კურთხეულ არს მომავალი
კურთხეულ არს მომავალი
უფლის მეორედ დაბრუნება ჩვენი მარადისობაში შობის დღესასწაული იქნება
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე წარმართული სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლები ცხოვრობდნენ იმედით, რომ ღვთის გზის მაძიებელი ხალხის გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება აღმოცენდებოდა და ხსნას ყოვლისმიმტევებელი ღმერთის სიყვარულით მოიპოვებდა. I საუკუნის რომაელი ისტორიკოსების ტაციტუსისა და სვეტონიუსის მოწმობით, აღმოსავლეთის მცხოვრებთა შორის გავრცელებული იყო აზრი, რომ მოევლინებოდათ მეფე, რომელიც მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებდა. რომაელი პოეტი ვერგილიუსი ადიდებდა იმ ჩვილს, რომელიც გარდამოხდებოდა ზეცით, მომადლებდა ქვეყანას მშვიდობას და დაუბრუნებდა დედამიწას "ოქროს ხანას". კაცობრიობა თრთოლით მოელოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებას - მოვლინებას ქვეყნის მხსნელისა და ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესი... დაბოლოს, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ, დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისთვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.

ძე ღვთისას ზეცად ამაღლების დღიდან მორწმუნე ქრისტიანთა სულიერი ხედვა მიმართულია მსოფლიო ისტორიის უდიდესი სამომავლო მოვლენის - უფლის ამქვეყნად მეორედ მოსვლისკენ. თავისი მოსალოდნელი მოსვლის სინამდვილე სრულიად გარკვევით დაამოწმა თავად უფალმა წმინდა წერილში; მის შესახებ იუწყებოდნენ ანგელოზები უფლის ამაღლების დროს (საქმ. 1,11); ამასვე შეგვახსენებენ ხშირად იუდა, იოანე და პეტრე მოციქულები და მრავალგზის - პავლე მოციქული.

გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- მაცხოვრის შობის წინ იყო მოლოდინი უფლის განკაცებისა, რასაც ადასტურებს კაცობრიობის ისტორია, და არა მარტო ქრისტიანული, არამედ ისეთი ქვეყნების ისტორიაც, რომლებიც დღესაც არ არიან ქრისტიანები. მაცხოვრის შობის მოლოდინი პრაგმატულად აიხსნებოდა იუდეველებში, რადგან ისინი იცნობდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას, მაგრამ არსებობდნენ ბრძენი ადამიანები, რომლებსაც, სავარაუდოდ, არ უნდა სცოდნოდათ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, თუმცა ერთგვარად აცნობიერებდნენ ღვთის განკაცების საიდუმლოს აუცილებლობას. მაგალითად, ვიცით, რომ ძველი აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე კონფუცი, რომელიც ცდილობდა შეექმნა ზნეობრივი მოძღვრება, მიხვდა, რომ ადამიანები თანდათან უფრო და უფრო ძნელად ემორჩილებიან ზნეობრივ ნორმებს, მით უფრო მაშინ, თუ მათ კანონის ძალა არ აქვთ და ამ კანონების აღსრულებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს. კონფუცი ამბობს, სამყაროს მხოლოდ ღმერთის ადამიანად მოსვლა უშველის. თუმცაღა როცა ის მოვა, აუცილებლად მოკლავენო.

ნებისმიერი გონიერი კაცი გრძნობდა, საით მიდიოდა სამყარო და როგორ სცილდებოდა იდეალს; აცნობიერებდა, რომ ადამიანის გონება უძლურია შეიმეცნოს რელიგიური ჭეშმარიტებანი, რომ ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი განცხადება.

ზეციურ გამოცხადებას ელოდნენ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი წარმართული სამყარო. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის მიერ ათენის არეოპაგში წარმოთქმული სიტყვა, საიდანაც ჩანს, რომ წარმართული ღმერთები ვეღარ აკმაყოფილებდნენ ადამიანის რელიგიურ მოთხოვნილებებს და ეს იყო მიზეზი, რომ ათენის პანთეონში მრავალი ღმერთის ქანდაკებათა შორის იყო "ბომონი, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაური ღმერთი" (საქ. 17,23). წარმართული სამყარო გრძნობს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც ვერ სწვდება თავისი გონებით და ამ ცოდნას თუ რწმენას გამოხატავს წარმართული ტრადიციისამებრ - პანთეონში დგამს მისთვის უცნობი ღმერთის ქანდაკებას.

წარმართულ რელიგიებში ხშირად გვხვდება იდეა ღმერთის ადამიანად მოსვლისა - მოგეხსენებათ, მათ პანთეონში ნახევრად ღმერთებიც არიან.

წარმართულ სამყაროს მაცხოვრის შობის მოლოდინი სრულად მაინც არ ჰქონდა გაცნობიერებული; ერთადერთი, რაც მან შეიგნო, ის არის, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, რადგან სულიერმა უკმარისობამ ადამიანების ზნეობრივი დაცემა და გახრწნა გამოიწვია. ამის მაგალითს ქრისტეს შობის წინა პერიოდის რომში ვხედავთ. რომის იმპერიის მაშინდელ ზნეობრივ მდგომარეობას მხოლოდ თანამედროვე სამყაროს თუ შევადარებთ. თუმცაღა იმ დროშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ეგუებოდნენ. რომის იმპერიის მოქალაქეებს არაერთხელ უცდიათ, თავი დაეღწიათ ზნეობრივად დაცემული მგომარეობისგან. ამის ერთ-ერთი საშუალება კი თვითმკვლელობა გახლდათ.

ძალზე საინტერესოა იმდროინდელი მხატვრობა. მაშინ ენკაუსტიკის მეთოდით - ცვილის საღებავებით ხატავდნენ. ტრადიციის თანახმად, სუდარაში გახვეულ მიცვალებულს სახეზე თავისივე პორტრეტს ადებდნენ, რომელიც იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული, რომ დიდი ხნის შემდეგაც მიცვალებული ცოცხალს ჰგავდა. I საუკუნის ხატწერა საოცრად ჰგავდა ამ მხატვრობას. ამით იმის თქმა მსურს, რომ ზნეობრივად დაცემულ კაცობრიობაში მაინც არსებობდა მაღალსულიერი მხატვრობა - თითქოს ადამიანი გამუდმებით ეძებდა გამოსავალს...

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერძნულად ითარგმნა ძველი აღთქმა, რაც გვაფიქრებინებს - რომის იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობას მეტ-ნაკლებად უნდა სცოდნოდა წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ.

- მამაო, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უფალს ყველაზე მეტად ებრაელი ხალხი ელოდა?

- იმ დროისთვის ებრაელი ერი იყო ერთადერთი, რომელმაც შეინარჩუნა ჭეშმარიტად ღვთივგანცხადებული რელიგია. მიუხედავად მრავალგზის დაცემისა და ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყებისა, ის ისევ უბრუნდებოდა მამა-პაპათა სჯულს. მაცხოვრის მოლოდინმა იუდეველთა შორის ზღვარს მიაღწია. განსაკუთრებული შესწავლის საგანი იყო წინასწარმეტყველთა წიგნები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას დანიელის წინასწარმეტყველება იქცევდა, რომელშიც განსაზღვრულიც კია, როდის უნდა მოსულიყო მესია.

გამართლდა კაცობრიობის გაცნობიერებული, ნახევრად გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოლოდინი, აღესრულა უდიდესი სასწაული - ღმერთი განკაცდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ყველაზე დიდი სასწაული, რაც კი მომხდარა სამყაროში, უფლის განკაცებაა, ყველა დანარჩენი აქედან გამომდინარეობსო. ამის შემდეგ აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს. წარმოიდგინეთ, ტრანსცენდენტური ღმერთი, ამ სამყაროს მიღმა არსებული სრულყოფილი მარადიულობა სამყაროში შემოდის და კაცის სახეს იღებს. ეს გამაოგნებელი რეალობაა - უფალი, რომელიც ყოვლადკმარი და ყოვლადნეტარი არსებაა, რომელსაც არაფერი აწუხებს, არაფერი სტკივა, ადამიანურ ბუნებას იღებს. იცით, ეს რას ნიშნავს? მოულოდნელად რომ გადაწყვიტოთ, მეორე დღეს თქვენი ნებისა და ცნობიერების შენარჩუნებით იქცეთ კიბორჩხალად სადმე ზღვის ნაპირას... თუმცა ეს შედარება ზუსტად მაინც ვერ გამოხატავს ამ მოვლენის მნიშვნელობას, ჩვენსა და კიბორჩხალას შორის ხომ იმხელა განსხვავება არ არის, რამხელაც ღმერთსა და ადამიანს შორის.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე პიროვნულად არ ყოფილა ადამიანი, ის ბუნებით იყო კაცი. სამწუხაროდ, ბევრმა ქრისტიანმა არც იცის ეს და ჰგონია, რომ მაცხოვარი პიროვნულადაც ადამიანი იყო.

უფლის განკაცების უდიდესი სასწაული საფუძველი გახდა ჩვენი გადარჩენისა. პიროვნულად ღმერთმა, ყოვლადწმინდა სამების მეორე წევრმა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაჯდა მარჯვენით მამისა. ადამიანურმა ბუნებამ სრული განღმრთობა განიცადა.

განკაცებით უფალმა შეძლო ეჩვენებინა, თუ როგორ ვუყვარვართ. ადამიანური ბუნება რომ არ შეემოსა, ჩვენთვის ვერ მოკვდებოდა, განკაცებით კი ეს შეძლო. სიკვდილი ყველაზე ძლიერი საშუალებაა სხვა ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვისა. სიკვდილი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე, არც გმირობა იარსებებდა. რადგან თავგანწირვისა და სიკვდილის შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია, სიყვარული გამოვხატოთ.

- უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ კაცობრიობა მის მეორედ მოსვლას ელის...

- თუ პარალელს გავავლებთ მაცხოვრის შობის მოლოდინსა და მეორედ მოსვლის მოლოდინს შორის, დავინახავთ, რომ ამ ორ მოვლენას ერთი და იგივე მიზეზები აქვს. არსებობს წინასწარმეტყველება, რომელშიც მოთხრობილია მეორედ მოსვლის ნიშნების შესახებ. ეს ნიშნები ბევრია, მაგრამ მათ შორის უმთავრესია სამყაროს სწრაფვა გაერთიანებისკენ, მსგავსად ბაბილონის გოდოლისა, ოღონდ თანამედროვე საშუალებებით. გლობალიზაცია ცუდი არ არის, მაგრამ არც კარგია; ესაა გარდაუვალი რეალობა, რომელიც მოიყვანს ანტიქრისტეს. თავისთავად, სამყაროს გაერთიანება კი არ მოიყვანს ბოლო ჟამს, არამედ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ანტიქრისტე იქნება ჩვენი სულიერი მდგომარეობის განივთება.

რაც შეეხება კაცობრიობის ზნეობრივ დეგრადირებას, ჩვენს დროში ეს თვალსაჩინოა. დღეს ზნეობრიობა ფარდობით კატეგორიად ითვლება, რომელიც შესაძლოა დროის მიხედვით შეიცვალოს კიდეც. ეს კატასტროფაა, რადგან ზნეობა ადამიანიდან გამომდინარეობს,Aკაცი კი ღვთის ხატადაა შექმნილი და როგორ შეიძლება, ღვთის ხატის ზნეობა შეიცვალოს?!

ზნეობრივი ნორმებიდან გადახვევა ადამიანური ბუნების წინააღმდეგ სვლას იწვევს. ამის ყველაზე მძაფრი და ამაზრზენი გამოვლინება ერთსქესიანთა ქორწინებაა, რომლის დაკანონებასაც ასე ძალუმად ცდილობენ არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ ის რელიგიური კონფესიებიც, თავს ქრისტიანებს რომ უწოდებენ.…ამის მახინჯი გამოვლინებაა ასევე აბორტი, ოჯახების რღვევა, ქორწინებისადმი მცდარი მიდგომა, არასწორი ბრძოლა სიბერის წინააღმდეგ, ევთანაზია, კლონირება და სხვა.

კაცობრიობის ჯანსაღ ნაწილს - შეგნებულად, არაჯანსაღს კი შეუგნებლად აქვს პროტესტის გრძნობა არსებული ვითარების გამო და ამავდროულად ­- მოლოდინი იმისა, რომ უფალი მოვა და ყველა ეს უბედურება დასრულდება.

- ცნობილია თუ არა უფლის მეორედ მოსვლის ჟამი?

- ღმერთმა ისევ ჩვენი ზნეობრივი სიკეთისთვის არ ინება, გაემხილა ბოლო ჟამის თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა: "დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მთ. 24,36); "არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელნი იგი მამამან დასხა თვისითა ხელმწიფებითა" (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანი, მუდმივად ფხიზლობდეს სულიერად: "მღვიძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი..." (მარკ. 13,33).

- მამაო, უფლის მეორედ მოსვლის მოახლოების რა ნიშნებია ცნობილი?

- მსოფლიო გლობალიზაცია - გაერთიანება ღმერთის გარეშე, ანუ ბაბილონის გოდოლი; გლობალიზაცია - ქრისტიანების მიერ გამოყენებული შესაძლებლობა მთელ მსოფლიოში ქრისტიანობის ქადაგებისა; კაცობრიობის ზნეობრივი გადაგვარება და სიყვარულის შემცირება; სოლომონის ტაძრის აღდგენა - როგორც სიმბოლო მსოფლიო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების შერწყმისა; ანტიქრისტეს გამეფება, მისი სოლომონის ტაძარში ინაუგურაცია - მსოფლიო რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლების რეალური კონცენტრირება ერთ კაცში; ანტიქრისტეს ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული არჩევნებით; მთელ მსოფლიოში კაცობრიობის უღმერთო მდგომარეობის განვითარება; ილიასა და ენუქის ქადაგება - კაცობრიობის ჯანსაღი ნაშთის ბრძოლა ანტიქრისტეს წინააღმდეგ; წინასწარმეტყველთა მოკვდინება - ანტიქრისტეს ფიზიკური გამარჯვება ნათლის შვილებზე; ელიასა და ენუქის მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება - ნათლის შვილების ანტიქრისტეზე რეალური გამარჯვების დასაწყისი და უფლის დაბრუნების უკიდურესი მოახლოება.

- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მხეცის ბეჭედზე...

- ბოროტმა შესაძლოა ტექნიკური საშუალებები, მაგალითად, ჩიპი და პლასტიკური ბარათი, სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ მხეცის ბეჭედი სხვა რამეს ნიშნავს; ეს არის გონების დაბინდვა, ჭეშმარიტი სიკეთის ქმნის უნარის დაკარგვა. როგორი იქნება ის გარეგნულად, ნაკლებად მნიშვნელოვანია. უმთავრესი ის არის, რომ როდესაც ანტიქრისტე მოვა, ყოველმა ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი განსაზღვრავს, ექნება თუ არა მხეცის ბეჭედი. ამბობენ, ძალადობით დაადებენ ადამიანებს ბეჭედსო, გონებას წაართმევენო. თუკი ძალადობით რამეს მავნებენ, მოწამე ვყოფილვარ; თუკი გონებას წამართმევ, მაშინ არც ერთი ცოდვა ცოდვად არ ჩამეთვლება. ეშმაკს ჩემი არჩევანი სჭირდება. თავის მხრივ, ცხადია, არც ჩიპია კარგი; საშინელებაა პოლიციური სახელმწიფო, რომელიც ამ ჩიპების მეშვეობით ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, თუმცაღა რაც არ უნდა მაკონტროლო, ღმერთს ვერ წამართმევ. სხვისი კონტროლი ვერ დამღუპავს; დამღუპავს ჩემივე მცდარი არჩევანი.

უფალი დამსჯელად კი არა, მხსნელად მოვა. მისი მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა თავის თავს ამოწურავს. რა არის კაცობრიობის ისტორიული დანიშნულება? რა და, ზნეობრივი არჩევანის გაკეთება. იბადები განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ ეპოქაში, განსაზღვრულ ადგილას, განსაზღვრულია შენი სქესიც. მაგრამ არ არის განსაზღვრული ყოველწუთიერი ზნეობრივი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, გქონდეს, რომელიც საბოლოოდ ასეთ არჩევანთან მიდის: ღმერთი თუ უღმერთობა. თუკი დადგება დრო, როცა აღარ გვექნება ზნეობრივი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაშინ კაცობრიობა დაკარგავს თავის დანიშნულებას და შეწყვეტს არსებობას. ზნეობრივი არჩევანის გაკეთების შეუძლებლობა გამოვლინდება იმაში, რომ ანტიქრისტეს, რომელიც ბოროტების აბსოლუტური კონცენტრირებაა, სიკეთის სრულ კონცენტრირებად მიიჩნევენ.

უფალი მოდის თითო-ოროლა გადარჩენილი ადამიანის მხსნელად და არა კაცობრიობის დამსჯელად. კაცობრიობა თვითონ ისჯის თავს. მე რომ მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, ეზოში ჩასვლა მინდა და ფანჯრიდან ვეცდები გადასვლას, ცხადია, ხვდებით, რაც დამემართება. დავარღვიე გრავიტაციის კანონი, რომელიც უფალმა დააწესა და ახლა მას დავაბრალო, რაც შემემთხვევა?! მე თუ ზნეობრივ კანონებს დავარღვევ, კიდევ ღმერთს ვუსაყვედურო იმის გამო, რასაც მოვიწევ?!

ხანდახან ადამიანებს მცდარი წარმოდგენა აქვთ უფლის მეორედ მოსვლის შესახებ, მას საშინელების, კატასტროფის სიმბოლოდ აღიქვამენ. მეორედ მოსვლა კი სიხარულის, ბედნიერების დღესასწაულია. არ გენატრება უფალი?! თუ არ გენატრება, აბა, ყოველდღე ვის ელაპარაკები? ხომ გვიხარია შობის დღესასწაული? უფლის მეორედ დაბრუნება ჩვენი მარადისობაში შობის დღესასწაული იქნება და უფრო მეტად გაგვიხარდება.
ბეჭდვაელფოსტა
24.01. 2019
tako
rogor miyvarxart
21.01. 2019
ნინო
სულის და გულის მალამო ხართ მამაო
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat