მორჩილებით მოდის ყველაზე დიდი მადლი
მორჩილებით მოდის ყველაზე დიდი მადლი
მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. მის გზას რომ დავადექით, მეგონა, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივდიოდით, ისე ჰგავს ერთმანეთს.

მონასტრის წინამძღვარს გაუმშვენებია და დაუმშვენებია მამკოდის მონასტერი. ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო მამათა სენაკებია. მონასტრის ეზოში წინამძღვარს, არქიმანდრიტს, მამა სვიმონს (სოხაძე) მივესალმე, ლოცვა-კურთხევა ავიღე და ვთხოვე, მონასტრის შესახებ მცირედი რამ ეამბნა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, კახაბერ შჩერბაკოვი მესაუბრა. კახაბერი მამკოდის მონასტრის ხშირი სტუმარია.

- გადმოცემით ვიცით, რომ მამკოდის მამათა მონასტერი IX საუკუნეშია დაარსებული, - მიყვება კახაბერი, - აქ ორი ტაძარია - ღვთისმშობლის შობის და წმინდა გიორგის სახელობისა. გასულ საუკუნეებში აქ მოღვაწე ბერების სახელები ჩვენთვის უცნობია. ვიცით, რომ XIX საუკუნიდან ცოტა მოშორებით მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან რუს დედათა მონასტერი იყო. საკმაოდ დიდი მონასტერი ყოფილა. მცირე მოცულობის სასწავლებელიც ჰქონიათ. ბევრი შენობის ნანგრევია შემორჩენილი. ერთ-ერთი ძალიან ჰგავს ქსენონს (საავადმყოფოს). წამლების შესანახი ადგილიც არის შემორჩენილი. დედები აქ 1921-1924 წლამდე მოღვაწეობდნენ. ბოლშევიკებმა, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი გაანადგურეს საქართველოში. არც ეს მონასტერი იყო გამონაკლისი. ააფეთქეს კიდევაც. არის ცნობა, რომ წმინდა გიორგის ტაძარიც ააფეთქეს. დედების ნაწილი მცხეთაში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გადავიდა, ნაწილი - სხვა მონასტერში. იქიდან მოყოლებული, 2006 წლამდე, აქ არავის აღუდგენია მონასტრული ცხოვრება.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან მამა სვიმონმა (სოხაძე) დაიწყო მონასტრის მშენებლობა. განაახლა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ააშენა სენაკები. წმინდა გიორგის ტაძარი თითქმის დანგრეული იყო და ისიც აღადგინა. მონასტრის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოღვაწეობდა მღვდელი შიო თურქაძე. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი, მას აღუდგენია თავიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მამა შიოც მონასტრის ეზოშია დაკრძალული. აქვე განისვენებს მამა შიოს ხორციელი შვილი, მამა გერასიმე. ის თიანეთის ერთ-ერთ სოფელში მსახურობდა. ერთი ვერსიით, ის ყაჩაღებმა მოკლეს, მეორე ვერსიით - 1908 წელს ათეისტებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, რადგან წმინდა ილია მართლის მკვლელები ამხილა.

***
როცა გაუხსნიათ მამა გერასიმეს საფლავი, მისი სხეული უხრწნელი ყოფილა. ტაძრის გარშემო მშენებლობის დროს აღმოსავლეთით სამი საფლავი აღმოჩნდა (მოძღვრებს აღმოსავლეთით კრძალავდნენ). სავარაუდოდ, მამების საფლავებია. საფლავში მიკვლეულია ჯვრების, ხატების ნაწილები. ამ მამებისთვის სპეციალური ძვალშესალაგი მოეწყო. მიკვლეული ხატების და ჯვრების ნაწილები მონასტერში გვაქვს შენახული.

მამკოდაში 2006 წლიდან იწყება სამონასტრო ცხოვრება. ეს მონასტერი მატიანეშიც იხსენიება. მამკოდა კახეთთან დამაკავშირებელი უძველესი გზაა. ეს ერთადერთი გზა იყო, რომელსაც მეფეები იყენებდნენ. ერეკლე მეფე მარტყოფიდან, ღვთაების მონასტრიდან, სვეტიცხოველში მამკოდის გზით გადმოასვენეს. თქმულებით, დავით აღმაშენებელმა ერთ-ერთი ბრძოლის წინ ღამისთევის ლოცვა აქ ჩაატარა. სახელი "მამკოდაც" დავითთან არის დაკავშირებული. როცა თავისი დახოცილი ჯარისკაცები უნახავს, შეწუხებულს უთქვამს, - ამ სანახაობამ გული დამიკოდაო...

მონასტრის ტიბიკონი ასეთია: დილის ლოცვის შემდეგ, 10 საათზე, ტრაპეზია. იკითხება შვიდგზის ლოცვები. საღამოს ლოცვა 7 საათზე იწყება. საღამოს ტრაპეზი კი 5 საათზეა. მონასტერში წინამძღვართან ერთად ცხოვრობს ერთი მორჩილი. სტუმრები ყოველთვის ჰყავს მამკოდის მონასტერს. მათთვის სხვადასხვა მორჩილებაა დაწესებული. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი მორჩილება ტაძრის მსახურება და მედავითნეობაა. ზოგს სხვა მორჩილება აქვს.

დროის უმეტეს ნაწილს მონასტერში ცხოვრებას ვუთმობ. ყოველი კვირის პარასკევიდან ორშაბათამდე და დასვენების დღეებში მონასტერში ვარ. პარალელურად სასულიერო სემინარიაში ვსწავლობ.

- რა არის შენთვის მონასტერი?

- გზა ცხონებისა. ბევრნაირი გზა არსებობს ცხონებისა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე აღმატებულია ქალწულებრივი ცხოვრება. ჩემთვის ყველაზე აღმატებული გზა ეს არის. მონასტერში განსაკუთრებული სიმშვიდეა, მეტი დრო გაქვს ლოცვისა, იფიქრო იმაზე, რისთვის არის ადამიანი გაჩენილი, რა მიზანი აქვს ცხოვრებაში... ასევე მეტი დრო გაქვს, იფიქრო შენს ცოდვებზე, ღმერთზე.

- რთულია მორჩილებაში ცხოვრება?

- რთულიც არის და ადვილიც. როგორც მამები ამბობენ, მონასტერში ყველაზე მთავარი მორჩილებაა. თუ მორჩილი იქნები, უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. თუ ადამიანი საკუთარი თვითნებობით დაიწყებს ცხოვრებას, ცოტა გართულდება და აზრი დაეკარგება მონასტეში მის ყოფნას. მორჩილებით მოდის ყველაზე დიდი მადლი. ზოგჯერ არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი ნება მოვიკვეთო.

- წინამძღვარზე ბევრია დამოკიდებული - როგორ წარმართავს მონასტრის წევრების სულიერ ცხოვრებას.

- რა თქმა უნდა. მონასტერში ცხოვრების ერთ-ერთი განუსაზღვრელი პირობა არის ერთგული იყო შენი წინამძღვრისა. ყველა ჩვენი მოძღვრის მეშვეობით უნდა ვცხოვნდეთ. მისი ხელით ვეზიარებით, მას ვაბარებთ აღსარებას. მოძღვარია ჩვენსა და ღმერთს შორის შუამავალი. მოძღვარს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც მორჩილზე მეტია დამოკიდებული. წინამძღვარს უნდა ემორჩილებოდეს ყველაფერში. ამას ყველაფერს კი ღვთისა და მოძღვრის სიყვარულით უნდა აკეთებდეს. ჩვენ ძალიან კარგი მოძღვარი გვყავს. სულისათვის ბევრ სასიკეთო დარიგებას გვაძლევს მამა სვიმონი. ძალიან კარგად ხედავს ჩვენს ნაკლულევანებებს, ჩვენს სულიერ მდგომარეობას და დროულად გვაძლევს რჩევებს, - რა გავაკეთოთ. მამა სვიმონი გვასწავლის, ვიაროთ ოქროს შუალედის ანუ სამეუფო გზით. არც მარჯვნივ უნდა გადაიხარო და არც მარცხნივ. ძალიან მოდუნებული და ყველაფრის მიმართ გაუბრალოებული არ უნდა იყო და არც ძალიან კატეგორიული. საშუალო გზა, სამეუფეო გზა უნდა ავირჩიოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც იცხოვრეს წმინდა მამებმა და მიაღწიეს კიდეც უდიდეს სულიერ მდგომარეობას.

- მონასტერი ასწავლის ადამიანს ცხოვრებას?

- მონასტერში ერის ადამიანები განსაკუთრებით მარხვებში მოდიან. მიდიან და გული წყდებათ. დაახლოებით 5 წელია, მონასტერში ვარ და ვხვდები, მადლს რომ იღებს ადამიანი, სიხარულს გრძნობს, რადგან მადლი მოქმედებს მასზე, მუდმივად ლოცვებშია, მონასტრულ ცხოვრებაშია ჩართული. პირველ რიგში ადამიანმა ცხოვრება სინანულით უნდა დაიწყოს, თქვას აღსარება, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს. მეტი ილოცოს, მეტი იფიქროს ცხოვრების მიზანზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat