სამებობა - სიყვარულის დღესასწაული
სამებობა - სიყვარულის დღესასწაული
უფალია თავად სიყვარული
"დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა", - ეს სიტყვები მუდმივად მეორდება ეკლესიაში. "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", - ღაღადებს მღვდელმსახური საღვთო ლიტურგიის დაწყებისას.

რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ყოვლადწმინდა სამების დოგმატს და რატომ უნდა გვწამდეს ეს ღრმა საიდუმლო უპირობოდ, რა დამოკიდებულება არსებობს ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მე-9 საავადმყოფოსთან არსებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.). სრულყოფილმა ღმერთმა გამოგვიცხადა თავისი არსის ერთიანობისა და სამგვაროვნების შესახებ. ამასთან, ადამიანს თავისი განსჯისა და მსჯელობის შედეგად შეუძლია მივიდეს ღმერთის ამა თუ იმ თვისების აღიარებამდე (მაგ: უხილავობა, უცვლელობა და ა.შ.), ანუ იქამდე, რომ ღმერთი ერთია. თუმცა ადამიანისგან იმის შეცნობა, რომ ერთი ღმერთი სამპიროვანია, და რას წარმოადგენენ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, ყოვლად წარმოუდგენელია. ამიტომ წმინდა წერილში სამების არსის განმარტება კი არ გვაქვს, არამედ მხოლოდ მითითებაა სამპიროვან ღმერთში მამის, ძისა და სულიწმიდის არსებობის შესახებ. ხოლო განმარტების არარსებობა ადვილად აიხსნება ორი მარტივი მიზეზით: პირველი, რომ ბუნებაში არ არსებობს წმინდა სამების ამსახველი ზუსტი ანალოგი და მეორე - ადამიანის ენას არ შეუძლია მისი მნიშვნელობის გადმოცემა.

წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "სამებაზე მსჯელობისას ჩვენთვის საკმარისია ვაღიაროთ ის სახელები, რომლებიც საღვთო წერილიდან ვიცით და ამასთანავე, ყოველთვის უნდა ვერიდოთ სიახლეთა შემოღებას, რამეთუ ჩვენი ხსნა - ცხონება სახელების გამოგონებაში კი არ მდგომარეობს, არამედ ღმერთის სწორ, მართალ აღიარებაში, რაც რწმენით გაგვითავისებია".

"შეუძლებელია, ესოდენ ამოუცნობი, ყველაფრისგან განსხვავებული, ყველაფერზე აღმატებული, ყველაზე ამაღლებული მოძღვრება უსწავლელ მეთევზეებს შეექმნათ. ამიტომ წმინდა სამების დოგმატის არამიწიერი წარმომავლობა აშკარაა. იგი ქრისტიანობის ჭეშმარიტების დამამტკიცებელი ერთ-ერთი ობიექტური არგუმენტია და ამის უარყოფა შეუძლებელია".

"ღვთის ჭეშმარიტი შეცნობა, ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოში ბოლომდე შეღწევა ჩვენ არ შეგვიძლია. თუ კაცის გული დროებით მაინც აღინთება წმინდა სიყვარულით, სრულად მაინც ვერ დაიტევს ღვთაებრივი სიყვარულის მარადის გაუნელებლად მოგიზგიზე ალს. ღმერთი გულით შეიცნობა იმიტომ, რომ გულით შეიცნობა სიყვარული. მაგრამ თუკი გულს არ ძალუძს ბოლომდე დაიტიოს და შეიცნოს ღვთაებრივი სიყვარული, მით უფრო ვერ შეძლებს ამას გონება; იგი ერკვევა მხოლოდ იმაში, რაშიც უკვე დარწმუნდა გული, და თუკი მაინც რაიმე ვიცით ღმერთის შესახებ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ განგვეცხადება ხოლმე. ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ საღვთო განცხადებიდან, რაც არის ღვთაებრივი სიყვარულის გამოსხივება, მისი სინათლე", - ბრძანებს ეპისკოპოსი ალექსანდრე.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა სამების სწორად აღიარებას?

- წმინდა სამების სწორად აღიარების მნიშვნელობას თავად ეკლესიის ისტორია მოგვითხრობს. თუ გადავხედავთ წარსულს, აშკარად ნათელი გახდება, რომ ყველაზე დაძაბული ბრძოლები სწორედ სამების დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა. საბოლოო ჯამში, მართლმადიდებლობამ კი დაიცვა თავისი სიმართლე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი, ვინც რაიმე ცვლილება შეიტანა წმინდა სამების დოგმატში, დღეს მართლმადიდებლობის გარეთ დგანან და მოკლებული არიან იმ საღვთო მადლს, რომელიც ასე უხვად გადმოედინება ჩვენს ეკლესიაზე.

- ერთ ღმერთს მრავალი სცემს თაყვანს, კერძოდ, იუდეველნი და მაჰმადიანები, მაგრამ ყოვლადწმინდა სამება ღმერთს - მხოლოდ ქრისტიანები...

- ესაა სწორედ ქრისტიანთა დიდი უპირატესობა. ქრისტიანობას ყველა მონოთეისტურ რელიგიას (იუდაიზმი და ისლამი) შორის გამორჩეული ადგილი აქვს. ის საიდუმლო, რომ ღმერთი თუმცა ერთია, მაგრამ სამპიროვანია, განგვიცხადა იესო ქრისტემ. მან განვიცხადა ისიც, რომ "ღმერთი სიყვარული არს" (1 იოანე 4,8). ერთი დიდი საიდუმლო მეორესთან მიახლებაში გვეხმარება: ღმერთი სიყვარულია იმიტომ, რომ იგი სამპიროვანია; და ღმერთი სამპიროვანია იმიტომ, რომ იგი სიყვარულია.

არასრულყოფილი ადამიანური სიყვარულიც კი აკავშირებს ადამიანებს თითქოსდა ერთ არსებად, მაგალითად, მეუღლეებს, ოჯახს, მეგობრებს. ადამიანების მიმართ ეს - უფრო სიტყვებია, ვიდრე სინამდვილე. მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული უზომოა და ამიტომაც ყოვლადწმინდა სამების პირნი, მათი ურთიერთსიყვარულის ყოვლისშემძლეობის ძალით, მართლაც, ერთი ღმერთია, ერთი არსისა და ერთი სიცოცხლის მქონე.

- რით გამოიხატება წმინდა სამების სრულყოფილი ერთობა?

- ღმერთი სამება სრულყოფილი ერთობაა სიყვარულში. ადამიანები, რომელთაც ერთპიროვანი ღმერთი სწამთ, წარმოიდგენენ მას როგორც მკაცრსა და დესპოტურს. ღმერთი რომ ეული ყოფილიყო, საიდან ჩაისახებოდა მასში სიყვარული? სიყვარული იქაა, სადაც არის ის, ვისაც უნდა უყვარდეს და ვინც უნდა უყვარდეთ. და სიყვარულიც მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო სრულყოფილნი არიან ისინი, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ. ყოვლადწმინდა სამებაში კი როგორც ის, ვისაც უყვარს, ასევე ისიც, ვინც უყვარს, თავად სრულყოფილებაა, რადგანაც ყოვლადწმინდა სამების ყოველი პირი ღმერთია. მამაც ღმერთია, ძეც ღმერთია და სულიწმინდაც ღმერთია. ყოვლადწმინდა სამებას შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე სრულყოფილი ერთობა სიყვარულში, ანუ სიყვარულის კავშირი, იმიტომ, რომ სრულყოფილნი არიან მოყვარულნი და სრულყოფილია მათი სიყვარულიც.

- ახლა ვისაუბროთ თავისთავადობის, ანუ იმის შესახებ, თუ რა განმასხვავებელი თვისებები გააჩნიათ წმინდა სამების პირებს.

- სამების პირები ყველაფრით მსგავსნი არიან, გარდა მყოფობის გვარისა (ანუ წარმომავლობისა - არაეკლესიური ტერმინით). კერძოდ: მამა უშობელია, ე.ი. უმიზეზოა, რადგან არავისგან არ არის. ძე შობილია მამისაგან, ე.ი. მიზეზობრივია. სულიწმინდა გამომავალია მამისაგან, ე.ი. მიზეზობრივია. მამა ღმერთის უშობელობა მის მარადიულობაზე მეტყველებს. მაგრამ ვიცით, რომ ჰიპოსტასები სხვა ყველაფრით მსგავსნი არიან, გარდა მყოფობის გვარისა, ე.ი. ძე ღმერთიც და სულიწმინდა ღმერთიც მარადიულია. მაშინ, რით აიხსნება ძის შობილობა ან სულიწმინდის გამომავლობა, რაც დროში მომხდარ მოვლენას მოგვაგონებს? საკმაოდ მარტივად, გამომდინარე იქიდან, რომ სამპიროვანი ღმერთია დროის შემქმნელი, ისევე როგორც ყოველივესი, შესაბამისად, დროის მიღმაც არსებობდა იგი. ამავე დროს, თუ მამა ღმერთის მარადიულობა და უცვლელობა ეჭვს არ იწვევს, ასევე უნდა იყოს ძე ღმერთიც, რადგან თუ ძე ღმერთი დროში იშვა, ე.ი. ყოფილა დრო, როდესაც მამა ღმერთი არ იყო მამა ღმერთი, რაც აბსურდია. იგივე ითქმის სულიწმინდაზეც. ამიტომაც, როდესაც ძის შობადობა და სულიწმინდის გამოსვლადობა გვესმის, ეს დროში კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, არამედ უდროობაში. რადგან დროში მოქმედება ჩვენი ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და არა ღვთაებრივისა და ზებუნებრივისთვის.

- რას ნიშნავს სამების პირთა თანასწორობა?

KARIBCHE


- სამების პირთაგან ყველა თანასწორია. მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ნება, ერთი უფლება და ერთი პატივი აქვთ. არ არსებობს მათ შორის პირველი, მეორე ან მესამე. რაც მამას ნებავს, იგივე ნებავს ძესაც და სულიწმინდასაც. სადაც მამაა, იქაა ძეც და სულიწმინდაც, სადაც ძეა, იქაა მამაც და სულიწმინდაც, დაბოლოს, სადაც სულიწმინდაა, იქაა მამაც და ძეც. ასე რომ, ის უთანხმოება, რომელიც სამების დოგმატს ეხებოდა, ძირითადად, სამების პირთა თანასწორობის საკითხს მოიცავდა. კერძოდ, ზოგი მიმდინარეობა მამა ღმერთთან მიმართებით ძე ღმერთს აკნინებდა, ზოგი - სულიწმინდას, ზოგი - ორივე პირს ერთად. ანუ, ძირითადად, ხდებოდა მამა ღმერთის უპირატესობის აქცენტირება, რის გამოც, ბუნებრივია, ირღვევა სამების პირთა თანასწორობაზე სწავლება, რაც მსოფლიო კრებების მიერ არის დამოწმებული და რაშიც ეჭვის შეტანა ან, მით უმეტეს, ცვლილებებისა ყოვლად დაუშვებელია. რადგან ღმერთი ერთია, მის შესახებ ჭეშმარიტებაც ერთია. ცრუ სწავლება კი ცრუ ღმერთამდე მიგვიყვანს. სიცრუე ღმერთმა ყველას გვაშოროს. მართლმადიდებლური ჭეშმარიტება კი განაგრძობს სამების შესახებ საუბარს: მამაშია ძე და სულიწმინდა, ძეშია მამა და სულიწმინდა, ხოლო სულიწმინდაშია მამა და ძე. ისინი ერთ არსებას ქმნიან ერთმანეთში ყოფნისას. თუმცა ამით ერთმანეთში როდი ირევიან, არამედ თითოეული პირი თავისთავადობას ინარჩუნებს, ანუ როგორც მართლმადიდებული ღვთისმეტყველება გვასწავლის: შეურევნელად შეერთებულნი და განუყოფლად განყოფილნი.

- აქვე შევეხოთ იმასაც, თუ რაში მდგომარეობდა არიოზის ერესი ანუ მწვალებლობა და რა გამოიწვია მან.

- არიოზი იყო მღვდელი, რომელიც ცხოვრობდა მე-4 საუკუნეში. იგი ასწავლიდა, რომ ძე ღვთისა მამასავით დაუსაბამო კი არ არის, არამედ განსაკუთრებული უმაღლესი ქმნილებაა. ის ფიქრობდა, რომ თუკი ძე ღვთისა მამისაგან იშვა, მაშასადამე, იყო დრო, როცა ის არ იყო. მას არ შეეძლო წარმოედგინა, რომ თუკი მამა საუკუნითგან დაუსაბამოა, მაშინ ძესაც დასაბამად საუკუნითგან ჰყავს მამა. მამა იმიტომაც არის მარადიული, რომ მას მუდამ ჰყავს ძე. არიოზის სწავლებამ ხანგრძლივი საეკლესიო არეულობა გამოიწვია. წმინდა ათანასე დიდმა გვაჩვენა, - ღმერთი რომ შექმნილი ყოფილიყო, მაშინ იგი თავისი განკაცებით ჩვენს ხსნას ვერ შეძლებდა. თუ ღმერთი ვერ იქცა კაცად, ვერც კაცი შეძლებდა განღმრთობას, ვერ შეძლებდა ცხონებასა და ღმერთთან შეერთებას.

- ზოგჯერ წმინდა სამების საიდუმლოს ნათლად და თვალსაჩინოდ წარმოსადგენად ეკლესიის მამები მატერიალური ცხოვრებიდან ნასესხებ სახეებს მიმართავენ...

- მაგალითად, არსებობს ასეთი ანალოგია: ცეცხლი, მისგან წარმოშობილი სინათლე და გამომავალი სითბო. ეკლესიის მამები და ღვთისმეტყველნი სარგებლობდნენ აგრეთვე ისეთი სულიერ-სხეულებრივი სახეებითაც, როგორიცაა სუნთქვის შემწეობით სიტყვით გამოხატული და ბგერით გადმოცემული აზრი. ასევე ხე, რომლის ფესვები, ტოტები და ნაყოფი ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფრით ვიპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებებს გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე".

მართალია, ამ მაგალითებით წმინდა სამების საიდუმლოს ვერ ჩავწვდით, მაგრამ ალბათ შეიძლება დარწმუნება იმაში, რომ თუკი ღვთის მიერ შექმნილი ქმნილება შეიძლება იყოს ერთსა და იმავე დროს სამსახოვანი, მით უმეტეს, თავად ღვთის ბუნებისთვის რატომ არის ეს წარმოუდგენელი ან შეუძლებელი?

- სამების დოგმატის ღვთაებრივი განცხადების რა მაგალითები არსებობს წმინდა წერილში?

- წმინდა სამების შესახებ ბიბლიაში მრავალ ადგილზეა საუბარი. ძველი აღთქმა: "და თქვა ღმერთმან: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად" (დაბ. 1,24). აქ მრავლობითი რიცხვი იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.

წმინდა სამების წინასახეებს ვხვდებით ბიბლიაში სხვა ადგილზეც. კერძოდ, ძველი აღთქმა, დაბადება, თავი 1:

1. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.

1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბესსა, ჯდა რაი იგი კართა თანა კარვისა თვისისათა შუადღე.

2. თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.

2. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაი, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თვისისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.

ასევე სამი ყმის - აზარიას, ანანიას და მისაილის შემთხვევა გავიხსენოთ თუნდაც, რომლებიც ცეცხლის ალში იყვნენ გახვეულნი და არ იწვოდნენ, რადგან ანგელოზი განაგრილებდა მათ. ახალ აღთქმაში ზუსტად არის გადმოცემული სამების ჭეშმარიტება. აი, ერთ-ერთი მათგანი: "ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით" (მათ. 28,19).

- წმინდა სერაფიმე საროველი წერდა: "რომ გქონდეს შეხედულება წმინდა სამებაზე, უნდა სთხოვო ამის შესახებ ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს. მათი შუამდგომლობით შეიძლება ადამიანმა წმინდა სამებისგან მიიღოს ლოცვა-კურთხევა, ხოლო ჩვენ რომ პირდაპირ ვუჭვრიტოთ მას, არ შეიძლებაო". წმინდა სამების არსთან მიახლოებაში რამდენად ეხმარება ადამიანს ცხოვრების წესი?

- წმინდა სამების მრწამსში აღმოცენებული სულიერი ცხოვრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამების საიდუმლოს შეცნობა მხოლოდ ნაწილობრივაა შესაძლებელი და ეს მიზანი მხოლოდ ასკეტური შეუპოვრობით მიიღწევა. ვლადიმერ ლოსკი ბრძანებს: "პოფატური (ტერმინს მოგვიანებით განვმარტავთ) აღმასვლა გოლგოთაზე ამაღლებაა, ამიტომ წმინდა სამების საიდუმლომდე ამაღლება ვერც ერთი სახის სპეკულაციური ჭვრეტით ვერ მიიღწევა". წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა თავის პირველ სიტყვაში არიანელების წინააღმდეგ ქრისტიანული რწმენა განსაზღვრა როგორც შეუცვლელი, სრულყოფილი და ნეტარი სამების რწმენა. ვლადიმერ ლოსკი წერდა, რომ სწავლება სამების შესახებ "არა მხოლოდ საფუძველია, არამედ უმაღლესი მიზანია ღვთისმეტყველებისა, რადგან... წმინდა სამების არსის შეცნობა ღვთაებრივ ანუ თვით სამების ცხოვრებაში შეღწევას ნიშნავს"...

- როდესაც ქრისტიანობის არსსა და მნიშვნელობაზე ვიწყებთ საუბარს, მუდამ ჩნდება კითხვა - სულიერად რისთვის გვჭირდება მდგომარეობა, რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ, ან, საერთოდაც, რაში ეხმარება სიყვარული ქრისტიანს, გარდა იმისა, რომ ამას უფალი მცნებად გვიდებს?

- მცნებათაგან პირველი - გვიყვარდეს უფალი მთელი არსებით, უპირატესია, მაგრამ თავისი ღირსებითა და მნიშვნელობით არანაკლებია ახალი - მცნება მოყვასის სიყვარულისა, თუმცა უპრიანი იქნება, თუ ვიკითხავთ - მაინც რა არის სიყვარული? რაღა თქმა უნდა, ეს ადამიანის სულიერი განწყობილებაა და გაცნობიერება იმისა, თუ როგორ გამოვავლენთ მას უფლისადმი, მოყვასისა და მტრისადმი. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი თავის მოყვარული კაცი ეგოისტია, მაგრამ ეგოიზმი და საკუთარი ვინაობის სწორად შეცნობა ერთურთისგან დიდად განსხვავდება. თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ უფლის სიყვარული - ყველა სხვაზე აღმატებულია და ადამიანი მისით შეიმეცნებს ყოველგვარ სიყვარულს, რადგან უფალია თავად სიყვარული. მაგრამ როგორ უნდა გვიყვარდეს იგი, როგორ უნდა მივუახლოვოთ მას ჩვენი გული, ან როგორ გავატაროთ ეს სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში?

უფლის სიყვარული თავი და საწინდარია სწორი, სულიერი სიყვარულისა, რომელსაც მოყვასისადმი, მტრისა და საკუთარი თავისადმი სიყვარული უნდა დაემყაროს, თუმცა ბევრისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება უყვარდეს უფალი, რომელსაც ვერ ხედავს, მაგრამ სწორედ აქედან იწყება ჩვენი რელიგიური გრძნობების, ასე ვთქვათ, "ამუშავება". მართალია, უფალი უხილავია, სულია, მაგრამ რადგან მისი მოწოდება, მცნებები, ზნეობრივი ცხოვრება, კეთილშობილება, ქველმოქმედება გვესათნოება, ვაცნობიერებთ, რომ მისი სიყვარული აღმატებულია.

ხოლო უფალმა ერთ-ერთ უპირველეს მცნებად ერთურთის სიყვარული და თავის დადება დაგვიდო. ხომ ბრძანებს პავლე მოციქული, - ამგვარი სიქველე განაღმრთობს კაცს და ღმერთს მიამსგავსებსო, რადგან თავად უფალმა დადო თავი ჩვენთვის.

თუ მოყვასი გვიყვარს, მას შევეწევით კიდეც ყველაფერში. რაც უნდა დაცემული იყოს, ადამიანი მაინც ღვთის ხატებაა, ზოგჯერ, მართალია, ძლიერ შესვარული, მაგრამ მაინც უცხო მარგალიტი, რომელსაც პირველსახის დაბრუნება და განწმენდა ძალუძს. უფალმა თავისი წმინდა სისხლით გამოგვისყიდა და სწორედ ამიტომ უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, მტერიც და საკუთარი თავიც და აქვე გადის მიჯნა ეგოიზმსა და სიყვარულს შორის.

- უფალი ბრძანებს: ურთიერთი იმგვარად შეიყვარეთ, ვითარცა მე შეგიყვარეთ და სწორედ ამით გიცნობენ, რომ ჩემიანები ხართო...

- უფალი მოციქულებს და მათი მეშვეობით - ახალ ერს, ახალ ისრაელს და ყოველ ადამიანს სწორედ ამისკენ მოუწოდებს - ჩემიანებად მაშინ გიცნობენ, თუ ერთურთი გეყვარებათ, დაე, თქვენ შორის უპირველესი დანარჩენთა მსახური იყოს, პირველნი უკანასკნელნი გახდებიან, უკანასკნელნი კი პირველნიო... რას ნიშნავს ეს? ადამიანი ისევ და ისევ ღვთის სიყვარულით წარემატება - იმ სიყვარულით, რომელიც ჭეშმარიტებას შეიცნობს და არა მხოლოდ შეიცნობს, სწავლობს კიდეც. მაგრამ ცოდნა ერთია, ამ ყველაფრის წესად დადება კი სულ სხვა. უფალი პავლე მოციქულის პირით გვაუწყებს, - რჯული და წინასწარმეტყველება ერთ უმთავრეს მცნებათაგანს - სიყვარულს ეფუძნებაო.

თუ კაცი უფალს შეიყვარებს, სწორი სულიერი ორიენტირი უყალიბდება და ადვილად განარჩევს სიყვარულში შერეულ ბიწიერებას და ცოდვას. მრავალი, რომელიც ხორციელად სცოდავს და ხშირად გარყვნილი, გაუკუღმართებული ცხოვრებით ცხოვრობს, თავს იმით იმართლებს, - გვიყვარს და განა ამით რა შავდებაო?! თუმცა ამგვარი დაცემული, ბიწიერი მდგომარეობა მხოლოდ გარეგნულად წააგავს სიყვარულს.

სწორი სიყვარული - სწორის შემეცნებაა უფლისა და მისი მცნებებისა და ცხოვრების წარმართვა სათნოებებისა და განღმრთობისაკენ.

- რამდენად ისწავლება მოყვასის სიყვარული?

- თუ წმინდა მამებს დავესესხებით, ბოროტებას არ აქვს სუბსტანცია და იგი მხოლოდ სიკეთის ნაკლებობაა - მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სულს, არასწორი ცხოვრების წესის გამო, ნაცარი გადაეყრება და მასში ადგილი აღარ აქვს სიყვარულსა და მის ნიჭებს. მაინც რაში მდგომარეობს ეს ნიჭები? ადამიანი ღმერთს იმიტომაც ჰგავს, რომ არა მხოლოდ უკვდავი სული აქვს და მოაზროვნე არსებაა, არამედ - შემოქმედიცაა, რაშიც, უპირველესად, სიკეთის ქმნისა და სიყვარულის უნარი და მოთხოვნილება იგულისხმება. თუ ეს სულიერ სიხარულს ანიჭებს, შეუძლია თქვას, რომ მოსიყვარულე არსებაა, მაგრამ თუ ამისკენ სწრაფვას ვერ გრძნობს, მასში ნაკლები სიყვარულია, თუმცა მის შესაძენად შეუძლია იღვაწოს.

მამები ამბობენ, რომ სიყვარულს სწავლა უნდა. შეუძლებელია, ადამიანი თავიდანვე ბოროტ და უსიყვარულო არსებად იშვას; რადგან იგი ღვთის ხატებაა, ესე იგი, შეუძლია, უყვარდეს კიდეც. რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რა ატმოსფეროში აღიზრდება, როგორი ურთიერთობები ექნებათ მის მშობლებს და გარშემომყოფებს და როგორ ასწავლიან და განავითარებენ მის არსებაში სიყვარულს... თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა.

- როგორ ვლინდება სიყვარული სხვადასხვა ურთიერთობასა და საქმიანობაში, როდესაც ადამიანთა მიზანი უფლისკენ სვლაა?

- საკითხავია, ვლინდება კი? ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის გამოსავლენად. ძალზე ბევრ ადამიანსა და ოჯახს სურს უფლის სიყვარულზე დაამყაროს ურთიერთობა და ყოველი საქმე. ოჯახური ცხოვრება ავიღოთ: ხშირად იმის ნაცვლად, რომ უფლის სიყვარულით აღზარდონ და მოყვასის სიყვარული ასწავლონ, შვილებს მხოლოდ იმას ჩააგონებენ, როგორ მოიწყონ კარიერა, როგორ დააგროვონ ამქვეყნიური, მატერიალური დოვლათი და როგორ იქცნენ ყველაზე ძლიერ და გავლენიან პიროვნებებად, რაც არასწორია. ის, რაც წარსულში მთავარი და ღირებული იყო - სიყვარული, ზნეობა, პატიოსნება, უბიწოება... დღეს გაუფასურებულია. მაპატიეთ გამოთქმისთვის, ადამიანები ჯოგური პრინციპით სარგებლობენ: სადაც სხვაა, იქაც - მეო. მავანი კი ამბობს: უფალთან ყოფნაც კარგია, ეკლესიაც, მაგრამ ჯერ საამისოდ არ მცალია, საქმეები უნდა დავასრულო, პრობლემები მოვაგვარო და მერე მივალ ღმერთთანო, რაც დიდი სისუსტეა, რადგან ჯერ თუ უფალი ვერ ვიპოვეთ და ეკლესიას არ შევუერთდით, საქმეებში ვერ წარვემატებით. უპირველეს საქმედ სწორედ სულის გადარჩენასა და სულიერ ნიჭებს ვგულისხმობ. თუ ადამიანი მორწმუნე და კარგი ქრისტიანია, უფალი იპოვა და მასაა მიბარებული, მაშინ კარგი მშობელი, მეუღლე, მეოჯახე, მეგობარი და იმ ყველაფრის მოყვარულია, რაც ღმერთმა შექმნა. მრავალი წმინდა მამა აკეთებს აქცენტს ამგვარ ოჯახურ მდგომარეობაზე - სულიერი, მორწმუნე ადამიანების ერთობლივ ცხოვრებაზე. შეუძლებელია, ყველა მონაზონი და ბერი იყოს. ქვეყანა მაინც გამრავლებაზე დგას. როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს, სამყარო, რომელიც შობაზე დგას, წმინდაა, რაშიც ოჯახი იგულისხმება. ორი ადამიანის უფლისა და ურთიერთის სიყვარულზე დამყარებული თანაცხოვრება იმგვარი აღმატებული მდგომარეობაა, როგორსაც, შესაძლოა, ზოგმა ბერმა ან მონაზონმა (მიუხედავად იმისა, რომ ბერობა უფლის უდიდესი სიყვარული, ღვაწლი და თავდადებაა) ვერასოდეს მიაღწიოს.

მორწმუნე ყველაფერს სულიერი თვალით უყურებს - აანალიზებს, გრძნობასთან ერთად გონებასაც ეყრდნობა, შემწეობას, უპირველესად, უფალს გამოსთხოვს და მუდამ ეფიქრება, თუ რამდენად ესათნოება თავისი ცხოვრებით შემოქმედს.

- დრომ ადამიანებს შორის სიყვარული განაგრილა...

- ეს მხოლოდ ჩვენი დროის მახასიათებელი და პრობლემა არ გახლავთ; IV საუკუნის უდიდესი მამა, წმინდა იოანე ოქროპირი ერთ-ერთ წერილში ამბობს: ჩვენი დროის სატკივარი სიყვარულის განლევაა და აღარც სიტყვას მიაგებენ პატივსო. სხვაგან იმ ქრისტიანებსაც ეხება, რომლებიც ეკლესიის წევრნი კი არიან, მაგრამ სიყვარული ვერ შეიძინეს, ან, პირიქით, შეიძინეს. ჩვენს დროს მართლაც მეტი საცდური და გასაჭირი აქვს და თუ უფალს არ შევუდექით, მის სიმძიმეს ვერაფრით გავუძლებთ. თუნდაც მართალი იობი გავიხსენოთ, რომელსაც უდიდესი განსაცდელებისასაც კი უფლის სამდურავი სიტყვაც არ დაუძრავს და ძველი სიკეთე ისევ შეეძინა.

თუ ადამიანს ცოცხალი რწმენა და სიყვარული არ ექნება და საკუთარ ძალებს დაემყარება, ძალიან მალე დაეცემა და მცირე განსაცდელიც უფლის საყვედრებელს ამოათქმევინებს. კვლავ პავლე მოციქულის სიტყვა გავიხსენოთ: თუ ქრისტიანად ყოფნა გწადია, თავი განსაცდელთათვის განამზადეო. თუმცა ზოგს ჰგონია, რადგან ტაძარში მოვედი, დღეიდან ჩემი გზა ია-ვარდით მოიფინებაო, რაც არასწორია. ქრისტიანის ცხოვრება - განუწყვეტელი ბრძოლაა, რომლის გადატანასაც მუდმივი წვრთნა, უფლის დიდი მადლი და შემწეობა სჭირდება.

- როგორ შევიძინოთ სიყვარულის ნიჭი და მისი ნაყოფი?

- უპირველესად, დედაეკლესიას უნდა მივაშუროთ. თუ მოყვასის სიყვარულის სწავლა და კეთილ საქმეთა ქმნით ამ დიდი ნიჭის შეძენა გვსურს, ეკლესიას უნდა შევუერთდეთ, უფალი შევიმეცნოთ და მაშინ სიყვარულსაც ვისწავლით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat