მონაზონს აქვს ორი ფრთა: ლოცვა და შრომა
მონაზონს აქვს ორი ფრთა: ლოცვა და შრომა
კიევში საქართველოდან სასწავლებლად წასულ ჩვენს მეგობარს, სალომე ვაშალომიძეს, უკვე კარგად იცნობს "კარიბჭის" მკითხველი. სალომეს ამჯერად სვიატოგორის ღვთისმშობლის მიძინების წმინდა მთის ლავრის შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე...

- მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, კიევ-პეჩორის ლავრიდან წმინდა მთის ლავრის მოსალოცად წავედით, - მიამბობს სალომე, - დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე ხშირად ქადაგებს: "როცა რაიმე კეთილ საქმეს აღასრულებთ, ყოველთვის ბევრი განსაცდელი გადაგხდებათ თავს, მთავარია მოთმინება და მონდომება". გამაოცა ლავრის ბერების სულიერებამ, ხანგრძლივმა ლოცვებმა და შრომამ. ლავრის ხატების მაღაზიაში გავიცანით ერთი ბერი, როცა გაიგო ქართველები ვიყავით, დიდი სიყვარულით მოგვიკითხა და გამოგვიტანა დონეცკში ქართულ და რუსულ ენაზე დაბეჭდილი წმინდა შიო მღვიმელის პარაკლისი და ცხოვრება. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთ-ერთმა ბერმა ქართულად დაიწყო ამ წმინდა წიგნის წაკითხვა და რუსულად თარგმნა. გულმოდგინედ გვეკითხებოდა უცხო სიტყვებს, თან იმახსოვრებდა. იცოდა ქართული წერაც, მეტიც, ასომთავრულად წერდა. გვაჩუქა ასევე ასომთავრულით მისი დაწერილი "შენ ხარ ვენახი"... ვკითხეთ, საქართველოში ხომ არ გიცხოვრიათ-მეთქი. ნამყოფიც არ აღმოჩნდა. მან გვთხოვა, წმინდა ნინოს დაუჯდომელი და გალობანი გადაგვეთარგმნა რუსულ ენაზე, ჩაიწერა ჩვენი ტელეფონის ნომრები და დაგვემშვიდობა ქართული სიტყვებით: "კარგად იყავით, ძვირფასო მეგობრებო". ამ ბერმა იქ მყოფ მრევლს სურვილი გაუჩინა შეესწავლათ ასომთავრული და ნუსხური დამწერლობა. ეს ამასთანავე ჩვენი უწმინდესის კურთხევაცაა.

***
ლავრაში ჩასვლისთანავე დავესწარით საღამოს ლოცვას. გამაოცა ბერთა მსახურებამ. წირვა-ლოცვის ტიბიკონი კარგად ვიცი (მედავითნე ვარ) და გამიკვირდა, როცა ლოცვის დამთავრების შემდეგ საათ-ნახევარი კიდევ გაგრძელდა ლოცვა. საღამოს ლოცვაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ვიკითხე, რას კითხულობენ-მეთქი. თურმე ბერულ კანონს ასრულებდნენ. ჩვენც დავესწარით მათ ლოცვას. დასრულების შემდეგ აღვასრულეთ ჯვრით ლიტანიობა. მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირა იყო და დიდ დღესასწაულსაც არ უჩვენებდა კალენდარი, ლიტანიობიდან დავბრუნდით ტაძარში, ყველანი ვემთხვიეთ "სვიატოგორის" ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს, სადაც ბერმა ზეთი გვაცხო. ამ დროს მონასტრის საძმო არ შეჩერებულა, გალობდა. ენით აუწერელი სიმშვიდე და სიხარული შემოვიდა ჩემში, 10-საათიანი მგზავრობისა და ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ არც კი დავღლილვარ. ტაძარი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ კანდელები და სანთლები ციმციმებდნენ, ისმოდა ბერთა ტკბილი გალობა, ბერები იდგნენ გაუნძრევლად, ზოგი - თვალდახუჭული, ზოგი - თავჩაღუნული, ზოგიც კი თვალებდახრილი, სახეს კუნკულ-ბარტყული უფარავდათ. დასრულდა საღამოს მსახურებაც. ვემთხვიეთ სიწმინდეებს. ბერებმა მადლობა გადაგვიხადეს თანამსახურებისთვის. გარეთ უკვე ბნელოდა. ავედით სასტუმროში და დავიძინეთ. ასე მეგონა, ისევ მსახურებაზე ვიდექი, ყურში ისევ ჩამესმოდა მათი გალობა. დილის 5 საათზე მონასტრული ტიბიკონით გავიღვიძეთ, 6 საათზე დაიწყო პარაკლისი, შემდეგ "პოლუნოშნიჩა" - ასე ჰქვია ბერულ ლოცვას, მადლობის აღვლენას გათენებული დღისათვის. შემდეგ ჟამნები წაიკითხეს და აღსარებები ჩაიბარეს. ამას მოჰყვა წირვა. ვეზიარე უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს. ცოტა ვიტრაპეზეთ და შევუდექით ლავრის მოლოცვას. ლავრას დიდი ტერიტორია უჭირავს, სადაც განლაგებულია ტაძრები, მღვიმეები, ლავრის საეკლესიო მაღაზიები და სხვა. ბერები მომლოცველებს ტრაპეზით და სასტუმროთი სრულიად უფასოდ უმასპინძლდებიან, თანაც ყველა ლოცვის დასრულების შემდეგ მადლობას გვიხდიან თანალოცვისათვის. მე კი ვმადლობ უფალს, რომ აქ მომახვედრა.

"სვიატოგორის" ლავრის ისტორია
ერთ-ერთი უძველესი ადგილია უკრაინაში, რომელიც დონეცკის რაიონში, კიევიდან 900 კმ-ზე მდებარეობს. ლავრა გაშენებულია მდინარის პირას კლდეზე, ულამაზეს ადგილას. აქ არის რამდენიმე ტაძარი, მღვიმეები; აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა იოანე ჩაკეტილი - 17 წელი არ გამოსულა მღვიმიდან. ლავრის შესასვლელთან დგას ღვთისმშობლის ძეგლი, იღუმენიად წოდებული, რადგანაც ამ მონასტრის წინამძღვრად თავად ღვთისმშობელი ითვლება. მოგითხრობთ, თუ რატომ იწოდება მონასტრის იღუმენიად თავად დედა ღვთისა: მონასტრის ძმათა გადაწყვეტილებით, იღუმენად იქნა არჩეული გერმანე (კლიცა), მან ჩაატარა თავისი პირველი მსახურება ლავრაში. მამა გერმანემ იფიქრა, რომ ვერ წარუძღვებოდა მონასტერს, ამ დროს ხედავს მის წინ მდგარ ღვთისმშობელს და მის გვერდებზე წმინდანებს: ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს და წმინდა გერმანეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ღვთისმშობელს ხელთ ეპყრა გრაგნილი. აჩვენა გერმანეს და უთხრა: "რატომ გაიტეხე გული? შენ კი არ იქნები მონასტრის მმართველი, არამედ მე, შენ ჩემი ხელით იწინამძღვრებ, როგორც ეს ხელჯოხი". გამოღვიძებულმა წინამძღვარმა შეიგრძნო სულის სიმშვიდე და სიხარული. მთელი ცხოვრება ღვთისმშობელს მიანდო და წინამძღვრად 31 წელი იმსახურა. ამ დროისათვის მონასტერი ძალიან გაძლიერებული იყო.

სულიერების გარდა, მოსანტერში დაკავებულნი იყვნენ ხელსაქმით, ჰქონდათ დიდი მიწები, ჰყავდათ ცხოველები, ხატწერის ოთახი, მოოქროვების სახელოსნო, ვენახები, 300 რქოსანი პირუტყვი, საავადმყოფო, უპატრონოთა თავშესაფარი, რამდენიმე სამონასტრო სკოლა, რომელსაც მონაზვნები ხელმძღვანელობდნენ. აქ სწავლობდა ასობით ბავშვი. მსოფლიო ომის დროს მონასტერმა დააარსა საავადმყოფო, სადაც უვლიდნენ 750 ჯარისკაცს.

1917 წელს მოვიდა ახალი ხელისუფლება. "წმინდა მთის ლავრა" მათ დაიპყრეს. ეს დაიწყო 1918 წლის იანვრიდან.

1919 წლის შემოდგომაზე მონასტერში გახსნეს ბავშვთა კოლონია. აღმზრდელები იყვნენ კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდილნი. მოგვიანებით მონასტრული ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, მერე მონასტერი გაუქმდა. მის ადგილას დააარსეს დასასვენებელი სახლი. ღთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის მთავარი ტაძარი კინოთეატრად გადააკეთეს. ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარში სამკურნალო აბაზანები განათავსეს. ტალახის აბაზანები იდგა საკურთხეველში, ტრაპეზთან, ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილას.

1922 წელს მონასტერი კვლავ გაიხსნა. პირველი ლიტურგია 1992 წლის 20 აგვისტოს, წმინდა მიტროფანე ვორონეჟევსკის ხსენების დღეს ჩატარდა. ეს ერთ-ერთი იმ წმინდანთაგანია, რომლის სახელზეც იყო ნაკურთხი მთავარი ტაძრის მარცხენა საკურთხეველი. 1997 წლიდან ლავრის წინამძღვრად ეპისკოპოსი ილარიონი დანიშნეს.

***
წმინდა იოანე ჩაკეტილი (ასე ეძახდნენ მღვიმეში მარტო ჩაკეტილ ბერებს, რომლებიც წლების განმავლობაში არ გამოდიოდნენ გარეთ) წმინდანთა დასში შეირაცხა 1995 წლის 24 აგვისტოს. დიდია მისი ღვაწლი, 17 წელი არ გამოსულა სენაკიდან, დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. ათასობით მომლოცველი მიდის მისი ხსენების დღეს ამ წმინდა ადგილას. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსახურება და ზეთისცხება სრულდება გვიან ღამით წმინდანის უხრწნელ სხეულთან განათევი კანდელიდან, ხოლო მომლოცველთა ზიარება გრძელდება მთელი ღამე. დილით სრულდება წყლის კურთხევის ლოცვა, ხოლო წირვის დასრულების შემდეგ წმინდანის ხატით და უხრწნელი სხეულით აღესრულება ლიტანიობა მონასტრის გარშემო. ამ დღეს მრავალი მომლოცველი იკურნება სულიერი და ხორციელი სნეულებისაგან!

მრავალი შრომის მიუხედავად, მონასტერში პირველი ადგილი ლოცვას უჭირავს. ღვთისმსახურება ყოველდღე აღესრულება. მათი თქმით, ეს უპირველესი ვალდებულებაა მონაზვნისა.

"მონაზონს აქვს ორი ფრთა: ლოცვა და შრომა, ერთი ფრთის მოტეხის შემთხვევაში მონაზონი აღარ იქნება მონაზონი".

"სვიატოგორის" ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
ერთ ათონელ უხუცეს ბერს, რომელიც წმინდა მთის მოსალოცად იყო ჩამოსული 1884 წელს, ძალიან მოეწონა "წმინდა მთის" ლავრა და ათონის მთაზე დაწერილი ღვთისმშობლის ხატი შესწირა მონასტერს. ხატი ლავრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ქვემოთ მდებარე მღვიმეში დააბრძანეს, სადაც ლოცულობდა წმინდა იოანე ჩაკეტილი. ხატი, საბედნიეროდ, ვერ დააზიანა მღვიმის ნესტმა, ასევე ხანძარმაც, რომელიც გაჩნდა მღვიმის ტაძარში.

საბჭოთა პერიოდში ხატი შემოინახეს ღვთივსათნო ოჯახებში. 1992 წლის 4 ოქტომბერს, წმინდა დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს, ეს ხატი, სადღესასწაულო ლიტანიობით, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 9 საათს, წამოაბრძანეს ქალაქ სლავიანსკიდან წმინდა მთის მონასტერში და დააბრძანეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. ხატი შემკულია ძვირფასი ჯვრებით, პანაღიებით, ბეჭდებით, მედალიონებით და ფასეული ნივთებით, მონეტებით. იმის აღსანიშნავად, რომ მრავალი განიკურნა წმინდა ხატთან შეხებისას, ხატი შეამკეს. 30 ივლისს აღესრულება ხატის ხსენება. ხატი, XIX საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე მონასტერშია.

როგორც კანონი, ამ დღესასწაულზე აღესრულება საღამოს ლოცვა, პარაკლისი ღვთისმშობლის ხატთან. დილით აღესრულება წყლის კურთხევის ლოცვა, საღვთო ლიტურგია და ლიტანიობა ღვთისმშობლის ხატით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat