აი, ამ დედებს ჩაუყრიათ საფუძველი სამთავროს მონასტრისთვის
აი, ამ დედებს ჩაუყრიათ საფუძველი სამთავროს მონასტრისთვის
დასაწყისი გასულ ნომერში
საქართველოში დედათა მონასტერი ოფიციალურად 1825 წელსაც არ არსებობდა , რაც დასტურება სინოდური კანტორის სიებით. იქ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ "ქალთა მონასტერი საქართველოში არ არსებობს", თუმცა არაოფიციალურად სამთავროს დედათა მონასტრის დაარსების თარიღად 1820 წელი უნდა მივიჩნიოთ. ამ მოსაზრების საბუთად გამოგვადგება რამდენიმე ცნობა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ 1820 წელს თავადის ქალი ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა მოსულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში. მონაზვნებს მხოლოდ შემოწირულობით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ, თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი სხვა დედებიც შემატებიან (მასალა იწერება ხელოვნებათმცოდნე-არქიტექტორის გია ჭანიშვილის წიგნის "სამთავრო, წმინდა ნინოს დედათა მონასტრის" მიხედვით).

უფრო დაწვრილებით, თავადის ქალის - ნინო ქრისტეფორეს ასულ ამილახვრისა და მისი თანამოაზრეების სამთავროში მოსვლისა და მოღვაწეობის შესახებ ვგებულობთ მომდევნო საქმიდან სამთავროს განახლების თაობაზე (ნინო ამილახვარი აქ მოხსენიებულია როგორც ქრისტეფორეს ასული; საფლავის ქვაზე და სხვა საბუთში კი ქაიხოსროს ასულად მოიხსენიება. შესაძლებელია, ეს ორი სახელი ერთი და იმავე პიროვნების საერო და სასულიერო სახელები იყოს). ეს საქმე იწყება საქართველოს ეგზარქოსის იონას წერილით (1829 წ). იგი აღნიშნავს, რომ IV საუკუნეში აგებულ სამთავროში, სადაც სამთავროს ეპარქიის გაუქმების შემდეგ, ყოფილი ეგზარქოსის თეოფილაქტეს ნებართვით, მონაზვნები დასახლებულან, გალავან-შემოვლებული, დიდი ზომის და კარგად ნაშენი ნაგებობები მდგარა. უყურადღებობით ეს ნაგებობები თანდათან ზიანდებოდა, ამიტომ ეგზარქოსს განუზრახავს ტაძრის, გალავნის, სხვა ნაგებობებისა და სამთავროს ყოფილი მთავარეპოსკოპოსის სახლის აღდგენა და იქ მამათა მონასტრის გახსნა. ბერების გადმოყვანა სამთავროში ეგზარქოსს იოანე ნათლისმცემლის გაუქმებული უდაბნოდან დაუპირებია. ტაძრისა და ნაგებობების მონახულება, გაზომვა და აღდგენითი საქმიანობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სინოდალური კანტორის არქიტექტორ რიპარდისათვის დაუვალებია. როგორც შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, სამთავროში მამათა მონასტერი არ დაარსებულა.

ვინაიდან იმ დროისათვის საქართველოში დედათა მონასტრები აღარ მოქმედებდნენ, ეგზარქოს იონას გადაუწყვეტია თბილისში დედათა მონასტრის ოფიციალურად დაარსება. მას საეკლესიო მმართველობისათვის დაუვალებია, გაერკვიათ, თუ სამთავროს გარდა კიდევ სად იმყოფებოდნენ მონაზვნები. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მონაზონი მთაწმინდაზე, "ფერისცვალების" ეკლესიასთან სახლობდა. ასევე იმერეთსა და სამეგრელოში რამდენიმე ეკლესიასთან განდეგილად ცხოვრობდნენ დედები, მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი აღკვეცილნი მონაზვნებად, ვერ დაუდგენიათ. სამთავროში მყოფი დედების შესახებ კი ცნობები მცხეთის არქიმანდრიტ საბას მიუწოდებია.

არქიმანდრიტ საბას წვრილად გამოუკითხავს მონაზვნები, რომელთაც თავიანთ წინამძღვრად ნინო ამილახვარი დაუსახელებიათ. იმ დროისათვის (1830 წ.) სამთავროში სულ 10 დედა მოღვაწეობდა. დედათა სიას თან ერთვის მათი ბიოგრაფიული მონაცემები:

ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს სოფელ ჭალაში. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

თეკლა გიორგის ასული ბიძინაშვილი, დაბადებული 1770 წელს სოფელ ფლევში. შავი ანაფორა შეუმოსავს მთავარეპისკოპოს იოანე ქარუმიძეს გორის ტაძარში 1807 წელს, მონაზვნად აღუკვეცავს იქვე, 1808 წელს. სამთავროში მოსულა 1820 წლის 6 აგვისტოს, მცხეთის ყოფილ დეკანოზ იოანე მაღალაშვილის შუამდგომლობით და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით.

დომნა თამაზის ასული გოგნიაშვილი, დაბადებული 1780 წელს დუშეთის მაზრის სოფელ დამპალოში. ანაფორა შეუმოსავს კათალიკოს ანტონ II-ს ანჩისხატის ეკლესიაში 1800 წელს, მონაზვნად აღუკვეცავთ 1800 წელსვე. სამთავროში მოსულა 1821 წლის 1 ნოემბერს.

მარიამ ზაზას ასული ეგაძე, დაბადებული 1796 წელს მცხეთაში. ანაფორა შეუმოსავს ბერმონაზონ ათანასე ამილახვარს შიომღვიმეში 1826 წელს, სამთავროში მოსულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

თეკლე (თეონა) გიორგის ასული ბერიძე, დაბადებული 1772 წელს ზემო ავჭალაში. ანაფორა შეუმოსავს მცხეთაში 1829 წელს, სამთავროში მოსულა 1821 წლის 1 ნოემბერს.

ტატიანა ევსტატეს ასული ბიჭიკაშვილი, დაბადებული 1760 წელს სოფელ ხოვლეში. ანაფორა შეუმოსავს შიომღვიმეში 1827 წელს, სამთავროში მოსულა 1824 წლის 28 დეკემბერს.

ქრისტინე ბესის ასული ოქროპირიძე, დაბადებული 1799 წელს სოფელ დოესში. ანაფორა შეუმოსავს ბერმონაზონ ათანასეს შიომღვიმეში 1826 წელს, სამთავროში მოსულა 1825 წლის 1 ოქტომბერს.

მარიამ გიორგის ასული გუდაბერიძე, დაბადებული 1777 წელს სოფელ ახალქალაქში, ანაფორა შეუმოსავს შიომღვიმეში. სამთავროში მოსულა 1827 წლის 17 მარტს.

მელანია ლაზარეს ასული მჭედლიშვილი, დაბადებული 1804 წელს სოფელ სართიჭალაში. სამთავროში მოსულა 1829 წლის 14 ნოემბერს.

დარეჯან გიორგის ასული კობახიძე, დაბადებული 1805 წელს, სამთავროში მოსულა 1821 წელს დომნა გოგნიაშვილთან ერთად, რომლისთვისაც მამას ჩაუბარებია აღსაზრდელად.

აი, ამ დედებს დაუწყიათ მოღვაწეობა ნინო ამილახვრის წინამძღვრობით და საფუძველი ჩაუყრიათ სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრისთვის.

***
მონაზონ ნინოს ღვაწლს უკვე 1827 წელს ვხვდებით. სვეტიცხოვლის კანდელაკ იოანე ბარისოვის მიერ გაგზავნილი პატერიკიდან ეგზარქოს იონასადმი ცნობილი ხდება, რომ სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღუდგენიათ მონაზვნებს ნინოსა და მარიამს, ალბათ, ეგაძეს, და შეუმკიათ იგი მათ მიერვე შეძენილი საეკლესიო ნივთებით (იქვე დართულია სია ამ ნივთებისა). ეს ეკლესია უკურთხებიათ 1828 წლის 14 იანვარს, წმინდა ნინოს სახელობის დღეს, მის სახელზევე.

სამთავროს განახლების შესახებ ვკითხულობთ მცხეთის არქიმანდრიტ საბას, კანდელაკ იესე ბორისოვისა და შიომღვიმის ბერმონაზონ ათანასეს პატაკებს სამთავროში მოსულ დედათათვის შავი ანაფორის შთაცმის თაობაზე და ლოცვას ანაფორის შთაცმის შესახებ. ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მმართველობა დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება 1835 წლისათვის უკვე სამთავროშივე უფიქრიათ და თბილისის მთაწმინდის ფერისცვალების ეკლესიის მონაზვნებისთვის სამთავროში გადასვლა შეუთავაზებიათ. იმ დროს მთაწმინდაზე ოთხი დედა სახლობდა: უფროსი მონაზონი სალომე, თეკლე, ელისაბედი და ანასტაცია კობიევი. ოთხივე დედას უარი განუცხადებია და მთაწმინდაზე დარჩენილა (თუმცა Aანასტასია აზნაურ სვიმონ კობიაშვილის ასულს შემდეგ უკვე სამთავროში ვხვდებით). 1835 წელს გარდაიცვალა ორი მონაზონი, მარიამ გუდაბერიძე და თეკლე ბერიძე, ხოლო თეკლე ბიძინაშვილი წილკანს წასულა. მონაზვნებს თავიანთ წინამძღვრად კვლავ ნინო ამილახვარი აურჩევიათ, ხაზინადარად - მარიამ ეგაძე, "ბალაგოჩინად" - დარია ფაღავა, რომელიც მონასტერში 1831 წელს მოსულა. შვიდ დარჩენილ დედას 1835 წლისთვის თხუთმეტნი დამატებიან და ამგვარად სულ ოცდაორი გამხდარან (მათ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ).

მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს".

განუზომელია ნინო ამილახვრის ღვაწლი სამთავროს დედათა მონასტრისათვის. იგი იყო მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი. როდესაც ნინო სამთავროში მივიდა, ქართლის მთავარეპისკოპოსთა ეს სამყოფელი უკიდურეს შეჭირვებას განიცდიდა. დაზიანებული იყო ორთავე ტაძარი და სხვა სამონასტრო შენობები. მოშლილი იყო მეურნეობა, დაკარგული და გაპარტახებული - საეკლესიო ქონება. ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.

1843 წლის 27 მარტის მოხსენებითი ბარათით, მონასტრის დედები საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისგან ითხოვენ სამთავროს მონასტრის ოფიციალურად დამტკიცებას. ბარათს ხელს აწერდა 11 დედა, მათ შორის - უფროსი მონაზონი დარია (სახელი დარიას წინ ფრჩხილებში აღნიშნულია ქრისტინე), მონაზვნები - ქრისტინე, თეკლე, ტატიანა და სქემმონაზვნები - მარიამი, თეკლე, ტასია, ნისიმა, მელანია, მაურა და მაკრინე.

მონაზონი დარია (ფაღავა)
1847 წლის მონასტრის ფორმულარული სიიდან ვგებულობთ, რომ დარია ფაღავა (დაბადებული 1805 წელს) სამთავროს მონასტერში მოსულა 1831 წლის 23 თებერვალს. "შთაუცვია მას ანაფორა კურთხევითა საბა არქიმანდრიტისათა 1832 წლის ოქტომბერს", ხოლო "აღკვეცილ არს მონაზვნად დავით გარეჯის არხიმანდრიტის იოვანეს მიერ 1846 წლის 1 დეკემბერს". ამ საბუთში აღნიშნულია: "აღკვეცილი მონაზონი დარია იმერეთის თავადის ხიტუ ფაღაევის ასული სარწმუნოებით არს ბერძენთ ქართველისა, შობითგან არს ლა (31) წლისა, აღსარებას იტყვის და წმინდას საიდუმლოს მიიღებს ოთხსაუ მარხვაში ყოველს წელიწადს, იცის ქართულსა ენასა ზედა საღმრთო წერილი, კითხვა, გალობა და წერა, სამართალსა ქუშე და შტრაფ გარდახდევნებულ არა ოდეს არ ყოფილა, შემოსულ არს სამთავროს დედათა მონასტერსა მა (31) ექსარხოსად ყოფილის ყ-დ უსამღვდელოესის მიტროპოლიტის იონას ბრძანებითა, ხოლო აღკვეცილ არს მონაზვნად არხიმანდრიტის საბას მიერ ბრძანებითა განსუენებულის ექსარხოსად ყოფილის ყოვლად უსამღვდელოესის არხიეპისკოპოსის მოსესითა ჩყლგ (1833) წელსა ოკდომბერის ბ (2) დღესა. რაიცა ვაჩვენე. ხელს ვაწერ მონაზონი დარია თავადის ხიტუ ფაღაევის ასული".

სამთავროს დედათა მონასტრის არქივში დაცულია ცნობა, სადაც მოთხრობილია ზეპირი გადმოცემა დარია ფაღავას სამთავროში მოსვლის შესახებ: "ოდიშის თავადის ასულს მცხეთიდან სამეგრელოში ჩასული ვაჭრისგან სმენია საქართველოს საპატრიარქოს და ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება და ტაძრის უპატრონოდ დარჩენა. მაშინ თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით, უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა და ვაჟურად გადაცმული, როგორც მოსამსახურე, მალვით გამოჰყოლია ვაჭარს მცხეთაში.

სამთავროს მონასტრის ეზოში თავდაპირველად სათონესთან დასახლებულა. ერთხელ არაგვისპირს გასულ დარიას ბებრის ციხესთან სამი ცხენოსანი შეუნიშნავს, ძმები დასდევდნენ. წყლიდან გასული ქალი მღვდელს შეუფარებია. მღვდელსა და მის მეუღლეს სიზმრისეული ჩვენებით სცნობიათ ეს ამბავი და ქალი გულმოდგინედ გადაუმალავთ".

ამ ზეპირი გადმოცემის ძირითადი აზრი ამოკვეთილია დარია ფაღავას საფლავის ქვაზე მთავარი ტაძრის საკურთხევლის წინ.

ახლად დამტკიცებული მონასტრის ხაზინადრად დაუნიშნავთ მონაზონი ქრისტინა, საეკლესიო ყმის, მცხეთის "სობოროს" მონაზვნის ბესი ოქროპირიძის ასული. დაბადებული 1799 წელს სოფელ დოესში. სამთავროში მოსულა 1825 წლის 1 ოქტომბერს. 1826 წელს შიომღვიმეში შეუმოსავს ჩოხა ბერმონაზონ ათანასეს. ხოლო "ბრძანებითა მისის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობის ისიდორე არხიეპისკოპოზისა საქართველოს ექსარხოსათა აღკვეცილ არს მონაზვნად არხიმანდრიტის იოვანესაგან 1846 წლის 2 დეკემბერს". თუმცა მონაზვნად იგი გაცილებით ადრე - 1835 წელსაც მოიხსენიება.

მონასტრის წინამძღვრის, დარიას საფლავის ქვაზე ქრისტინა იხსენიება როგორც ენკრატისი და დარიას სულიერი და. დარიას გარდაცვალების შემდეგ იგი მონასტრის გამგებელიც იყო 1855 წელს. ქრისტინას მონასტერი დაუტოვებია თავისი ნებით 1860 წელს, თუმცა შესაძლოა გარდაცვალებამდე ისევ დაბრუნდა მონასტერში, რადგანაც დაკრძალულია სამთავროს მთავარი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის წინ 1872 წელს. საფლავის ქვაზე აღნიშნულია, რომ იგი 63 წლისა გარდაცვლილა, რაც არ უნდა იყოს მართალი, რადგან უფრო ადრეულ რამდენიმე საბუთში მისი დაბადების თარიღად 1799 წელია მითითებული, ხოლო 63 წლისა რომ გარდაცვლილიყო, მაშინ მისი დაბადების თარიღი 1809 წელი იქნებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat