ლავრის ტერიტორიასაც ღვთისმშობელი მფარველობს, ალბათ ესეც გვაერთიანებს
ლავრის ტერიტორიასაც ღვთისმშობელი მფარველობს, ალბათ ესეც გვაერთიანებს
კიევში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათაც გაუჩნდათ სურვილი, მშობლიურ ენაზე მოესმინათ წირვა-ლოცვა.

კიევ-პეჩორის ლავრაში მმასპინძლობდა დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა კახაბერი კიევის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარია. ამავე დროს, მოღვაწეობს ლავრაში მდებარე ღირსი პეჩორელი მამების სახელობის ტაძარში.

- რას ვიფიქრებდი, თუ პეჩორის ლავრაში მომიწევდა მსახურება. მანამდე აქ ნამყოფიც არ ვიყავი, - მიამბობს მამა კახაბერი, - პირველად რომ დავინახე ლავრა, მისმა ტერიტორიულმა სიდიდემ გამაკვირვა. როდესაც მღვიმეები მოვილოცე და ვნახე წმინდა მამების უხრწნელი წმინდა სხეულები, წმინდა მამების მირონმდინარე თავის ქალები, მივხვდი მის სულიერ სიდიადესაც. ძალიან მადლიანი ადგილია. მღვიმეების მოლოცვის შემდეგ სულიერი სიმშვიდე და უდიდესი შეწევნა ვიგრძენი. სულიერად ძალიან მიჭირდა სამშობლოსგან შორს ყოფნა. მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, ხალხი, ოჯახი... როდესაც მოვილოცებდი ხოლმე მღვიმეებს, სულიერად უფრო აღმატებული გამოვდიოდი.

- მამა კახაბერ, როგორ დაიწყეთ კიევ-პეჩორის ლავრაში ქართულად წირვა-ლოცვის აღსრულება?

- კიევში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათაც გაუჩნდათ სურვილი, მშობლიურ ენაზე მოესმინათ წირვა-ლოცვა. შემდეგ აქაურმა ქართველებმა - ბატონებმა: ამირან თოდუამ, ბადრი ღუბიანურმა და კიდევ რამდენიმემ სთხოვეს ლავრის მიტროპოლიტს ვლადიმირს ამის თაობაზე. მიტროპოლიტმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა - თუკი საქართველოდან მოავლენენ სასულიერო პირს, ყველანაირად ხელს შევუწყობთ ლავრის წმინდა მიწაზე ქართულ მსახურებას, ქართულ წირვა-ლოცვას, სადაც ქართველები ერთად შეიკრიბებიან და სულიერ საზრდოს მიიღებენო. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) ჩამობრძანდა კიევში, ძალიან დიდი სიყვარულით და სითბოთი შეხვდა მიტროპოლიტ ვლადიმერს, ლავრის წინამძღვარს, მეუფე პავლეს, რომელსაც მეუფე სერგისთან ძველი მეგობრობა აკავშირებს - ისინი ერთად სწავლობდნენ ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კიევში გამომგზავნეს. მიტროპოლიტ ვლადიმირის ლოცვა-კურთხევით თავიდან სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ვატარებდით ღვთისმსახურებას. საქართველოდან ჩამოვიყვანეთ მედავითნე და დავიწყეთ წირვა. შაბათ დღეს ვწირავდით. შემდეგ ვთხოვეთ ლავრის წინამძღვარს, მეუფე პავლეს, ჩვენთვის გამოეყო სხვა ტაძარი, სადაც კვირა დღეს გვექნებოდა საშუალება ღვთისმსახურებისა. მეუფე პავლესა და მიტროპოლიტ ვლადიმირის ლოცვა-კურთხევით, გადმოგვეცა შორეულ მღვიმეში ჩასასვლელთან მდებარე ღირსი პეჩორელი მამის სახელობის ტაძარი. ძალიან მადლიანი ტაძარია. უკვე მეექვსე წელია, რაც კიევ-პეჩორის ლავრაში ქართულად ტარდება წირვა-ლოცვა. ტაძარში დაბრძანებულია სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილებიც. მათ შორის არის წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილი, წმინდა ბარბარესი, ალექსანდრე ნეველის, წმინდა აღაპიტეს, წმინდა გიორგისა... დაახლოებით ორმოცდაათამდე წმინდა ნაწილია. ტაძარს ყველა ღირსი პეჩორელი მამის ფრესკა ამშვენებს. ლავრაში მონასტრული ცხოვრება მიმდინარეობს. წმინდა ანტონისა და ღირსი თეოდოსის მღვიმეებში კვირამონაცვლეობით იწყება დილით ექვსის ნახევარზე მსახურება. წირვა ყოველდღიურად ტარდება. 24 საათის განმავლობაში იკითხება ფსალმუნები. სრულდება პარაკლისები. ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ დილით, ექვსის ნახევარზე ლავრის ძმობის ლოცვა სრულდება. ლავრის ტერიტორიაზე არის სასულიერო სემინარია, აკადემია. სასულიერო სემინარია ლავრის გახსნის დღიდან ფუნქციონირებს. აქ სწავლობენ ქართველებიც. პირადად მეც აქ დავამთავრე სასულიერო სემინარია. ამჯერად სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ. რექტორი გახლავთ მთავარეპისკოპოსი ანტონი. ძალიან კარგი, სულიერად ძალიან მშვიდი, წყნარი, თბილი, განათლებული ადამიანია. კიევის სასულიერო სემინარია-აკადემია პირველ რიგში ცოდნას აძლევს სტუდენტებს, ცოდნიდან გამომდინარე თავისთავად სულიერ საზრდოსაც ვიღებთ. თავიდან არ ვაპირებდი სასულიერო სემინარიაში ჩაბარებას, მაგრამ მერე მთხოვა პრორექტორმა, არქიმანდრიტმა კლიმენტიმ ჩამებარებინა აკადემიაში. მამა კლიმენტი უზომოდ არის შეყვარებული საქართველოზე, ქართველ ხალხზე. მისი თხოვნით დავრჩი სასულიერო აკადემიაში.

- მამა კახაბერ, გვიამბეთ, როგორ შეიქმნა კიევის ქართული სამრევლო?

- გითხარით, რომ ბატონ ამირან თოდუას, ბადრი ღუბიანურის და კიდევ რამდენიმე ადამიანის დახმარებით მოხდა ქართული სამრევლოს ჩამოყალიბება. როდესაც დადგა საკითხი, თუ ვისი სახელობის უნდა ყოფილიყო სამრევლო, ლოცვა-კურთხევა უწმინდესს ვთხოვეთ. უწმინდესმა კიევის სამრევლო წმინდა თამარ მეფის სახელზე აკურთხა... და თუკი ოდესმე დადგება ჟამი იმისა, რომ კიევში აშენდეს ქართული ტაძარი, თავისთავად ტაძარი წმინდა თამარ მეფის სახელობის იქნება... ასე ჩამოყალიბდა ქართული სამრევლო. გვყავს მგალობლები, სტიქაროსნები, მედავითნეები... საქართველოდან ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მედავითნე ნინო მაჭარაშვილი ჩამოვიყავნეთ, რომელმაც მედავითნეობაში პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა კიევში მედავითნეობის მსურველთ. ღვთის მადლით, კიევში სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად ჩამოვიდა ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი გიორგი მეუღლესთან, ასმათთან ერთად. ასმათს ვასწავლეთ მედავითნეობა. მერე ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ. მგალობლებიც გამოგვიჩნდნენ. ამჯერად ჩვენი მედავითნეა სალომე ვაშალომიძე, რომელიც მედიცინას სწავლობს და აქტიურად მონაწილეობს ღვთისმსახურებაში. უკვე ადგილობრივებმაც ისწავლეს მედავითნეობა და ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე მსახურების დროს. სტიქაროსნებიც მოგვიმრავლდნენ... ქართული წირვა-ლოცვა აღესრულება შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე. მსახურების ჩატარება შეგვიძლია ქართველი წმინდანების ხსენების დღესაც.

ქართველები შეიძლება ეკონომიკურმა პრობლემებმა ჩამოიყვანა უცხო ქვეყანაში, მაგრამ ტაძარში უკვე სულიერმა პრობლემებმა, სულიერმა შიმშილმა მოიყვანა.

ტაძარში ძირითადად სტუდენტები დადიან, რომლებსაც აწუხებთ სამშობლოსგან შორს ყოფნა, ენატრებათ მშობლები, სახლი. ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ მათ სულიერი მდგომარეობა. როგორც უწმინდესი მოგვიწოდებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას, მეც ასევე ყველას ვეუბნები, რომ ყველანი უნდა დავბრუნდეთ ჩვენს მიწა-წყალზე. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ქართველი, ჩვენ მაინც გვიჭირს უცხო მიწაზე ცხოვრება. იგრძნობა კიდევაც მრევლში ნოსტალგიის ტკივილი. ალბათ ეს დროებითია. ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში.

თავიდან წელიწადი და ორი თვე მარტო ვმსახურობდი, რა თქმა უნდა, რთული იყო. ჩემს ოჯახსაც უჭირდა ჩემს გარეშე ცხოვრება. დროდადრო ჩამოვდიოდი საქართველოში. მერე ჩემი თხოვნით აქ გამოაგზავნეს სხვა სასულიერო პირებიც, რომლებიც ჩემი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩამოდიოდნენ და წირვა-ლოცვას აღასრულებდნენ. ლავრაში მსახურობდა დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი. მე და მამა თეოდორე ვენაცვლებოდით ხოლმე ერთმანეთს, მერე უკვე სხვა სასულიერო პირებიც შემოგვეშველნენ ნეკრესის ეპარქიიდან - დეკანოზი ბადრი, მამა მამუკა, მამა მიქაელი, მამა მარკოზი.

ცნობილია, რომ ზაფხულში კიევ-პეჩორის ლავრაში ბრძანდებოდა ჩვენი უწმინდესი მიტროპოლიტი ვლადიმირის იუბილეზე. ქართველებისთვის ეს ძალიან დიდი სიხარული იყო.

- მამა კახაბერ, ცოტა რამ გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?

- დავიბადე ლაგოდეხში, ვცხოვრობდი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის გვერდით. მაშინ ამ ტაძარში სამხედრო საწყობი იყო. მეზობლებმა ყველამ ვიცოდით, რომ იქ ეკლესია იყო, მაგრამ მიახლოების საშუალება არ გვქონდა - სამხედრო ობიექტს ავტომატიანი ჯარისკაცი გუშაგობდა. თუმცაღა ბავშვებს გვიშვებდნენ და გვაძლევდნენ ეზოში თამაშის უფლებას, ხან შენობაშიც შევდიოდით. რას ვიფიქრებდი, მღვდელი თუ გავხდებოდი და შემდეგ იმ ტაძარში თავად ვიმსახურებდი. ჯარიდან დავბრუნდი და დაიშალა საბჭოთა კავშირი. ამ შენობიდან ჯარის ნაწილიც გავიდა. დარჩა იქაურობა მიტოვებული, ჩამონგრეული, იმიტომ რომ პატრონი არავინ ჰყავდა. ჯარიც გავიდა. მერე მეზობლებმა ნელ-ნელა დავიწყეთ ეკლესიის დალაგება, დასუფთავება. სამხედროებმა ორ სართულად გადატიხრეს ტაძარი. მეორე სართულზე მოვაწყვეთ სამლოცველო, ტაძარში ხატები დავალაგეთ. ძალიან დიდი ტაძარია და წარმოუდგენელი იყო მაშინ იმის აღდგენა. თავად ღვთისმშობელმა აღადგინა ეს ტაძარი სასწაულებრივად, მოულოდნელად. მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით, წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი თეოდორე, რომელიც შემდეგ გახდა ჩემი მოძღვარი.

თავიდან არ მინდოდა მღვდლობა, ვეურჩებოდი ჩემს მოძღვარს. მეუფე სერგიც იმავეს მეუბნებოდა... ღვთის ნება ვიკითხე და ღმერთმაც გამიხსნა ჩემი მოძღვრის ბაგეებით, რომ უნდა გავმხდარიყავი მოძღვარი, სასულიერო პირი. ამის შემდეგ შევწყვიტე ურჩობა. შემაწყვეტინა ღმერთმა. მალევე გავხდი სტიქაროსანი, მერე დიაკვანი და მღვდლადაც დამასხეს ხელი. ლაგოდეხში ვმსახურობდი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში. შემდეგ წელიწად-ნახევარი - საქართველოს ძირძველ მიწაზე ჰერეთში, საინგილოში, სოფელ ალიბეგლოში (ქათმისხევი). ვიყავი წმინდა ნინოს ტაძრის სახელობის წინამძღვარი. იქიდან გადმომიყვანეს კიევ-პეჩორის ლავრაში.

კიევის ქართველ მრევლსა და საქართველოში მცხოვრებ მრევლს პირველ რიგში უფალი, მართლმადიდებელი სარწმუნოება აერთიანებს. საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრია. ღვთისმშობელი დედაა ყველა მართლმადიდებლისთვის. ლავრის ტერიტორიასაც ღვთისმშობელი მფარველობს. ალბათ ესეც გვაერთიანებს.

ღვთისმშობელმა დაიფაროს, დაიცვას საქართველო, გვიმეოხოს ღვთის წინაშე. ღმერთს ვთხოვ, გამთლიანდეს, გაერთიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო. გაძლიერდეს ჩვენი დედაეკლესია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat