პეჩორის ლავრის მონასტრის ისტორიიდან
პეჩორის ლავრის მონასტრის ისტორიიდან
პეჩორის ლავრის მონასტრის ისტორია კიევთან ახლოს, სოფელ ბერესტოვოსთან ტყეში მდებარე პატარა მღვიმედან დაიწყო. ამ მღვიმეში, პირველი ქრიატიანების მოღვაწეების მსგავსად, XI საუკუნეში განმარტოვდა თორმეტი წმინდა მოციქულის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე მამა ილარიონი (კიევის მომავალი მიტროპოლიტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, მოქანდაკე და სახელმწიფო მოღვაწე. გარდა ამისა უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეკლესიის მოწყობაში და ხალხის განმანათლებლობაში). იაროსლავ ბრძენმა, რომელმაც იცოდა ილარიონის წმინდა მოღვაწეობაზე, არაერთხელ მიმართა მას რჩევისთვის და დახმარებისთვის სახელმწიფო და საეკლესიო საქმეების განხორციელებაში. 1051 წელს მამა ილარიონმა მიიღო მიტროპოლიტის წოდება და ჩადგა ეკლესიის სათავეში. კონსტანტინეპოლი შეეწინააღმდეგა რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას და მიტროპოლიტი ილარიონი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის ხარისხზე. რუსეთში, პეჩორის ლავრის ბერული ცხოვრების  დამაარსებლები წმინდა ანტონი და ღირის ფეოდოსი გახლდათ. წმინდა ანტონ პეჩორელს ერისკაცობაში ანტიპი ერქვა. წარმოშობით ქალაქ ლუბეჩიდან (ჩერნიგოვის ახლოს მდებარეობს) გახლდათ.. განმარტოვებული ადგილის ძებნამ ის წმინდა ათონის მთაზე მიიყვანა. ათონზე ანტიპმა იპოვა არა მარტო განმარტოვება, არამედ სულიერი ხელმძღვანელობა. ის დარჩა ესფიგემის მონასტერში და ბერული ცხოვრების დამაარსებლის საპატივცემულოდ ბერად აღიკვეცა ანტონი დიდის სახელით. ღვთის განგებით, 1051 წელს ღირსი ანტონი კიევში დაბრუნდა. იღუმენ ფეოქტისტს, რომელმაც ღირსი ანტონი ბერად  აღკვეცა, უფლისგან ჰქონდა ზეშთაგონება და დაულოცა მას უფლისკენ სავალი  გზა ამგვარი სიტყვებით: "ანტონი წადი რუსიაში, ღმერთს ასე უნდა". უწინასწარმეტყველა, რომ  მის გვერდით უამრავი ბერი გაიზრდებოდა. წმინდა ანტონიმ შემოიარა ბერების მიერ აშენებული კიევის მონასტრები, მაგრამ ვერსად ჰპოვა ჭეშმარიტი მონაზვნის სულიერება. ამიტომაც წმინდა ანტონიმ განარტოვებული ცხოვრება მღვიმეში აირჩია. იქ, სადაც მიტროპოლიტი ილარიონი წინათ ლოცულობდა. 

წმინდა ანტონის სულიერმა მოღვაწობამ მიიზიდა კიევის დიდგვაროვანი და უბრალო მოქალაქენი, რომელნიც მოდიოდნენ მასთან კურთხევისთვის და რჩევის მისაღებად. ისინი კი ვინც მიისწრაფოდნენ მიეძღვნათ ღვთისთვის სიცოცხლე, სთხოვდნენ მას იქ დარჩენას. დროთა განმავლობაში მღვიმევის რაოდენობა იზრდებოდა: მორჩილები სთხოვდნენ ახალი მღვიმეების დაარსებას, მიწისქვეშა კორიდორებს. როცა მიტროპოლიტი ილარიონის მღვიმეში მონასტრის წევრთა რაოდენობამ თორმეტს გადააჭარბა, დაიწყო მიწისქვეშა მონასტრის დაფუძნება.  დაარსდა პირველი მიწისქვეშა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1061 წელს წმინდა ანტონი ხალხმრავლობის გამო გადავიდა სხვა ბორცვზე, სადაც გათხარა თავისთვის სენაკი. ძმობის წინამძღვრობა ღირს ვარლამს ჩააბარა (შემდეგში პირველი იღუმენი კიევ-პეჩორის ლავრის).

როცა წმინდა ანტონთან შეიკრიბნენ საკმაოდ დიდი რაოდენობის მორჩილები, წარმოიშვა მონასტრის ორი მიწისქვეშა კომპლექსი-ახლო და შორეული მღვიმეების სახელით. წმინდა ანტონმა თავმდაბლობის გამო არ მიიღო მღვდელსახურება და არც იღუმენის წოდება ის  დარჩა ძმათა სულიერ მოძღვრად. პეჩორელი ბერების ცხოვრება მიდიოდა განუწყვეტელ ლოცვაში, მკაცრ მარხვაში, სიმშვიდეში, ხორცის და ვნების მოკვდინებაში, ეშმაკთან ბრძოლაში. მღვიმეებში ისინი არაფერს ეძებდნენ გარდა ღმერთისა, სულის გადარჩენისა და ლოცვისა.

***
პეჩორის ლავრაში დაყუდება, ითვლებოდა განდეგილობის უმაღლეს წესად. წმინდა ანტონი იღუმენის და სავანის მოძღვრის ლოცვა-კურთხევით თხრიდა პატარა სენაკს, რომელშიც ამოქოლილი იყო და გარე სამყაროსთან მხოლოდ პატარა ფანჯარა აკავშირებდა. წლების განმავლობაში ის წყვეტდა ადამიანებთან ურთიერთობას და თავგანწირვაში სრულ მარტოობაში იყო. კვირაში ორჯერ იღუმენი ან რომელიმე ბერი მოდიოდა ვიწრო ფანჯარასთან, ტოვებდა სეფისკვერს და წყალს, მისგან ითხოვდნენ კურთხევას და უკან ბრუნდებოდნენ. თუ არავინ უპასუხებდა და მოტანილიც ხელუხლებელი რჩებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ბერმა ამით თავისი მიწიერი არსებობა დაამთავრა. კელიას ხსნიდნენ და დაყუდებულს იქვე უგებდნენ წესს.  

დაახლოებით 1062 წელს, დიდმა მთავარმა იაროსლავმა  ღირსი ვარლამი იღუმენად დანიშნა ახლად დაარსებულ საგვარეულო მონასტერში, მის ნაცვლად კი ძმობამ ერთხმად აირჩია ღირსი ფეოდოსი, რომელიც 1058 წლის დასაწყისში აქ აღიკვეცა ბერად და მიიღო იერუსალიმის არქიმანდრიტის, ფეოდოსის სახელი. პალესტინაში მან დაარსა ბერთა საერთო ცხოვრება. ღირსი ფეოდოსი  გაჰყვა თავისი ზეციური მამის კვალს და გახდა წინამძღვარი რუსეთში პირველი ბერთა მონასტრისა. წმინდა ანტონისა და ღირსი ფეოდოსის მიერ შემუშავებული წესდება განსაზღვრავდა მონასტრის და მორჩილთა ცხოვრებას. წესდება გამოიხატა ორი მიმართულება..

XI საუკუნის 70-იან წლებში, როცა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენება დამთავრდა, პეჩორის მონასტრის ძმობა დაფუძნდა ახლანდელ ზემო ლავრის ტერიტორიაზე.  ძველ მონასტერში დარჩნენ უმცირესნი. მღვიმეებს კი იყენებდნენ განმარტოებული ლოცვებისთვის და ბერთა საძვალედ.

მღვიმეში დაკრძალვის წესი აღწერილია  წესდებაში. გრადაცვლილი წმინდა მამებს ღია სხეულის მკერდზე ულაგებდნენ ხელებს, უფარავდნენ სახეს, დებდნენ ფიცარზე და ასვენებდნენ ამოთხრილ ლუსკუმაში, რომელსაც ამოქოლავდნენ. სამი წლის შემდეგ სამარხს ხსნიდნენ და თავის ქალებს,  ძვლებს სხვა ადგილას ათავსებდნენ. პეჩორის სავანეში ბევრი წმინდანის უხრწნელი სხეულია. აი, როგორ ახასიათებს პეჩორის სავანეს ღირსი ნესტორ მემატიანე: "შედგა რა მონასტერი კურთხევით წმინდა ათონის მთიდან, არა სიმდიდრით, არამედ ცრემლით, მარხვით, ლოცვით, დაუცხორომელი ზრუნვით და გადაამეტა ყველა მონატერთა დიდებას, რომელიც აშენებული იყო ოქროთი და ვერცხლით და მაღალმთავრის მიერ".

***
XII საუკუნეში კიევის მიტროპოლიაში დაიწყო პეჩორის წმინდანების თაყვანისცემა. უკვე 1108 წელს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ღირსი ფეოდოსი პეჩორელი.. XVII საუკუნეში როცა დაიწყო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლეისიის აღორძინა, დადგა აუცილებლობა პეჩორელი წმინდანების ოფიციალურად კანონიზაციის საკითხი. 1619 წელს არქიმანდრიტმა ზაქარია კოპისტენსკიმ ანფოლოგიონში შეიტანა მსოფლიო საეკლესიო და რუსეთის წმინდანების გვერდით 24 პეჩორელი მამის წმნდა სახელი. ლავრის მღვდელმთავარმა პეტრე მოგილამ (შემდეგში არქიმანდრიტი, კიევის მიტროპოლიტი) დაიწყო შუამდგომლობა, რათა მიეღო ოფიციალური ნებართვა კონსტანტინოპოლიდან პეჩორელი წამინდანების კანონიზაციისთვის.

1643 წელს შეადგინეს "კანონი პეჩორელი წმინდანების", რომელშიც 74 სახელი შეიტანეს. 1762 წელს რუსეთის ეკლესიამ პეჩორელი წმინდანები სრულიად რუსეთის წმინდანებად შერაცხა. დროთა განმავლობაში პეჩორის ლვრაში  მომლოცველთა რაოდენობა გაიზარდა. მონასტერმა დიდი ხნის დარბევის შემდეგ დაიწყო აღორძინება. მიწისქვეშა გასასვლელები გააფართოვეს, კედლები და კამარა ქვით ამოაშენეს, სადაც უსაფრთოს ხდიდა მათ. ღირსთა უხრწნელი სხეულების ნაწილებ ლუსკუმებში გადაიტანეს და მოათავსეს სპეციალურად კედელში გამოჭრილ ნიშებში. XIX საუკუნეში ლავრის სასულიერო კრების გადაწყვეტილებით წმინდანები ერთ დონეზე იყვნენ განთავსებილი, კიპაროსის, მუხის და ცაცხვის ლუსკუმებში. ყველა აკლდამის კედელზე ეკიდა წმინდანის ხატი. ეს ხატები სპილენძზე არის მოხატული ლავრის ხატმწერის მიერ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat