ფერისცვალება
ფერისცვალება
გაგრძელება
ახალი ცხოვრების და ფერისცვალების პირველი ნიშანი
მესიისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. სასუფევლის მოლოდინი ადამიანებისათვის დღესაც არაერთმნიშვნელოვანია: ირკვევა, რომ არიან ისეთები, რომლებსაც ღმერთი საერთოდ არ ესაჭიროებათ და ისინიც, ვინც მხოლოდ იმგვარ მესიას აღიარებს, როგორსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ; აღმოჩნდა, რომ მუდმივად იყვნენ და არიან ბავშვური გულრწფელობით მესიის მომლოდინე ადამიანები. ეს უკანასკნელნი შეჰყურებდნენ მაცხოვრის ქმედებებს და ყველა მის სიტყვას იმახსოვრებდნენ. აქტიური ქადაგებისა და მრავალთა განკურნების შემდეგ იესოს ბუნებისა და პიროვნების შესახებ ქვეყანაში კამათი უფრო ცხარე ხდებოდა. ერთი მხრივ, რელიგიური ჯგუფების მმართველთა შორის იზრდებოდა არაკეთილმოსურნეთა რიცხვი, მეორე მხრივ, უფალი სულ უფრო მეტ გულშემატკივარს იძენდა. ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, მწიგნობრები გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ მოსახლეობის უფლისაგან ჩამოშორებას და გარკვეული თვალსაზრისით მიზანს კიდეც აღწევდნენ: ქვეყანა მესიას ძლიერი მეფის სახით მოელოდა, უფალი კი თავმდაბლობასა და სიყვარულს ქადაგებდა; იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესიის მოსვლის შემდეგ წარმართი ერები მათ დაემორჩილებოდნენ, იესოს ქადაგებიდან კი ირკვეოდა, რომ სასუფეველში წარმართებსა და იუდევლებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ; ებრაელები იმედოვნებდნენ, რომ მოსეს კანონმდებლობა მთელ ქვეყანაზე გავრცელდებოდა და ყველა ხალხისათვის აუცილებელი გახდებოდა - სამღვდელოების აზრით, მაცხოვარი ამ კანონებს აუქმებდა; დაბოლოს, ხალხი ემზადებოდა გრანდიოზული ცვლილებებისა და სახელმწიფო გადატრიალებისათვის, ისინი ზეციური ნიშნებისა და სასწაულების ხილვისათვის ემზადებოდნენ, მაცხოვარი ქადაგებდა: "ღმერთის სასუფეველი არ მოვა სააშკრაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან აჰა, ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკ. 17:20-21).

ხალხს ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემელი აფრთხილებდა: "გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება" (მარკ. 1:15). მოგვიანებით უფალი მიუთითებს, რომ ღმერთისადმი დამოკიდებულება როგორც ფორმით, ისე შინაარსით უნდა შეიცვალოს: "არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა" (მათ. 9:16). ამასთან, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვებმა: "ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია"... ცათა სასუფევლის მაძიებელი ადამიანი თავის პიროვნულ შინაარსს მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს. ღვთის მორწმუნე მაცხოვრის სიტყვით და მის მიერ ბოძებული ახალი საჭმლით უნდა იკვებებოდეს: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით" (იოან. 6:56-57). მაგრამ როგორ უნდა იყოს ქრისტიანის სხეული, რომელიც ღმერთის სისხლსა და ხორცს ეზიარება? რას ნიშნავს ამ თვალსაზრისით ფერისცვალება?

* მოციქული პავლე ბრძანებს: "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?" (1 კორ. 6:19) - ადამიანს თავისი სხეულისადმი ისეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, როგორიც ღმერთის სახლისადმი;

* ადამიანის ახალი პიროვნული სხეული გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა: "რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი" (2 კორ. 6:16) - ეს ტაძარი ყველა სახის წარმართობასთან შეუთავსებელია;

* "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით" (მათ. 23:25-28) - ასე მიმართავს უფალი ყველას, ვინც ღმერთის ტაძარს, ანუ საკუთარ სხეულს მოჩვენებითად, მხოლოდ გარედან ასუფთავებს.

თაბორის მთაზე ამაღლება ქრისტიანებისა: პეტრესი, იაკობისა და იოანესი
ცათა სასუფეველთან მისაახლოებლად, განწმენდილი ტაძრის დიდების სახილველად "წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით" (მათ. 17:1). ვინც აიყვანა თაბორის მთაზე, - ბრძანებს წმიდა ეფრემ ასური, - მათ უნდა ენახათ, თუ როგორია იესო ქრისტე სრულად განწმენდილ ადამიანურ სხეულში და თავის საუფლო დიდებაში. "მაღალ მთაზე აიყვანა, - გვასწავლის თეოფილაქტე ბულგარელი, - რადგან გვიჩვენა, ვინც ჩვეულებრივ ყოფიერებაზე მაღლა არ დადგება, ვერ იხილავს ასეთ საუფლო სახილველს". მოწაფეებს უნდა გაეგოთ, რომ წმინდაა მისი სხეული, ვინც შექმნა ცა და ქვეყანა, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მიცვალებულთა; და რომ მან ამ შეხვედრისათვის ზეციდან გამოიხმო ელია და მკვდრეთით აღადგინა მოსე. ამრიგად, ღირსი თეოფილაქტე გვამცნობს, რომ ფერისცვალების ხილვა სასუფევლის ხილვაა, რასაც მეორედ - წყლითა და სულით დაბადებული, ღვთის სიტყვით დაპურებული, განწმედილი მხილველის ამაღლება ესაჭიროება.

როგორც წმინდა ლუკა ბრძანებს: იესო "სალოცავად ავიდა მთაზე" (ლუკ. 9:28). მის ლოცვას იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ შექმნილი განცდის გამო "პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებული იყვნენ ძილით" (ლუკ. 9:32). ამ ლოცვით აღვსილ გარემოში მოწაფეებმა შეძლეს, სძლიეს ძილს და ფერისცვალება იხილეს, რამეთუ ნათქვამია: "იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას" (მათ. 11:12). ეს ფრაგმენტი გასაგებს ხდის, იესოს გაბრწყინებული სხეული "და მასთან მდგომარე ორი კაცი" (ლუკ. 9:32) რატომ იხილა მხოლოდ იმ სამმა მოწაფემ - მათ, ვისაც საკმარისი ძალიხმევის გამოვლენა შეეძლო და ვის ბუნებაშიც ფერისცვალების პროცესი დაწყებული იყო. ლოცვის დროს იესომ ფერი იცვალა და დიდებით შეიმოსა: ერთი მხრივ, მოწაფეებმა დაინახეს, თუ რა ძალა აქვს ლოცვას, რადგან დაწერილია: "ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება" (მათ. 17:21), ხოლო, მეორე მხრივ, იხილეს, რომ ფერისცვალებაში განწმენდილი ადამიანის წმინდა ბუნება და დიდება აისახება. ადამიანმა "იცვალა მათ წინაშე ფერი, და მზესავით განბრწყინდა მისი სახე, და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი" (მათ. 17:2).

ადამიანის სახის გაბრწყინება გამოსვლის წიგნშიც არის აღწერილი, მაგრამ მაშინ ეს მოსეზე ღვთის დიდების გადმოსვლის გამო მოხდა (გამ. 34:29). იესოს შემთხვევაში კი ფერისცვალება შიგნიდან მომდინარეობდა. ლოცვის დროს ადამიანის ძეში სულიწმინდა ხილულად გამოვლინდა, განათდა არა მხოლოდ იესოს სახე და სხეული, არამედ სამოსმაც ფერი იცვალა. მთლიანი ადამიანი სულიერად იშვა. ეს ყველაფერი ისევე ერთბაშად მოხდა, როგორც უფალმა ნიკოდიმოსს უთხრა: "ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც" (იოან. 3:6-8). ერთი მხრივ, არ იცი, საიდან მოდის ეს ძალა, ხოლო,მეორე მხრივ, რადგან იესომ "დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და მსგავს კაცთა იქმნა" (ფილ. 2:7), სწორედ ფერისცვალებაში გამოვლინდა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობები, ხოლო დიდება, რაც მას თან ახლდა, ალალი, გულმხურვალე ლოცვის გამოძახილი და პასუხია იესოს ჭეშმარიტი, შეურევნელი მარხულობისა. ფერისცვალება მოხდა თვით იესოში - ადამიანში. თაბორის მთაზე მხოლოდ ადამიანი არ მოქმედებდა. თაბორის მთაზე იესო - სრული ადამიანი - გაცხადდა როგორც სრული ღმერთი, რაც უდავოდ გულისხმობს, რომ: "ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსადვე იქმს" (იოან. 5:19).

მოწაფეებმა შეძლეს ეხილათ, როგორ იცვალა ფერი იესომ, მათ დაინახეს იესოსთან მოსაუბრე დიდებით მოსილი ორი მამაკაცი (ლუკ. 9:31). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოწაფეები შესაბამის სულიერ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია იხილოს "სასუფეველი ღმრთისა" (მარკ. 9:1; ლუკ. 9:27), ძე კაცისა, მომავალი თავის სასუფეველში, და სასუფევლის ბინადარნი (მათ. 16:28). მოწაფეებმა ამოიცნეს მოსე - სახე ძველი აღთქმის სჯულისა და ელია წინასწარმეტყველი, რომელიც არის სახე აღსრულებული და ჯერ კიდევ აღუსრულებელი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. მოსე და ელია იმისათვის გახდნენ ხილულები, - თავის კომენტარში გვასწავლის ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი, – რათა მოწაფეებს იესო ეხილათ, როგორც უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, ისე მიცვალებულებისა და ცოცხლებისა.

უცნაური, მიუწვდომელი ბედნიერების შეგრძნების მიუხედავად, სახილველს მოციქულები სრული დუმილითა და სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს. ბოლოს აღფრთოვანება მაინც პეტრემ გამოხატა: "უფალო! რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას" (მათ. 17:4). "უმჯობესია აღარ დავბრუნდეთ იმ მუქარით, ბოროტებითა და სიმუხთლით აღსავსე ქვეყანაში", – ფიქრობდა პეტრე. ლუკა პეტრეს ამ ნათქვამს ასეთ კომენტარს უკეთებს: "რადგან არ იცოდა რას ამბობდა" (ლუკ. 9:33). მართლაც, წმინდა პეტრეს აქ ერთი რამ გამორჩა. საქმე ის არის, რომ უფალი ამქვეყნად არც მშვიდი ყოფისათვის და არც ნეტარებისათვის არ მობრძანებულა. პეტრემ, იაკობმა და იოანემ თაბორის მთაზე ფერისცვალება იმის გამო იხილეს, რომ მოციქულებრივი ღვაწლისათვის განმზადებულიყვნენ და მომავალი ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის მიერ ბოძებული ახალი საზრდოსათვის განემზადებინათ. გავიხსენოთ, რომ მაცხოვრისა და სამარიელი ქალის საუბრის შემდეგ იაკობის ჭასთან მოწაფეები სანოვაგით დაბრუნდნენ და სთხოვეს: "რაბი, ჭამე! იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?" (იოან. 4:31-33). ამასობაში ქალაქიდან გამოსული ხალხი იესოს უახლოვდებოდა. უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს: "ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოან. 4:34).

როდესაც პეტრე უფალს კარვებს სთავაზობდა, "სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი" (მათ. 17:5). როგორც ტექსტიდან ჩანს, ეს არაჩვეულებრივი, საიდუმლო ნათლით აღვსილი ღრუბელი უცბად გაჩნდა და უცბადვე გაიფანტა. ღრუბელი თითქოს შეეხო მოწაფეებს: "და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას" (ლუკ. 9:34-35). აქ ღრუბელი არის ნათელი და არა დაბურული - როგორც ძველ აღთქმაში; ეს ღრუბელი მასწავლებელია და არა შიშის მომგვრელი და იმდენად ნათელია, რომ ადამიანს თვალისჩინს უკარგავს. ამ თვალსაზრისით ნათელი ღრუბელი ჩრდილით ბურავს მოციქულებს. ხმა ისმის ღრუბლიდან და ეს ხმა არის მამა ღმერთისა.

გამოსვლის 24-ე თავიდან მოყოლებული, ზეციდან შესმენილი უფლის სიტყვით ჯერ რჯულის წიგნები იწერებოდა, შემდეგ კი ქრისტეს შესახებ ისმოდა: "ძე ხარ ჩემი" (ფსალ. 2:7). იმავეს ბრძანებს ღმერთი ნათლისღების დროს: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე" (მათ. 3:17), "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი" (მარკ. 1:11, ლუკ. 3:22). ფერისცვალების დროს კი პირველად გაისმა მოსეს, ელიას, მოციქულებისა და "ვისაც ყური აქვს", ყველას გასაგონად, უფალი ბრძანებს: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი უსმინეთ მას" (ლუკ. 9:35, მარკ. 9:7); "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე. მას უსმინეთ" (მათ. 17:5). ამით ითქვა, რომ ყველა ეტაპი დასრულდა, კაცობრიობამ ყველა საფეხური გამოიარა, დადგა ბოლო ჟამი და მხოლოდ იესო ქრისტეს მოსმენით შეიძლება ადამიანმა ფერი იცვალოს.

ღმერთის პირიდან გამოსული სიტყვა ქრისტიანს იმის შესახებ აძლევს ცოდნას, რასაც იქმს იესო ქრისტე. მორწმუნემ იცის, რომ სულიწმინდის მადლით თვითონაც იგივე უნდა აკეთოს, რასაც ძე იქმს და რადგან მამა და ძე ერთნი არიან, ჭეშმარიტი ქრისტიანიც იმასვე იქმს - რასაც მამა. უფალი ბრძანებს: "ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. ეს თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ" (იოან. 7:38-39). ამ შესაძლებლობის ამსახველი ფერისცვალების სახილველად განამზადა უფალმა თავისი მოწაფეები.

ყველა სულითა და წყლით დაბადებული, ვინც ზრუნავს ტაძრის სიწმინდეზე, იკვებება ზეციდან ჩამოსული პურით, ყურადღებით ისმენს და სწავლობს ღვთის სიტყვას, მარხვასა და ლოცვაში იხილავს ფერისცვალებას. მოციქულებმა ეს ჭეშმარიტება როგორც იუდეველებს, ისე წარმართებს უქადაგეს, ამ ჭეშმარიტებას ეკლესია დღესაც ქადაგებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat