სიკვდილი მოიკლა და დამარცხდა თავად ქრისტეს მიერ
სიკვდილი მოიკლა და დამარცხდა თავად ქრისტეს მიერ
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ქრისტეს აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია. ეს არის სასუფევლის განცდა ამ ქვეყანაზე, რამეთუ ანგელოზთა და წმინდანთა დასთან ერთად ხარობს მთელი ქრისტიანული სამყარო. შეიძლება ითქვას, ღმერთი ამ დროს ისე ახლოს არის ადამიანთან და იმდენად დიდია სიხარული, რომ მხოლოდ გულქვა ვერ შეიგრძნობს მას.

ქრისტეს აღდგომა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საოცარი მოვლენაა. ბიბლიაში მოცემულია მკვდართა აღდგინების სხვა შემთხვევებიც. მკვდრეთით აღმდგარნი იმოსებოდნენ მოკვდავი, ხრწნადი სხეულით და შემდგომში კვლავ სიკვდილს ექვემდებარებოდნენ. გავიხსენოთ ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს მაგალითი, რომელსაც იესო ქრისტემ პირვანდელი სახის სხეული დაუბრუნა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი შემდგომში ეპისკოპოსიც გახდა. ქრისტეს აღდგომისას კი მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. მან ჩვენგან განსხვავებული, განსულიერებული და გაცისკროვნებული სხეული შეიმოსა, რითაც ადამიანისეული ბუნების მომავალი და მარადიული სახე გვიჩვენა; ანუ სულის უკვდავების უტყუარი დასტური მოგვცა.

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომამ მომავლის იმედი და ცხოვრების მიზანი გაგვიჩინა; აღარ გვეშინია სიკვდილის, რადგან ის არარაობად იქცა, მოიკლა და დამარცხდა თავად ქრისტეს მიერ. აღარ გვეშინია ეშმაკის, რადგან მისი ადამიანზე მეუფება დამთავრდა და განქარდა. აღარც ცოდვის ტყვეობისა უნდა გვეშინოდეს, ვინაიდან უცოდველმა ღმერთმა განწმინდა ადამიანური ბუნება.

ამ ყოველივეს დასტურია წმინდანთა ცხოვრება, მათ არაფრად მიიჩნიეს სიკვდილი და ყოველგვარი მიწიერი დიდების წილ სასიკვდილო ტანჯვა-წამება იტვირთეს. ვერც ეშმაკის მრავალგვარმა მცდელობამ გატეხა მათი სულისკვეთება და ვერც ცოდვის სიამტკბილობამ მოხიბლა ისინი. ამიტომ, წმინდათა სულიერმა სრულყოფილებამ გარდაცვალების შემდგომ მათი სხეულის უხრწნელებაც კი განაპირობა. ამიტომ ის აზრი, თითქოს სხეული სულის მტერია, მცდარია.

მაგრამ თუკი ღმერთი მხოლოდ კეთილს ქმნის, მაშინ რით აიხსნება ჩვენი ბუნების ცოდვისკენ მიდრეკილება? ეს ადამისეული მემკვიდრეობით გამოწვეული მწარე რეალობაა, რის გამოც ბევრი უკეთური სურვილი გვიჩნდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ეს უკეთური სურვილები, რომლებიც ჩვენდა უნებურად და ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და არასწორი ცხოვრების წესით წარმოიშობა, ნელ-ნელა აღვკვეთოთ ჩვენში. შემდგომ, უკვე სულის მსახურებაში მოქცეული ჩვენი სხეული, თანდათანობით განსპეტაკდება და განიწმინდება. მართალია, მაინც ვერ მიაღწევს იმ უხრწნელებას, სიწმინდეს და განსულიერებას, რაც იესო ქრისტემ მიიღო აღდგომის შემდეგ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ იქნება მეორედ მოსვლა, როდესაც საბოლოოდ, ყველა ადამიანი აღდგება და მართალნი შეიმოსებიან აღმდგარი ქრისტეს მსგავსი სხეულით. ამგვარი სხეული არ საჭიროებს საკვებს, ნივთიერ საგანს, არც რაიმე სამოსს. მაცხოვარი გვეუბნება: "რაი სარგებელ არს კაცისა უკუეთუ სოფელი ესე ყოველი შეიძინოს ხოლო სული თვისი იზღვიოს?" (მთ.16:26). ამიტომ ქრისტეს აღდგომით, ერთი მხრივ, სიკვდილზე, ცოდვასა და ეშმაკზე გამარჯვების სიხარული მოვიპოვეთ და მეორე მხრივ, ცხოვრების წესი მოგვეცა, რომელსაც უნდა მივსდიოთ. მთავარი არ არის ის, რომ სხეულს ყველა მისი მოთხოვნილება და სურვილი აღვუსრულოთ, უფრო მნიშვნელოვანი სულის მსახურებაა. თუმცა სხეულზე ზრუნვაც აუცილებელია, მაგრამ ის სულს უნდა ემორჩილებოდეს.

სწორედ ასე ცხოვრობდა ადამი. ღმერთისგან სულიერად იკვებებოდა და შემდგომ სხეული ამ სულიერებით საზრდოობდა. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჯერ სხეულის მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ და შემდგომ, თუ დრო გვრჩება, სულიერზე ვფიქრობთ. გვავიწყდება, რომ სული სხეულზე უპირატესია, რადგან თვითონ იესო ქრისტე გვეუბნება: "სულ არს ღმერთი" (იოან.4:24). შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და მიმდევრები ვიყოთ, აუცილებლად გვმართებს სულიერი ცხოვრება.

რა არის სულიერი ცხოვრება? ეს არის ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღმერთთან პირადი შეხვედრა, მისი უშუალო განცდა და უდიდესი სიხარული. სულიერი ცხოვრება ღმერთთან ცოცხალ რწმენაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ცოცხალი რწმენა არ გულისხმობს თვალით უხილავი და გონებით მიუწვდომელი ღმერთის არსებობის მარტოოდენ აღიარებას. მაშინ რას ნიშნავს ცოცხალი რწმენა? ცოცხალი რწმენა სულიწმიდის მადლით ცხოვრებაა, რის საუკეთესო მაგალითსაც მოციქულები წარმოადგენენ. სწორედ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ შეძლეს წიგნიერი და წარმართული სამყაროს დამარცხება.

იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტეს აღდგომის უშუალო მომსწრეები არ ვყოფილვართ და ამ ბრწყინვალე მოვლენის შესახებ წმინდა მოციქულებიდან შევიტყვეთ, შეიძლება გაგვიჩნდეს კიდეც კითხვა, ნამდვილად აღდგა ქრისტე თუ ეს მათი მოგონილია? როგორც ებრაელები ამბობენ, ქრისტე არ აღმდგარა. მოწაფეებმა მოიპარეს მისი გვამი და შემდგომ ასე გაავრცელეს! კარგით, ვთქვათ, მისი გვამი მოიპარეს და შემდეგ აღდგომის შესახებ ცრუ უწყება გვაუწყეს, საინტერესოა, მთელმა სამყარომ როგორ დაუჯერა ამ თორმეტ უსწავლელ, გაუნათლებელ მეთევზეს (მოციქულს)? წარმოვიდგინოთ ჩვენც, რომ ვიღაცის მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქადაგება და სწავლება დავიწყოთ, ჯერ ერთი, რის საფუძველზე ვიტყვით ამას, მაგრამ თუ ვიტყვით, ვინ დაგვიჯერებს? ამ თორმეტი უბირი ადამიანისა კი მთელმა მსოფლიომ ირწმუნა. მათი ქადაგების ძალამ მრავალ ქვეყანას მიაღწია, რადგან მათ ჰქონდათ ცოცხალი რწმენა, მათ განიცადეს ქრისტეს აღდგომის სიხარული.

ამიტომ ცოცხალ რწმენაში გაძლიერება სწორედ დღევანდელ დღესასწაულთან დიდად არის დაკავშირებული, რადგან ჩვენ ყველამ ერთსულოვნად განვიცადეთ ქრისტეს აღდგომის სიხარული. ეს სიხარული მადლის მოქმედების დასტურია და ცოცხალი ღმერთის მთელი არსებით განცდის შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი ცოცხალი რწმენა მუდმივად არ გვაქვს, შესაბამისად, იკარგება სიხარულიც, რადგან იცვლება ჩვენი ცხოვრების წესი და მრავალგვარი საზრუნავი ხშირად ღმერთზე ფიქრის დროსაც აღარ გვიტოვებს.

აქედან გამომდინარე, ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ცოცხალი რწმენა ანუ სულის მადლისმიერი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული სიხარული მხოლოდ ამგვარ დიდებულ დღესასწაულებზეა დამოკიდებული, თუ ჩვენს მონდომებაზეც?! პასუხი მარტივია. ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ მონდომების გარეშე ვერანაირი დღესასწაული ვერ მოახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას. მართალია, მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება დღევანდელი სულიერი სიხარულის განცდა, მაგრამ თავად ამ განცდით ცხოვრება მუდმივად არ ძალგვიძს. მაშინ როგორ ახერხებდნენ მოციქულები და წმინდანები მოუკლებელი მადლისმიერი სიხარულით მყოფობას? როგორ ახერხებდა, მაგალითად, წმინდა სერაფიმე, რომ წლის ნებისმიერ დროს ყველას ქრისტეს აღდგომის სიხარულს აუწყებდა? სწორედ ადამიანის მონდომება განაპირობებს სულის მადლისმიერ მდგომარეობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალთან სიახლოვის განცდა არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის საღმრთო ლიტურღიის აღსრულების დროს არის შესაძლებელი, არამედ იგი ყოველთვის ჩვენთან მყოფობს. ჩვენ, წლის ამ პერიოდში, ყველაზე მონდომებულნი ვართ, რადგან აღდგომას წინ უძღვის საკმაოდ მძიმე მარხვა, თავშეკავებული ცხოვრება და გაძლიერებული ლოცვა. შესაბამისად, ჩვენი გადაღლილი და ცოდვებისგან დამძიმებული სული გარკვეულწილად მადლისმიერი სიხარულისთვის თავისუფლდება, რასაც სააღდგომო დღესასწაული ემატება და შედეგიც სახეზეა - ცოცხალ რწმენაში გაძლიერება. გვახსოვდეს, რომ ღმერთი უცვალებელია, თავის სიყვარულსა და მზრუნველობას არავის აკლებს. ხოლო ჩვენ, ადამიანები, სულიერი უძლურებისა და უდებების გამო, ხშირად ვაქცევთ მას ზურგს. ასე რომ, სიხარული უმეტესწილად ჩვენს შინაგან განწყობილებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

აი, დასრულდა ორმოცდღიანი მარხვა და ვნების შვიდეული, რომელიც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დაგვირგვინდა. მაგრამ თუ მონდომებას დავკარგავთ, არასტაბილური ეკლესიური ცხოვრების შედეგად, შინაგანად ვერ გავმდიდრდებით და ვერც ცოცხალ რწმენაში გავძლიერდებით. შესაბამისად, ღმერთის სათანადო სიყვარულს ვერ მოვიპოვებთ.

ბევრს ვსაუბრობთ ქრისტესა და მის აღდგომაზე, მაგრამ რომელ ჩვენგანს გვინახავს ღმერთი თვალით, გვისაუბრია მასთან ან შევხვედრივართ? არც ერთს, თუმცა დღეს მაინც განსაკუთრებულად გვიხარია. სიხარულის მიზეზებზე უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ, მაგრამ ყურადღება არ გაგვიმახვილებია განსაკუთრებულ გარემოებაზე - ყველანი ერთად ვეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ საიდუმლოს შესახებ ქრისტე გვასწავლის: "ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა" (ლკ.22:19) - აი, ღმერთთან მყოფობის კიდევ ერთი საშუალება.

ქრისტეს შემდგომი ეპოქის მორწმუნეებს ცოცხალ რწმენაში გაძლიერება ღმერთთან მხოლოდ უხილავი ურთიერთობით გვეძლევა. ამიტომ ეუბნება ქრისტე ურწმუნო თომას: "რამეთუ მიხილე და გრწამ" (იოან.20:29). თომამ ვერაფრით ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ უშუალოდ არ იხილა იგი. ათი მოციქული ეუბნებოდა თომას, რომ აღდგა იესო ქრისტე, მაგრამ მაინც უარზე იდგა: "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს" (იოან.20:25). შემდგომ კი იხილა და ირწმუნა. მაგრამ ჩვენ რომ არ გვაქვს ეს ბედნიერება? ჩვენ რომ არ გვაქვს საშუალება, იესო ქრისტეს შევხედოთ და მის წყლულებს შევეხოთ? თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მოსიყვარულე ღმერთმა მოციქულების შემდგომი ეპოქის ადამიანებზე არ იზრუნა. პირიქით, ქრისტე თომას პირდაპირ ეუბნება: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოან.20:29).

ჩვენ არ გვიხილავს იესო ქრისტე, მაგრამ ვიცნობთ მას. ჩვენზე თითქოს არ უზრუნია, როგორც მოციქულებზე, მაგრამ გვიყვარს იგი და ვგრძნობთ მის მზრუნველ ხელს. ქრისტე გვეუბნება, სთხოვეთ ჩემი სახელით ღმერთს და ყოველივეს მოგცემთო. და იმასაც გვეუბნება თუ რა უნდა ვითხოვოთ უპირველესად: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ.6:33). ასე რომ ვეძებოთ სასუფეველი, მადლი და რწმენა აღმდგარი ქრისტესი და აუცილებლად ვიპოვნით.

ამრიგად, აღმდგარი ქრისტესადმი ცოცხალი რწმენის გაღვივების გზა ორ მიმართულებას მოიცავს: ღვთის მცნებათა აღსრულებასა და ეკლესიურ საიდუმლოებებთან ზიარებას. ვინც ღვთის მცნებებს არ იცავს, იგი მისი ერთგული და მორწმუნე ვერ იქნება, ხოლო ვინც საიდუმლოებებს არ ეზიარება, ისიც მატყუარაა თუ ამბობს, რომ განიცდის ღმერთს. ღვთის მცნებათა დაცვის გარეშე, რა აზრი აქვს ბინძურ ჭურჭელში - სხეულში სულიწმიდის მადლის შემოსვლას. არ შემოვა იგი, რადგან ჩვენი ჭურჭელი შებღალული და შებილწულია. ასე რომ, უნდა დავიცვათ ღვთის მცნებები და უნდა ვეზიაროთ ქრისტეს საიდუმლოს. სწორედ მაშინ შემოვა ჩვენში იესო ქრისტე და აღარ დაგვჭირდება არავის მიერ დასაბუთებული თეორიები ღმერთის არსებობის შესახებ. პირიქით, თავად ჩვენ დავამოწმებთ ღმერთის არსებობას სხვათათვის.

უფალმა იმგვარი ცოცხალი რწმენა მოგვმადლოს, რომ მთელი არსებით განვიცადოთ და შევიყვაროთ იგი. დაე, დღევანდელი სიხარული არასდროს დაგვავიწყოს და მომავალი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულები კიდევ უფრო მეტი რწმენის, გულისმიერი სითბოსა და ღვთაებრივი მადლის მონიჭების დღესასწაულები ყოფილიყოს.

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა! 2012 წ. აღდგომა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat