დედა ტაძარი, რომლის ცხოველმყოფელმა სვეტმა ერთმანეთს შეუერთა ზეცა და მიწა
დედა ტაძარი, რომლის ცხოველმყოფელმა სვეტმა ერთმანეთს შეუერთა ზეცა და მიწა
ყველაზე დიდი საქართველოში არსებულ სიწმინდეთა შორის სვეტიცხოვლის ტაძარია. ჩვენი ეკლესია სვეტიცხოვლობას 14 ოქტომბერს აღნიშნავს.

სვეტიცხოველი - ჩვეულებრივ, ასე უწოდებენ მცხეთის საკათოლიკოსო ტაძარს. ეს სახელწოდება ქართლის მოქცევისა და მცხეთის პირველი ქრისტიანული ეკლესიის აგების ამბავს უკავშირდება.

თავდაპირველად, IV საუკუნეში, აქ ხის ეკლესია აუგიათ. მისი მშენებლობისას ერთი სვეტი თურმე ვერაფრით ჩაასვეს მიწაში. წმინდა ნინოსა და სხვა მლოცველთა მიერ უფლის მიმართ აღვლენილი ვედრების შემდეგ კი სასწაული მოხდა - სვეტი ზეცად აიტაცა ანგელოსმა, მერე კი ის, ღვთაებრივი ნათლით შემოსილი, ნელ-ნელა დაეშვა დაბლა და ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც უფლის კვართია დაფლული. სწორედ მის გარშემო აიგო სვეტიცხოვლის ტაძარი.

დღემდე მოღწეულ ქართულ წყაროთაგან, რომლებშიც ეს გადმოცემაა შემონახული, მთავარია "მოქცევაი ქართლისაის" მატიანე, განსაკუთრებით - წმინდა ნინოს ცხოვრება, გადმოცემის ცენტრალურ ეპიზოდს კი უფრო ადრეც ვხვდებით ბერძენ და რომაელ ავტორებთან. ქართველ მწერლებს არაერთხელ გაუმეორებიათ ეს გადმოცემა, ხოლო არსენი ბერისა და ნიკოლოზ გულაბერიძის თხზულებებში ის უკვე სავსებით ჩამოყალიბებულ სახეს ატარებს.

როგორც ცნობილია, წმინდა ნინოს ქადაგებასა და მეფე მირიანის მოქცევას თავისებური პრეისტორია უძღვის წინ: მცხეთელ ებრაელს ელიოზს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმაზე დასასწრებად გაემგზავრა იერუსალიმს, ქრისტეს სამოსელის გაყოფისას წილად ხვდა კვართი. მცხეთას დაბრუნებულ ელიოზს შეეგება და, სიდონია, "შესუარული ცრემლითა ვითარცა სისხლითა, და მოეხვია ყელსა ძმისა თვისისასა და მოუღო სამოსელი იგი იესოსი და შეიტკბო მკერდსა თვისსა და მსწრაფლ სულნი წარჰხდეს". სიდონია მაცხოვრის კვართით ხელში სამეფო ბაღში დაუკრძალავთ. მოგვიანებით მის საფლავზე ლიბანის კედარი ამოსულა.

როცა წმინდა ნინო მცხეთაში კვართის დაკრძალვის ამბავს შეიტყობს, იქ წასვლას განიზრახავს. ამგვარად, კვართი იქცევა საქართველოს გაქრისტიანების მიზეზად, ხოლო უფრო უშუალოდ - მაშინ, როცა მირიანი "სამეფო სამოთხეში" ეკლესიის შენებას იწყებს: "და მეყსეულად მოიღეს ძელი და იწყეს შენებად და მოჰკვეთეს ნაძვი იგი და შეამზადეს სუეტად და მისითა დადვეს საფუძველი ეკლესიისაი". როდესაც ამ სვეტის აღმართვის ჟამი მოიწია, ხუროებმა "არა თუ აღმართებად ოდენ ვერ შეძლეს, არამედ შეძრვადცა და უქმ იქმნა ყოველი სიბრძნე და ღონისძიებაი კაცთა". ამ სასწაულმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა მეფესა და ხალხზე. ნეტარმა ნინომ თორმეტ დედასთან ერთად მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. მათი ლოცვის მეოხებით ზეცად ატაცებული სვეტი ბოლოს "ცეცხლის სახედ" ჩამოვიდა და მტკიცედ შეეძერწა თავის კვარცხლბეკს. ამ სასწაულმოქმედ სვეტთან მიდიოდნენ სნეულნი, ეხებოდნენ მას და იკურნებოდნენ. სწორედ ეს იყო სვეტიცხოველი, სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი, და ტაძარსაც მისი სახელი ეწოდა.

მეფე მირიანმა "შეშის ფიცართა მიერ დაფარა შიშლოება იგი სუეტისაი". სწორედ ეს ხის საბურველია წინაპარი იმ ნაგებობისა, რომელიც ტაძრის შიგნით დღესაც დგას.

საქართველოს გაქრისტიანების პირველი საუკუნეებიდანვე სვეტიცხოველი, როგორც ქრისტიანული წმინდათაწმინდა, ხელისუფალთა განსაკუთრებული მზრუნველობის საგნად ქცეულა. პირველი ცნობა სვეტის შესახებ, რომელიც ნამდვილ საბუთად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მელქისედეკ კათოლიკოსის 1029 წლის სიგელშია დაცული. თავისი ღვაწლის აღწერისას მას ნათქვამი აქვს: "შევჭედე სვეტი ცხოველი ოქროთი და ვერცხლითაო".

სვეტის დღემდე მოღწეულ გამოსახულებათაგან უძველესი XIII საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება: სვანეთის სოფელ ენაშში დაცულია სახარება, რომელიც, ყდის წარწერის თანახმად, "ეპიფანე ქართლის კათოლიკოსისგან შეიმკო კათოლიკე ეკლესიისთვის". ჭედურ ყდაზე ამ წარწერასთან ერთად ფიგუროვანი კომპოზიციაა: თვით კათოლიკოსი მავედრებელ პოზაში, მის წინ კი, სამსაფეხურიან ბაზისზე, ღარებიანი სვეტი, რომელსაც ზემოთ კუბური სვეტისთავიც აქვს.

საყურადღებოა, რომ სვეტიცხოველი და "კვართი სამეუფო" მოსკოველ ხელისუფალთა დიდ ინტერესს იწვევს: რუსები თეიმურაზის ელჩს მიტროპოლიტ ნიკიფორესაც უამბობენ კვართის ამბავს (1637 წ.) და მისგან შეიტყობენ, რომ ადგილი, სადაც კვართი ინახება, კედლით არის გარშემორტყმული.

XVII ს-ის უკანასკნელი მეოთხედის დასაწყისში კათოლიკოს ნიკოლოზს (ამილახვარს), რომელმაც ტაძარი შეაკეთა და აღადგინა, "სვეტისადმი" განსაკუთრებული მზრუნველობა გამოუჩენია. მასზე ასომთავრული წარწერაა: "ქრისტე ღმერთო, შენისა დიდებისათვის ბრძანებითა ნიკოლოზ კათალიკოზისათა მოვხატე მე, ფრიად ცოდვილმან გულჯავრიშვილმან გრიგოლ, სვეტი ესე. ვინც შენდობა ბრძანოთ, თქვენც მოგეტევნოთ ცოდვანი". მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან.

ტაძრის შესასვლელშივე ქვის სანათლავი ემბაზია. მკვლევართა ვარაუდით, ის ქართლის მოქცევის დროინდელი, ესე იგი IV საუკუნისა უნდა იყოს. ემბაზი იმ პერიოდში ეკლესიის ეზოში უნდა მდგარიყო. ინტერიერში მოხვდა მხოლოდ XI საუკუნეში, ტაძრის გაფართოების შემდეგ.

საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის დიდი მნიშვნელობის გამო ამ ემბაზში ინათლებოდნენ ქართველი უფლისწულები. ამავე ემბაზში მონათლულან პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე ნანა. ემბაზი ადრე მოოქრული ყოფილა.

სვეტიცხოველს ტაძრის ზედა ნაწილში სამალავები ჰქონდა. იქ საჭიროებისას თავს აფარებდნენ, მალავდნენ ტაძრის განძეულობას და მდიდარ ბიბლიოთეკას.

ტაძრის ფასადის შუა თაღის ქვეშ რელიეფური გამოსახულებაა: დიდოსტატის მარჯვენა ხელი გონიოთი და წარწერით, რომელიც იხსენებს ხუროთმოძღვარ არსუკიძეს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს ათზე მეტი ქართველი მეფე, მათ შორის - დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი VII, გიორგი VIII, ალექსანდრე დიდი, სიმონ I. სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის საფლავებმა მოაღწია. დანარჩენი საფლავები უმთავრესად გვიანდელია და მუხრანელ ბაგრატოვანთა შტოს განსასვენებელს წარმოადგენს.

სვეტიცხოველში არიან დაკრძალულნი ევსტათი მცხეთელი და მელქისედეკ კათოლიკოსი. აქვეა დაფლული ილია წინასწარმეტყველის ხალენი.

გასულ საუკუნეში სვეტიცხოველში არაერთი არქეოლოგიური სამუშაო ჩატარდა. 2000-2001 წლებში ტაძრის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის (III-IV ს.ს.) აკლდამა, სადაც არქეოლოგებმა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთები იპოვეს.

***
დრო გადის, საუკუნეები საუკუნეებს მისდევს, სვეტიცხოველი კი კვლავ მყარად დგას ქართულ მიწაზე ჩვენი ქვეყნის მფარველად. დღეს იქ სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს. სვეტიცხოველში სამი ბერი, ხუთი საბერო მორჩილი და მონასტრის რამდენიმე ძმა ცხოვრობს. მონასტრის გალავანში არსებული სენაკები ბერების საცხოვრებელს წარმოადგენს. გალავანში სულ ოთხი სენაკია. თითო სენაკში რამდენიმე მამა ცხოვრობს.

მონასტრული ტიბიკონით, ბერები დილას ექვსი საათიდან ლოცვით იწყებენ. ყოველდღიურად ტარდება პარაკლისები, ხოლო საღამოს სერობის ჟამნი იკითხება. მონასტრის ძმები პირადი კანონების შესრულებასთან ერთად ფიზიკურადაც შრომობენ. სვეტიცხოვლის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ისააკის (ღადუას) ხელმძღვანელობით სწავლობენ ხატწერასაც.

- მამა ისააკ, დიდი ხანია, სვეტიცხოვლის ტაძარს წინამძღვრობთ?

- მორჩილება პირველად თბილისის თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერში გავიარე. შემდეგ ჩვენი მონასტრის წინამძღვარი მამა დოროთე სამების მშენებარე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და საძმოც გავყევით. 2003 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, მე და მონასტრის ერთ-ერთი ძმა (ამჟამად - იღუმენი ილია) ბერად აღვიკვეცეთ, ხოლო მღვდლად კურთხევის შემდეგ რამდენიმე ხანში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წინამძღვრად დამნიშნეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, რომელიც თემქაზე, პატრიარქის მშობლიურ სახლში მოეწყო. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი და მოულოდნელი სიხარული. იქ ორ მორჩილთან - ექვთიმესა და გიორგისთან ერთად ვცხოვრობდი, რომლებიც შემდეგ სვეტიცხოველში ბერად აღვკვეცე. იქ სამი თვე ვმსახურობდი, მერე სამების მშენებარე ტაძრის წინამძღვრად გადმომიყვანეს. იქაც სამიოდე თვე დავყავი. იმავე წლის 23 ნოემბერს კი, გიორგობას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოვლის წინამძღვრობა დამევალა.

- სვეტიცხოველში უამრავი სიწმინდეა დაცული. როგორ უვლით მათ?

- ყველაზე დიდი სიწმინდე - ეს არის კვართი უფლისა. აქვეა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, ელიას ჭა, ძელი ცხოველი, წმინდა მეფეთა საფლავები. ჩვენ, მონასტრის საძმო, ბერები და მორჩილები, ამ წმინდა ადგილებს ვუნთებთ ჩაუქრობელ კანდელს, ვლოცულობთ მათ წინაშე და ვევედრებით ჩვენი ერის ერთიანობას და მათი სულების გადარჩენას.

- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი დიდი ტაძრის წინამძღვრობა...

- მამა შვილს ისეთს არაფერს დაავალებს, რასაც ის ვერ შეასრულებს, ხოლო თუ რამე გაუჭირდა, მშობელი აუცილებლად შეეწევა. მეც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დამევალა ეს საპასუხისმგებლო საქმე და დღემდე ვასრულებ მისი შემწეობით.

- მამაო, როგორც ვიცი, სვეტიცხოველთან სამრევლო სკოლაც არსებობს, ძირითადად რა ისწავლება იქ?

- მონასტერთან არსებულ სამრევლო სკოლაში ისწავლება ხატწერა, ხატის რესტავრაცია, ქარგვა, კერვა, თექის დამუშავება, გალობა. გალობას სწავლობს ოცდაათი ბავშვი, რომლებიც წირვა-ლოცვაზეც მსახურობენ. აქ უმთავრესად თბილისიდან ჩამოსული მრევლი სწავლობს, პატარებიც და დიდებიც.

სამომავლოდ განზრახული მაქვს, კვირაში ერთხელ ჩავატარო საუბრები სულიერ საკითხებზე და მათ დასმულ კითხვებს ვუპასუხო.

სვეტიცხოველში გვაქვს სატრაპეზო, რომელიც ემსახურება მრევლს და ტაძრის მომსახურე პერსონალს, გაჭირვებულებს. კვირაში ერთი დღე დავუთმეთ მცხეთელებს, ჩვენი ტაძრის მრევლს. ერთმანეთის უკეთ გასაცნობად ვიკრიბებით და ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბრებით. დიდი სურვილი მაქვს, სვეტიცხოველი კვლავ იქცეს მცხეთელებისა და მთელი საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ.

- მამაო, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის დღესასწაულია. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ჩვენი ეკლესიისთვის?

- ძველ აღთქმაში იაკობის ხილვას, რომელიც კიბით ზეცად ადიოდა და ჩამოდიოდა, ასე განმარტავენ: კიბე ნიშნავს ღვთისმშობელს, რომელმაც ღმერთი და კაცი შეაერთა. იგივე შეიძლება ითქვას სვეტიცხოველზე: ის არის დედა ტაძარი, რომლის ცხოველმყოფელმა სვეტმა ერთმანეთს შეუერთა ზეცა და მიწა. ამ სვეტის მეშვეობით, იაკობის კიბის დარად, ჩვენი ლოცვა ადის უფალთან და უფლის ხმა გვესმის ჩვენ. ამიტომ ამ დღესასწაულზე ღვთისმსახურებაზე სხვადასხვა ეპარქიებიდან მობრძანდებიან მღვდელმთავრები, მღვდლები, ბერ-მონაზვნები და მრევლი, რათა ერთობლივი ლოცვით შეავედრონ უფალს ქართველი ერი.

- მისი უწმინდესობა ყოველ სვეტიცხოვლობას წირავს სვეტიცხოველში, ახლაც ელით პატრიარქს?

- უწმინდესი ხშირად ამბობს: "სვეტიცხოველი პირველი ტაძარიაო". მას ყოველთვის უხარია სვეტიცხოველში მოსვლა და ღვთისმსახურების აღვლენა. მისი სიხარული განსაკუთრებულია სვეტიცხოვლობას, რადგანაც ამ დღეს მისი უწმინდესობა ხედავს ერთად შეკრებილ მლოცველ ერს.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ჩვენ სახარების შვილები ვართ. სახარება მახარობლებმა გვახარეს. ასევე ჩვენც უნდა ვახაროთ ერთმანეთს ღვთის სიტყვა. ღმერთმა გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat