ფერისცვალება
 ფერისცვალება
არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი
როგორც სხვა ყველა მიწიერის, ადამიანის დაპურებაც ხრწნადი საკვებით ხდება. მაგრამ თუ ნათლისღებიდან ფერისცვალებამდე განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით , დავინახავთ, რომ უფალი თავის მორწმუნეებს განსხვავებულ საზრდოზე მიუთითებს. ნათლისღების შემდეგ, იესომ უდაბნოში ორმოცი დღე იმარხულა. "მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ". "ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (მათ. 4:3-4). შემდეგ მაცხოვარმა დედის თხოვნით, კანაში სასწაული მოახდინა და წყალი ღვინოდ აქცია. "ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი" (იოან. 2:11). ამასთან, კანას მაგალითიდან ვხედავთ, რომ უფლისათვის ქვების პურად გადაქცევა არანაირი სირთულე არ იქნებოდა. თვალსაჩინო გახდა ქრისტიანული ცხოვრების ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი უწინარესად ღმერთის სიტყვით უნდა საზრდოობდეს და სულის გამოკვებისათვის ზრუნავდეს, ხოლო სხეული, ღვთის მიერ დადგენილი კანონების შესაბამისად, თავისთავად გამოიკვებება.

მეორე საკითხი, რომელსაც იესო ქრისტე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ტაძარი, ანუ ღვთის სახლია. კანას შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც უფალი თავის პირველ მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ავიდა: "ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად" (იოან. 2:13-17). ეს იყო ღმერთის სახლის სიწმინდისათვის ბრძოლის მაგალითი. ამ ეპიზოდში, უფალი ბრძანებს: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას" (იოან. 2:19). ამით უფალი გვასწავლის, რომ ყოველი ქრისტიანი საკუთარ სხეულს, ღვთის ტაძრად უნდა შეიგრძნობდეს. იესო ქრისტე ერთი მხრივ, მოგვიწოდებს ტაძარი ყოველგვარი ვაჭრული ურთიერთობისგან გავათავისუფლოთ, ხოლო მეორე მხრივ, გვასწავლის, რომ ქრისტიანს თავისი სხეული ტაძრად უნდა მიაჩნდეს და მის სიწმინდეზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს. ფერისცვალების დროს პეტრემ, იოანემ და იაკობმა მაცხოვრის სრულიად წმინდა სხეული იხილეს.

სინედრიონის წევრისათვის ძნელად მისაწვდომი სწავლება
სინედრიონის ერთ-ერთი ფარისეველი წევრი იესო ქრისტესთან მის სწავლებაში გარკვევის მიზნით, ღამით, ფარულად მივიდა. მაცხოვარმა თავად ამოიცნო რა აინტერესებდა ისრაელის მოძღვარს და ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე პირდაპირ, ერთმნიშვნელოვნად მიუგო: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოან. 3:3). ცათა სასუფევლის მაძიებელი ნიკოდიმე ვერ გაერკვა რას ნიშნავდა მეორედ დაბადება და მაცხოვარმა განუმარტა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში". ამბერკი ტაუშევი წერს: მაშინდელი ფარისეველი საკუთარ პიროვნებას სახელმწიფოს პარტიკულარული - გამორჩეული ნაწილის წარმომადგენლად აღიქვამდა. ფარისეველს მიაჩნდა, რადგან იუდეველთა მთავარი და სინედრიონის წევრი იყო, ცათა სასუფეველში შესვლა ერთმნიშვნელოვნად ეკუთვნოდა. ამასთან, იუდეველები მესიის მოსვლას მიწიერი პრობლემების მოგვარებასთან აკავშირებდნენ და მესიას დავითის მსგავს ძლიერ მიწიერ მეფედ მიიჩნევდნენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ნიკოდიმემ მეორედ დაბადება ჩვეულებრივ შობად ჩათვალა და მოხუცი კაცისათვის ეს წარმოუდგენლად მიიჩნია. მაცხოვარმა ისრაელის მოძღვრის სულიერად დაბადების საკითხში გარკვევისათვის, ქარის ქმედების ანალოგია გამოიყენა და ნიკოდიმეს ასე უპასუხა: "ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც" (იოან. 3:6-8). მაგრამ ნიკოდიმესათვის, დრომდე, მიუწვდომელი დარჩა მაცხოვრის სწავლების შინაარსი. უფალმა ნიკოდიმეს ფიქრებს უპასუხა და მისი გაუგებრობის მიზეზი ასე ახსნა: "თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას? არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (იოან. 3:12-13). ამრიგად, უფალმა ნიკოდიმეს განკაცებული ღმერთის, რწმენის მნიშვნელობაზე მიანიშნა და შემდეგ მაცხოვარი ისრაელის მოძღვარს გამომხსნელი მსხვერპლისა და იმ დიდი სიყვარულის შესახებ ესაუბრა, რომლითაც "შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა... რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 3:16). მაცხოვრის საუბრებმა და ცხოვრებამ ნიკოდიმეზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, იგი მას ჯერ სინედრიონის წინაშე გამოესარჩლა (იოან. 7:51), მოგვიანებით კი, იესოს დასაკრძალად "მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა" (იოან. 19:39). ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკოდიმემ მიიღო საზრდოდ ღმერთის პირიდან გამომავალი სიტყვა (მათ. 4:4) და გზა სასუფევლისაკენ, ანუ ის, რისთვისაც ებრაელების მოძღვარი მაცხოვართან მივიდა, სწორედ ეს არის.

ქრისტიანის საჭმელი ღვთის ნებისა და საქმის აღსრულებაა
იუდეადან გალილეაში მიმავალ მაცხოვარს სამარია უნდა გაევლო. სამარიელები მოსეს რჯულს აღიარებდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველთა წიგნებზე და გადმოცემაზე უარს აცხადებდნენ, ამიტომ ებრაელები მათ უფრო დიდ მკრეხელებად მიიჩნევდნენ, ვიდრე წარმართებს. იქნებოდა ექვსი საათი (ჩვენი დროით - შუადღე), როდესაც გზად მიმავალი დამაშვრალი იესო სამარიის ქალაქ სიქარის შორიახლოს იაკობის ჭასთან ჩამოჯდა, ხოლო მოწაფეები საკვების საყიდლად ქალაქში წავიდნენ. ჭიდან წყლის ამოსაღებად სამარიელი ქალი მივიდა და უთხრა მას იესომ წყალი დამალევინეო. ქალმა გაიკვირვა, რადგან იუდეველებს სამარიელებთან საერთო არაფერი ჰქონდათ. "მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ" (იოან. 4:10). დასაწყისში ქალს მოეჩვენა, რომ იესო ჭის ფსკერზე გამდინარე წყალზე საუბრობდა, მაგრამ შემდეგ, მაცხოვარმა განუმარტა: "ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (იოან. 4:13-14). საბოლოოდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამარიელმა ქალმა დაინახა, როგორ ცხადად ჭვრეტდა იესო მთელ მის ცხოვრებას, მიხვდა, რომ უფალი მას მიწიერ საკითხებზე არ ელაპარაკებოდა. მაცხოვარმა ქალს განუმარტა, რომ ღვთის მიერ მოწოდებული სულიერ საზრდოსთან ზიარებულისათვის, ადამიანური ხრწნადი მოთხოვნილებები თავის ძალას საბოლოოდ კარგავს და სულიერი მადლით აღვსილი სხეული სიკეთის წყაროდ გადაიქცევა. ადამიანში სულიწმინდა მკვიდრდება, მისი ჩვეულებრივი ხრწნადი ბუნება ფერს იცვლის და ცათა სასუფევლისთვის განემზადება, ანუ მწიფდება. ამ მოვლენის წინაპირობა კი ის არის, რომ: ღმერთი სულია და დადგა დრო, "როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს" (იოან. 4:23-24).

"ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ" (იოან. 4:25). იესომ სამარიელ ქალს ის გაუმხილა, რაც ჯერ მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის ქადაგებიდან იყო ცნობილი: "მიუგო მას (სამარიელ ქალს (რ.ჩ)) იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე" (იოან. 4:25-26). აღფრთოვანებული ქალი ქალაქში გაიქცა რათა ხალხისთვის ეთქვა: "მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?" (იოან. 4:29). სანოვაგის მოსატანად წასული მოწაფეები დაბრუნდნენ და საჭმელი მოიტანეს, სთხოვეს იესოს: "რაბი, ჭამე! იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი?" (იოან. 4:31-33). ამასობაში ქალაქიდან გამოსული ხალხი იესოს უახლოვდებოდა. უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს: "ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოან. 4:34) და იმ დღეებში ქალაქის ბევრმა მკვიდრმა ირწმუნა.

ხრწნადი საზრდოს მაძიებლები, რომლებმაც საუკუნო სიცოცხლის საზრდო არ იციან
ახლოვდებოდა მაცხოვრის მოღვაწეობის დაწყებიდან მესამე პასექი. გავრცელდა ცნობა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის შესახებ, ამიტომ უფალმა მოწაფეებთან ერთად გალილეა დატოვა და ტიბერიადის ტბის გაღმა ნაპირზე, ბეთსაიდას მიდამოებში გადავიდა. "მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით" (მარკ. 6:33). როდესაც მაცხოვარმა ხალხის სიმრავლე იხილა, შეეცოდა ისინი და მათი სწავლება დაიწყო (მარკ. 6:34), მოუყვა მათ ცათა სასუფევლის შესახებ (ლუკ. 9:11) და მრავალი განკურნა (მათ. 14:14). შემდეგ უფალმა მადლი შესწირა და 5000 კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა, ხუთი პურითა და ორი თევზით გამოკვება. დარჩენილი პურებიდან 12 კალათი აგროვდა. მეორე დღეს "ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა" (იოან. 6:23), მაგრამ იესო იქ აღარ დახვდათ. როდესაც მიაგნეს, ხალხს უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი" (იოან. 6:26-27). "მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?"

ღმერთის საქმე ის არის, რომ მისი ძე იწამო
ამ ამბების შემდეგ საჭიროა თვალი იმ უდიდესი მნიშვნელობის საუბარს გავადევნოთ, რომელიც იესო ქრისტემ საკუთარი პიროვნების, როგორც ზეციდან ჩამოსული პურის და მისი სისხლისა და ხორცის მოზიარის, უკუნისამდე სიცოცხლის შესახებ წამოიწყო. საუბარში მაცხოვარი ხაზს უსვამს, რომ ხალხმა სასწაული დაინახა, მაგრამ ნანახის არსი ვერ შეიცნო. უფალი ბრძანებს: "იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ", ანუ ხალხმა ხუთი პურით და ორი თევზით რამდენიმე ათასი ადამიანის დაპურება იხილა, მაგრამ მაცხოვრის ძებნა იმის გამო კი არ დაიწყო, რომ ამ სასწაულში მათთვის მთავარი - ღვთის მადლი იყო, არამედ იმის გამო, რათა იესო გაემეფებინათ და მესიის მობრძანება საკუთარი მიწიერი ინტერესების განხორციელებისათვის გამოეყენებინათ. ხალხმა მაცხოვარის ძალაში ყოველდღიური უზრუნველყოფილი ცხოვრების პერსპექტივა დაინახა: "და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს" (იოან. 6:35) - ამ ეპიზოდის შესახებ არქიეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი წერს: უფლის ეს მითითება ყოველ იმ ადამიანს ეხება, რომელიც ქრისტიანობაში მხოლოდ ამქვეყნიური დროებითი ცხოვრების კეთილმოწყობის საშუალებას ხედავს.

"მე ვარ პური სიცოცხლისა" - ბრძანებს უფალი; და ეს არ არის უსულო მანანი, რომლითაც ისრაელი უდაბნოში იკვებებოდა. მანანი მხოლოდ სხეულს კვებავდა, ხოლო ჭეშმარიტი პური, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა, სულს კვებავს და ადამიანს მარადიული ცხოვრებისათვის ასაზრდოებს. ეს პური თავად იესო ქრისტეა. შემდეგ მაცხოვარი აზრს უფრო მეტად აკონკრეტებს და დასძენს: "პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის... ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იოან. 6:51; 53). ამ სიტყვებში მაცხოვრის მიერ გოლგოთაზე კაცობრიობის გამოსახსნელად გაღებული მსხვერპლიც, ეკლესიური ცხოვრებაც და ევქარისტიაც იგულისხმება.

ამასთან, ჭეშმარიტ სიცოცხლეში დამკვიდრებისათვის მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი, მორწმუნე მაცხოვარში უნდა დამკვიდრდეს - უფალი ბრძანებს: "... ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში" (იოან. 6:56). ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო მსმენელთათვის, რომ "ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?", "ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდუნებთ თქვენ?" (იოან. 6:61). აქ მაცხოვარი გულისხმობს, რომ მოწაფეებს უფრო ბევრად დაუჯერებელი და მძიმე სახილველი: ცილისწამება, ლანძღვა, წამება და ჯვარცმა ელოდათ. ანდა, როგორ მიიღებთ იმას, "თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო?" (იოან. 6:62), ანუ შეიძლება დაინახონ მაცხოვრის ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა და ამაღლება, მაგრამ მომხდარი მათ გულებს არ შეეხოს, არ ირწმუნონ და მათი გამოხსნა არ განხორციელდეს. უფალი ბრძანებს: "ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს" (იოან. 6:40). შემდეგ, იმისათვის, რათა ნათქვამი უფრო ადვილად გასაგები გახდეს, უფალი განმარტავს, რომ მისი სიტყვები მატერიალური და მომხმარებლური თვალსაზრისით არ უნდა იქნეს გაგებული: "სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე, მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი" (იოან. 6:63-64). და მართლაც, "ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას" (იოან. 6:66). როდესაც უფალმა ბრძანა: "სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები", უფალი საკუთარ ხორცს კი არ გულისხმობდა, არამედ იმათ სხეულს, ვისაც მისი სიტყვები მხოლოდ ხორციელად და გრძნობითად შეუძლია გაიგოს. ეს კი ნიშნავს, უყურებდე საგანს და იმაზე ფიქრობდე, როგორ დაიკმაყოფილო საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილებები, ანუ ცხოვრებას მხოლოდ ფიზიკურად, როგორც მომხმარებელი შეიგრძნობდე. მაგრამ ეს არ არის ადამიანის ხედვა. ადამიანი შინაგანი სულიერი თვალით უნდა ხედავდეს, ის საგანში დაუნჯებულ იდუმალებას უნდა ჭვრეტდეს და ეს იქნება სინამდვილის სულიერი აღქმა (იოანე ოქროპირი). თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აქ ღვთაებრივი სულისგან გამიჯნულ იესოს სხეულის შესახებ არის საუბარი, მას უნდა ესმოდეს, რომ მაცხოვრის ასეთი ხორცი ცხოველმყოფელი ვერ იქნება, - აგრძელებს იოანე ოქროპირის აზრს არქიეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი. ამიტომ ნათელია, რომ იესო ქრისტე საკუთარ ხორცზე საუბრის დროს, მისი ღვთაებრივი სულისა და კაცობრივი სხეულის ერთიანობას გულისხმობს. ამგვარი სხეულისა და ახალი საჭმელის, მოწიფული სულიერი ნაყოფის, ანუ ფერისცვალების ხილვისათვის ამზადებდა უფალი თავის მოწაფეებს! და დღესაც ამ სისხლსა და ხორცს აზიარებს ეკლესია მორწმუნეებს!

კლდე, რომელმაც წაიბორძიკა
ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ისტორიაში მოწაფეები რამდენიმე უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, რომელთაგან ყველაზე ძნელად მისაღები და დაუჯერებელი ის იყო, რაც მათ მაცხოვარმა საკუთარი სიკვდილის შესახებ აუწყა: იესო "უნდა წასულიყო იერუსალემს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს" (მათ. 16:21). მით უმეტეს, ეს მას შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, რაც პეტრემ მამა ღმერთის ნებით, ცნო და აღიარა მაცხოვარი: "შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა" (მათ. 16:16). ეს იყო უდიდესი აღიარება – როდესაც პეტრემ ადამიანში ღმერთი დაინახა! ანუ მოხდა ის, რისთვისაც უფალმა ხორცი შეისხა. ამ მოვლენის შემდეგ უფლის პირველ აღმსარებელ პეტრეს, ეკლესიის აღმშენებლობაში იესო ქრისტემ კონკრეტული ფუნქცია მიანიჭა და შესაბამის ღვაწლზე აკურთხა: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც" (მათ. 16:18-19).

მოციქულთა შორის ღვთის შემეცნების საქმეში, თითქოს პეტრე დაწინაურდა, მაგრამ როგორც ახალფეხადგმულმა ჩვილმა, პირველმა მანვე წაიბორძიკა: "შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!" (მათ. 16:22) - ჯვარცმისგან განრიდება მოუწოდა პეტრემ იესოს. პეტრე თავიდან ვერ მიხვდა, რომ მას შემდეგ რაც იესოში ღმერთი იხილა, მხოლოდ გულითადი - წმინდა ადამიანური სიყვარული აღარ იყო საკმარისი (1 მეფ. 13:14), აღარც იესოს მხოლოდ გონებით (3 მეფ. 3:9), ანდა მხოლოდ სულით შეყვარება კმაროდა (3 მეფ. 19:13). დადგა დრო, როდესაც უფალი აღმსარებლისგან არა მხოლოდ რწმენას, არამედ ღმერთის საქმეზე ფიქრს, ღმერთთან შეგნებულ თანაქმედებას, მისი ნების უყოყმანოდ გათავისებას და აღსრულებას მოელის. მოგვიანებით იესო ქრისტე ასე ხსნის ურთიერთდამოკიდებულების ამ ახალ საფეხურს: "უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან" (იოან. 15:15). ვინც ამ ეტაპზე სხვაგვარად ფიქრობს და იღწვის, უფალი მას ასე მიმართავს: "გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმრთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას" (მათ. 16:23). ასეთი აღმოჩნდა მაცხოვრის მიერ უკვე მოციქულად აღიარებული პეტრეს პირველი მწარე გაკვეთილი, რომელიც თავის ახალ მისიასთან ერთად იმის გამო მიიღო, რომ მან ჯვარცმაში და იესოს სიკვდილში მხოლოდ იუდეველთა მიერ განხორციელებული უსამართლობა დაინახა და კაცთათვის გაღებული ნებაყოფლობითი ღვთაებრივი მსხვერპლის მნიშვნელობა ვერ განჭვრიტა. მაგრამ პეტრესადმი გამოთქმული საყვედური, მაცხოვრის ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ სატანის მიმართ ქრისტეს მიერ წარმოთქმული სიტყვების: "გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე" (მათ. 4:10) ანალოგიად არ უნდა მივიჩნიოთ. ერთ შემთხვევაში სატანა მიზანმიმართულად ცდილობს იესოს ცთუნებას, ხოლო მეორეში, საქმე ადამიანურ შეცდომასთანა გვაქვს. პეტრეს შეცდომა ტრადიციული ადამიანური მსოფლმხედველობით იყო ნაკარნახევი. საერთოდ, წმინდა პეტრე, თავისი ყოველი მარცხით, ჩვენს შესაძლო შეცდომებზე მიგვითითებს და გვასწავლის, რომ ჩვენი ქრისტიანობა ასეთი შეცდომებით არ მთავრდება. დაცემას - წამოდგომა უნდა მოჰყვეს.

როგორც აღინიშნა, დასაწყისში პეტრე ვერ შეწვდა მაცხოვრის ჯვარცმის ჭეშმარიტ შინაარსს, ანდა ვის შეეძლო შეეცნო, რომ ჯვარცმას, სიკვდილის სიკვდილით დამთრგუნველი აღდგომა უნდა მოჰყოლოდა და რომ ეს იყო ადამის ცოდვიდან, კაცობრიობის გამოხსნის ერთადერთი საშუალება. მეორე მხრივ, ადვილი არ იყო იმის მიხვედრა, რომ განკაცებული უფლის მიმართ, მხოლოდ მორჩილების ეტაპი მოწაფეებისთვის დასრულებული იყო. დაიწყო ახალი, დამოუკიდებელი ქრისტიანული ცხოვრება, რომლის დროსაც საჭიროა მორწმუნე თავისი ბუნების ღვთაებრივი სულიერი საზრდოთი აღვსებასა და ღვთის ნების საკუთარ ნებასთან გაიგივებაზე ზრუნავდეს; განუდგეს საკუთარ თავს, აღიღოს თავისი ჯვარი და გაჰყვეს უფალს. (მათ. 16:21-28; მარკ. 8:31-38, 9:1; ლუკ. 9:22-27).
გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat