უნდა გადალახოს და რწმენის, იმედისა და სიყვარულის საშუალებით მაქსიმალურად მიუახლოვდეს უფალს! ცხონდება ყველა - ერი თუ ბერი, ის ვინც ქრისტესმიერი სიყვარულისთვის ცოცხლობს!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat