25.04.2021
ექვსი დღით პასექის წინ იესო ქრისტე კვლავ მივიდა ბეთანიას და იქიდან იერუსალიმს წავიდა.
მოწაფეებმა მისი ბრძანებით მას ვირი და კიცვი მოჰგვარეს. კიცვს გადააფარეს ტანისამოსი. იესო შეჯდა მასზე და წავიდა იერუსალიმს. ამასობაში იერუსალიმში ხმა გავრცელდა, იესო მოდისო. ბევრი გამოეგება, დაუწყეს დიდება და სამეფო პატივისცემა.
ზოგი ბზის ტოტებს სჭრიდა და გზაზე ჰყვიროდდდა, ზოგი ტანისამოსს აფენდა და გალობდნენ: "ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა მაღალთა შინა! როცა ქრისტე იერუსალიმში შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა: რომელთაც არ ენახათ ჰკითხულობდნენ: "ვინ არს ეს?" ხალხი ეუბნებოდა მათ: "ესე არს იესო, წუნასწარმეტყველი ნაზარეთით".
იესო შევიდა ტაძარში, და გამოდევნა იქიდან მოვაჭრენი და განკურნა ბრმანი და კოჭლნი. ბავშვები ტაძარშიც ხმამაღლა გალობდნენ: "ოსანა შევიდა ტაძარში, და გამოდევნა იქიდან მოვაჭრენი და განკურნა ბრმანი და კოჭლნი. ბავშვები ტაძარშიც ხმამაღლა გალობდნენ: "ოსანა ძესა დავითისასა". მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი განრისხდნენ და უთხრეს იესოს: "გესმის, რას ამბობენ ისინი?" იესომ უთხრა მათ: "განა თქვენ არაოდეს არ ამოგიკითხავთ: "პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართათა დაამტკიცე ქება".