ქვემო რაჭაში, ამბროლაურის ისტორიულ ცენტრში იმერეთის მეფეთა ყოფილი საზაფხულო რეზიდენციის ტერიტორიაზეა აღმათულია მაჩაბლის ისტორიული კოშკი.
XVII საუკუნის ქვიშაქვითა და კირით ნაგები კოშკი, ერთ დროს საგუშაგო და სათვალთვალო ფუნქციას ასრულებდა. სახელწოდება "მაჩაბლის კოშკი" მომდინარეობს იქიდან, რომ ეს კოშკი და საზაფხულო რეზიდენცია სოლომონ მეფეს სამაჩაბლოდან ლტოლვილი მაჩაბლებისთვის უბოძებია.
რეზიდენციის კომპლექსში ასევე იყო სასახლე და კარის ეკლესია. ეკლესიის ნანგრევები 1924 წელს დაათვალიერა გიორგი ბოჭორიძემ. მან ეკლესიის იატაკში აღმოაჩინა იესე მაჩაბლის საფლავის ქვა, რაც გადმოცემის სინამდვილეს ადასტურებს.