პეჩორის ლავრაში დაყუდება განდეგილობის უმაღლეს წესად ითვლებოდა
პეჩორის ლავრაში დაყუდება განდეგილობის უმაღლეს წესად ითვლებოდა
ასეული წლის განმავლობაში წმინდანების უხრწნელი სხეულები სურნელებას აფრქვევენ და რწმენით მისულ მლოცველებს სულიერად და ფიზიკურად კურნავენ.

კიევ-პეჩორის ლავრის მცირე წარსული წინა ნომრებში შემოგთავაზეთ, ამჯერად ლავრის მღვიმეებზე გიამბობთ.

ლავრის მღვიმეებში, სადაც წმინდა მამების უხრწნელი სხეულებია დაბრძანებული, მლოცველები უდიდეს მადლს და ნუგეშს იღებენ. მღვიმის კელიებში, გასასვლელებსა და ტაძრებში წმინდანების უხრწნელი ნაწილებით მრავალი ლუსკუმა გვხვდება. ასეული წლებია, ისინი სურნელებას აფრქვევენ და რწმენით მისულ მლოცველებს სულიერად და ფიზიკურად კურნავენ. წმინდანების უხრწნელი ნაწილების ხილვით კიდევ მრავალჯერ ვრწმუნდებით უფლის ჭეშმარიტებასა და ყოვლისშემძლებლობაში. წმინდა ნაწილებთან მლოცველები კიდევ უფრო მეტად მტკიცდებიან რწმენაში და სურვილი უჩნდებათ მრავალჯერ მოილოცონ წმინდა მამების უხრწნელი სხეულები.

პეჩორის ლავრის მონასტრის ისტორია კიევის ახლოს, სოფელ ბერესტოვოს ტყეში მდებარე პატარა მღვიმიდან დაიწყო. ამ მღვიმეში, პირველი ქრიატიანების მოღვაწეების მსგავსად, XI საუკუნეში განმარტოვდა თორმეტი წმინდა მოციქულის სახელობის ეკლესიაში მოღვაწე მამა ილარიონი (კიევის მომავალი მიტროპოლიტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, მოქანდაკე და სახელმწიფო მოღვაწე. გარდა ამისა, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ეკლესიის მოწყობასა და ხალხის განათლებაში). იაროსლავ ბრძენმა, რომელმაც იცოდა ილარიონის წმინდა მოღვაწეობის ამბავი, არაერთხელ მიმართა მას რჩევა-დახმარებისთვის სახელმწიფო და საეკლესიო საქმეებში. 1051 წელს მამა ილარიონმა მიიღო მიტროპოლიტის წოდება და ეკლესიას სათავეში ჩაუდგა. კონსტანტინოპოლი შეეწინააღმდეგა რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას და მიტროპოლიტი ილარიონი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ხარისხზე. რუსეთში, პეჩორის ლავრის ბერული ცხოვრება დააარსეს წმინდა ანტონიმ და ღირსმა თეოდოსიმ. წმინდა ანტონი პეჩორელს ერისკაცობაში ანტიპი ერქვა. წარმოშობით ჩერნიგოვის მახლობელი ქალაქ ლებეჩიდან გახლდათ. განმარტოვებული ადგილის ძებნამ ის წმინდა ათონის მთაზე მიიყვანა. ათონზე ანტიპმა იპოვა არა მარტო განმარტოება, არამედ სულიერი ხელმძღვანელობა. ის დარჩა ესთიგმენის მონასტერში და ბერული ცხოვრების დამაარსებლის პატივსაცემად ბერად აღიკვეცა ანტონი დიდის სახელით. ღვთის განგებით, 1051 წელს ღირსი ანტონი კიევში დაბრუნდა. იღუმენ თეოქტისტეს, რომელმაც ღირსი ანტონი ბერად აღკვეცა, უფლისგან ჰქონდა ზეშთაგონება და მას უფლისკენ სავალი გზა ასე დაულოცა: "ანტონი, წადი რუსეთში, ღმერთს ასე უნდა". უწინასწარმეტყველა, რომ მის გვერდით უამრავი ბერი გაიზრდებოდა. წმინდა ანტონიმ შემოიარა ბერების მიერ აშენებული კიევის მონასტრები, მაგრამ ვერსად პოვა ჭეშმარიტი მონაზვნის სულიერება. ამიტომაც წმინდა ანტონიმ განმარტოებული ცხოვრება მღვიმეში აირჩია, იქ, სადაც მიტროპოლიტი ილარიონი წინათ ლოცულობდა.

წმინდა ანტონის სულიერმა მოღვაწეობამ მიიზიდა კიევის დიდგვაროვანი და უბრალო მოქალაქენი, რომელნიც მოდიოდნენ მასთან კურთხევისთვის და რჩევის მისაღებად. ისინი კი, ვინც მიისწრაფოდნენ მიეძღვნათ ღვთისთვის სიცოცხლე, სთხოვდნენ მას იქ დარჩენას. დროთა განმავლობაში მღვიმეთა რაოდენობა იზრდებოდა: მორჩილები სთხოვდნენ ახალი მღვიმეების დაარსებას, მიწისქვეშა დერეფნებს. როცა მიტროპოლიტი ილარიონის მღვიმეში მონასტრის წევრთა რაოდენობამ თორმეტს გადააჭარბა, დაიწყო მიწისქვეშა მონასტრის დაფუძნება. დაარსდა პირველი მიწისქვეშა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1061 წელს წმინდა ანტონი ხალხმრავლობის გამო გადავიდა სხვა ბორცვზე, სადაც გათხარა თავისთვის სენაკი. ძმობის წინამძღვრობა ღირს ვარლამს ჩააბარა (შემდეგში პირველი იღუმენი კიევ-პეჩორის ლავრისა).

როცა წმინდა ანტონისთან შეიკრიბნენ დიდი რაოდენობის მორჩილები, წარმოიშვა მონასტრის ორი მიწისქვეშა კომპლექსი - ახლო და შორეული მღვიმეების სახელით. წმინდა ანტონიმ თავმდაბლობის გამო არ მიიღო მღვდელმსახურება და არც იღუმენის წოდება, ის დარჩა ძმათა სულიერ მოძღვრად. პეჩორელი ბერების ცხოვრება მიდიოდა განუწყვეტელ ლოცვაში, მკაცრ მარხვაში, სიმშვიდეში, ხორცის და ვნების მოკვდინებაში, ეშმაკთან ბრძოლაში. მღვიმეებში ისინი არაფერს ეძებდნენ გარდა ღმერთისა, სულის გადარჩენისა და ლოცვისა.

* * *
პეჩორის ლავრაში დაყუდება ითვლებოდა განდეგილობის უმაღლეს წესად. წმინდა ანტონი იღუმენის და სავანის მოძღვრის ლოცვა-კურთხევით თხრიდა პატარა სენაკს, რომელშიც ამოქოლილი იყო და გარე სამყაროსთან მხოლოდ პატარა ფანჯარა აკავშირებდა. წლების განმავლობაში ის წყვეტდა ადამიანებთან ურთიერთობას და სრულ მარტოობაში იყო. კვირაში ორჯერ იღუმენი ან რომელიმე ბერი მოდიოდა ვიწრო ფანჯარასთან, ტოვებდა სეფისკვერს და წყალს, მისგან ითხოვდნენ კურთხევას და უკან ბრუნდებოდნენ. თუ არავინ უპასუხებდა და მოტანილიც ხელუხლებელი რჩებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ბერმა ამით თავისი მიწიერი არსებობა დაამთავრა. კელიას ხსნიდნენ და დაყუდებულს იქვე უგებდნენ წესს.

დაახლოებით 1062 წელს დიდმა მთავარმა იაროსლავმა ღირსი ვარლამი იღუმენად დანიშნა ახალდაარსებულ საგვარეულო მონასტერში, მის ნაცვლად კი ძმობამ ერთხმად აირჩია ღირსი თეოდოსი, რომელიც 1058 წლის დასაწყისში აქ აღიკვეცა ბერად და მიიღო იერუსალიმის არქიმანდრიტის, თეოდოსის სახელი. პალესტინაში მან დააარსა ბერთა საერთო ცხოვრება. ღირსი თეოდოსი გაჰყვა თავისი ზეციური მამის კვალს და გახდა წინამძღვარი რუსეთში პირველი ბერთა მონასტრისა. წმინდა ანტონისა და ღირსი თეოდოსის მიერ შემუშავებული წესდება განსაზღვრავდა მონასტრის და მორჩილთა ცხოვრებას.

XI საუკუნის 70-იან წლებში, როცა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აშენდა, პეჩორის მონასტრის ძმობა დაფუძნდა ახლანდელი ზემო ლავრის ტერიტორიაზე. ძველ მონასტერში დარჩნენ უმცირესნი. მღვიმეებს კი იყენებდნენ განმარტოებული ლოცვებისთვის და ბერთა საძვალედ.

მღვიმეში დაკრძალვის წესი აღწერილია წესდებაში. გარდაცვლილ წმინდა მამებს მკერდზე ულაგებდნენ ხელებს, უფარავდნენ სახეს, დებდნენ ფიცარზე და ასვენებდნენ ამოთხრილ ლუსკუმაში, რომელსაც ამოქოლავდნენ. სამი წლის შემდეგ სამარხს ხსნიდნენ და თავის ქალებს, ძვლებს სხვა ადგილას ათავსებდნენ. პეჩორის სავანეში ბევრი წმინდანის უხრწნელი სხეულია. აი, როგორ ახასიათებს პეჩორის სავანეს ღირსი ნესტორ მემატიანე: "შედგა რა მონასტერი კურთხევით წმინდა ათონის მთიდან, არა სიმდიდრით, არამედ ცრემლით, მარხვით, ლოცვით, დაუცხორომელი ზრუნვით და გადაამეტა ყველა მონასტრის დიდებას, რომელიც აშენებული იყო ოქროთი და ვერცხლით და მაღალმთავრის მიერ".

* * *
XII საუკუნეში კიევის მიტროპოლიაში დაიწყო პეჩორის წმინდანების თაყვანისცემა. უკვე 1108 წელს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ღირსი თეოდოსი პეჩორელი. XVII საუკუნეში, როცა დაიწყო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება, დადგა პეჩორელი წმინდანების ოფიციალურად კანონიზაციის საკითხი. 1619 წელს არქიმანდრიტმა ზაქარია კოპისტენსკიმ ანთოლოგიონში შეიტანა მსოფლიო საეკლესიო და რუსეთის წმინდანების გვერდით 24 პეჩორელი მამის წმინდა სახელი. ლავრის მღვდელმთავარმა პეტრე მოგილამ (შემდეგში არქიმანდრიტი, კიევის მიტროპოლიტი) დაიწყო შუამდგომლობა, რათა მიეღო ოფიციალური ნებართვა კონსტანტინოპოლიდან პეჩორელი წმინდანების კანონიზაციისთვის.

1643 წელს შეადგინეს "კანონი პეჩორელი წმინდანებისა", რომელშიც 74 სახელი შეიტანეს. 1762 წელს რუსეთის ეკლესიამ პეჩორელი წმინდანები სრულიად რუსეთის წმინდანებად შერაცხა. დროთა განმავლობაში პეჩორის ლავრაში მომლოცველთა რაოდენობა გაიზარდა. მონასტერმა დიდი ხნის დარბევის შემდეგ დაიწყო აღორძინება. მიწისქვეშა გასასვლელები გააფართოვეს, კედლები და კამარა ქვით ამოაშენეს, რაც უსაფრთხოს ხდიდა მათ. ღირსთა უხრწნელი სხეულების ნაწილები ლუსკუმებში გადაიტანეს და მოათავსეს კედლის ნიშებში. XIX საუკუნეში, ლავრის სასულიერო კრების გადაწყვეტილებით, წმინდანები ერთ დონეზე იყვნენ განთავსებული, კვიპაროსის, მუხის და ცაცხვის ლუსკუმებში. ყველა აკლდამის კედელზე ეკიდა წმინდანის ხატი. ეს ხატები სპილენძზე არის მოხატული ლავრის ხატმწერის მიერ.

შორეული მღვიმე
ღირსი თეოდოსი თავისსავე სენაკში იყო დასაფლავებული. მისი უხრწნელი ნეშტი 1091 წელს გადაიტანეს მიძინების ტაძარში.

ღირსი ნესტორ მემატიანე ასე აღწერს ამ ამბავს: "გიამბობთ დანამდვილებით და უტყუარად იმაზე, რისი მონაწილეც ვიყავი. მივედი იღუმენთან, რომელმაც მითხრა, წავიდეთ, შვილო ჩემო, ღირს თეოდოსისთან. ფარულად მივედით მღვიმეში, მოვნიშნეთ ადგილი გასათხრელად, გვიან საღამოს კი ორი ძმის თანხლებით მივედით იქ, ვილოცეთ, ფსალმუნებს ვგალობდით, შემდეგ შევუდექით საქმეს. შუაღამემდე ვთხრიდით, მაგრამ ამაოდ, მწუხარებამ შეგვიპყრო. ისევ დავიწყე მიწის გათხრა და მოულოდნელად გაისმა ეკლესიის სამრეკელოდან ზარის ხმა, ცისკრის ლოცვის ნიშანი. განვაგრძობდით მიწის თხრას, როცა კუბომდე მივედი, დიდმა შიშმა შემიპყო, შევთხოვე ღმერთს პატიება ღირსი თეოდოსის გამო. იღუმენთან მორჩილი გავგზავნე. ორი ძმის თანხლებით მოვიდა. ავხადეთ თავი და დავინახეთ წმინდა მამის უხრწნელი წმინდა ნაწილები. სახე ნათელი ჰქონდა, თვალები დახუჭული, ბაგენი მდუმარე, თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოშლილი. წმინდანი სარეცელზე დავასვენეთ და მღვიმიდან გამოვიტანეთ. წმინდა პეჩორის მონასტერში ორი ძმა ფხიზლობდა, ელოდნენ იღუმენის დაბრუნებას. როცა გაისმა ეკლესიის სამრეკლოდან ზარის ხმა, მათ ღირსი თეოდოსის სხეულის თავზე სამი ნათელსხივოსანი რკალი დაინახეს, რომელიც გადავიდა წმინდა ეკლესიის მხარეს, სადაც უნდა გადაესვენებინათ წმინდა მამა. ეს დაინახეს მორჩილებმაც, რომლებიც მიდიოდნენ ეკლესიაში ცისკრის ლოცვაზე. მეორე დღეს ღვთის განგებით შეიკრიბნენ ეპისკოპოსი ეფრემ პერეიასლაველი, სტეფანე ვლადიმირელი, იოანე ჩერნიგოველი და სხვა მონასტრის იღუმენები. სანთლებით და გუნდრუკით გადაიტანეს წმინდანის ნეშტი ღვთით დაარსებულ ეკლესიაში. ყველა ემთხვეოდა წმინდანს, ღმერთს დიდებას უგალობდნენ და მიაგებდნენ წმინდანს სამადლობელ ხოტბას. წმინდანი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მარჯვენა მხარეს დაასვენეს. 1240 წელს, ბათუ-ყაენის შემოსევისას რომ არ შეებილწათ წმინდანი, მისი ნეშტი გადამალეს. არსებობს ორი მოსაზრება: ღირსი თეოდოსი დამარხულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, მეორე - შორეულ მღვიმეში. ამის დადასტურება უაღრესად რთულია.

შორეულ მღვიმეში ორი შესასვლელია. ერთი მათგანი გამოთხრილია დაახლოებით 1763 წელს, წმინდა ანას მუცლადღების ტაძრიდან. კიბეებს მივყავართ მიწისქვეშა გალერეის განშტოებამდე. მისგან მარცხნივ იწყება დაყუდებულთა ქუჩა, მარჯვნივ კი ვარიაგების მღვიმის შესასვლელი. არის არქიტექტორ ალექსანდრე იაკუშინის მიერ გაკეთებული მეორე გზა, რომლითაც მღვიმის ცენტრალურ ქუჩაზე ვხვდებით. დაყუდებულთა ქუჩას მივყავართ ხარების ეკლესიასთან.

ცენტრალური ქუჩის ჩრდილოეთი დერეფნით მივდივართ მეორე უძველეს - ქრისტეს შობის სახელობის ეკლესიასთან, რომელიც 1058-1062 წლებში დაარსდა. ტაძარში დღემდე შემორჩენილია უძველესი სპილენძის კანკელი. 1088 წელს ეკლესიის გვერდით აღმოაჩინეს ღირსი თეოდოსის სენაკი. ეკლესიის შესასვლელის გასწვრივ, ღრმა ნიშაში შუშის და ლითონის ჭურჭელში ინახება წმინდანების მირონმდინარე თავის ქალები. დროთა განმავლობაში მივიწყებას მიეცა მათი წმინდა სახელები. ცნობილია, რომ ერთი მათგანი ეკუთვნის წამებულ კლიმენტის, რომის პაპს, მოციქულ პეტრეს მოწაფეს, რიგით მესამე რომის ეპისკოპოსს, რომელიც გადასახლებული იყო ხერსონესის ქვის სამტეხლოში. მან უამრავი ხალხი გააქრისტიანა, რისთვისაც შავ ზღვაში დახვრიტეს. მისი წმინდა ნაწილები მოიპოვეს მოციქულთა სწორმა კირილემ და მეთოდემ.

ღირსი თეოდოსის ტაძარში, შორეულ მღვიმეებში, ყოველდღე ტარდება პარაკლისები, რომლის შემდეგ მლოცველები წმინდა თავებისგან გადმოსულ მირონს იცხებენ. ეს ტაძარი ქრისტეს შობის სახელობის ეკლესიის ახლოსაა.

შორეულ მღვიმეს პირველი რესტავრაცია 1620 წელს ჩაუტარდა. გასასვლელები გასუფთავდა და გაფართოვდა. 1826 წელს იატაკი მოკირწყლეს თუჯის ფილებით.

ბოლო დიდი სარესტავრაციო სამუშაოები 1913 წელს ჩატარდა - მღვიმის კედლები აგურით ამოაშენეს და გრუნტისფრად გალესეს. შორეულ მღვიმეში დაბრძანებულია 49 წმინდანი. მღვიმის განფენილობა შეადგენს დაახლოებით 300 მეტრს.

ახლო მღვიმე
ახლო მღვიმეში წმინდა ანტონის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული (1073 წელს). პეჩორის სავანის დამაარსებლის სამარხი მღვიმის განშტოებაში მდებარეობს, რომელიც გადაკეტილია ჩამოქცეული მიწით. მას უწოდებენ წმინდა ანტონის კუბოს. სახურავზე დგას აკლდამა, რომლის თავზე წმინდანის ხატია. მარცხნივ, სენაკში მან მრავალი წელი განუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მის პატივსაცემად მოწყობილი ეკლესია. გერმანელმა ერიხ ლიასოტამ კიევში 1594 წელს ჩაიწერა მწირის ნაამბობი, რომ წმინდა ანტონი გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას, ის გამოემშვიდობა ძმებს და მღვიმისკენ წავიდა, სადაც თავად ამოთხარა დასაფლავების ადგილი. მოძღვარმა აუკრძალა ძმებს გაყოლა. როცა ოდნავ გასცდა მათ, უკან მიწა ჩამოინგრა. მორჩილებს სურდათ სხეული ამოეთხარათ, მაგრამ მიწისქვეშეთიდან უეცრად ცეცხლის ალი ამოვარდა. გადაწყვიტეს, გაეთხარათ მიწა, მაგრამ წყლის ნიაღვარმა შეაჩერა. დღესაც ჩანს ცეცხლის და წყლის ნაკვალევი წმინდა ანტონის ხატის უკან. საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ, აღმოეჩინათ ლავრის დამფუძნებლის ნეშტი, მაგრამ გათხრების დროს ხელი შეუშალა ცეცხლოვანმა ნაპერწკლებმა. ჩანს, უფალს არ სურს ორი წმინდანის ნაწილების ჩვენთვის გამოჩენა.

KARIBCHE

წმინდა თეოდოსის ხატი მისი თავდაპირველი დაკრძალვის ადგილას

მღვიმეებში შესასვლელის თავზე 1638-1651 წლებში პატიოსანი ჯვრის აღმართვის სახელობის ეკლესია აშენდა. ახლო მღვიმეში ამ ტაძრიდან სამი შესასვლელია. თავდაპირველად სამი ძირითადი დერეფანი და ქუჩა უკავშირდებოდა გასასვლელებით ერთმანეთს. მთავარი მღვიმის ქუჩის ორივე მხარეს სენაკებია განლაგებული. ქუჩას ერთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია. მარცხენა შესახვევს მივყავართ სატრაპეზოში, სადაც წმინდა ანტონის დროს ძმები იკრიბებოდნენ ტრაპეზისთვის. 1463 წელს, ქრისტეს აღდგომის დღეს, მოძღვრის თქმულზე - "ქრისტე აღსდგა" საუკუნეობით განსვენებულმა წმინდანებმა ერთხმად წამოიძახეს - "ჭეშმარიტად აღსდგა". ეს სასწაული ამ ძველ სატრაპეზოში მოხდა. მესამე დერეფანს წმინდა ანტონი პეჩორელის სახელობის ეკლესიასთან მივყავართ, რომელიც XVI საუკუნის ბოლოს ააშენა კიევის მიტროპოლიტმა ვარლამმა, რომელიც მანამდე იყო ლავრის არქიმანდრიტი, მანვე ახლო მღვიმეში ააშენა მესამე ეკლესია - პირველი პეჩორის იღუმენის ვარლამის პატივსაცემად.

ახლო მღვიმეში განსვენებულია 73 წმინდანი. მათ შორის პეჩორელი იღუმენი ღირსი ვარლამი,Nნიკონ დიდი, არქიმანდრიტი პოლიკარპე, პირველი რუსი ისტორიკოსი, ღირსი ნესტორ მემატიანე, აღაპიტი ექიმი, მთავარი ბერი ნიკოლა-სვიატოშა - დამფუძნებელი პირველი სამონასტრო საავადმყოფოსი და აღმშენებელი ლავრის წმინდა კარიბჭისა, პირველი რუსი ხატმწერი ავლიპი, თორმეტი ბერძენი ხუროთმოძღვარი - ღვთისმშობლის ტაძრის მშენებელნი. გოლიათი ბერი ილია მურომეცი.

1914 წელს ლავრის მონასტერი კვლავ გაიხსნა და დაიწყო აღორძინება. მღვიმეების ტაძრებში კვლავ აღდგა წირვა-ლოცვა და ბერები დაბრუნდნენ სავანეში. 1961 წელს ხრუშჩოვმა მეორედ გააუქმა მონასტერი. ეს იყო ეკლესიის დევნის წლები. მღვიმეები დაკეტეს, თითქოს სარესტავრაციოდ. როცა 1965 წელს მლოცველების შესვლა აღადგინეს, წმინდა მამების ლუსკუმებთან აღარ ენთო კანდელები და აღარც ხატები ეკიდა. ლუსკუმებში ელექტრონათურები ენთო. ამით ხელისუფლება ცდილობდა, მღვიმეებში შეექმნა სამუზეუმო ატმოსფერო. მეცნიერები შეეცადნენ, გამოერკვიათ ნეშტების გაუხრწნელობის მიზეზები. ჩატარდა არაერთი გამოკვლევა, რამაც დაადასტურა, რომ დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურა იცვლებოდა 7-9 გრადუსის ფარგლებში. ტენიანობა კი შეადგენდა 79-99%-ს, ეს გარემოება სრულიად გამორიცხავდა რაიმე ორგანული ნივთიერების უცვლელად შენარჩუნებას.

1988 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლის თარიღთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკლესიისთვის გადაეცა კიევ-პეჩორის ლავრის ქვედა ტერიტორია. მღვიმეებში კვლავ აინთო კანდელები და სანთლები. მლოცველებმა დაიწყეს წმინდა ადგილის მოლოცვა. დღეს აქ კვლავ აღესრულება ღვთისმსახურება და უფალს მონასტრის წევრებთან ერთად ადიდებენ მომლოცველები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat