ფერისცვალების დედათა მონასტერი
ფერისცვალების დედათა მონასტერი
როგორც კი ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის კარიბჭეს შეაღებთ მაშინვე თვალში მოგხვდებათ ლამაზად მოწყობილი ეზო, კარ-მიდამო. სხვადასხვა მცენარეებით გადაპენტილი გარემოს შექმნაში მონასტრის წევრების დიდი შრომა და მზრუნველობა იგრძნობა.. მონასტრის იღუმენიას ლოცვა-კურთხევით მონასტრის ეზოს გამშვენება მონაზონ სოფიოს აბარია. დედა სოფიო მონასტრის ბაღებს უკვე შვიდ წელზე მეტია უვლის.

მონაზონი სოფიო:

-პირადად ჩემი მორჩილება ბაღებისა და გარეთა ტერიტორიების მოვლაა. რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს მრევლის ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი.. ჩვენი ეზო როგორც გამოიყურება ერთობლივი შრომის შედეგია.

მონასტრის ტერიტორია სპეციფიურია თავისი მდებარეობის გამო, ისტორიული მხრივ იქნება ეს თუ გეოგრაფიული თვალსაზრისითაც. ამის გათვალისწინებით გვაქვს საკაოდ სერიოზული შრომა. ეს უშუალოდ ჩემს უფლება- მოვალეობაში არ შედის, გვეხმარებიან სხვები, მონასტრის წინამძღვრის უშუალო მონაწილოებით
ხდება დაგეგმვა, შეთანხმება სპეციალისტებთან და შემდეგ განხორციელება. პირადად მხოლოდ ფიზიკური განხორციელების პროცესში ვმონაწილეობ.

-როგორ ხდება ეზოს გალამაზება, მცენარეების დარგვა, მოვლა? ძირითადად რა მცენარეებით გაქვთ დარგული?

- სპეციალისტებთან კონსულტაციით და შეთანხმებით ვიწყებთ ეზოს გალამაზებას. ჩვენი ეზო მათი კონსულტაციით არის მრავალფეროვანი. სხვადასხვა ტიპის ბაღია სხვადასხვა ადგილზე, სირთულე ამაშია და სილამაზეც. ეზო ძირითადად ვარდებით გვაქვს გამშვენებული. არის ასევე მარადმწვანე მცენარეები, სუროები. ქვის კედლები ბუნებრივად არი შემოსილი, რაც ესთეტიურადაც ლამაზი და გამწვანებულია. ამიტომ არის სურნელოვანი ლავანდები. ჩრდილისთვის გვაქვს ტირიფები. ტაძრის ეზო ძალიან ცხელია და ტირიფით გვინდა ჩრდილი შევქმნათ. ზეთისხილის ხეებიც გავაშენეთ და გვაქვს მცდელობა მისი ნაყოფი გამოვიყენოთ. როგორც ვიცით, ზეთისხილის ნაყოფი მხოლოდ გადამუშავების შემდეგ გამოიყენება და არა პიდაპირი სახით. ბუნებრივად რომ მოკრიფოთ ზეთისხილი და მიირთვათ ისე არ გამოიყენება. ვაზუსტებთ, გადამუშავების რომელი მეთოდი გამოვიყენოთ. ძირითადად დეკორატიული ფორმით გვაქვს, მაგრამ ნაყოფს უკვე ვიღებთ ისე, რომ მონასტრისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენთან ზეთისხილი მაინც დეკორატიული დანიშნულებისაა. მონასტრის ეზოს გეოგრაფიული სიმყუდროვის გამო მისაღები მცენარეა, ასეთი ნიადაგი და პირობები -ქარი და მზე მოსწონს. თან ძალიან ლამაზია ზეთისხილი.

-ზამთარში როგორ ხდება მონასტრის ეზოს კეთილმოწყობა, ბაღების მოვლა?

-ტერიტორიების დასუფთავება, თითქმის ყოველ სეზოზნზე მიდის. ამაში არ არის წყვეტა. როცა თოვლია მაინც გვიწევს სავალი ბილიკების გაწმენდა, დასუფთავება. ვცდილობთ მონასტრის ეზო ყველა პერიოდში ლამაზი იყოს. გაზაფხულზე ვიწყებთ საგაზაფხულო სამუშაოებს, ამ დროს ხდება გასხლვა, დაბარვა, ბუნებრივი მინერალურის, სასუქების შეტანა. აუცილებელია ქიმიური ხსნარებით დამუშავება. დღეს ისე დაბიძნურებულია ატმოსფერო და არახელსაყრელია მცენარეებისთვის, რომ ფაქტიურად ხელოვნურად გვიწევს მათზე ყურადღების მიქცევა. ვფრთხილობთ უყურადღებობით არაფერი დავაკლოთ. ზამთარში შიდა ინტერიერს ქოთნის ყვავლებით ვალამაზებთ.ზამთარში შესანახი პირობები, ფართობი არ გვაქვს გამოყოფილი, ამიტომ ქოთნის ყვავილებს ძირითადად დარეჯანის სასახლეში ვინახავთ. ჩვენ გვაქვს ერთი ბაღი, სადაც გაშენებულია სუბტროპიკული, მარადმწვანე მცენარეები და ბალახის ტერასები.

-ქართული, ტრადიციული ყვავილებით თუ გაქვთ ეზო გალამაზებული?

-გვაქვს იები, ბეგონიები, ორი სახის ფიკუსის პალმა, ესეც უკვე ტრადიციულია ქართულ სინამდვილეში. თანამედროვე უფრო ჰოლანდიური ყვავილებია. ჭრელი ფოთლებით, რომელიც განსაკუთრებით სილამაზეს ქმნის.

-ბალხსაც თავისებული მოვლა სჭირდება?

-ბალახს ძალიან სერიოზული მოვლა სჭირდება. რადგან ბალახი ძალიან მგრძნობიარეა წყალი არ უნდა მოაკლდეს. თან ასეთ ქვებში და სიცხეში გასუფთავება და გაკრეჭვა სჭირდება. ფიზიკურად ძალიან მძიმე სამუშაოა და ამაშიც მრევლი გვეხმარება.

-თითოეულ ყვავილს თავისებური მოვლა სჭირდება? ხასიათითაც ხომ განსხვავდებიან?

-სულ მეკითხებიან ხოლმე, ამდენი სხვადასხვა მცენარეა და როგორ არკვევ, ხომ არ გაქვს სპეციალური განათლებაო. ნამდვილად არ მაქვს და არც განსაკუთრებული ინტერესი მქონდა მცენარეებისთვის მომევლო. სხვადასხვა საქმე მქონდა და დროც არ მქონდა. ჩემი პასუხი ასეთია, თუ მცენარეს უყურებ, თვითონ გეუბნება მას რა სჭირდება. ძალიან რთული არ არის, უბრალოდ ყურადღება სჭირდება. ვისაც აქვს სულიერი მოწყენილობის განწყობა, ძალიან დაეხმარება მცენარეებთან ურთიერთობა. ეს საყოველთაოდ ცნობილია. მცენარე თავისი მდგომარეობით რეაგირებს ჩვენს დამოკიდებულებაზე. ურთიერთობა მცენარესა და ადამიანს შორის შეიძლება ძალიან დადებითის მომცემი იყოს. ადამაინებს შეუძლიათ ამ სახის თერაპია ჩაიტარონ. მცენარეების მოვლით შეიძლება თავისი განწყობილება გაიუმჯობესონ. ყვავილები ძალიან რეაგირებენ ყურადღებაზე, როცა უვლი, კარგად არიან.

-როგორი მოვლა უნდა ყვავილებს?

-არის ტიპი მცენარეების, რომელთაც საერთოდ არ უყვართ წყალი და უნდა მოარიდო, წვიმიანი პერიოდში.. ალბათ გარეთა პირობებში ეს არ გამოდის, იმიტომ, რომ ჩამდინარე წყალი მაინც აზიანებს. ისეთი ყვავილებიც გვაქვს, რომელთაც წყალი არ უნდა მოაკლდეს, მაშინვე გაფუჭდება. არის ისეთი მცენარე, რომელმაც შეიძლება უწყლობის გამო მოიწყინოს, მაგრამ გააცოცხლო. რამდენიმე დამხმარემ უკვე იცის როდის რას უნდა მიაქციოს ყურადღება. მაშინვე რომ არ გაგვიხმეს. ერთ დღეშიც კი შეიძლება დაიღუპოს მცენარე. ჩემი არყოფნის შემთხვევაში უკვე სხვები იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას.

-უწმინდესისვის თუ მიგირთმევიათ მონასტრის ეზოს ყვავილები?

-კი, მიგვირთმევია. უწმინდესისთვის გვემეტება და 100 მოწამის ხსენების დღეს ვიყენებთ ჩვენს ყვავილებს. ამ დღეს ტრადიციულად მტკვარში ხდება ყვავილებით შემკული თაიგულის ჩაშვება. ეზო ლამაზი რომ იყოს ჩვენს ბაღს აყვავებულ ყვავილებს არ ვაკლებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat