ყოველთა ქართველთა ერთობის დღე ქარმელის მონასტერში
ყოველთა ქართველთა ერთობის დღე ქარმელის მონასტერში
როცა შიდა ქართლში ომი მძვინვარებდა, ერიც და ბერიც ერთად ებრძოდა განსაცდელს. ხელებშიშველნი, უიარაღონი ელოდნენ უკანასკნელ დღეებს. საკუთარ ფუძეზე დარჩა ის, ვისაც სიარული უჭირდა და ბოლომდე უყურა შავ დღეებს. რას აღარ ჰყვებიან აქაურები... სახლის ჭუჭრუტანა სარკმლებიდან მხოლოდ მოხუცების გაფართოებული თვალები მოჩანდაო, შეშინებული ახალგაზრდობა კი ზოგი სად და ზოგიც სად შველოდა გაქცევით თავსო. დარჩენილებს ეკლესია-მონასტრებში აღვლენილი ღვთისმსახურება და დედოზარის ხმაღა აფხიზლებდათ. შეაგონებდათ, რომ ამქვეყნად სიცოცხლე კვლავ გრძელდება. გრძელდება ჩვენს დედაეკლესიასა და ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ერთად. მართლაც, "უსახელო გმირების" მსგავსად იბრძოდნენ და იღვწოდნენ ჩვენი სასულიერო პირები ამ ძნელბედობის ჟამს. ანუგეშებდნენ, ფიზიკურ და სულიერ დახმარებას უხვად ურიგებდნენ ქართველებს. თავად კი ნუგეშს მხოლოდ ღვთისგან იღებდნენ. საკუთარ ადამიანურ განცდებს ყველასგან ფარავდნენ და ქრისტეს მეომრების მსგავსად იდგნენ იქ, სადაც "ქარიშხალი" იყო.

ქარელის რაიონის სოფლების დაბომბვის ამბავი რომ შევიტყვე, თვალწინ დამიდგა იქაური ნაცნობების სახეები, ეკლესია-მონასტრები და ჩვენი ბერ-მონაზვნები (ღვთის მადლით, ამ წმინდა ადგილების მოლოცვას მომავალში უდავოდ შევძლებ). გავიგე ისიც, რომ ტახტისძირის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის და დვანის კვართის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი ნიფონტი (ქევხიშვილი) მძიმე განსაცდელში იყო. მოგეხსენებათ, რომ დვანი ოსეთის საზღვარზეა და ცხადია, რა მოხდებოდა. იქვეა სოფელი ბრეთიც, ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის, პიროს ბრეთელის სახელობის ტაძარი და ამავე წმინდანის საფლავიც. ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ზაბულონს (გელაშვილი) ტელეფონით შევეხმიანე. იმდენად მტკიცედ მესაუბრა, რომ იმედი მომეცა... მშვიდობიანი მომავლის იმედით დავემშვიდობე მამა ზაბულონს.

KARIBCHEმართლაც, ყველაფერს აქვს დასასრული... თითქოს მიჩუმდა ყოველივე შემზარავი, მაგრამ მაინც... იმედს მხოლოდ უფალი და ჩვენი ბერ-მონაზვნები გვაძლევენ. მიუხედავად განსაცდელებისა, ცხოვრება გრძელდება როგორც ერში, ასევე ბერში.

ამას წინათ, 14 სექტემბერი, მამა ზაბულონის თხოვნით და მისივე ლოცვა-კურთხევით, კვლავ მოვილოცე ურბნისისა და რუისის ეპარქია - ძამის ხეობა, მართლაც საოცრად ლამაზი, ბერ-მონაზვნებით და ეკლესია-მონასტრებით გამშვენებული სავანე. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით მამა ზაბულონი ქარმელის ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერსაც წინამძღვრობს. ქარმელი ძამის ხეობაში მდებარეობს. როგორც მამა ზაბულონისგან შევიტყვე, გასულ საუკუნეებში ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში დასახლებაც ყოფილა. მოსახლეობის უმრავლესობა კი წიქარიშვილების გვარისა იყო. დღეს კი ამ მადლიან ადგილას სამონასტრო კომპლექსია აშენებული და სულიერება ყვავის. მეტიც, 14 სექტემბერს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აქ უზარმაზარი ღია ტრაპეზი დაიდგა - მლოცველთა რაოდენობას მთლიანად დაიტევს ქარმელის მთა... ამ დღეს ერიც და ბერიც, ზოგი ფეხით, ზოგიც მანქანებით მოდიოდა მადლის მისაღებად. ღვთისმსახურებას მღვდელმთავართან ერთად ურბნისისა და რუისის მამებიც აღასრულებდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფემ იქადაგა:

- გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს დღე კურთხეულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ. ამ დღეს იკრიბება თითქმის ყველა ღვთისმშობლის დღესასწაული - ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, მიძინება.

14 სექტემბერი არის საეკლესიო ახალი წელი. ამ დღეს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე შებრძანდა ნაზარეთის სინაგოგაში და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, სადაც ეწერა: "სული ღვთისაი მოვიდეს ჩემზედა, რომელმან მცხო მე". თავის თავზე თქვა, რომ ის მართლაც ღვთისგან იყო, ღვთის ძე იყო, რომელიც მობრძანდა ჩვენს გადასარჩენად. ამავე დღეს, 314 წელს, წმინდა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოსცა მილანის ედიქტი და ქრისტიანებს მიეცათ საშუალება, თავისუფლად ეღიარებინათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. დღევანდელ დღეს იხსენიება როგორც ღირსი დედა, ასევე ღირსი მამა, ასევე ქალწულმოწამენი, მოწამენი და ძველი აღთქმის მამამთავარი ისუ ნავე მართალი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა ებრაელთა ერი მოსესთან ერთად და აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანა. სწორედ ის გახდა, და არა მოსე წინასწარმეტყველი, იმის ღირსი, რომ თავისი ნათესავი ებრაელთა ერი შეეყვანა აღთქმულ მიწაზე. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს დიდი სასწაულები და დღევანდელ დღეს აღვნიშავთ ყოველთა ქართველთა ერთობის დღეს. შეგახსენებთ წმინდა იოანე საბანისძეს. მან აბო თბილელის ცხოვრებაში ჩინებულად გამოხატა ქართველობის მნიშვნელობა. როდესაც ტომით არაბი აბო გაქრისტიანდება, მოინათლება, იოანე საბანისძე ამბობს: "ისმაიტელ ყოფილი და აწ ქართველი".

KARIBCHEქრისტიანობით ძლიერდება ჩვენი ქვეყანა. ქართველმა ერმა უფალს შეავედრა თავი. სწორედ დღევანდელ დღეს ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი კალთის ქვეშ შემოგვიკრიბა ჯერ მცირერიცხოვანი ხალხი, მაგრამ გავა დრო და ეს ადგილი, ქარმელის მთა, სრულიად საქართველოს ყველა მორწმუნეს დაიტევს. არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ აქ აღვმართეთ ღია ტრაპეზი. თქვენ იცით, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველმა, როცა აქაბ მეფე კერპთაყვანისმცემელი გახდა, ერთან ერთად ქარმელის მთაზე ააგო წმინდა სამსხვერპლო და უფალს შესწირა მსხვერპლი. მისი ლოცვით კი გადმოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი, რომელმაც დაადასტურა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა. ეს არის ის მთა, სადაც მართლაც უნდა განდიდდეს ყოვლადწმინდა სამება ყოველი ქართველის, მართლმადიდებლის მიერ. შემთხვევითი ისიც არ არის, რომ დღევანდელ დღეს აქ მობრძანდა პირი ღვთისა ანჩისხატი, რომელიც ქართველისთვის ყველაზე სათაყვანებელია. აქვეა მობრძანებული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მფარველია სრულიად საქართველოსი. ჩვენ დედა ღვთისა არ მიგვატოვებს. უნდა გვახსოვდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები: "არა გავწირო ერი ესე საზეპურო უკანასკნელ ჟამამდე". ჩვენი ერი გამორჩეულია, საზეპურო ერია. ბიზანტიის იმპერიის დროსაც ქართველები და ქართველი სასულიერო პირები დაჩაგრულნი იყვნენ. შევუერთდით ერთმორწმუნე რუსეთს, მაგრამ რუსეთმა დაიწყო ჩვენი დაჩაგვრა. შემოსვლისთანავე გადაღებეს ჩვენი უძვირფასესი ფრესკები, ძვირფასი ხატები გაძარცვეს. აკრძალეს ქართულ ენაზე ღვთისმსახურება. დღეს გვაყვედრიან, - ჩვენ გადაგარჩინეთო... პირიქით, დაამცირეს და დააკნინეს ყველაფერი ქართული საქართველოში.

დღეს არის საეკლესიო ახალი წელი და დაე იყოს ეს დასაბამი ქართველი ერის სულიერი ამაღლებისა, სულიერი აღმშენებლობისა. ღმერთმა, ყოვლადწმინდა სამებამ და დედა ღვთისმშობელმა თავისი წილხვედრი ქვეყანა გაამთლიანოს ამ საზღვრებში. მჯერა, ეს ასე იქნება. დაგვიბრუნდება აფხაზეთი, სამაჩაბლო და ღვთის ძალით შემოსილნი უფალთან ვიქნებით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა თავის კალთას გადააფარებს სრულიად საქართველოს. იმედით უნდა ვიყოთ.

დღეს მოვიხსენიეთ ბრძოლის ველზე მომწყდარი მხედარნი და მხედართმთავარნი, მშვიდობიან მოსახლეობაში აღსრულებული მართლმადიდებელი ქრისტიანენი და დაე, იყოს ეს მსხვერპლად გაღებული მომავალი, სრულიად გამთლიანებული საქართველოსი. როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება საქართველოში, მას მსხვერპლის გაღება სჭირდება. ის ახალგაზრდები მსხვერპლად შეეწირნენ საქართველოს ერთიანობას, საქართველოს სულიერ ფერისცვალებას და საქართველოს სულიერ გაბრწყინებას.

ღმერთმა ინებოს, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი შევსულიყავით დიდებით ჩვენს ზეციურ საქართველოში, ჩვენს ზეციურ წინაპრებთან. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს არის ხსენება ისუ ნავესი, რომელმაც გააჩერა მზე მანამ, სანამ ქანანელნი არ დაამარცხა. მან უფალს შესთხოვა, დღის ბოლომდე გამამარჯვებინეო. დღეს ამ მზეს უყურებთ და ეს მზე გაჩერდა მანამ, სანამ სრული დამარცხება არ იგემა მტერმა და იზეიმა გამარჯვება ისუ მართალმა. დაე, მისი ლოცვა-კურთხევით, ჩვენ შევსულიყავით აღთქმულ ქვეყანაში, ცათა სასუფეველში, რომლისთვისაც თითოეული მართლმადიდებელი ზრუნავს და ცდილობს გადარჩეს, თან გადაარჩინოს თავისი უკვდავი სული. ღმერთმა გაგახაროთ, ღვთის მადლი, წყალობა უფლისა არ მოგშლოდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ჩვენთან არს ღმერთი!

KARIBCHEქარმელის მთაზე მონასტრული ცხოვრება 2006 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო. ორ წელიწადში აქაურობა საოცრად შეიცვალა. ღვთის რწმენამ და სიყვარულმა მრევლი ქარმელში გააერთიანა. "კარიბჭესთან" საუბარი ერთ-ერთ მათგანს ვთხოვე.

როზა ჩაგელიშვილი: - დიდი დღესასწაულია ჩვენს ეპარქიაში. მრევლი სხვადასხვა სოფლიდან მოვიდა. მე ბრეთელი გახლავართ. ჩვენი მოძღვრის, მამა ზაბულონის ლოცვა-კურთხევით შარშანაც ფეხით ამოვედით მდინარე ძამიდან ქარმელამდე. ისეთი შემართებით მოვდიოდით, რომ დაღლა არც გვიგრძნია. დღეს ვეზიარე და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. უფალს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის. ვმადლობ დედა ღვთისმშობელს, მაცხოვარს იმის გამო, რომ ჩვენი ხეობა იყო დიდ განსაცდელში, მაგრამ ღვთის წყალობით, გადავრჩით. სოფლად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა... მოსახლეობა არ დაურბევიათ. საოცარია, მაგრამ ერთი ამბის მომსწრეც გავხდით. სოფელში სამების ტაძარი გვაქვს. რუსებმა ტაძარს შემოუარეს, პირჯვარი გადაიწერეს და წავიდნენ. ისინიც მართლმადიდებლები არიან და ალბათ სულის სიღრმეში გაუღვივდათ რწმენა.

როცა დიდი დღესასწაულებია, მრევლი ერთად დავდივართ... ალბათ ამ რწმენამ გადაგვარჩინა. შინ ისევ ფეხით დავბრუნდებით. ჩვენთან ერთად დადის ჩვენი მრევლი, ლევანი. უსინათლოა, მაგრამ ფეხით სიარულისას ერთს არ დაიწუწუნებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა.

ქარმელის მთაზე, ლამაზად მოწყობილი ბერების სენაკების შუაგულში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარია აღმართული. მამა ზაბულონს უნდა, მას სხვა ტაძარიც შეემატოს. მამა ზაბულონმა მითხრა: - ამ ადგილს მონადირეების გარდა არავინ იცნობდა. მეუფე იობმა აღმოაჩინა ერთ-ერთი მსვლელობის დროს და ტაძრის აგება გადაწყვიტა. თავიდან გვინდოდა, ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე აგვეგო. როცა ამ მთიანი ადგილიდან ბარში ჩამოსახლებულ მოსახლეობას შევხვდით, გვითხრეს, რომ აქ ცხოვრებისას ილიას ვთხოვდით შეწევნასო. ამიტომ, მეუფის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე ავაშენეთ.

მოგეხსენებათ, რომ ქარმელის მთაზე წმინდა ილია წინასწარმეტყველმა დაამტკიცა ჭეშმარიტი სარწმუნოება, როდესაც ერთ-ერთი ლოცვის დროს ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდა. ამის მსგავსად ამ ადგილს დაერქვა ქარმელის მონასტერი.

KARIBCHE


წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი შარშან, 30 სექტემბერს ვაკურთხეთ. მაშინ მეუფემ აღნიშნა, რომ 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელს დავაწესოთ ყოველთა ქართველთა ერთობის დღეო. ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება უნდა შევკრებილიყავით. ასეც მოხდა და ამ მშვენიერი დღის მომსწრენი გავხდით. ამ დღესთან დაკავშირებით დაიწერა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

ქარმელში ვაპირებთ ავაშენოთ წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი. საცხოვრებელი სენაკების მოწესრიგების შემდეგ უფრო გაიზრდება მონასტერში მომსვლელთა რაოდენობაც.

- მამაო, იმ დროს, როცა სოფელ ბრეთში რუსის ჯარი შემოვიდა, მოძღვარს რა ევალებოდა?

- ქრისტიანული სათნოება, ქრისტეს მცნებების ქადაგება მტერ-მოყვარესთან. ჩემდა გასაოცრად, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ და ლოცვა-კურთხევას იღებდნენ. დავაკვირდი იმასაც, რომ სოფლებში, სადაც ეკლესია მოქმედებს, დიდი ზიანი არ ყოფილა. ხოლო იქ, სადაც არ მოქმედებს ტაძარი, ოცზე მეტი სახლი გადაწვეს. მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, ღვთისმსახურება არ შეგვიწყვეტია. ამ განსაცდელის შემდეგ ბევრი ადამიანი მოექცა. ვნახოთ, "ღვთისაა ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და დამკვიდრებული მას შინა".

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat