"სვეტიცხოველს მირონი დუღს"
"სვეტიცხოველს მირონი დუღს"
ახლოვდება სვეტიცხოვლობის დღესასწაული. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში განისვენებენ ადამიანები, რომელთაც "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის" რწმენით დაამარცხეს და სრულიად განდევნეს საკუთარი არსებიდან სიკვდილის ბუნებრივი შიში. სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულ ქართველ წმინდანთა, გმირთა და საზოგადო მოღვაწეთა მეოხება არ მოჰკლებოდეს ქართველ ერსა და სრულიად საქართველოს!

"მშვენიერი გამოგონებაა სასაფლაო. იგი აუცილებელიცაა, რათა მოკვდავმა მასში ხანდახან თავისი ცხოვრება ამოიკითხოს", - წერს ნიკოლოზ ბარათაშვილი. მაგრამ არის საფლავები, რომლებიც მარტო მიცვალებულებს როდი უნდათ, არამედ გვჭირდება იგი ცოცხლებსაც, ვაჟასი არ იყოს, სალოცავად, სულის საოხად, სამთხვევად: "გმირთა საფლავებს, როგორც ხატს, სამთხვევად დავეღირები"... "ნეტარია ის, ვისაც ეღირსა სამშობლოში სიკვდილი" და დამარხვა თავის "წინაპართ საფლავებს" შორის.

განსაკუთრებული პატივია საფლავის გაჭრა სვეტიცხოვლის ტაძარში, სვეტიცხოველი ხომ უმთავრესი ტაძარია ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სიმბოლოა სულიერი ნათლისა, ღვთაებრივი სვეტიცხოვლისა. იქაურ საფლავებს შორის რომ ჩაივლი და მათ დახედავ, უნებურად მოგერევა ჩვენს სახელოვან წარსულთან გასაუბრების სურვილი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც წილად ხვდათ ამ უდიდესი სიწმინდის ახლოს განსვენება.

წმინდა ევსტათი მცხეთელი - "წარმოშობით სპარსი იყო, მოგვის შვილი. თვითონაც მამის ხელობას სწავლობდა - მოგვობა სურდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩქარა ეჭვი აღეძრა ცეცხლთაყვანისმცემლობის საბუთიანობაზე. ბუნებით დაკვირვებული - ფიქრობდა, რომ კაცი უნდა ეთაყვანებოდეს და ემსახურებოდეს ისეთ არსებას, რომლის თვისებასაც შეადგენენ პიროვნება, სიბრძნე, თავისუფლება, ყოვლად ძლიერება და ყოვლის მპყრობელობა, ცეცხლი კი, როგორც უსულო ნივთი, თვითონ დამოკიდებული კაცის ნებაზე, მოკლებულია პიროვნებასაც, შეგნებასაც და ყოველ შესაძლებლობასაც, მაშასადამე, არავითარი გონიერი საბუთი არა გვაქვს, რომ იგი (ცეცხლი) ღმერთად დავსახოთო. ევსტათი დაეთხოვა ცეცხლმსახურებას და ფიქრობდა ჭეშმარიტების აღმოჩენას წარმართობის სხვა ფორმებში. ამაოდ და ფუჭად დაშვრა. მისმა მკვეთრმა გონებამ გამოამზევა წარმართობის უნიადაგობას და სიყალბეს. გაეცნო ძველსა და ახალ აღთქმას. მიხვდა, რომ მოსეს სჯულისა და ქრისტეს მოძღვრების ღმერთი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ქვეყნის გაჩენა და განაგებს სამყაროს, რომლისგანაც ანთებულია კაცში სიცოცხლე და გრძნობა-გონებაო.Mმაგრამ ერთი რამ მაინც კიდევ ვერ წარმოედგინა: ორივე მოძღვრება ეცნო სრულ და შეუცდომელ ჭეშმარიტებად თუ მარტო ერთი; მოსე დაეყენებინა ქრისტეზე მაღლა თუ ქრისტე ერჩია; შესაძლებელია, რომ მხარიმხარ, პარალელურად არსებობდეს ორი თანაბრად სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი მოძღვრება?

ამ სიძნელის დასაძლევად ღმერთმა მოუვლინა მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის იმდროინდელი არქიდიაკონი და ჩქარა უხვი სიბრძნე-მეცნიერების გამო კათალიკოსობის ხარისხზე ამაღლებული სამოელი. სამოელმა დალაგებით და დაწვრილებით აცოდინა ევსტათის, რომ მოსეს სჯული იყო მხოლოდ "მზარდულ ქრისტეს მიმართ" (გალატ. 3,24). ე.ი. ძველ აღთქმას მიზნად ჰქონდა მხოლოდ კაცობრიობის აღზრდა, მომზადება ქრისტეს მოძღვრებისათვის: "სჯულს მხოლოდ აჩრდილი აქვნდა მერმეთა მათ კეთილთა" (ებრ. 10,1) და ახლა, ქრისტეს განხორციელების შემდეგ, ეს აჩრდილი გაუქმდა, გათავდა კაცობრიობის მზადება და აღზრდა, მოსეს სჯულს დაეკარგა მნიშვნელობა, მისი ალაგი სავსებით დაიკავა ქრისტეს მოძღვრებამ და მარტოოდენ ქრისტიანობაა სრული და შეუცდომელი სარწმუნოებრივი მოძღვრება, მხოლოდ ქრისტიანობა ანიჭებს კაცს სრულ ბედნიერებას.

არაფერი უთქვამს ევსტათის ამის საწინააღმდეგო, მაგრამ წინდახედულობა და სიფრთხილე გამოიჩინა. ფიქრობდა: მაღალი, საღმრთო და კეთილი სარწმუნოებრივი მოძღვრება უსათუოდ თავის აღმსარებელსაც აღამაღლებს და აფაქიზებს სულითა და ზნეობით. ამიტომ, თუ ქრისტიანობა ჭეშმარიტი მოძღვრებაა, ქრისტიანის ცხოვრებაც უნდა საღმრთო და სათნოებიანი იყოს. გამოსაკვლევად იმისა, თუ რამდენად მართალი იყო სამოელის განმარტება, ევსტათი დაუკვირდა ქართველების ყოფას, დაარწმუნა მათ მოსაწონ ცხოვრებაში და თავისი სულიერი არსებით შეუერთდა ქრისტეს, მიიღო ნათლისღება სამოელისაგან.

საქართველოში კალიასავით მოდებულ სპარსელებს ძალიან ეწყინათ ევსტათის გაქრისტიანება. ყველანაირად შეეცადნენ, ცეცხლთაყვანისმცემლობაზე დაებრუნებინათ, მაგრამ რომ ვერაფერი გააწყვეს, დააბეზღეს თავიანთ უფროსებთან. მათაც უარი ვერ ათქმევინეს ევსტათის ქრისტიანობაზე. მტარვალებმა ცხადად დაინახეს და იგრძნეს თავიანთი ზნეობრივი სისუსტე და არარაობა, ამიტომ შური იძიეს წმინდანზე და თავი მოჰკვეთეს 589 წლის 29 ივლისს (კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის ქადაგებიდან).

ქრისტიანებმა ევსტათის წმინდა ნეშტი პატივით და დიდებით დაკრძალეს სვეტიცხოველში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. ე.ი. მისი მეორე სამშობლო შეიქნა მცხეთა და ამის გამო ეწოდება მას სახელად მცხეთელი.

შევთხოვოთ წმინდა ევსტათის: "სულითა შენითა ღმრთისა საყდარსა მიწევნულო და ხორცითა ღვაწლით შემოსილითა მცხეთას დაკრძალულო, ბროლისა მის საშინელისა განმარჯვებითა განმასრულებელო, გვიოხე წინაშეEღვთისა!"

სვეტიცხოველში დაკრძალულია წმინდანად შერაცხული კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა. მის დროს ქართლში 12 საეპისკოპოსო დაარსდა; კათალიკოსის რეზიდენციად მცხეთა განისაზღვრა; საკათედრო ტაძრად - მის მიერვე ახალაგებული და 12 მოციქულის სახელზე ნაკურთხი სვეტიცხოველი, სადაც ღვთისმსახურება ქართულად ტარდებოდა. წმინდა ვახტანგ მეფემ აღასრულა წმინდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.

VI საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფეთა ტახტმა ახალდაარსებულ თბილისში გადაინაცვლა. "მცხეთას მოაკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოხრდებოდა და კალა აშენდებოდა" ("ქართლის ცხოვრება"). იმ დროიდან ქალაქმა მცხეთამ დაკარგა საერო და პოლიტიკური მნიშვნელობა, თუმცა საუკუნეთა მანძილზე უმთავრეს საეკლესიო ცენტრად დარჩა.

წმინდა მეფე 502 წლის 30 (13) ნოემბერს აღესრულა, 60 წელს მიტანებული. ყველასთვის ცნობილია მისი ანდერძი: "მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ". წმინდა მეფე დიდი პატივით დაკრძალეს და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს. მას შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვითი კავშირი წმინდა მეფესთან, ყოველთვის გრძნობდა მის მეოხებას.

მეფეთაგან სვეტიცხოველში დაკრძალულნი არიან: რევი, ბაკური, დავით VI, გიორგი VI, გიორგი VIII, ლუარსაბ I, ალექსანდრე დიდი, სიმონ I, ერეკლე II, გიორგი XII. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ღვაწლი მიუძღვით მათ ღვთისა და ერის წინაშე.

რევი - გახლდათ ქართლის მეფის, მირიან III-ის ძე, რომელიც მოღვაწეობდა IV საუკუნეში. მირიანის მეფობის დროს რევი მართავდა კახეთსა და კუხეთს. მისი რეზიდენცია უჯარმაში იყო. აქტიურად მონაწილეობდა ქართლის გაქრიტიანებაში. იგი მამაზე ადრე გარდაიცვალა, ქართლში ქრიასტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან 25-ე წელს. რევის შთამომავალნი შემდგომში ქართლის პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ.

ბაკურ იბერიელი - IV საუკუნის მოღვაწე, ბიზანტიელთა მხედართმთავარი, ფილოსოფოსი და რიტორი. ბერძნულ-ლათინურ წყაროებში იგი ხან მეფედ, ხან კი მეფის შთამომავლად მოიხსენიება. ერთ-ერთი მოსაზრებით, ბაკური იყო იბერიის მეფე და ამ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების თაოსანი. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო იგი ბიზანტიაში წასულა. პირველწყაროთა დახასიათებით, ბაკური ყოფილა კაცი ფრიად მორწმუნე და ღვთის მოშიში, იბერთა შორის სახელოვანი (გელასი კესარიელი), ყოვლად ღირსეული როგორც რწმენითა და სათნოებით, ისე სულიერი და ხორციელი სიკეთით (გიორგი ამარტოლი), მისთვის უცხო იყო ბოროტება, გახლდათ საომარ საქმეებში გაწვრთნილი, სარდალთა შორის უმამაცესი (ზოსიმე), ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, სამართლიანი და ზომიერების მოყვარული (ლიბანიოსი).

დავით VI (ულუ) - იყო გიორგი IV-ის ლაშას ძე. საქართველოს მეფე გახდა 1247 წელს. მან ბევრი დევნა და განსაცდელი გადაიტანა და აღესრულა 1270 წელს.

გიორგი VI - იმერეთის მეფე, გიორგი VI-ისა და მამია გურიელის ასულის - თამარის ვაჟი. იგი 1741 წელს გაამეფეს ოსმალებმა, მაგრამ იმავე წელს გადააყენეს. გარდაიცვალა დაახლოებით 1773 წელს.

გიორგი VIII - ქართლში მეფობდა 1446-66 წლებში, კახეთში კი - 1466-76 წლებში. მის დროს, ფაქტობრივად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლა. მისი შვილი გახლდათ ალექსანდრე I, რომელიც კახეთში მეფობდა 1476-1511 წლებში. ალექსანდრე I-ის დროს დადგინდა კახეთის სამეფოს საზღვრები. იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან, საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას - ყოველგვარი საშუალებით უზრუნველეყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. მოკლეს 1511 წელს მისი შვილის, ავგიორგის შეთქმულების დროს.

ლუარსაბ I - ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. თავი ისახელა 1522 წელს ყიზილბაშებთან გამართულ ბრძოლაში. 1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან. ლუარსაბ I ცდილობდა, სპარსეთისა და ოსმალეთის წინაღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაეთიანებას. ბრძოლების შედეგად მან დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 წელს ყიზილბაშებთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. თვით მოწინააღმდეგენიც კი მას უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა "ქართველობა", საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური წყობილება და ქართული კულტურა.

სვიმონ I - ლუარსაბ I-ის ძე, ქართლში მეფობდა 1537-1611 წლებში. მისი გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და რეზიდენცია გორში ჰქონდა. 1556-59 წლებში მეთაურობდა ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშებისგან ქართლის განთავისუფლებას. 1559 წელს კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან. 1560 წელს შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ 1561 წელს დამარცხდა ციხედიდის ბრძოლაში. 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ღალატით ტყვედ ჩავარდა. სიმონ I-მა მტკიცე უარი განაცხადა გამაჰმადიანებაზე და 1569-78 წლებში ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა. ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე შაჰმა ის ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სვიმონმა ომი გააჩაღა ოსმალებთან, რომელთაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. ამავე დროს იბრძოდა ქვეყნის გასაერთიანებლად. იგი სტამბოლის ციხეში, ტყვეობაში გარდაიცვალა 1599 წელს.

გიორგი XII - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. 1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა.Mმისი მეფობის დროს ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ (1800 წ.) ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტია კი გაუქმდა.

ერეკლე II ხალხის თვალში იგი გმირის შარავანდითაა შემოსილი. მისი 54 წლის მეფობა შეუსვენებელი და ძლევამოსილი ბრძოლაა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის.

კრწანისის დამარცხების შემდეგ მოხუცებულობის და ნაღველის გამო ერეკლე მალე დასნეულდა წყალმანკით და 1798 წელს, 82 წლისა გარდაიცვალა...

კათოლიკოს-პატრიარქთაგან სვეტიცხოვლის ტაძარში განისვენებენ: მელქისედეკ I, დომენტი II, ბესარიონ I, ანტონ I და სხვანი...

მელქისედეკ I - საქართველოს ეკლესიას მართავდა 1010-33 წლებში. იგი იყო ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორების კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის საპატრიარქო კათედრის გაფართოება-გამშვენიერებასა და გამდიდრებაზე. შემონახულია მელქისედეკის მიერ დაახლოებით 1031-33 წლებში შედგენილი ანდერძი, რომელიც საუკეთესო წყაროა XI ს-ის საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის შესასწავლად.

დომენტი II - აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XVI ს-ის მიწურულსა და XVII ს-ის დასაწყისში. დომენტის ინიციატივით 1595 წელს მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნდა მსხვილი მამულები, რომლებიც ადრე საერო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. ცნობილია დომენტი კათალიკოსის 1595 წლის წიგნი ვახტანგ ბატონიშვილისადმი სვეტიცხოვლისათვის სოფ. ქორდის დაბრუნების შესახებ და მისივე წყალობის წიგნი, 1610 წელს დაწერილი.

ბესარიონ კათალიკოსი - აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 11723 და 1725-37 წლებში, ცნობილი საეკლესიო მწერალი. თბილისში ოსმალების შემოსვლის შემდეგ, 1723 წელს, ქართლის გამგებელმა იესემ ბესარიონი კათალიკოსად დასვა. ბესარიონი აქტიურად ეძებდა ოსმალთა უღლისაგან საქართველოს განთავისუფლების გზას, სთხოვდა, ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-ს, ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყანას. ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული კერის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მის კალამს ეკუთვნის ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების, რაჟდენ პირველმოწამის, არჩილ მეფის "წამებანი" და ისე წილკნელის "ცხოვრება". მას წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა "სადღესასწაულოს" ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად, კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება "გრდემლი".

ანტონ I კათალიკოსი - ვახტანგ VI-ის ძმის - მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის ძე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს 1744 წელს. ანტონი შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისთვის ზრუნვას, აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს, ებრძოდა სომეხ მონოფიზიტთა გააქტიურებულ პროპაგანდისტულ შემოტევებს, წამოიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება, შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან. 1755 წელს ანტონს გაკათოლიკება დასწამეს და კათალიკოსობიდან გადააყენეს. ის რუსეთს გაემგზავრა. 1763 წელს ერეკლე II-მ ანტონი რუსეთიდან დააბრუნა, ხოლო საეკლესო კრებამ კვლავ აირჩია კათალიკოსად. ანტონ I-მა კვლავ განაგრძო ინტენსიური საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. ანტონ I ყველანაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის, შემდეგ კი თელავის სემინარიების დაარსებაში. ანტონმა თვითონ დაიწყო სახელმძღვანელოების შედგენა. გამოიყენა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნები: "ქართული ღრამატიკა", სხვადასხვა ავტორის შრომები ლოგიკის, მეტაფიზიკის, ფიზიკის და სხვა დარგებში. ანტონმა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის დოგმატურ-პოლემიკური თხზულება "მზამეტყველება", "წყობილსიტყვაობა", ენციკლოპედიური ნაშრომი "სპეკალი", რომელშიც თავისებურად არის მორიგებული ეკლესიისა და ფილოსოფოსთა მოძღვრება, ასევე ლოგიკის სახელმძღვანელო "კატეღორია-სიმეტნე", "ღვთისმეტყველება" და სხვ. ანტონ I-ის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული კრებული "მარტირიკა" მოიცავს თითქმის ყველა ქართველ წმინდანთა "წამებას", ჰიმნოგრაფიიდან აღსანიშნავია მისი უზარმაზარი ნაშრომი სადღესასწაულო ანუ "თვენი". ანტონ პირველს ეკუთვნის ისტორიული თხზულებები: "მოკლე ისტორია საქართველოსი", "ქართველ მეფეთა შთამომავლობა" და სხვა. მან მრავალი მოწაფე-მიმდევარი აღზარდა და შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებას.

სვეტიცხოვლის ტაძარი მუხრანელ ბაგრატიონთა საგვარეულო განსასვენებელი იყო. ამიტომაც მეფეთა გვერდით განისვენებენ ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლებიც - დედოფალი მარიამი (როსტომ მეფის მეუღლე), ანა (ერეკლე II-ის მეუღლე), ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, მათი შვილები და შვილიშვილები.

როსტომ მეფის თანამეცხედრე მარიამი ცხოვრობდა 1631-1658 წლებში. იგი კეთილშობილი ქრისტიანი ქალის სახელით არის ცნობილი. მარიამმა ტყვეობიდან დაიხსნა არაერთი ძვირფასი ხელნაწერი: პარხლის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი და სხვა. მანვე განაახლებინა ჭალის გულანი და სხვა წიგნები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს "ქართლის ცხოვრების" ნუსხას, რომელიც მარიამ დედოფლის ბრძანებით ყოფილა დამზადებული და ამიტომ მარიამისეული ეწოდა. იგი 1633-1646 წლებშია გადაწერილი.

თეკლე ბატონიშვილი - ერეკლე II-ის ასული (1776-1846) ცოლად ჰყავდა ვახტანგ ორბელიანს.

სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულ ქართველ წმინდანთა, გმირთა და საზოგადო მოღვაწეთა მეოხება არ მოჰკლებოდეს ქართველ ერსა და სრულიად საქართველოს!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat