სვიატოგორის ღვთისმშობლის მიძინების წმინდა მთის ლავრა
სვიატოგორის ღვთისმშობლის მიძინების წმინდა მთის ლავრა
ლავრის მღვიმეები
მღვიმეებში მდებარეობს ორი ტაძარი: წმინდა ალექსი ღვთისკაცის და წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის. ასევე არის საძვალეები - წმინდა იოანე ჩაკეტილის კელია, სადაც მან 17 წელიწადი ლოცვაში გაატარა. წმინდა იოანეს ღარიბ კელიაში იდგა მაგიდა, რომელზეც ხატი იყო დასვენებული და ჩაუქრობელი კანდელი ენთო. წმინდანი საათობრივი ლოცვის შემდეგ ისვენებდა კუბოში, რომელშიც შემდეგ საუკუნოდ განისვენა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის მღვიმის ტაძრის დეტალები მიანიშნებს მის სიძველეზე. გადმოცემით, ამ ადგილას სატრაპეზო ყოფილა. წმინდა ნიკოლოზის ხატის გამოცხადების შემდეგ ხატი აქ გადმოაბრძანეს და სატრაპეზო ტაძრად გადაკეთდა. ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს. ტაძრის სიძველეზე მიანიშნებს უძველესი ცარცის ტრაპეზი. წმინდა ნიკოლოზის ხატის გამოცხადების დრო ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ეს მოხდა 1848 წელს. ტაძარი თავიდან აკურთხეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

წმინდა ალექსი ღვთისკაცის სახელობის მღვიმის ტაძარი მონასტრის ბერებმა დიდი ძალისხმევით გამოკვეთეს. ერთსულოვანი საძმო, უბრალო მორჩილები და უხუცესი ბერები, დიდი სიყვარულით აშენებდა ეკლესიას. ხანგრძლივი წირვის შემდეგ, დასვენების მაგივრად, მიდიოდნენ სამუშაოდ და ვისაც როგორ შეეძლო, ისე მსახურობდა. ამ ტაძარში შესვლისას იგრძნობა მათი ლოცვის და დაუღალავი შრომის მადლი. შეგვეწოს მათი წმინდა ლოცვა.

ლავრის ყოველთა წმინდათა სახელობის სკიტი
ლავრის განაპირას მდებარეობს ყოველთა წმინდათა სახლობის სკიტი, რომელიც 1912 წელს აკურთხეს. აქვეა ძმათა სასაფლაო. წმინდა მთის მონასტრის დახურვის შემდეგ მონასტრის ძმობა ამ სკიტში ცხოვრობდა, მამა იოანე (სტრელცოვის) ხელმძღვანელობით. 1931 წელს მონასტერი დახურეს, 1947 წელს კი დაანგრიეს. 2000 წელს დანგრეული მონასტრის საძირკვლის ახლოს დაიწყო ყოველთა წმინდათა სახელობის ხის ეკლესიის მშენებლობა. აქ ცხოვრობენ განდეგილი ბერები. ისინი აღასრულებენ მრავალ სამუშაოს; ზოგი კერავს საღვთისმსახურო სამოსს, ზოგს სამეურნეო საქმე ავალია, ზოგი საცხობში მეტრაპეზე ან სეფისკვერების მცხობელია. ზოგიც მეფუტკრეა, არიან ხატმწერები, მგალობლები, ზოგს სტუმრების მიღება აქვს დავალებული, ზოგი ლავრის მაღაზიაში ხატებს და სანთლებს ყიდის, ზოგი ექსკურსიამძღოლია... ყველა თავისი საქმით და მორჩილებით ადიდებს უფალს! - მიამბობს სალომე ვაშალომიძე. განდეგილ ბერთა სკიტი მთლიანად ხისაა და განსხვავებული არქიტექტურისა. ტაძრის გუმბათები ვერცხლისაა. სკიტში 15 ბერი ცხოვრობს. დილის 5 საათზე იღვიძებენ. 6 საათზე იწყება საბერო კანონი შუაღამიანი ("პოლუნოჩნიცა"), რასაც მოებმება საღვთო ლიტურგია. წინამძღვარია არქიმანდრიტი ამბროსი (ბობროვი). ისინი სკიტიდან არ გამოდიან. სკიტის ტიბიკონი ბევრად მკაცრია მონასტერთან შედარებით. ღვთისმსახურება ძალიან დიდხანს გრძელდება. მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი) ამბობდა: "სკიტი არის განმარტოვებისთვის და არა სხვათა ჩვენებისთვის". ამიტომ დაკეტილია ყოველდღიური მომლოცველებისათვის და მათთვის მხოლოდ წელიწადში ორჯერ იხსნება - ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს. ამ დღეს აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება, რის შემდეგაც ბერები მომლოცველებს ტრაპეზით უმასპინძლდებიან.

"სვიატოგორსკის" (წმინდა მთის) მონასტრისთვის ლავრის ტიტულის მინიჭება
2004 წლის 9 მარტს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა მიიღო გადაწყვეტილება: "ვგულისხმობ დიდ ყურადღებას ამ მონასტრისა, ვხედავ თქვენს დაუღალავ ლოცვასა და შრომას და ვიღებ განჩინებას, ამ მონასტერმა მიიღოს ლავრის სტატუსი და იყოს "მიძინების წმინდა მთის ლავრა". იმავე წლის 17 აპრილს თანხმობა გასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

***
ლავრაში დავყავით ორი დღე. მესამე დღეს მოვინახულეთ უამრავი ტაძარი და მონასტერი. დონეცკის რაიონში, "იზუმსკის" ამაღლების ტაძარში "პესჩანსკის" ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია. ასევე ტაძარში იყო რამდენიმე მირონმდინარე ხატი და უამრავი სიწმინდე. ტაძრის ახლოს არის სამკურნალო განსაბანელი წყარო, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ აუგეს ტაძრის ფორმის შენობა. ყველა, ვინც რწმენით გაივლის ამ წყლის ქვეშ იკურნება. წყლიდან ამოსვლისას სულიერი და ფიზიკური სიმსუბუქე და სიხარული ვიგრძენით.

ხარკოვი
ხარკოვში მოვილოცეთ რამდენიმე ეკლესია. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ხარების სახელობის ეკლესია, სადაც წმინდა პატრიარქ ათანასეს უხრწნელი სხეულია ტახტზე მჯდარ მდგომარეობაში. ამიტომ მას "ათანასე მჯდომარეს" უწოდებენ. ძალიან გამიხარდა ამ წმინდანის ნახვა... გაგონილი მქონდა მის შესახებ, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ხარკოვში იყო, მადლობა უფალს... მას მარჯვენა გვერდზე ვემთხვიეთ და შევთხოვეთ ჩვენი სურვილების ასრულება.

წმინდა ათანასეს ცხოვრება
წარმოშობით საბერძნეთიდან გახლდათ. დაიბადა 1580 წელს. წმინდანის მამა ფილოსოფოსი იყო. ათანასეს საერო სახელი ცნობილი არ არის. ის სწავლობდა ასკადის მონასტრის სკოლაში, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო და რწმენაში განმტკიცდა. კარგად იცოდა ძველბერძნული, ლათინური, არაბული და იტალიური ენები.

ბავშვობაში წმინდანი ლამაზი სახისა იყო და ნათელი, კეთილი მზერა ჰქონდა. ის იყო დიდი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და პოეტი. გამოირჩეოდა თანამედროვეთა დიდი სიყვარულით. ხმაურიანი ცხოვრება, თანამედროვე გარემო არ იზიდავდა. მას იზიდავდა მშვიდი, ქრისტიანული ცხოვრება წმინდა მთის, სინას და ათონის მთისა. ცხოვრობდა სიმშვიდესა და ლოცვაში. მის გონებაში ყოველთვის იყო წმინდა მამათა სწავლებანი: ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, განსაკუთრებით სახარება.

მშობლები ერიდან წასვლას უშლიდნენ, მაგრამ მან მტკიცედ განიზრახა ბერული ცხოვრება. სიცოცხლე გონებრივ ლოცვას მიუძღვნა. საათობით კითხულობდა სახარებას. მონაზონი ათანასე მალე გახდა ცნობილი ქალაქ კანეაში (ხანია, ხავია).

ათანასე აღიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში, 1634 წლის მარტში მიტროპოლიტი ათანასე აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად. პატრიარქს დაუდგა დიდი განსაცდელები, დევნა, ავიწროებდა ყოფილი კონსტანტინოპოლის პატრიარქი კირილე, შემდეგ ციხეშიც აღმოჩნდა. 1652 წელს წმინდა ათანასე მეორედ აკურთხეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად.

წმინდა პატრიარქი კონსტანტინოპოლისა მიიცვალა 1652 წლის 5 აპრილს, ოთხშაბათს - მგარის მონასტერში. ის დაკრძალეს მჯდარ მდგომარეობაში (ასე იყო მიღებული), ამბიონის ქვეშ.

1662 წელს ღაზის მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი ჩავიდა და ითხოვა, ეჩვენებინათ მისთვის პატრიარქის საფლავი. გახსნეს. ათანასე განუხრწნელი იყო. ის შერაცხული იქნა წმინდანთა დასში. პატრიარქი განისვენებს არა სასახლეში, არამედ ტახტზე მჯდომი და ამიტომაც ხალხმა შეარქვა "ათანასე მჯდომარე".

გარდაცვალების შემდეგ წმინდა ათანასე ეცხადებოდა მიტროპოლიტებს, ის მისი გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულს აღასრულებს. ყველა რწმენით მისულს არ ტოვებს უსიყვარულოდ, ლოცავს და კურნავს ყველა მავედრებელს.

წმინდაო დიდო პატრიარქო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

***
ხარკოვში კიდევ რამდენიმე ტაძარი მოვილოცეთ, სადაც ასევე უამრავი სიწმინდე იყო. შევიარეთ მგარის ფერისცვალების მამათა მონასტერში. აქ ვნახეთ წმინდა ნინოს ულამაზესი ფრესკა. დავესწარით შაბათის ლოცვას, სახარების მოსმენისა და ზეთისცხების შემდეგ წამოვედით მონასტრიდან, რადგან წინ კიდევ დიდი გზა გვქონდა გასავლელი კიევამდე.

მადლობა და დიდება უფალს!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat