ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენი გულებიც გახდეს ბაგა უფლისა
ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენი გულებიც გახდეს ბაგა უფლისა
ინებოს უფალმა, რომ ჩვენი გულებიც გახდეს ბაგა უფლისა და იქ დაიბადოს იესო ქრისტე, ღმერთკაცი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი.
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- კაცობრიობის მოლოდინი ახდა და იშვა ძე დაუსაბამო, ემანუილ ღმერთი და კაცი, - ჩაგვესმის ეს სანუკვარი ანგელოზებრივი სიტყვები და ხარობს გული ჩვენი ამ უდიადესი მოვლენით. მხსნელი ჩვენი დაიბადა სიმდაბლით - იშუა ბაგაში და სახე მწირობისა გვიჩვენა.

უკვე ორი ათასი წელი შესრულდა, რაც სამყაროს მაცხოვარი, განკაცებული ღმერთი მოევლინა. ქრისტეს მოსვლამდე, სამყაროს ყველა ხალხი, გარდა იუდეველებისა, კერპთაყვანისმცემელი იყო.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღმოსავალეთში მოგვებმა პირველებმა შეიტყვეს, რომ ქრისტე იშვა. ვარსკვლავისაგან ისწავლეს ეს საღმრთო მეცნიერება. 14 ათეული წლის წინათ ცხოვრობდა წინასწარმეტყველი ბალაამი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ აკიაფდებოდა ვარსკვლავი იაკობისაგან. ამიტომაც არის გასაკვირი, რომ მოგვები ქრისტეს თაყვანისსაცემად აღმოსავლეთიდან მოვიდნენ: წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ მათ იცოდნენ და სწამდათ, სწორედ იუდეაში მოევლინებოდა ქვეყანას მაცხოვარი და როგორც კი შეიტყვეს მისი დაბადება, სასწრაფოდ მის თაყვანსაცემად გამოეშურნენ. ასტროლოგიაში არსებობდა უცნაური ვარსკვლავის ფენომენი და მისი გამოჩინება სწორედაც ღვთის განკაცების მომასწავებელი იყო. უფალმა ამით იზრუნა სწორედ წარმართ სწავლულებზე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ მეცნიერმა სწავლულმა მოგვებმა შორი და სახიფათო გზა გამოიარეს, რათა უფლისთვის თაყვანი ეცათ და ეხილათ მხსნელი სოფლისა. აღმოსავლეთში ავაზაკთა უამრავი ბრბო დადიოდა და უდიდეს საშიშროებას უქადდა უწყინარ მოგვებს, მაგრამ აქ ჩვენ ვხვდებით ერთ უდიდეს მოვლენას - თავდადებას.

მოგვები შევიდნენ იერუსალიმში და იკითხეს, სად დაიბადა თქვენი მაცხოვარიო. "ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფეს, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა. რატომ შეძრწუნდა ჰეროდე მეფე. მან იგრძნო, რომ დაიბადა მისი მეფობის მეტოქე. მისმა მწირმა გონებამ საღმრთო მოვლენა ვერ განჭვრიტა, ჰეროდემ შეიტყო მოგვების შესახებ.

ჰეროდე ეჭვიანი ბუნებისა იყო. მან სასიკვდილოდ შვილებიც კი გაიმეტა. ამით ის იცავდა სამეფო საზღვრებს. ჰეროდეს სამეფო ტახტი მითვისებული ჰქონდა - რომის იმპერატორმა დასვა ტახტზე. მზაკვარია ჰეროდე, შეკრიბა ყოველი მღვდელთმოძღვარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სად დაიბადა ქრისტე. ჰეროდეს სურდა მოეკლა ყმა, ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, რომ აღესრულებინა კაენისეული სისაძაგლე. უპასუხეს, - ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრედ წერილ არს.Mზაკვრობა კაცთა ზედმიწევნით კარგად იციან ძველი აღთქმის სწავლულებმა ქრისტეს შობის შესახებ და ყოველი ის წინასწარმეტყველება, რომელიც ქრისტეს შეეხება.

***
მოგვნი მიდიან და თაყვანს სცემენ მაცხოვარს, ქედს მოიდრეკენ უფლის წინაშე და გახსნიან საუნჯეს, რომელიც მიართვეს ყრმა იესოს. ოქრო, მური და გუნდრუკი. ოქრო, როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც ღმერთს და მური, როგორც კაცს. საოცარია ამ ძღვენის სიმბოლოები და მისი სიღრმე. ეს წმინდა ძღვენი დღეს წმინდა მთაზე, ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული. მდიდარია მართლმადიდებლობა თავისი სასწაულებითა და გარდამოცემის უტყუარობით, რომელიც მსოფლიო ისტორიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩავწვდეთ მის სიდიადეს, ღვთაებრივი ნეტარების დაუსრულებელ სიტკბოებას - ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სიქადულს.

თანამედროვე ფიზიკოსმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის გზით აღმოაჩინეს ახალი სასწაული, რომ ღმერთმა ანუ ღვთაებრივმა ნაწილაკმა შექმნა კაცობრიობა. მაგრამ ეს ხომ უფალმა I საუკუნეში და მანამდეც წინასწარმეტყველთა ბაგეებით ამცნო კაცობრიობას. ისაია წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ ქალწული შობს ძეს დაუსაბამოს. ემანუილ ღმერთი და კაცი მას ვადიდებდეთ და რომელმან შუა იმას ვნატრიდეთ. ეს ნათელი სიტყვები ისაიამ რამდენიმე ათასეული წლის წინ იწინასწარმეტყველა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: მეცნიერ მოგვებს შორი გზა დასჭირდათ ღმერთთან მისასვლელი, ხოლო უბრალო მწყემსებს ანგელოზებმა ახარეს ქრისტეს შობა და მოკლე გზით მივიდნენ უფლის განსადიდებლად. რაოდენ ღრმაა ამ უდიდესი საეკლესიო მამის სიტყვები, აქ განჭვრეტილია კაცთა მოდგმის დაცემული ბუნება და გადმოცემულია ის სიმხდალე, რომელიც ადამიანის ბუნებას ახლავს, ხოლო წინა პლანზეა წამოწეული უბრალო გულის, საღმრთო მეცნიერების საიდუმლოსთან თანაზიარების ნიჭი. უბრალოებას ჩვენ შეიძლება ქრისტეს შობა უწოდოთ, რადგანაც უფალმა ამით დაგვანახა, რომ სიმდაბლითაა შესაძლებელი ქრისტესთან მისვლა. დამდაბლებული მაცხოვრი, ბაგაში შობილი კაცობრიობის გამომხსნელის მწირად მოვლინება დედამიწაზე სწორედაც წუთისოფლის ხსნაა. არ მოინახა ადგილი, სადაც შეიძლებოდა შობილიყო ღმერთი და აი, ბაგა სანუკვარი გახდა ჩვენთვის. ამით უფალმა დაგვანახა, რომ მდაბალთ აცხოვნებს უფალი. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით: ყველა დიდი საეკლესიო მამა, რომელთა კეფაზეც იდგა ეკლესიის სწალების მართალი გარდამოცემა, სიმდაბლითა და სიმწირით ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ადგილი, სადაც შეიძლებოდა თავი მიედრიკათ ქრისტეს რაინდებს. ათანასე დიდის ცხოვრება ხომ საოცრებაა და თავდადების უდიდეს მაგალითს გვაძლევს. მაქსიმე აღმსარებელი ხომ პირდაპირ გვეუბნება თავისი ცხოვრების წესით, რომ არაფერია ამქვეყანაზე იმაზე დიდი, ვიდრე სწორი სწავლების დაცვა და გავრცელება. წმინდანთა გულებში მაცხოვარი ყოველდღე იბადებოდა და ისინიც ყოველთვის კვდებოდნენ ქრისტესთვის. "მცნებასა ახალს მოგცემთ თქვენ, რაითა იყვარებოდეთ ურთიერთ არს, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ, რაითა თქვენცა იყვარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდით ურთიერთ არს" (ინ.13, 34-35).

***
უფალი სიყვარულს გვასწავლის. ის ადამიანისათვის დაიბადა. როგორც ღუთაებრივი მოციქული ბრძანებს: ხატი მონისა მიიღო. ღმერთს არ სჭირდებოდა განკაცება, ეს ადამიანისათვის იყო საჭირო, რათა უფალი განკაცებულიყო და გამოეხსნა კაცობრიობა სისხლით და ისევ მამისეულ წიაღში დაებრუნებინა.

წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, როდესაც შორს მივდივართ სამოგზაუროდ, გზაზე სასტუმროებში ვათევთ ღამეს, რათა შევისვენოთ და ვცდილობთ, რომ მალე დავბრუნდეთ ოჯახში, რამეთუ იქ არის ჩვენი გული. წუთისოფელი სასტუმროა, ხოლო ოჯახი სასუფეველი. ჩვენი გული სწორედაც სასუფეველს უნდა ეკუთვნოდეს. იქ არის ნამდვილი და მარადიული სავანე მამისა, რომელიც უნდა გვიყვარდეს და გულს უნდა ვაჩვევდეთ ამის სიყვარულს.

წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: რატომ უწოდა მათე მახარებელმა შობა იესო ქრისტესი. ის მარტო იესო ქრისტეს გენეალოგიას კი არ შეიცავს, არამედ მთელ საღმრთო განგებულებას. ქრისტეს გენეალოგია უმთავრესია მთელ საღმრთო განგებულებაში და ის ყოველი ჩვენთვის მომადლებული სიკეთის საწყისად და საფუძვლად გვევლინება. ისევე, როგორც მოსე უწოდებს თავის პირველ წიგნს ცისა და მიწის დაბადებას. მაცხოვრის გენეალოგია, წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის გადებული. მაცხოვარი ბრძანებს: "მოვედი არა რჯულის გასაუქმებლად, არამედ განსამტკიცებლად.

- რატომ ეწოდა იესო ქრისტეს დავითის ძე?

- წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს. არა იმიტომ, როგორც სხვები ფიქრობენ, რომ გენეალოგია აღმავალი ხაზით წარმოედგინა, რადგან ამ შემთხვევაში მათე მახარებელი ამბობს და რად მოიხსენია პირველი დავითი? რადგანაც ამ ადამიანის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც მის საქმეთა დიდებულების გამო, ასევე ეპოქის გამოც, რადგანაც აბრაამზე გვიან აღესრულა. თუმცა, ღმერთმა აღთქმა ორივეს მისცა, აბრაამის აღთქმაზე, როგორც უფრო ძველზე, ნაკლებ ლაპარაკობდნენ, ხოლო აღთქმას, რომელიც დავითს მიეცა, როგორც არცთუ ისე დიდი ხნისას და ახალს, ყველა მოწმობდა, იუდეველები თავად ამბობდნენ: არა წიგნი იტყვის, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით მოვიდეს ქრისტე. არავინ უწოდებდა მაცხოვარს აბრაამის ძეს, არამედ დავითის ძედ იხსენიებდა. რატომაა, რომ დავითის შემდგომ ყველა მეფეს დავითის ძედ იხსენიებდნენ? იმიტომ, რომ დავითი ყველაზე სახელგანთქმული და ძლიერი მეფე იყო: მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის (4 მეფ.19,34)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წარმოშობის საკითხი მნიშვნელოვანია და ყურადსაღები: ქალწულისა მითხოვილსა ქმრისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისაგან დავითისა. (ლუკ.1,27) აქ აშკარად და ნათლად არის გადმოცემული, რომ ქალწული დავითის სახლისაგან და ტომისაგან იყო. ეს ამტკიცებს, რომ იოსებიც იმავე ტომისაგან იყო, ებრაელთა კანონით, ცოლი, საკუთარი ტომის გარდა, სხვაგან არსად უნდა აერჩიათ.

როდესაც ქრისტე მაცხოვრის შობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ მარადის ქალწულზე. დედა ღვთისმშობელმა შუა ძე დაუსაბამო, რომელსაც თავად ზეცაც ვერ იტევს და დარჩა მარადის ქალწულად, ზეციურ დედოფლად წოდებული და ამ დიდი სასწაულით მართლმადიდებელთა ნუგეშად იქცა. დიდია თავდადება წმინდა ოჯახისა, რომელმაც დევნულობა განიცადა და გაიქცა ეგვიპტეში, რათა ყმა იესო გადარჩენილიყო. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ მაცხოვარი შობილი არ არის დედის მუცლიდან და დევნას განიცდის, იტანჯება წმინდა ოჯახი. წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, ღვთისმშობელს ადამიანთა უბედურებისა და ცოდვებისაგან დახსნა ძალუძს, რაზეც ეკლესიის გამოცდილება მეტყველებს. მას შეუძლია ხსნა მოგვანიჭოს, შეევედროს ძეს თვისას - სამყაროს მხსნელს. წმინდა იოსებ ათონელი ბრძანებს, - წმინდანმა მრავალი ქება უძღვნა ღვთისმშობელს, მაგრამ მე, გლახაკმა, ვერ ვპოვე უფრო მშვენიერი და ტკბილი ქება, ვიდრე მისი მოწოდება და ყოველ წამს მოხმობა: დედაო ჩემო, ტკბილო დედავ, დაე, მიიღოს შენმა ხელებმა ჩემი სული და მათ გადასცენ იგი თავის შემოქმედს, მხოლოდშობილ ძეს. სხვა არაფერი გვსურს, ჩვენო ტკბილო დედავ, თუ არა ღვთაებრივი აღგზნებისას მოტყინარე სიყვარულის სახმილში სულის განტევება, როცა გიზგიზებს ჩვენი სული და გონება ჩერდება და ქრის კეთილსურნელოვანი სუნთქვა სუსტ ნიავში და წყვდიადით იფარება, როცა გრძნობები ირინდება და მეფობს სასურველი წადილი, სიყვარული და სიცოცხლე, მუდამ ტკბილი იესო. აბა, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? ზეციური მეუფის მოვლინება მიწიერ მეფეებს არ სურთ. მათ ჰგონიათ, რომ ქრისტე უფალი მიწიერ ტახტს დაიკავებს და დავითის მსგავსი მეფე შეიქმნება. მას უპყრია ზეციური ტახტი და დიდება. როგორც წმინდა საბა იშხნელი ბრძანებს და მიმართავს კურაპალატს: შენ მიწიერთა მათ ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა ქვეყანისა და ქვესკნელთა... და იშუა თავად დავით მეფის ნუგეში და მისი წინასწარმეტყველება ახდა. უფალი მეფობს და იმეფებს მარადიულად, მხოლოდ მასში შეიძლება მარადიულად ვიცოცხლოთ ჩვენც, ადამიანებმა, რადგანაც იზრუნა უფალმა თავისი განკაცებით ადამიანზე და გამოიხსნა იგი, რათა დაუსრულებელი ცხოვრება ჰქონოდა ადამის მოდგმას... ადამი შეცდა და ეს შეცდომა არ შეინანა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ადამს უფლისთვის პატიება რომ ეთხოვა, აუცილებლად აპატიებდა ღმერთი, რადგანაც ყოვლადმოწყალეა თავისი ბუნებით. ახალმა ადამმა, ქრისტემ (მას ეკლესიის მამები ახალ ადამს, განმაახლებელს უწოდებენ) გამოიხსნა კაცობრიობა ამ უდიდესი ტანჯვისაგან. მართალნი ხარობდნენ ჯოჯოხეთში, როდესაც უფალი ჩავიდა იქ და აღმოიყვანა სული მართალთა. დავით მეფსალმუნე ბრძანებს, ჯოჯოხეთი წარმოცარიელდაო.

ბრძანებს უფალი: მოვავლენ ქვეყნად შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას (გამოს. 8,11). და აი, ქრისტე განკაცდა და დასრულდა სულიერი შიმშილი ადამის მოდგმისა. ვინც ჰგიებს ქრისტეში, მას არასოდეს შეემშიება და მოსწყურდება. დასრულდა საუკუნეების ტანჯული გზა, ადამიანი რომ მიაბიჯებდა უფლის გარეშე. სად ვიქნებოდით ჩვენ? რა ელოდა კაცობრიობას, რომ არ განკაცებულიყო უფალი? ეს კი ვიცით, რომ ის აუცილებლად განკაცდებოდა და ძველი აღთქმის ხალხი სწორედ ამ ნუგეშით ცხოვრობდა და მოელოდა მაცხოვარს, მეფური დიდების მქონეს. ზეციურ მეუფეს სხვა, მეფური, არამიწიერი კრიტერიუმები აქვს. ის მდაბლდება და სიმდაბლისკენ მოუწოდებს ყველას. ვერ იცნეს მაცხოვარი ებრაელებმა, მაგრამ ძველი აღთქმის მღვდელმთავრებს გააზრებული ჰქონდათ, თუ ვის აკრავდნენ ჯვარზე.

წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ბრძანებს, რომ ქრისტე უმაღლესი მღვდელმთავარია ეკლესიისა... ეკლესია, რომელიც ჩვენი გული და დედაა, სადაც ვიბადებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას ქრისტეში. ეკლესია ბაგაა, სადაც დაიბადება მაცხოვარი, ის ყოველთვის იბადება, ჩვენთვის ჯვარს ეცმევა და აღდგება, აქ, ამ დიდებულ ღვთიურ ტაძარში აღესრულება ეს დიდი სასწაული. ხარობს და ზეიმობს მოციქულთა ეკლესია. მოციქულებთან და წმინდანებთან ერთად დღეს ჩვენც ვუერთდებით ზეციურ სიხარულს და ანგელოზთა გალობას. ალილო, ქრისტე იშუა ბეთლემსაო. დაე, ინებოს უფალმა, რომ ჩვენი გულებიც გახდეს ბაგა უფლისა და იქ დაიბადოს იესო ქრისტე, ღმერთკაცი, ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ შევამკო მაცხოვრის ბაგა. ინებოს უფალმა, ვცხონდეთ და მარადის ანგელოზებთან ერთად განგვედიდებინოს მამა, ძე და სულიწმიდა. ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat