შტრიხები ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის ისტორიისათვის
შტრიხები ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის ისტორიისათვის
გივი ჩიღვინაძე
ახლახანს მიწისძვრისაგან დანგრეული ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის აღდგენა დაიწყო. მომავალ წელს მთავარი ტაძრის მშენებლობა უნდა დამთავრდეს. ღმერთმა კეთილად დააგვირგვინოს ეს საქმე.

საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაუქმებული მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. 2000 წლის შემდეგ მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა და იქ რამდენიმე მღვდელმსახური მოღვაწეობდა: პირველად მამა მაქსიმე ქავთარაძე მოვიდა და ხის სამლოცველო და სენაკები ააგო, იგი ახლა კაცხის სვეტის მონასტერშია. მერე მამა ლუკა (ფალავანდიშვილი) მოღვაწეობდა, რომელიც ამჟამად ბარსელონას წმინდა ნინოს ეკლესიის არქიმანდრიტია. მის შემდეგ მამა ბიძინა (ქობალია) იყო მონასტრის იღუმენი. დღეს მონასტრის წინამძღვარი მამა სიმონი (ეზიაშვილი) და მამა ალექი (ბარელაძე) აცოცხლებენ ლოცვით უძველესი სავანის მიდამოს. შარშან წმინდა ილარიონ ქართველის (ახლის) სახელობის სამლოცველო აშენდა და წირვა-ლოცვა იქ მიმდინარეობს.
მთავარი ტაძრის აღდგენის შემდეგ, უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური გამოკვლევა, მოეწყოს ისტორიულ პირთა საფლავები, აშენდეს სამრეკლო და რამდენიმე დამხმარე შენობა. სათანადო ნაგებობაში უნდა წარმოვადგინოთ ჯრუჭის მონასტრის უმდიდრესი ისტორიის, კულტურული საქმიანობის, მწიგნობრობის ამსახველი მასალები მთელი ჯრუჭულის ხეობის, მიმდებარე სოფლებისა და მხარის წარსულის ქრონიკებთან ერთად. ამით იქ მისულ მომლოცველებსა და სტუმრებსაც მეტად დავაინტერესებთ, ახალგაზრდობასაც მივიზიდავთ და ხეობის სოფლების აღორძინებასაც შევუწყობთ ხელს.

***
ჯრუჭის წმინდა გიორგი მონასტერი X საუკუნეშია დაარსებული. იგი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ჯრუჭის მონასტრის აშენებას რაჭის ერისთავს მიაწერენ. შემდეგ იგი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა, ხოლო XVII საუკუნიდან წერეთლების ხელში ვხედავთ. XVIII საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს რაჭის ერისთავი და თავადი წერეთლები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის მიმდინარე ბრძოლის დროს ნასოფლარებად იქცნენ მონასტრის მიმდებარე სოფლები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I - მა მონასტერი დამოუკიდებლად გამოაცხადა, მხოლოდ სასაფლაოდ მისცა წერეთლებს. ამის შემდეგ ამ წმინდა სავანემ აღორძინება დაიწყო და მისი ხელშეწყობით მონასტრის კუთვნილი მიმდებარე სოფლებიც მოხვა, უზუნთა, ცხომარეთი და ყვიჩორი თავიდან დასახლდა. XIX საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს მრავალი გლეხი ეკუთვნოდა ზემო იმერეთსა და რაჭაში, დიდ ფართობს მოიცავდა მისი კუთვნილი სავარგულები და ტყეები.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯრუჭის მონასტერში ღვთისმსახურება გააუქმეს, მერე შვიდწლიანი სკოლა გახსნეს, ბოლოს იქიდან ყველაფერი გაიტანეს: ნაგებობანი, ზარები, ავეჯი... მხოლოდ მთავარი ტაძარი და სამრეკლო დატოვეს.
1991 წლის მიწისძვრამ ჯრუჭის მონასტერი ნანგრევებად აქცია.
ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და იქ მოღვაწე სასულიერო პირები არიან დასაფლავებული. თუმცა იქვე განისვენებენ წერეთლებთან დაკავშირებული სამეფო გვარის წარმომადგენლებიც, მაგალითად, იმერეთის მეფის დავით II-ის ასული მზეხათუნ ბატონიშვილი, რომელიც სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ვაჟის სვიმონის მეუღლე იყო. აქვე არიან დაკრძალულნი იმერეთის სამეფოს ზემო მხრის სარდლები პაპუნა და ქაიხოსრო წერეთლები, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი და მისი მეუღლე თამარ დადიანის ასული, მათი ძე გრიგოლი, ასული ვანი - ქართლ-კახეთის მეფის გიორგის XII-ის რძალი, ბატონიშვილ იოანეს მეუღლე. აგრეთვე წერეთელთა სათავადო სახლის სხვა წევრები, რომლებსაც იმერეთის მეფის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ. აქვე განისვენებენ მონასტრის არქიმანდრიტები, მათ შორის მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, მიტროპოლიტი დავით წერეთელი, სხვა წინამძღვრები და მღვდელ-მონაზვნები.

ჯრუჭის მონასტერმა შემოგვინახა უნიკალური ხელნაწერები ("ჯრუჭის I სახარება" და "ჯრუჭის II სახარება", სხვა ძვირფასი წიგნები, კრებულები და სიგელები). მონასტერი სავსე ყოფილა უმშვენიერესი ხატებით, ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით. აქვე ხდებოდა საეკლესიო და ისტორიული წიგნების გადაწერა.

KARIBCHE
ჯრუჭის მონასტერი

***
სამი წმინდანის ხელში გამოვლილი წიგნი. ჯრუჭის მონასტერში ინახებოდა მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო წიგნი - იოანე სინელის კიბე ანუ კლემაქსი (XII-XIII ს.ს.), რომელიც დღეს დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (H ფონდი, N 1669). მისი ზომაა 36,5X29 სმ. შედგება 223 ფურცლისაგან. გადაწერილია ქაღალდზე, ნუსხური სათაურები შესრულებულია სინგურით, სქოლიოები საგანგებოდაა მოხატული.

ამ წიგნის მთარგმნელია წმინდა ექვთიმე ათონელი, რომლის ანდერძითაც იწყება ხელნაწერი. ამ ეგზემპლარის გადამწერია ნიკრაჲ, ხოლო მფლობელი ჯრუჭის მონასტრისთვის შეწირვამდე ღირსი მამა, დაყუდებული გერმანე. ჯრუჭის მონასტრისათვის მამა გერმანეს სულის საოხად შეუწირავს ყოვლად სამღვდელო გენათელ მიტროპოლიტს ექვთიმეს (ეფთვიმე შერვაშიძეს - შემდგომში წმინდა ექვთიმე გელათელი). ჯრუჭის მონასტრიდან კი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში ჩამოიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცმა.

ესე იგი, ამ წიგნმა სამი ქართველი წმინდანის ხელში გამოიარა და ამ წმინდანებს სამივეს ექვთიმე ერქვა: მთარგმნელი ღირსი ექვთიმე ათონელი ანუ მთაწმინდელი, ჯრუჭის მონასტრისათვის შემწირველი, წმინდა ექვთიმე გელათელი და გადამრჩენელი ანუ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში მიმტანი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომელმაც ამასთანავე აღწერა ჯრუჭის მონასტერი, იქ დაცული ხელნაწერები, ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.
ხელნაწერი იწყება ექვთიმე ათონელის ანდერძით: იმიტომ ჰქვია ამ წიგნს კიბე, "რამეთუ (იოანემ) ვითარცა კიბე სათნოებათაჲ შექმნა წიგნი ესე და მდაბალთა საქმეთაგან იწყებს და თანა მაღალთა მიმართ აღვალს, ვითარცა აღსასრულსა წიგნისაჲ ჰპოოთ გამოსახული კიბე სათნოებათაჲ"...

წიგნზე არის მინაწერი წმინდა ექვთიმე გელათელისა:
"ქ: ესე წმინდა კლემაქსი ღირსის მამის დაყუდებულის გერმანეს ნაქონი არის. და მე ყ(ოვლა)დ სამღვდელომ გაენათელ მიტროპოლიტმან ეფთვიმიმ დაყუდებულის სულის საოხად ჯრუჭის უდაბნოს მონასტერს შევსწირე... ფებერვლის (8), ჩღჟა (1791) და ვინც აღმოიკითხოთ მისთვის შენდობას ბრძანებდეთ". აქვე მიტროპოლიტის ბეჭედია დასმული.

ჯრუჭის მონასტერში უკვე სხვა მკითხველს თვით ექვთიმე გელათელზე ასეთი მინაწერი გაუკეთებია ამავე წიგნში: "გენათელი მიტროპოლიტი ევთიმე გარდაიცვალა რუსეთს 1822 წელს"...

***
დედა უკანასკნელი ქართველი გვირგვინოსნისა. მონასტრის აღდგენის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იქ არსებულ ისტორიულ პირთა საფლავებს, რომელთა ნაწილი მიწისძვრის დროს მოიშალა. მშენებლები გვპირდებიან, რომ ისინი ისევ სათანადოდ მოეწყობა.
ჯრუჭში დასაფლავებულთა შორისაა ქეთევან ზურაბის ასული წერეთელი. იგი გარდაცვლილა 1823 წელს და განისვენებს თითქმის შუა ეკლესიაში, იმერეთის სარდალ ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის საფლავის ჩრდილოეთით. მისივე რძლის მზეხათუნ ბატონიშვილის განსასვენებლის ახლოს.
ქეთევანი იყო ქართლ-კახეთის მეფის გიორგის XII - ს რძალი, მეუღლე სახელმწიფო მოღვაწის, გამოჩენილი მებრძოლისა და სარდლის, განმანათლებელ-ენციკლოპედისტის, მწერლის, მეცნიერისა და ლექსიკოგრაფის, "კალმასობის" ავტორის იოანე ბატონიშვილისა (1868-1830). ამასთანავე ქეთევანი არის საქართველოს უკანასკნელი გვირგვინოსნის გრიგოლ I - ის დედა.

KARIBCHE
ქეთევან წერეთლის საფლავის ფილა

რუსეთში მიმავალ იოანე ბატონიშვილს თანამემამულეთათვის დაუბარებია: "ერჩდით ჩემ წილ ბრძანებასა მეფის სძლის ქეთევანისასა და ძისა ჩემისა გრიგოლისასა და მეცა მადლითა ღვთისათა მოვიწიო მალედ თქვენდა". მაგრამ ბატონიშვილი ძირითადად რუსეთში ცხოვრობდა და პეტერბურგში დაასრულა სიცოცხლე. ალბათ, ამის გამო დაასაფლავეს ქეთევანი არა ქმრის სამკვიდროში, არამედ მამის მამულში. მით უმეტეს, რომ იგი საჩხერეში გარდაიცვალა.

იოანესა და ქეთევანის ერთადერთი ვაჟი გრიგოლ ბაგრატიონი (1789-1830) ქართველებმა მეფედ გამოაცხადეს 1812-1813 წლების კახეთის აჯანყების (რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომადაც თვლიან) დროს, აკურთხეს და ეკლესიებშიც მოიხსენიებდნენ. გრიგოლი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს ლეგიტიმური მემკვიდრე, რადგან ოფიციალურ მემკვიდრეს დავით ბატონიშვილს, იოანეს უფროს ძმას, შვილი არ ჰყავდა. ამდენად, გრიგოლ I მიჩნეულია ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიის წარმომადგენელ უკანასკნელ მეფედ, რომლის სამეფო ხელისუფლება ყველაზე გვიან საქართველოს ტერიტორის გარკვეულ (კახეთსა და ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ) ნაწილზე თითქმის ერთი თვე ვრცელდებოდა. ბოლო ბრძოლების დროს იგი რუსებმა დაატყვევეს (ნიკო ჯავახიშვილი, გრიგოლ I უკანასკნელი ქართველი მეფე, თბილისი, 2008 წ., აკაკი გელაშვილი, რუსეთ-საქართველოს 1812-1813 წლების ომი, ჟურნალი "ისტორიანი", N 3, 2012 წ., გვ. 12-17). გრიგოლი გადაასახლეს რუსეთში, ერთხანს პეტროზავოდსკის ციხეში ჰყავდათ. მერე პეტერბურგის ქართული კოლონიის ავტერიტეტული წევრი გახდა. წერდა ლექსებს, სადაც სამშობლოს მონატრებული ადამიანის მწუხარებაა გადმოცემული. მოგვიანებით ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრება დაიწყო...

KARIBCHE
გრიგოლ ბაგრატიონი, იოანე ერეკლეს ძისა და ქეთევან ზურაბის ასულ წერეთლის ერთადერთი ვაჟი, მეფედ ნაკურთხი 1812 წლის კახეთის აჯანყებისას



თვით ქეთევანი მნიშვნელოვანი ქართული წიგნების გადაწერის თაოსანი ჩანს. მაგალითად, ჯრუჭის მონასტრის ხელნაწერებს შორის იყო სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი, რომელიც 1808 წელს გადაუწერია იოანე იაღლუზისძეს, ხოლო დამკვეთია "საქართველოს მეფის სძალი, წერეთლის ასული ქეთევან" (ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I, K - 72).
ქეთევან წერეთლის საფლავზე ასეთი წარწერაა:
"წელიწადსა ჩყკგ-სა (1823) მარტის ი-ს (10) ლოდითა ამითა დაფარულ არს საქართუელოს მეფის გიორგის სძალი თანამოჟამეთა პირუელი კეთილ სამაგალითო ქეთევან ასული ღენერალ მაიორისა და კავალერის ზურაბ წერეთლისა რომელსა მხილველთათვის სავასსებელად შენდობისა ლოდი ესე უძეგლა დამან თვისმან მართა სამენგრელოისა მთავრინამან და კავალერმან".

ჯრუჭის მონასტერში განისვენებენ აგრეთვე ქეთევანის მშობლები და ძმები...


***
ჯრუჭის მონასტრის 1809 წლის სიგელი. შეიძლება ითქვას, რომ ჯრუჯის მონასტრის 1809 წლის სიგელი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ # 1329) უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტთან ერთად არის იმდროენდილი მხატვრობის შესანიშნავი ნიმუში, ხელწერის (კალიგრაფიის) ბრწყინვალე მაგალითი და ამასთანავე ლიტერატურული ძეგლიც. სიგელი 1919 წელს სხვა წიგნებთან და ხელნაწერებთან ერთად ჯრუჭის მონასტრიდან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში გადაიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი წერს "სიგელი მე მოვიტანე სხვა ხელნაწერებთან ერთად და მოვათავსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში". საყურადღებოა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მთლიანად ფანქრით გადაუწერია ეს სიგელი ჯრუჭის მონასტრის ხელნაწერების გამოკვლევის დროს (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი, # 487, გვ. 2). ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ აღწერა, გამოიკვლია და გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ "საისტორიო კრებულში" 1928 წელს.

KARIBCHE
სოლომონ II-ის ყმა-მამულის წყალობის სიგელი ჯრუჭის მონასტრისადმი
სიგელი დაწერილია სქელ ქაღალდის გრაგნილზე, რომლის სიგრძეა 2 მეტრი და 33 სანტიმეტრი და სიგანე 55 სანტიმეტრი. მის თავში ფერადად, მაღალმხატვრულადაა შესრულებული ჯრუჭის მონასტრის სურათი, მის წინ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულებით. ღმერთი დაჰყურებს ყველაფერს და ანგელოზი გვირგვინს ადგამს წმინდა გიორგის წინაშე მუხლმოყრილ და მავედრებელი იმერთა მეფე სოლომონ II თავზე, რომელიც გრაგნილს აწვდის წმინდანს. მეფის თავთან ასომთავრული წარწერაა: "მეფე სოლომონ მეორე". გრაგნილზე ჩანს წარწერა: "ეჰა, შენ შვიდწილ უძლეველო"... სწორედ ამ სიტყვებით იწყება სიგელის ტექსტი. სიგელის მხატვრობა შესრულებული ყოფილა იმერეთში მცხოვრები მხატვრის დავით დიასამიძის მიერ.

სიგელის შესავალი ნაწილი წარმოადგენს სოლომონ II იმერთა მეფის სახელით აღვლენილ უმშვენიერეს ხოტბას წმინდა გიორგისას. სწორედ ეს შეიძლება მივიჩნიოთ ამ ტექსტის ლიტერატურულ ნაწილად. შემდეგ კი ჩამოთვლილია ჯრუჭის მონასტრის გლეხები იმერეთსა და რაჭაში თავიანთი ვალდებულებებით და მათი მონასტრისადმი შემწირველები. მივუთითრბთ, რომ ამ სიგელში ზემო იმერეთისა და რაჭის მრავალმა წარმომადგენელმა შეიძლება ნახოს თავისი გვარი და გამოიკვლიოს წინაპრების ისტორია...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat