ქრისტემ ღირსი გაგხადათ უდიდესი წყალობისა და მადლისა
ქრისტემ ღირსი გაგხადათ უდიდესი წყალობისა და მადლისა
კიევ-პეჩორის ლავრაში მარავალი სიწმინდეა დავანებული, მრავალი ძვირფასი ხატითაა შემკული ტაძრები. თითოეულ სიწმინდეს თავისი ისტორია აქვს. პეჩორის ლავრაში შეძენილი წიგნებიდან კი საფუძვლიანი შთაბეჭდილება შემექმნა, რასაც "კარიბჭის" მკითხველს გავუზიარებ.

ღვთისმშობლის მიძინების ხატი
ამ უდიდესი სიწმინდის ისტორია ლავრის დაარსებას უკავშირდება. გადმოცემით ვიცით, რომ ღვთისმშობელმა სამფლობელოდ პეჩორის მონასტერი აირჩია და ნიშნად სავანის მფარველობისა და წყალობისა, თავისი ხატი გამოუგზავნა. პეჩორის პატერიკი მოგვითხრობს: ზეციურმა დედოფალმა ისურვა ტაძრის აგება და კონსტანტინოპოლიდან ოთხი ცნობილი ხუროთმოძღვარი მოიხმო. მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი შვიდი წამებულის წმინდა ნაწილებით (რომლებიც ტაძრის საძირკველში უნდა ჩაედოთ) და კიევისაკენ გზა დაულოცა.

მიძინების ხატი კიევში 1073 წელს ჩამოაბრძანეს. ხუროთმოძღვრებმა სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ხატი გადასცეს წმინდანებს, ღირს ანტონის და თეოდოსის. ხუროთმოძღვრებმა წმინდა მამებს უამბეს, როგორ მიიწვიეს ისინი ვლაქერნის ეკლესიაში, სადაც ნახეს ზეციური მეომრებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი და როგორ მიაგეს მას თაყვანი. ღვთისმშობელმა ხუროთმოძღვრებს უთხრა: - მინდა რუსეთში, კიევში ავაგო ჩემი ეკლესია. კურთხევას გაძლევთ, სამი წლის სამყოფი ოქრო წაიღოთ ტაძრის ასაშენებლად. "დედოფალო, - მივუგეთ, - შენ გვაკურთხებ, წავიდეთ შორეულ ქვეყანაში, სადაც არასდროს ვყოფილვართ, ვისთან უნდა მივიდეთ?" "მე თქვენთან ერთად ვგზავნი ანტონის და თეოდოსის. თქვენ იქ ნახავთ ამ მამებს. უთხარით ამ მორჩილებს, რომ მათ მოგვიტანონ სარჩელი და რაც საჭიროა და რითაც დავაჯილდოებ, თვითონ იცით. მამა ანტონი დაგლოცავთ, დალოცავს თქვენს საქმეს, თავად კი სამარადისო განსასვენებელს დაიმკვდრებს. მამა თეოდოსი კი მას მიჰყვება მეორე წელს. ამიტომ მშვიდად გაუდექით გზას. ვერვინ დაგაჯილდოებთ ჩემსავით. მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია, გულს არ უგრძნია. თავად მოვალ ეკლესიაში და იქ დავმკვიდრდები".

გამოვიდნენ თუ არა ხუროთმოძღვრები ეკლესიიდან, დაინახეს ცაში არნახულად მშვენიერი ეკლესია, რომლის მსგავსი მათ უნდა აეშენებინათ ღვთისმშობლის პატივსაცემად. როცა ეკლესიაში დავბრუნდით, ვკითხეთ: "ქალბატონო, ვის სახელზე გსურთ ააშენოთ ტაძარი?" გვიპასუხა, - მსურს უწოდოთ ჩემი, ღვთისმშობლის სახელიო და გადმოგვცა ეს წმინდა მიძინების ხატი.

ღირსმა ანტონიმ ხუროთმოძღვართა ნაამბობი მოისმინა და უპასუხა: - შვილნო ჩემნო, ქრისტემ ღირსი გაგხადათ უდიდესი წყალობისა და მადლისა. თქვენ ვლაქერნაში იხილეთ ანგელოზებით გარსშემორტყმული უწმინდესი ღვთისმშობელი. როგორ გაჩვენათ ჩვენი სახეები, ეს მარტო ღმერთმა იცის. დალოცვილი იყოს თქვენი ჩამოსვლა.

ხუროთმოძღვრებმა შეასრულეს ღვთისმშობლის ნება - ააგეს უდიდესი პეჩორის ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი ხატის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უწოდეს. ღვთისმშობლის მიძინების ხატი დამკვიდრებული იყო ტრაპეზის მთავარი შესასვლელის თავზე. (ხუროთმოძღვრები ბერად აღიკვეცნენ პეჩორის მონსტერში. მათი უხრწნელი, წმინდა სხეულები ლავრის მღვიმეებშია დაბრძანებული).

ღვთისმშობლის მიძინების ხატი შესრულებულია ძველი ბერძნული ხელწერით, კვიპაროსის დაფაზე. ხატი მოთავსებულია მოოქრულ ვერცხლის რკალში, რომელსაც ყოველდღიურად, დილის ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დაბლა უშვებენ, რათა მლოცველები ემთხვიონ ამ სიწმინდეს.

ღვთისმშობლის ხატს ემთხვეოდნენ ღირსი ანტონი და თეოდოსი, ასევე სხვა წმინდანები. საბჭოთა პერიოდში ეს სიწმინდე დაკარგული იყო.

დღეს კი ახალდაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი ლავრაში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სატრაპეზოს შესასვლელის თავზეა მოთავსებული. ამ ხატს, როგორც წინამორბედს, ისეთივე სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ხატი მოოქრულ, მრგვალ სახატეშია ჩაბრძანებული. ხატს, ლიტურგიის შემდეგ, დღესაც უშვებენ დაბლა მლოცველების თაყვანსაცემად. ხატი დაწერილია XIX საუკუნის I ნახევარში ბიშევსკის მიერ.

კიდევ ერთი ძველებური ხატის ასლი ინახება წმინდა ანტონისა და თეოდოსის ეკლესიის სარტაპეზოში.

ტრადიციის მიხედვით, ყოველ ოთხშაბათს ლიტურგიაზე წირვის დროს ღვთისმშობლის მიძინების ხატთან იკითხება დაუჯდომელი.

ღვთისმშობლის ხატი "პეჩორის სადიდებელი"
ამ ხატს კონსტანტინოპოლი მტრებისგან არაერთხელ გადაურჩენია. 626 წელს კონსტანტინოპოლს სკვითები და სპარსელები შემოესივნენ.Qქალაქი ალყაში იყო მოქცეული. ბერძნებმა იგრძნეს სისუსტე, ლოცვით მიმართეს მამა ღმერთს და ღვთისმშობელს. მოაწყვეს ჯვრითსვლა ქალაქის გარშემო. როდესაც მლოცველები მიადგნენ ზღვას, პატრიარქმა სერგიმ ღვთისმშობლის ხატის სამოსელი ჩაუშვა ზღვაში. მანამდე მშვიდი ზღვა უცებ აბობოქრდა, ქარიშხალმა ჩაძირა მტრის გემები. მადლიერი ხალხი მთელი ღამე ვლაქერნის ტაძარში დაუჯდომლად ლოცულობდა და გალობით ადიდებდა ღვთისმშობელს. ეს მოხდა 670-864 წლებში. მას შემდეგ წმინდა ეკლესიამ ყოველ წელს დაადგინა ღვთისმშობლის სადიდებელი დღესასწაული. შეიქმნა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ამ დღესასწაულს განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე კიევ-პეჩორის ლავრაში.

გადმოცემით, ღვთისმშობლის მოოქრული ვერცხლის სადიდებელი ხატი პეტრე დიდმა დედას აჩუქა. ხატში ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. პეჩორის ლავრის დახურვამდე ხატი ჯვართამაღლების ტაძარში ესვენა. 1961 წელს მონასტერი დახურეს. ეს ხატი XX საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინა არქიმანდრიტმა სოფრომმა - ხატი ხანდაზმულ ქალს ეჭირა. როგორც გაირკვა, ხატი მას მოხუცმა მღვდელმა გადასცა. 1999 წლის 13 ოქტომბერს ხატი მონასტერში გადააბრძანეს.

ლავრის სიწმინდე კიევ-პეჩორის ლავრას დაუბრუნდა. 2000 წელს ხატს, "პეჩორის სადიდებელი", რესტავრაცია ჩაუტარდა. ხატის დღესასწაული დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს სრულდება.

ბერძნული ღვთისმშობლის ხატი "ანდრონიკე"
ეს ხატი თავის სიწმინდეებთან ერთად კიევ-პეჩორის ლავრის ჯვართამაღლების ტაძარშია დაცული. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გახლდათ ბერძენი იმპერატორის ანდრონიკე III-ის ოჯახის სიწმინდე.

1347 წელს მან ხატი შესწირა მონემვასიის მონასტერს მორეაში, სადაც ხატი XIX საუკუნის დასაწყისამდე ბრძანდებოდა. როცა 1821 წელს თურქები თავს დაესხნენ საბერძნეთს, ააოხრეს ბევრი ქალაქი. მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა აღაპიმ, ყველა სიმდიდრე დაუტოვა მტერს, გარდა სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ქალაქ პატრაში გადამალა. გარდაცვალებმდე აღაპიმ ხატი ნათესავს, რუსეთის კონსულს ვლასოპულოსს უანდერძა. მისმა შვილმა კი 1839 წელს ათონიდან გამოგზავნა ოდესაში წერილით, - გაეგზავნათ ხატი სანქტ-პეტერბურგში იმპერატორ ნიკოლოზ პირველისათვის. ანდრონიკეს ღვთისმშობლის ხატი 1868 წელს იმყოფებოდა პეტერბურგში, ზამთრის სასახლეში, 1877 წელს კი სამების ტაძარში. შემდგომში ხატი გადაიტანეს ყაზანის დედათა მონასტერში, სადაც 1917 წლამდე იყო. 1984 წელს ხატი მოიპარეს. 1991 წელს მოხუცმა კიეველმა ქალმა სასწაულმოქმედი ხატის ასლი შესწირა აღდგენილ პეჩორის ლავრას. ხატის ასლი ბერ-მონაზონმა რაფაელამ 1889 წელს შეასრულა, რასაც ადასტურებს ხატის წარწერა. იქვეა მეორე წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ ხატი ეკუთვნოდა მარიამ ემელიანის ასულ ბლიზნიუკს.

2001 წელს ლავრის სახელოსნოში შესრულდა ფიგურული სახატე (კიოტი), მასში მოათავსეს წმინდა ნაწილები.

წმინდა სტეფანეს მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი

პირველმოწამე სტეფანე
წმინდა სტეფანეს მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი პეჩორის ლავრაში 1724 წელს ჩამოაბრძანა არქიეპისკოპოსმა პახუმ რომანსკიმ. ის ცხოვრობდა ლავრის სავანეში. წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიანი ჩასაბრძანებელი დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის ტაძარში. XIX საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები მოათავსეს ვერცხლის ჩასაბრძანებელში, რომლის ზედა ნაწილზე გამოსახულია პირველმოწამე მთლიანი ტანით. 1941 წლის 3 ნოემბერს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ააფეთქეს და ეს სიწმინდე ნანგრევებში იყო მოქცეული. 1962-1961 წლებში, როცა ტაძრის ნანგრევებს ასუფთავებდნენ მიაკვლიეს ჩასაბრძანებელს.Aამ დროიდან ეს ჩასაბრძანებელი იმყოფება კიევ-პეჩორის ისტორიულ ფონდებში. 1889 წელს წმინდანის საჩვენებელი თითი მონასტერს დაუბრუნეს. ამავე წელს მისთვის გააკეთეს ხის ჩასასვენებელი, რომელიც დღეს ახლო მღვიმეებთან მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat