ამ დროიდან დგას მცხეთის გულში
ამ დროიდან დგას მცხეთის გულში
”ამ ტაძრისთვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია; დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა”.
კ. გამსახურდია, ”დიდოსტატის მარჯვენა”

სვეტიცხოველი უძველესი ქართული ტაძარია. მისი ისტორია სათავეს IV საუკუნიდან იღებს - იმ დროიდან, როდესაც ქართლში მოციქულთა სწორი წმინდა ნინო ქადაგებდა. მეფე მირიანმა მიიღო ქრისტიანობა და წმინდა ნინოს რჩევით ”აღაშენა ეკლესია მოციქულთა, ხისა, სამოთხესა შინა თვისსა, სადაცა არს კუართი უფლისა, რომელი მოიღო ელიოზ”. ამ ადგილას სასწაულმოქმედი კედარი იდგა, რომლის ჩრდილშიც ზამთარ-ზაფხულ ყვავილების საოცარი სურნელი ტრიალებდა. მეფის ბრძანებით ეს ხე მოჭრეს და ტაძრისთვის შვიდი სვეტი გამოთალეს. ექვსი სვეტი მშენებლებმა იოლად აღმართეს, მაგრამ მეშვიდეს, რომელსაც ტაძრის გუმბათი უნდა დაყრდნობოდა, დაღამებამდე ძვრა ვერ უყვეს. წმინდა ნინო თავის მოწაფეებთან ერთად ღამით ბაღში დარჩა. გამთენიისას მან ”იხილა ჭაბუკი ერთი ნათლითა შემოსილი. და კაცმან მან ნათლითა შემოსილმან აღმართა ძელი იგი და გამოსცემდა სუეტი იგი ბრწყინვალებასა და ფრიადსა სურნელებასა”. ამის შემდეგ სვეტიდან მირონს დაუწყია დენა, რომელიც ”მსწრაფლ კურნავდა” სნეულებს. ამიტომ მას სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი - სვეტი ცხოველი - უწოდეს. ასევე ეწოდა ახალ ტაძარს.

ამ დროიდან დგას მცხეთის გულში, მტკვრისა და არაგვის შესაყართან, უძველესი ქართული ქრისტიანული ტაძარი - სვეტიცხოველი. იგი სულ მალე გახდა ქვეყნის მთავარი სარწმუნოებრივი ცენტრი და ქართველთა შეგნებაში ქრისტიანული სამშობლოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გადაიქცა. ტაძარში სალოცავად მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ მორწმუნენი.

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიური გახდა. ანტიოქიაში აკურთხეს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი. ქრისტიანობის გაძლიერებამ მცხეთაში ახალი, უფრო დიდი ტაძრის აგება მოითხოვა და ვახტანგ გორგასალმა მირიანისეული ხის ეკლესიის ადგილას ქვის ბაზილიკა ააშენა. გარდაცვალების შემდეგ იგი სწორედ ამ ეკლესიაში დაკრძალეს. ვახტანგის მემკვიდრემ, დაჩიმ, სატახტო ქალაქის თბილისში გადატანა ბრძანა და ქართლის კათოლიკოსს ”მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს”. ამ დროიდან სვეტიცხოველი საპატრიარქო ტაძარი გახდა.

ვახტანგისეულმა ეკლესიამ ხუთი საუკუნე იარსება. საქართველოს გაერთიანებისა და აღორძინების ხანას იგი მიწისძვრებისა და სარკინოზთაგან დაზიანებული შეხვდა. XI საუკუნის დასაწყისში, გიორგი I-ის მეფობის ჟამს, ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა მცხეთაში ახალი საპატრიარქო ტაძრის აგება გადაწყვიტა. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 19 წელი გაგრძელდა. სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადზე ამოკვეთილ წარწერაში მელქისედეკ კათოლიკოსთან ერთად მოხსენიებულია ტაძრის ხუროთმოძღვარიც: ”ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქისედეკ ქართლისა კათალიკოზი, ამენ. აღეშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკიძისაითა, ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა”. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ, ჩასმულია ქვა, რომელზეც ხუროთმოძღვრის ხელი და გონიოა გამოსახული. აქვე წარწერაა: ”ხელი მონისა არსუკიძისაი, შეუნდვეთ”. ამ რელიეფმა და წარწერამ შვა ლეგენდა, თითქოს არსუკისძემ აჯობა თავის მასწავლებელს და ამის გამო ხელი მოჰკვეთეს. არავინ იცის, რამდენად ასახავს ეს თქმულება სინამდვილეს, მაგრამ ის, რომ სვეტიცხოვლის ამგებმა აჯობა ყველა მანამდელ ქართველ ხუროთმოძღვარს - უეჭველია. საუკუნეთა მანძილზე იყო ”ტაძართა შორის უპირველესი” საქართველოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნაგებობა.

სვეტიცხოველი უდიდესი ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელო გახლდათ და დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი მამულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იყო მიმოფანტული. ამასთანავე, იგი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრიც იყო საქართველოში და უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების წინ სვეტიცხოვლის ბიბლიოთეკაში 7000 წიგნი ინახებოდა.

თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველს არაერთხელ დამუქრებია განადგურების საფრთხე. ”სარკინოზი აბულ-ყასიმი ეძგერა მას პირველად, შემუსრა და აქლემების თავლად გახადა იგი. აღადგინეს. შემდგომ ამისა სელჯუკმა ალფ-ასლანმა იავარჰყო იგი. კვლავ აღადგინეს და თემურ ლენგმა დაანგრია ისევე, შაჰ-თამაზმა და შაჰ-აბაზმა მილეწეს მრავალგზის”.

დაზიანებული სვეტიცხოველი მრავალჯერ შეაკეთეს და აღადგინეს - გიორგი ბრწყინვალემ, ალექსანდრე დიდმა, როსტომ მეფემ და მარიამ დედოფალმა, ვახტანგ მეექვსემ, კათოლიკოსმა ნიკოლოზ ამილახორმა, ერთადერთმა ქართველმა ეგზარქოსმა ვარლამმა. ერეკლე მეორემ კი ტაძარს მარბიელთაგან დასაცავად ქვის ორიარუსიანი საბრძოლო გალავანი შემოარტყა.

სვეტიცხოვლის ძველი ფრესკები არ შემორჩენილა, იგი რამდენჯერმე თავიდან მოიხატა. განმაახლებლები ყოველთვის განსაკუთრებული კრძალვით ეკიდებოდნენ ტაძარს, XIX საუკუნეში კი, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის მოლოდინში, ეგზარქოსმა ევგენიმ ”ჯეროვანი კეთილმშვენიერების” მისანიჭებლად დაანგრევინა ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები და შეათეთრებინა სვეტიცხოვლის ფრესკების დიდი ნაწილი.

სვეტიცხოვლის სარესტავრაციო სამუშაოები XX საუკუნეშიც გაგრძელდა. გათხრების დროს აღმოაჩინეს წმინდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის საძირკველიც და გორგასლისეული ბაზილიკის ფრაგმენტებიც. ისინი დღეს ტაძარშია დაცული.

V საუკუნიდან სვეტიცხოველი ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა საძვალე გახდა. აქ პოვეს საუკუნო განსასვენებელი ვახტანგ გორგასალმა, დავით ლაშას ძემ (დავით ულუმ), დემეტრე თავდადებულმა, ლუარსაბ I-მა, სვიმონ მეფემ, ერეკლე II-მ და გიორგი XII-მ. სვეტიცხოველშია დაკრძალული ბევრი ქართველი კათოლიკოს-პატრიარქი.

მრავალჯერ მობრუნებულა უფლის ”მართლად მადიდებელი” საქართველოს თავზე ცეცხლის კევრი. არავინ უწყის, კიდევ რა განსაცდელს გვიქადის მომავალი, მაგრამ უძლეველი იქნება ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ვიდრე ”მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია”.

მოამზადა

ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat