შობამან შენმან...
შობამან შენმან...
შობა უფლისა არის სათავე ჩვენი რწმენისა
7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
განკაცებული მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის შესახებ უამრავი ქადაგება თუ საეკლესიო ლიტერატურა გვამცნობს. თუ რატომ იშვა ღვთისმშობლისგან მაცხოვარი ბეთლემის ბაგაში და როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეს, გთავაზობთ ამონარიდებს სასულიერო პირების ქადაგებებიდან.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:

"დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"...

და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისას:

უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო, აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა, შვილთა სიმრავლე, ნაყოფის სიუხვე, ამაღლებული სიყვარული, სასოება შეურყეველი, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა.

კურთხეულო საქართველოვ, შეისმინე სიტყვა უფლისა: "აჰა, ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამოცხადება 3,8)

მაშ, გავუღოთ გული ჩვენი ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა და ვიხაროთ უფალთან ერთად.

"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".


მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი):

"დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას.

ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლა ღმერთმა: - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითიდღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ... და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფუკ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი, ჩვეულებრივი, ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩნდებაო იგი. ასე ასწავლიდა, მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

და იშვა იესო ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

"ქალწული შობს დღეს მაცხოვარს" - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:

- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!"

საერთოდ, საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და
კაცთა შორის სათნოება. ამინ!

ახლა, ალბათ, ბევრი იმასაც იტყვის, ამ გასაჭირის ჟამს რა დროს დღესასწაულია, როგორღა შეუძლია ამ მძიმე და დუხჭირ დროს ადამიანს სიხარული განიცადოსო. მაგრამ სწორედ ეს არის საქმე! ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ სასოწარკვეთაა. როცა ადამიანს სასო წარეკვეთება, ღმერთი ავიწყდება. ასე დაემართა პეტრეს, როცა უფლისაკენ მიმავალი ისე დააფრთხო ტალღებმა, დაავიწყდა ღმერთი და იწყო კიდეც ჩაძირვა. მაგრამ როგორც კი გაახსენდა იგი და ხელი გაიწოდა მისკენ, ღმერთმაც არ დააყოვნა ხელის შეშველება. სამაგიეროდ, სასოწარკვეთილმა იუდამ თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე და არ ითხოვა ღვთისაგან შენდობა.

განვაგდოთ ჩვენგან სასოწარკვეთა. მოვიცილოთ იგი. განვიწმინდოთ ამ ცოდვისაგან გული და შევეგებოთ ქრისტეს, იმას, ვისი პირველი თაყვანისმცემლებიც უბრალო მწყემსები იყვნენ, მწყემსები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სუფთა და წრფელი გულით.

წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა, რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას:

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!


ნარიყალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

- რას უკავშირდება 25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულის დაწესება?

- 25 დეკემბერს, ანუ ახალი სტილით 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულის დაარსება უკავშირდება ასტრონომიულ "მზის დაბადებას", ანუ დღის მომატებას, რომელიც ხდება დეკემბრის მიწურულს, ზამთრის მზებუდობის შემდეგ, ესე იგი, 21 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ღამე მაქსიმალურად გრძელია.

- რატომ მოხდა ქრისტეშობის დღესასწაულის "მზის დაბადებასთან" დამთხვევა?

- ამ დამთხვევას საღვთისმტყველო საფუძველი აქვს. ძველი აღთქმის საღვთო წერილში ნახსენები "სიმართლის მზე" (მალაქ. 4,2) ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ქრისტეს მომასწავებლად არის მიჩნეული. ამიტომაც ამ ეპითეტს უგალობს მას წმიდა ეკლესია: "შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვე სოფელსა ნათელი ბედნიერებისა, რამეთუ, რომელნი იგინი ვარსკულავს მსახურებენ, ვარსკვლავისგან ისწავლეს თაყვანისცემა შენი, მზეო სიმართლისაო". აღმოსავლეთის ეკლესიაში 25 დეკემბერს, ახალი სტილით 7 იანვარს, ქრისტეს შობის დაკავშირება მოხდა მეოთხე-მეექვსე საუკუნეებში, როდესაც თეოფანიის დღესასწაული გაითიშა ორ დღესასწაულად - შობად და ნათლისღებად. ნათლისღება დარჩა 6 იანვარს, ანუ ახალი სტილით 19 იანვარს, ხოლო შობა - 25 დეკემბერს, ანუ 7 იანვარს.

"მაცხოვრის შობა არის უდიდესი საღვთო საიდუმლო".

ამ დღეს მოხდა ღმერთის განკაცება და მან კაცთა მოდგმა გამოგვიხსნა საუკუნო ცოდვებისგან და გაგვიხსნა ბჭე ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებისა, საუკუნო ცხოვრებისა და ცათა სასუფევლის მკვიდრობისა. მაცხოვრის შობის შესახებ სწავლება ასევე გადმოცემულია სარწმუნოების სიმბოლო "მრწამსში", რომელიც ყველა ქრისტიანმა ყოველ დილას, დილის ლოცვების წაკითხვისას უნდა წარმოთქვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო ქრისტე მოვიდა არა ანგელოზების, ფრინველების, პირუტყვების, არამედ ჩვენთვის, ადამიანებისა და ჩვენი ცხონებისთვის. ჯერ კიდევ საღვთო წერილში, მიქეას წიგნში იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მაცხოვარი, ზეციური პური, სწორედ ბეთლემში უნდა მოსულიყო. თვით სახელი "ბეთლემი" ებრაულად "პურის სახლს" ნიშნავს. ბეთლემში დაბადებულ ჩვილს კი უწოდეს იესო ქრისტე. "იესუ" ებრაულად ნიშნავს მაცხოვარს, მაცოცხლებელს, არსებობის გამცემელს; "ქრისტე" კი მოდის ბერძნული სიტყვიდან "ხრიძო" და ნიშნავს "ვაცხებ", "ცხებულს". ანუ, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, "იესო ქრისტე" ნიშნავს მესიას, რომელიც არის ცხებული. იოანე დამასკელის განმარტებით, "იესუ" - მაცხოვრის კაცობრივი ბუნების სახელია, ხოლო მისთვის "ქრისტეს" წოდება - საზღვარი მის ღმერთობასა და კაცობას შორის, ესე იგი, მოასწავებს ღმერთკაცობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთის განკაცება მოხდა ბუნებათა შეურევლად. ესე იგი, ქრისტეს ჰიპოსტასში, პიროვნებაში, გვამოვნებაში, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეერთების შედეგად რამე ახალი, შუალედური ბუნება კი არ წარმოიქმნა, არამედ იმ შეერთებისას ის ისეთივე სრულ ღმერთად დარჩა, როგორიც მანამდე იყო. მან მხოლოდ შეიძინა სრული კაცობრივი ბუნება, ისეთივე, როგორიც თითოეულ ადამიანს აქვს, იმ განსხვავებით, რომ ქრისტე უცოდველია. როდესაც ჩვენ ვახსენებთ სახელს - იესო ქრისტე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი სახელი და, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ცისქვეშეთში არ მოცემულა ამაზე დიდი სახელი და ვინც ამ სახელს აღიარებს, იგი ცხონდება". ანუ, ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, იშვა ქალწული მარიამისგან და ირწმუნებს ყოვლადწმიდა სამებას, ის ადამიანი იქნება გამოხსნილი, გათავისუფლებული ყოველგვარი ცოდვისგან. ყველა ადამიანს შეუძლია, აღიაროს, ირწმუნოს, მიიღოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და მისი გულიც განათდება მაცხოვრის შობით, რის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება და ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ იერუსალიმს, ანუ ზეციურ სასუფეველს.

- როგორ უნდა აღვნიშნოთ შობის დღესასწაული, აუცილებელია თუ არა, ადამიანი დაესწროს შობის ღამეს ეკლესიებში აღსრულებულ შობის ლიტურღიას?

- ყველა ქრისტიანმა ეს დღე უნდა იზეიმოს გულით, ცოდნით, დოგმატით, და არა მხოლოდ გემრიელი კერძებით, მორთულობებითა და, ფოიერვერკებით. 40-დღიანი მარხვით ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენს გულშიც იშვას მაცხოვარი და მას ჩვენი გული ისეთი დაბინძურებული არ უნდა დავახვედროთ, როგორც ის მღვიმე იყო, სადაც 20 საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ იშვა მაცხოვარი. ამიტომაც უნდა შევინახოთ მარხვა, ვთქვათ აღსარება, ვეზიაროთ, განვიწმინდოთ, რომ შობას ჩვენი გული და ცნობიერება განიწმინდოს და ღირსეულად შეხვდეს მესიის შობას, რომ კიდევ ერთხელ არ გვამხილოს, როგორ არის იმ ბაგასავით დაბინძურებული ჩვენი გული და ცნობიერება. ადამიანი ეჩვევა იმას, რომ თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი ზეიმურობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნული ხდება. ჩვენი ცნობიერება, გული, უნდა გასცდეს შობის მხოლოდ გარეგნული დიდებით აღნიშვნას და რწმენით უნდა ვიზეიმოთ ქრისტეს შობა, მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული და მერე უკვე ერთმანეთს მივულოცავთ ამ დიდი დღის დადგომას.

რაც შეეხება საღვთო ლიტურღიას, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის აღესრულება ეკლესიაში და მორწმუნე ერი მოძღვრებთან ერთად ზეიმობს მაცხოვრის შობის დღესასწაულს. ვისაც აქვს სურვილი, იზეიმოს მაცხოვრის შობა, უნდა მივიდეს ეკლესიაში, არ აქვს მნიშვნელობა, შეინახა მარხვა თუ არა. ყველა ერთად დიდი სიხარულით უნდა შეეგებოს ბეთლემის ბაგაში შობილ ქრისტეს და ერთმანეთს უნდა ახარონ ეს დიდი სიხარული, ისევე, როგორც მწყემსებმა უბრალო ენით ახარეს ქვეყნიერებას მაცხოვრის დაბადება. ქრისტეს განკაცებამ სათავე დაუდო კაცთა ცხოვნების საღვთო განგებულებას. ღმერთმა დალოცოს და ამ ბრწყინვალე დღის სიხარული არ მოაკლოს სრულიად საქართველოს!

თბილისის მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი.


- ქრისტე ასჯერაც რომ დაბადებულიყო ბეთლემში, თუკი იგი შენს გულში არ დაიბადა, რა აზრი აქვსო, ამბობდა ერთი ფილოსოფოსი. თუ შეიძლება, რომ განმარტოთ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტეს დაბადების ფაქტის არა მხოლოდ ისტორიულ და ზოგადსაკაცობრიო მოვლენად აღქმა, არამედ პიროვნული ურთიერთობა ქრისტესთან, მისი პიროვნულად მიღება?

- რა თქმა უნდა, ზოგადად ქრისტიანული სარწმუნოება გულისხმობს ქრისტეს პიროვნულად მიღებას. მაცხოვარმა მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვისგან ჯვარცმითა და აღდგომით, მაგრამ ეს გამოსყიდვა ქმედითი რომ გახდეს თითოეული კონკრეტული ადამიანისთვის, აუცილებელია რწმენა და ინდივიდუალური თანამონაწილეობა ქრისტესთან მის ჯვარცმაში, დაფლვასა და აღდგომაში, რაც სულიერად ხდება კიდევაც ნათლობის დროს. ღმერთი ცოცხალია და ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი გულისხმობს მასთან პირად ურთიერთობას, რაც მიიღწევა სრულფასოვანი ეკლესიური ცხოვრებით. შობის აღნიშვნა თუ შემოისაზღვრება მხოლოდ ღორის დაკვლით და მწვადების ჭამით, ეს არ ნიშნავს ქრისტიანობას. ქრისტიანული დღესასწაული არ გულისხმობს მხოლოდ რომელიღაც კონკრეტული ისტორიული მოვლენის გახსენებას, არამედ მის აქტუალიზებას ჩვენს დროში და ჩვენს მასთან სულიერად თანამონაწილეობას. ამიტომ შობის ან ნებისმიერი სხვა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნისას, რაღაც უნდა იცვლებოდეს ჩვენში, ცოტათი მაინც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat