ალილო
ალილო
"უფალი ყოველთვის იბადება, როცა რწმენა გვიახლდება"
"ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა!.. ალილო!" - შობის იდუმალ, უდიდეს ღამეს ანგელოზთა ეს ღვთაებრივი სამახარობლო გამოუთქმელ სიხარულად და შვებად ამთლიანებს მიწას და ზეცას... იხარებდე, ცაო, და გოდებდე, ჯოჯოხეთო! მისი წმინდა ბაგა სამარეა ბოროტებისა! დღეს ზეიმობს სრულიად კოსმოსი, ანგელოზნი და ადამის ძენი. შობა - ევას გლოვის დასასრული და ადამის ღმერთთან შერიგებაა...

მთელი სამყარო დუმს ამ საიდუმლოთა საიდუმლოს ხილვით, მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ. ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში.

მშვიდობა შენდა! იშვა ქრისტე, ადიდეთ, ვისაც რით ძალგიძთ: ზოგმა - შრომით, ზოგმა - გალობით, მე და შენ კი - დათმენით! ქრისტე ამას ისევე მიიღებს, როგორც ანგელოზთა ქებას, შობისას რომ უძღვნეს მეფეთა მეფეს და უფალთა უფალს, როდესაც იგი, სრულიად უმწეო ახალშობილი, მწყემსთა მინდორზე, ბაგაში იწვა და რა ელოდა? მწუხარება, შიმშილი, ლანძღვა, გვემა, წყლულები, მიუსაფარი ცხოვრება, ჯვარზე ვნება და ბოლოს - სიკვდილი...

ბაგაში მყოფი, საფენებში გახვეული ჩვილი უფალი ამ ყოველივეს უკვე ჭვრეტდა. მოდით, მცირე ხნით დავითმინოთ ჩვენთვის ვნებული უფლის გულისთვის და მასთან ერთად განვდიდდებით" (ანატოლი ოპტელი).

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე:

- მამა ზაქარია, რას ნიშნავს "ალილო"?

- "ალილო" "ალილუიადან" მომდინარეობს, რაც, მოგეხსენებათ, "დიდება შენდა, ღმერთოს" ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია.

შობა მართლაც დღესასწაულთა დღესასწაულია, იგი იმდენად დიდია, რომ ტაძრები ვერ იტევს და გარეთ გადმოიღვრება.

- როგორ შეხვდნენ სამყარო და ძველი ადამიანები ქრისტეს?

- უმთავრესი ის გახლავთ, რომ ღმერთი განხორციელდა და იმისთვის დაკნინდა, რომ ადამიანი აღემაღლებინა; პირუტყვის ბაგაში იშვა, რომ ჩვენ სასუფეველში ვშობილიყავით; ჩვენს განსამდიდრებლად დაგლახაკდა და ჩვენს ასამაღლებლად დამცირდა; ყველაზე უარესი ტკივილებით იგვემა ჩვენი იარების მოსაშუშებლად; მარადისობა მოვიდა დროში, რომ წარმავლობაში მყოფნი მარადიული სიცოცხლისთვის ვშობილიყავით...

ქრისტე ყველა დამაშვრალთა, განდრეკილთა და შეურაცხყოფილთა ნუგეშად განკაცდა და განა ამაზე დიდი სიხარულის წარმოდგენა შეიძლება?

უფალთან სამყაროს შეხვედრა არაერთგვაროვანი იყო: ერთი მხრივ, მხსნელს იგი გულგრილად შეხვდა, თითქოს არც კი შეიმჩნიაო. სახარებიდან ხომ კარგად გახსოვთ, რა რთული გზა განვლო ზამთრის სუსხში წმინდა ოჯახმა. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, თუ როგორ განიხარა მისი შობით მთელმა კოსმოსმა - თუმცა ადამიანებმა მათთვის მოსული უდიდესი საოცრება ვერ იხილეს, მაგრამ უტყვმა ბუნებამ მიიღო. სწორედ ანგელოზთა გალობა, მწყემსთა სიხარული და მოგვთა თაყვანისცემაა ამის მანიშნებელი.

სამყარომ, სამწუხაროდ, დაკარგა ორგანო, რომლის წყალობითაც უფალს იგრძნობდა და მიიღებდა. მისთვის იმპერატორთა გართობანი და სანახაობანი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მხსნელის დაბადება.

სწორედ ამაში გამოვლინდა კაცობრიობის დაცემა და სულიერებისადმი უგრძნობლობა.

მაგრამ ვინც უნდა დააკნინოს ქრისტეს მნიშვნელობა, კაცთა მოდგმა უმისოდ წარმოუდგენელია, მთელი სამყაროს ბრძენკაცთა ცოდნას ხომ მაცხოვრის ერთი გამონათქვამი იტევს. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომელთაც ვერ იცნეს შემოქმედი, ქმნილება გაიხადეს ღმერთადო, და ეს თვისებები თავადვე ამხელს კაცობრიობას, რადგან აზროვნება ზნეობასთანაა მჭიდრო კავშირში.

წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია უნდა მომხდარიყო სამყაროში, რომ მის გამოსახსნელად შემოქმედის განკაცება გამხდარიყო საჭირო.

თუ დავუკვირდებით, რაც უფრო განვითარებულია სამყარო, მით უფრო გარყვნილია. თანადროულობის დასახასიათებლად მოციქული პავლე ბრძანებდა: უმჯობესია, წარმართთა მანკიერებებს დუმილით ავუაროთ გვერდიო. ადამიანი, საუბედუროდ, ცენტრიდანულ ძალთა ასპარეზად იქცა.

ეს ყოველივე უფლისა და მისი გზის დაკარგვის შედეგი იყო. წარმართთა ფილოსოფია, განწმენდა და ლოცვა ცრუ, არასწორ მიზანს მსახურებდა, რადგან ადამიანში ღვთის ხატების აღდგენას არ გულისხმობდა.

- მამაო, როგორ ემზადებოდნენ შობისთვის ძველი ქრისტიანები და როგორ შეიცვალა ამ დიდი დღის აღნიშვნის ტრადიცია?

- როგორც მახსოვს, მოციქულთა დროიდანვე შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა, იმდენად მჭიდროდ უკავშირდება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, და მხოლოდ გვიან, მე-3-4 საუკუნეებში, მოხდა მათი განყოფა. თუ დააკვირდებით, მათ მსგავსი ტიპიკონები აქვთ. რომ არა შობა, არ იქნებოდა არც ნათლისღება, რომლის წყალობითაც ყველა იმ მადლისა და სიწმინდის ზიარნი ვართ და საკუთარ თავში უშუალოდ განვიცდით, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა.

- გამოდის, სამყაროში სიახლე შემოვიდა...

- შობის შემდგომ სამყაროში მადლი შემოვიდა. სწორედ ესაა სიახლე. როგორც ერთ-ერთი დიდი მამა ამბობს, ძველი აღთქმის მამამთავრები ამ მადლს მოკლებულნი იყვნენ. ჩვენ ქრისტე გვყავს, მადლი გვაქვს, მაგრამ იმათ მაინც ვერ ვედრებითო.

ყოველი კაცი ქრისტეს შობით, შემდგომ კი ნათლისღებით ეზიარება იმ დიდ სასწაულსა და მადლის საცავს, რომელსაც წმინდა ეკლესია ჰქვია და რომელსაც ხელშეუხებლად გადასცემს ადამიანებს. ვინც მას რწმენით, სიმდაბლითა და სინანულით მიეახლება და განიწმინდება, ამ მადლს თანაეზიარება.

სამწუხაროდ, მრავალი ჩვენგანი, როგორც უმადური მასპინძელი, წუთისოფლიდან ისე მიდის, რომ უფალს სულის კარს არ უღებს. ჭეშმარიტი ქრისტიანობა ხომ მადლში შობა და ზრდაა.

სახარებისეული თხრობა ჩვენს გულში უნდა აისახებოდეს და ვლინდებოდეს. ვისთვისაც ქრისტე გულში არ შობილა, თავისი ცხოვრებით არ ეძიებს მას, მისთვის არც ხორციელად, დროში შობილა იგი.

- როგორია დღევანდელი "ალილო", როგორ ემზადება შობისთვის ჩვენი დროის ეკლესია? ალბათ, ძველებს, ჩვენგან განსხვავებით, უფრო ცხოველი სიხარული ჰქონდათ...

KARIBCHE- პირველ ქრისტიანთა დიდი სიხარული წმინდა ეკლესიამ ცხადად გამოხატა - შობას წინ მრავალდღიანი მარხვა წარუმძღვარა, რაც, თავისთავად, განსაკუთრებულ სამზადისს გულისხმობს, მაგრამ ყველაზე უკეთ ეს მოლოდინი საშობაო ლიტურგიაში გამოიხატა: მასში საუკეთესო ჰიმნოგრაფია, მიძღვნა და შემოქმედებაა ჩაქსოვილი. ხშირად კი, სამწუხაროდ, ეს არამიწიერი სიხარული მხოლოდ წამიერად თუ გაიბრწყინებს ჩვენს გულებში შობა ღამის ლიტანიობისას, არადა, მთელი მარხვა მიწყივ უნდა შეგვახსენებდეს, რომ შიში უკუვაგდოთ, სასო არ წარვიკვეთოთ, არ ვწუწუნებდეთ და უფლის ყვედრების ნაცვლად განუწყვეტლივ ვმოღვაწეობდეთ და ვეძებდეთ ქრისტეს, რადგან ახალი ცხოვრება იშვა.

აი, რას წერდა ამის შესახებ წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე: "წმინდა ეკლესია უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გვამზადებს, რათა მივეგებოთ შობის წმინდა დღესასწაულს. საამისოდ მრავალი დღის მარხვა დააწესა, რათა სულიერად და ხორციელად განწმენდილნი ღირსებით შევეგებოთ ქვეყნად მოსულ ქრისტეს. ყოველი საღმრთო საკითხავი, საგალობელი და ლოცვა, რომელიც ტაძარში გვესმის, მარხვის მანძილზე წინასწარ გვახარებს, გვამზადებს და მოასწავებს ქრისტეს შობას. თუკი ეკლესია ასე ცდილობს ჩვენს მომზადებას, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ, ვეცადოთ, განვამზადოთ გული და გონება უფლის მისაღებად".

- როგორც ღვთისმეტყველნი განგვიმარტავენ, უნდა განვასხვაოთ ქრისტეს შობა მარადისობაში ("მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა") და დროში (ქრისტეს შობა ბეთლემში), ღვთის მოვლინება ისტორიაში და ადამიანის სულში. თანამედროვე რაციონალისტურ ცნობიერებას ხშირად იმის განმარტება სჭირდება, რომ ქრისტე 2010 წლის კი არ არის, დაუსაბამოდ არსებობს.

- რას ნიშნავს - ქრისტე ჩვენს გულებში უნდა იშვას? უფალი ყოველთვის იბადება, როცა რწმენა გვიახლდება, ცოცხალი და ნამდვილი რწმენა. მამები გვმოძღვრავენ, - ყოველწამიერ განაღვიძეთ თქვენს გულში შობა და შეგრძნება უფლის არსებობისა, რადგან ამ დროს ჩვენში ახალი ცხოვრება ცოცხლდებაო. ხოლო თუ ქრისტე ცოცხლდება, რისი უნდა გვეშინოდეს? შობის მარხვა განსაკუთრებულად შეგვახსენებს, რომ ეს შეგრძნება მკვდარი და მექანიკური არ უნდა იყოს და ცოცხალი, ფხიზელი ქრისტიანობისკენ მოგვიწოდებს.

მოციქული პავლე და სხვა მამებიც ძალზე ხშირად იმეორებენ, რომ უფალი, რომელიც ჩვენდა სახსნელად იშვა, ჯვარს ეცვა, მოკვდა და მკვდრეთით აღდგა, ჩვენთვის არასდროს არაფერს დაიშურებს, მაგრამ ყველაფერს ჩვენი საქმე უნდა უძღოდეს. ძველ მამამთავრებს ღვთის უდიდესი მფარველობა ჰქონდათ, მაგრამ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ისინი ცოცხალ სარწმუნოებას, კეთილ საქმეებს, სიყვარულს, სიმდაბლესა და მოთმინებას უჩვენებდნენ უფალს და მხოლოდ ამის შემდგომ იღებდნენ ამ სიკეთეს.

სამწუხაროდ, შობისთვის სათანადოდ მაინც ვერ ვემზადებით. ეს პროცესი ინერციით, მექანიკურად მიმდინარეობს და სათანადო სიღრმე და შედეგი არ ახლავს. ჩვენში არ ჩნდება სულისმიერი ნიჭები, სწრაფვა სრულქმნილებისკენ და ღვთის შემეცნების სიხარული, რაც სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისმა, მატერიაში შთაფვლამ, ყოველდღიურმა საზრუნავებმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულიერ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის სირთულემ შეანელა.

რაღა თქმა უნდა, შობა ისტორიულადაც მოხდა, მაგრამ ეს მარადიული პროცესია, რომელიც არც წყდება და არც სრულდება, რადგან ყოველთვის, როდესაც ადამიანი სულიერად იღვიძებს, მუდმივად განახლდება.

- თვით შობის სიხარულიც ხომ ამ ნიჭთაგანია?

- დიახ, ასეა, მაგრამ ეს ძველი ეკლესიისა და იმ ადამიანთა სიხარულის ნაყოფია, რომლებმაც შობა მთელი გულით განიცადეს. იმ სიღრმესა და სიხარულთან, მათ ლიტურგიას რომ გადასცეს, ჩვენი "ალილოს" შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ თუ ეკლესიურ ცხოვრებას შევუდგებით, ნელ-ნელა, ეგებ, ჩვენც ვემსგავსოთ მათ.

რაც შეეხება ქრისტეს ასაკს, ამგვარი მიდგომა, ძირითადად, ახალგაზრდობას აქვს, მაგრამ ვინც ეკლესიურ აზროვნებას ეზიარება, მისთვის ეს საიდუმლო თანდათან გასაგები ხდება. ის, რაც შობით აღსრულდა, ადამიანური ლოგიკისთვის გაუგებარი და არაბუნებრივია, მაგრამ კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია და თუ სამყაროს დავუკვირდებით, აუცილებლად ვიხილავთ შემოქმედს, მის უხილავ ძალას და უკიდეგანო შესაძლებლობებს. განა ეს უზარმაზარი კოსმოსი, რომელშიც ასეთი წესრიგი და ჰარმონიაა, ან ადამიანის საოცარი აგებულება უბრალო დამთხვევების ნაყოფია? მხოლოდ უდიდესი დამაჯერებლობის მქონე სახარების ტექსტი და ენა კმარა ამ საიდუმლოს მისაღებად. და კიდევ ერთი: რწმენის ნაყოფი - მადლი არ იმალება, უხილავად გვიზიდავს, განგვწმენდს, ფერს გვიცვლის უფალში და წინ მიგვიძღვის შემეცნების ურთულეს გზაზე, რადგან შეუძლებელია, ეკლესიისა და მადლის გარეშე ღმერთი შევიმეცნოთ. ახალმოქცეულებს მსურს ვუთხრა, რომ თუკი ეკლესიურად ვიცხოვრებთ, უფალი დროთა განმავლობაში ყველა საიდუმლოს გაგვიხსნის.

მოგეხსენებათ, შემეცნების ყველა ფორმას თავისი პრინციპი აქვს. სულიერI შემეცნებისას ადამიანს ყველაფერი უფლისგან ეძლევა და ვინც სულიერი ცხოვრებას ეძიებს და მცნებებს ასრულებს, შემეცნებაში ყველაფერი ეძლევა, ხოლო ვინც ამ პრინციპის გარეშე, განუწმენდელი და ამპარტავანი გონებით შეეცდება, ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, ცნობიერებას დაიმახინჯებს და ამაოდ დაშვრება.

ამ გზაზე პირველი პრობლემა რწმენის უქონლობაა. თუმცა ზოგჯერ კი გვწამს და გვჯერა უფლისა, მაგრამ ცოდვები, სიზარმაცე, შეზღუდულობა და მიწისადმი მიჯაჭვულობა გვაბრკოლებს - არ ვმოღვაწეობთ, არ გაგვაჩნია მოშურნეობა და ჩვენი სისუსტე ახშობს რწმენის მარცვალს, მსგავსად იმ თესლისა, ეკალბარდში რომ შთავარდა. უმეტესად ის სამი უნაყოფო მიწა ვართ - კლდე, ეკალბარდი თუ გზა, რომელიც კეთილ თესლს განაბნევს. ნოყიერ ნიადაგად რომ ვიქცეთ, ცხონების დიდი სურვილი და უფლის სიყვარული გვჭირდება. თუ საკუთარ სულს დავამუშავებთ, ვიმოღვაწებთ და მცნებებს აღვასრულებთ, ღვთის სიტყვას ნაყოფიერ ნიადაგად ვექცევით.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: აბრაამს ყველა სათნოება მადლის, ქრისტეს გარეშე ჰქონდა, ჩვენ კი არც ერთი სათნოება არ გაგვაჩნია და არც გვინდაო. სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ გარეგნულად გაქრისტიანდა, ამიტომ გვიჭირს სათნოებათა მოხვეჭა.

- მამაო, ბევრი დღემდე კითხულობს, რატომ აღინიშნება ჩვენში შობა 7 იანვარს და არა, როგორც სახარება გვაუწყებს, 25 დეკემბერს.

- ეს, ძირითადად, კალენდარული "რეფორმის" ბრალია, რომელიც კომუნისტებმა შემოიღეს. მოგეხსენებათ, მათი მიზანი სიწმინდეთა ან განადგურება, ან, უკეთეს შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატებად ქცევა იყო. ხსენებული რეფორმაც სწორედ ამ მიზანს მსახურებდა.

ეკლესია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. უბრალოდ, იგი ძველი კალენდრით ცხოვრობს. მოკლედ თუ ვიტყვით, 25 დეკემბერი და 7 იანვარი ერთი და იგივე თარიღია და განსხვავება ზემოხსენებული რეფორმით განყოფილ ძველსა და ახალ კალენდრებშია.

- რას უსურვებთ მრევლსა და "კარიბჭის" მკითხველს? როგორ უნდა მივულოცოთ ეს დღე ერთმანეთს?

- თავისთავად, უდიდესი რამაა, ჩვენში შობას ასე რომ აღნიშნავენ, ყოველი კუნჭული ამ სიხარულითაა გაჟღენთილი. ეს უზარმაზარი ბედნიერება და მადლის გადმოღვრაა დედამიწაზე, მაგრამ შობის სიხარული და ახალი სიცოცხლე ჩვენშიც რომ დაიბადოს, საჭიროა მოღვაწეობა, თავგანწირვა და არჩევა უფლისა, როგორც მთავარი ორიენტირისა და მიზნისა. თუმცა მხოლოდ არჩევანის გაკეთება არ კმარა, საამისოდ გმირობაა საჭირო, რომ ყოველი წინაღობა - დაცემული აზროვნება, კულტურული ნალექი, შეზღუდულობა, მითები და მატერიასთან მიჯაჭვულობა დავძლიოთ.

უფალი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. სწორედ ეს გზა უნდა ვეძებოთ და ვერაფერმა ვერ უნდა დაგვათმობინოს იგი. ეს მცირე გმირობა ყველა ჩვენგანმა უნდა აღვასრულოთ, ნახევარი თავგანწირვით არაფერი გამოვა. უფალი მოშურნეა და სურს, ეს მისთვის გავაკეთოთ, სანაცვლოდ კი შეუდარებელ სიკეთეებს გვპირდება. სწორედ ამას ვუსურვებდი ყველას.

ქართული სიტყვა "გამარჯობა" მხოლოდ ხილულ არაკეთილმოსურნეზე კი არა, ცოდვებზე, ცხოვრების არასწორ წესსა და დაცემულ ბუნებაზე გამარჯვებასაც გულისხმობს. თუ ჩვენში რწმენა არ დაიბადა, წყვდიადში ვგიებთ. სწორედ ამ ნათელს შობს ჩვენში ქრისტე.

მაცხოვრის დაბადებით მარადისობისთვის უნდა ვიშვათ, რისთვისაც ვართ კიდეც შექმნილნი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat