"არსად ისეთი მადლი არ მიმიღია, როგორიც სამთავროში"
"არსად ისეთი მადლი არ მიმიღია, როგორიც სამთავროში"
დასაწყისი იხილეთ წინა ნომერში
წინამძღვარ დარია ფაღავას გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა მონაზონი ქრისტიანა ოქროპირიძე , რადგან ერთ-ერთ საბუთში მოხსენიებულია მონასტრის გამგებლად 1855 წლის 1-ელ ნოემბერს. შემდეგ კი ოფიციალურ საბუთებს მონაზონი მინადორა აწერს ხელს, თუმცა იგი "განმგებლად ამავ მონასტრისა" დაუმტკიცებია ეგზარქოს ისიდორეს მოგვიანებით, 1857 წლის 12 ივნისს, ხოლო იღუმენიას ხარისხში აღუყვანია მასვე 1858 წელს. (გია ჭანიშვილი, "სამთავრო").

მინადორა (საერო სახელი მართა) ავთანდილის ასული ფურცელაძე 1804 წელს დაბადებულა. სამთავროს მონასტერში მოსულა 1832 წლის 18 ოქტომბერს. 1844 წელს იგი მინადორას სახელით მონაზვნად აღუკვეცია ბერმონაზონ ტარასის. 1835 წლის საბუთით იგი სამთავროში დასთან, მიტრადორასთან (თეკლა), ერთად მისულა. ამ საბუთში აღნიშნულია შემდეგი: "მორჩილი მართა აზნაურის, ავთანდილ ფურცელაძის ასული. სარწმუნოებისა არს ბერძენთ ქართველისა, შობითგან არს ლ (30) წლისა, აღსარებას იტყვის და წმინდას საიდუმლოს მიიღებს ოთხსავე მარხვაში ყოველს წელიწადს, იცის ქართულსა ენაზედა საღმრთო წერილი, კითხვა, წერა და გალობა, სამართალსა ქუეშე და შტრაფ გარდახდევინებულ არა ოდეს არ ყოფილა, ჰსურს მას აღკვეცა მონაზვნობასა შინა, შემოსულ არს 1834 წელსა ოკდომბერსა 17-ს დღესა, განსუნებულის ყოვლად უსამღვდელოესის ექსარხოსად ყოფილის არხიეპისკოპოსის მოსეს ბრძანებითა აჩუნა თანახმად მეორისა, ხელს ვაწერ მორჩილი მართა აზნაურის, ავთანდილ ფურცელაძის ასული".

მინადორა ფურცელაძე გარდაიცვალა 1863 წლის 15 სექტემბერს. დაკრძალულია სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. საფლავის ქვის წარწერა თითქმის მთლიანად გადაშლილია და ოდნავ გაირჩევა სახელი მინადორა. მინადორამ სიცოცხლე ღვაწლში გაატარა. მისი უმცროსი და, მიტრადორა-თეკლე უფრო ადრე გარდაცვლილა. მისი საფლავის ქვაზე აღნიშნულია: "მინადორას მრწემა დაი მიტრადორა 1855 წ. 28 დეკ." დაკრძალულია მონასტრის ეზოში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთით მდებარე ხის ძირას.

1863 წლის 15 სექტემბერს გარდაცვლილი მინადორას ნაცვლად ამავე წლის 8 ოქტომბერს მონასტრის გამგებლად დაუნიშნავთ ნინო (ანა) ამილახვარი, სამთავროს დედათა მონასტრის დამაარსებლის, ნინო ქრისტეფორეს ასულ ამილახვრის ძმისშვილი. ანა ამილახვარი დაბადებულა 1815 წლის 26 იანვარს სოფელ საამილახვრო ჭალაში.Nნაადრევად დაობლებული მამიდას აღუზრდია მონასტერში. მას "უსწავლებია საღმრთო წერილი, წერა და ხელსაქმე ამავე მონასტერსა შინა". მამიდის გარდაცვალების შემდეგ მონასტერში დარჩენილა და იქ უცხოვრია თავისი ხარჯით. გადმოცემის თანახმად, ამ მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი ნინო ამილახვარი ყოფილა, რომელიც მცხეთაში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

***
1941 წელს გარდაიცვალა მონასტრის ყოფილი იღუმენია ნინო ციციშვილი. დაკრძალულია სამთავროს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წინ. იგი იყო უკანასკნელი იღუმენია საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედი მონასტრის იღუმენიათა შორის და ღირსეული გამგრძელებელი წინამორბედ წინამძღვართა ღვაწლისა. 1943 წელს ანუსია კოჭლამაზაშვილი სიძველეთა დაცვის წარმომადგენლად არის დასახელებული. მომდევნო წელს კი ანუსია კოჭლამაზაშვილი მოხსენიებულია სამთავროს ისტორიული ძეგლის დამლაგებლად.

უწმინდესის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ იმ მძიმე წლებში და II მსოფლიო ომის დროს სამთავროს მონასტრის მიმართ განსაკუთრებული ღვაწლი გამოუჩენია მცხეთელი მამულაშვილების ოჯახს. ცნობილი ქართველი მებაღე-დეკორატორის, მიხეილ მამულაშვილის ოჯახში აფარებდნენ თავს ხელისუფლებისგან დევნილი დედები. სამთავროელი დედის, ევპრაქსია ჩარკვიანის ფოტო ამჟამადაც კიდია მამულაშვილების სახლში. მიხეილ მამულაშვილი სამთავროელი მონაზვნების და დიდი ევპრაქსიას, როგორც მას უწოდებდნენ, გაზრდილი ყოფილა. სამთავროს ეზოში დაკრძალული არიან მამულაშვილთა ოჯახის წევრები.Uილია II-ის გადმოცემით, II მსოფლიო ომის შემდეგ სამთავროს მონასტრის იღუმენიად უკურთხებიათ ანუსია კოჭლამაზაშვილი. 1956 წლის აღდგომის მისალოც ბარათში დედა ანუსიას იღუმენიად მოიხსენიებს აგრეთვე ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი ეფრემი (ერისკაცობაში გრიგოლ სიდამონიძე, 1896-1972), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (1960-1972).


მიტროპოლიტი ილია ნათლიასთან იღუმენია ზოილესთან ერთად, 1976 წ.

 

უწმინდესი იხსენებს, რომ მოსკოვის სასულიერო აკადემია ახალი დამთავრებული ჰქონდა (1960 წ.) და წირვა-ლოცვას სამთავროში ატარებდა. მალე იგი ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსად უკურთხებიათ, ხოლო 1963 წლიდან იყო პირველი რექტორი ახალგახსნილი სამთავროს სასულიერო სემინარიისა. სემინარიის გახსნასთან დაკავშირებით უწმინდესი იხსენებს აგრეთვე, რომ იმდროინდელ კათოლიკოს-პატრიარქს, ეფრემ II-ს, მთავრობისთვის მხოლოდ საღვთისმეტყველო კურსების გახსნა უთხოვია, რაზეც ხელისუფლება დათანხმებულა. სასულიერო სემინარიად კი ეს კურსები მოგვიანებით გადაუკეთებიათ.


ამ სასწავლებლის ერთ-ერთი პირველი პედაგოგები ყოფილან: დეკანოზი მელქისედეკ თხელიძე, ილია ჭეიშვილი და თაისი ტორონჯაძე.

სამთავროს მონასტრის აღორძინებაში დიდი წვლილი შეუტანია დედა ზოილე დვალიშვილს, რომელიც წინამძღვრობდა მონასტერს 1960-70-იანი წლების დასაწყისში.Uილია II დედა ზოილეს მოუნათლავს. მას ბავშვობის საუკეთესო დღეები სამთავროში გაუტარებია. ზოილე დვალიშვილი (ერში ეკატერინე სპირიდონის ასული დვალიშვილი, 1892-1973 წ.წ.) ბედიის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი ყოფილა. ბედიის მონასტრის დახურვის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს მედავითნედ ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში, რომელსაც წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი. სამთავროში კი დედა ზოილე მოსულა 1930-იანი წლების შუა ხანებში. 1960-იან წლებში ილია II-ის თხოვნით, სამთავროს მონასტრისათვის გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ზოილე დვალიშვილი ოქროს ჯვრით დაუჯილდოებია.

წინამძღვარი ზოილე დვალიშვილი გარდაიცვალა 1973 წელს და დაკრძალულია სამთავროს ეზოში ჩრდილო გალავანთან. საფლავის ქვაზე არ არის აღნიშნული, რომ დედა ზოილე მონასტრის წინამძღვარი იყო, რადგან ოფიციალურად ამ დროს სამთავროში სამონასტრო ცხოვრება არ მიმდინარეობდა.

სამონასტრო ტიპიკონი სამთავროში მხოლოდ 1980-იან წლებში აღდგა.Aამ დროს მონასტრის იღუმენია იყო ანა აჭაიძე (ერში დარია მიხეილის ასული). გარდაიცვალა 1986 წელს, დაკრძალულია სამთვროს ეზოში.

***
გაზეთ "ივერიის" 1900 წლის 231-ე ნომერში მოთხრობილია სამთავროში დაბრძანებული ოქონის ხატის ისტორია. ექვთიმე თაყაიშვილი გადმოგვცემს, რომ ეს ხატი 1724 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს წაუღია მოსკოვში. შემდეგ ხატს მისი ვაჟი გიორგი ფლობდა. XIX საუკუნეში კი იგი გრაფინია ტოლსტაიას საკუთრება ყოფილა. გრაფინიას ხატი წინამძღვარ ნინო ამილახვრისთვის გადაუცია და ეს სიწმინდე სამთავროში დაუბრძანებიათ. ეს ხატი მზითვად გამოატანეს ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III არგირუსის ძმის, ბასილის ასულ ელენეს, როდესაც იგი 1029-30 წლებში საქართველოში ჩამოუყვანიათ ბაგრატ IV-ზე დასაქორწინებლად. ელენეს დეკანოზიც მოჰყოლია თან. ამ დეკანოზის შთამომავალნი შემდგომ გარსევანიშვილებად იწოდებოდნენ. გარსევანიშვილები ლაშქრობისა და ნადირობისას ხელმწიფის ჯვრის და ოქონის ხატის მტვირთველები და წინამძღოლები ყოფილან.

ოქონის ჯვარცმის ხატი ოქროთი და ვერცხლით შეჭედილ კარედიან მართკუთხა ყუთში, კიოტში იდო. ვერცხლის ჯაჭვისა და ქამრის საშუალებით ჯვრისმტვირთველს იგი გულზე ჩამოკიდებული დაჰქონდა. ყუთზე და კარედის ფრთებზე ქართველ მეფეთა სხვადასხვა დროინდელი წარწერებია. ხატში სანაწილე იყო ჩატანებული, რომელშიც, გადმოცემით, ქრისტეს სისხლით გაპოხილი ღვთისმშობლის თმა და მაცხოვრის წვერის ნაწილები ყოფილა მოთავსებული (კარედი ამჟამად ინახება ხელოვნების სახელმწიფო მზეუმში).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat