ძვირფასო მკითხველო, გილოცავთ ახალ წელს - უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულს
ძვირფასო მკითხველო, გილოცავთ ახალ წელს - უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულს
ინდიქტიონი
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა (ანუ მარტიდან, ქვეყნის შესაქმის თვიდან, მეშვიდე თვეს - სექტემბერს). ამ თვეს ადამიანებს უნდა დაეთმოთ ცხოვრებისეული ამაოება და მხოლოდ ღმერთი განედიდებინათ. რა იყო მიზეზი ამ დღესასწაულის დადგენისა? რიცხვი შვიდი საკრალური რიცხვია, ექვს დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო და მეშვიდე დღეს დაისვენა. ასევე მისცა მცნებად ადამიანებს, ექვს დღეს ემუშავათ, ხოლო მეშვიდე დღე უფლისთვის მიეძღვნათ. ამის გარდა, სწორედ მეშვიდე თვეს დაიკლო წარღვნის წყლებმა და ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. ამავე თვეს მოსე წინასწარმეტყველი ჩამოვიდა სინას მთიდან და ქვის ორ ფილაზე ღვთის ხელით დაწერილი ათი მცნება ჩამოიტანა. ამ თვეს დაიწყეს უფლის კარვის აგება ისრაიტელთა ბანაკში. ამ თვეში უფლის მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა წმიდა წმიდათაში და თავისთვის და კაცთა ცოდვებისთვის მსხვერპლს შესწირავდა ღმერთს. მეშვიდე თვეს ღვთის რჩეული ერი იმდაბლებდა სულს მარხვით და ღმერთს ყოვლადდასაწველს შესწირავდა. ამავე თვეს საზეიმოდ აკურთხეს სოლომონისეული ტაძარი და შიგნით აღთქმის კიდობანი შეაბრძანეს. ამ თვიდან იწყებოდა ორმოცდაათი წლის ათვლა. როცა ისრაელის ერმა აღთქმულ მიწაზე დადგა ფეხი, უფალმა მათ უბრძანა, ყოველი ორმოცდამეათე წლის დადგომა განსაკუთრებით ეზეიმა. არა მარტო ისრაელს უნდა დაესვენა, მათ მონებსაც, პირუტყვსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიწასაც კი. ამ წელს, უფლის ბრძანებით, მიწას არ ხნავდნენ, არც თესავდნენ, არამედ ასვენებდნენ. თავთავს არ აგროვებდნენ, ყურძენს არ კრეფდნენ. ამ წელს მოვალეებს ვალებს პატიობდნენ, მონებს ათავისუფლებდნენ. ცდილობდნენ, ცოდვებით ღმერთი არ გაენაწყენებინათ. ეს ორმოცდაათწლიანი ციკლი იყოფოდა შვიდჯერ შვიდ წლად, ყოველ მეშვიდე წელს შაბათს ეძახდნენ. ექვს წელიწადს შრომობდნენ ისრაიტელნი და მეშვიდე წელს ისვენებდნენ. ყველა ეს წელი კი, უფლის ბრძანებით, მეშვიდე თვეს ანუ ლათინურად სექტემბერს იწყებოდა.

პირველ სექტემბერს წელიწადი არა მარტო ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით იწყებოდა, არამედ წარმართული ინდიქტიონითაც. ამ ინდიქტიონზე კი მოგვითხრობენ:

როცა ავგუსტუს კეისარმა დაამარცხა ანტონიუსი და კლეოპატრა (ეს პირველ სექტემბერს მოხდა), დაეუფლა ეგვიპტ-
ის მიწებს და იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ქვეშევრდომთაგან გადასახადის აკრეფა რომ გაადვილებოდა, შემოიღო 15-წლიანი ინდიქტიონი, რომელიც სამ ნაწილად იყოფოდა. ყოველ მეხუთე წელს ლუსტრუმს - ნათელს ეძახდნენ, ვინაიდან ბრწყინვალე კეისარს საკეისროს უხდიდნენ. ხალხი ამ დროს მხიარულობდა, ანთებდნენ ჩირაღდნებს, გადასახადის გადახდა არ უჭირდათ, მით უმეტეს, ხუთ წელიწადში ერთხელ. მეხუთე წელს რკინა და სპილენძი გროვდებოდა, რომლითაც იარაღს აკეთებდნენ, მეათე წელს ვერცხლს კრებდნენ და ჯარისკაცთა ხელფასს ისტუმრებდნენ, მეთხუთმეტე წელს კი რომში აკრეფილი ოქრო შეჰქონდათ. დამთავრდებოდა 15-წლიანი ციკლი ინდიქტიონისა და იწყებოდა ახალი, რომლის პირველ წელს ახალ წელს ეძახდნენ.

პირველ სექტემბერს ინდიქტიონის დაწყების აღნიშვნის ტრადიცია ჩვენმა დედაეკლესიამაც მიიღო. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. იმ დღეს, როცა იუდეაში და მთელ მსოფლიოში ახალი წელიწადის დადგომას ზეიმობდნენ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიბრძანდა მშობლიურ ნაზარეთში და სინაგოგაში შევიდა. შაბათი დღე გახლდათ. იუდეველები ამ დროს ჩვეულებისამებრ სინაგოგაში იყვნენ ხოლმე შეკრებილნი და წინასწარმეტყველთა წიგნებს კითხულობდნენ. მაცხოვარსაც მიაწოდეს წასაკითხად. იესომ გადაშალა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი და წაიკითხა: "სული უფლისაი ჩემზედა, რომლისათვის მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსვრილთა გულითა, ქადაგებად ტყვეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა და ქადაგებად წელიწადი უფლისაი შეწყნარებული" (ესაია 61,1-2). იესომ წიგნი დახურა და განაცხადა, რომ იგი არის ჭეშმარიტი მესია, რომელზეც ამბობდა იმდღევანდელი საკითხავი. "და ყველანი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყვათა, ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა" (ლუკა 4,22).

ახალი წლის დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში დაადგინეს წმინდა მამებმა ნიკეაში, პირველ მსოფლიო კრებაზე. ეს იმ დროს მოხდა, როცა მეფე კონსტანტინე დიდმა დაამარცხა მაქსენციოსი, შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და დაადგინა თავისი ინდიქტიონი. მაშინ წმინდა მამებმა ახალი წლის დღესასწაული დააარსეს, როგორც დასაწყისი ქრისტიანული თავისუფლებისა და მოსაგონებლად იმ დღისა, ოდეს იესო ქრისტემ სინაგოგაში შეკრებილ იუდეველებს უქადაგა "უფლის შეწყნარებულ წელიწადზე". ამის შემდეგ ქრისტიანები დიდი კრძალვით ვზეიმობთ სექტემბრის პირველი დღის დადგომას (რა თქმა უნდა, ძველი სტილით). მაგრამ ეს უკვე არის ზეიმი არა ძველი აღთქმისა, არამედ ახალი მადლისა. ამ დღეს თვით სჯულმდებელმა, ციდან კაცთა მოდგმის ხსნისთვის გარდამოსულმა იესომ ადამიანთა გულებზე, "ფიცართა შინა გულისა ხორციელისათა", თავისი ღვთაებრივი ბაგეებით დაწერა სჯული ზეციური მამისა.

ძვირფასო მკითხველო, გილოცავთ ახალ წელს - უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულს. უფალი ჩვენგან არ ითხოვს არც ოქროს, არც ვერცხლს, არც სპილენძს, მით უმეტეს, რკინას; მას ჩვენგან წმინდა გული და მასში დავანებული რწმენა, იმედი და სიხარული უნდა. ამ ახალ წელს მაინც "განვიძარცვოთ ძველი იგი კაცი საქმითა მისითურთ და შევიმოსოთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა ჩვენისა" (კოლასელთა მიმართ 3,9-10).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat