ვანკუერის სამრევლო
ვანკუერის სამრევლო
უწმინდესისა და ჩრდილოეთ ამერიკის მღვდელმთავრის, მეუფე საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით, არცთუ ისე დიდი ხანია რაც კანადაში, ვანკუერში მართლმადიდებლურ ტაძართან 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა, რომელსაც ქართველი სასულიერო პირი სქემღვდელმონაზონი შიო (ღონღაძე) წინამძღვარობს. მამა შიო სამ ქართულ სამრევლოს ედმონტონს, კალგარს და ვანკუერს ემსახურება და იქ მყოფ ქართველებს სულიერ საკვებს აძლევს.

-დაახლოებით რამდენიმე თვეა ამ სამრევლოში ვარ,-მიამბობს მამა შიო. მანამდე ამ სამრევლოში სხვა მამები მსახურობდნენ, რომლებმაც საკამოდ დიდი ღვაწლი გასწიეს ქართველი ემიგრანტების სულიერად ჩამოყალიბებაში. პირადად მე სამივე სამრევლოში დავდივარ. თვეში ერთხელ ჩავდივარ კალგარში და ედმონტონში. მონასტერი, სადაც მე ვარ ვანკუერიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს, დაახლოებით საათნახევრის სავალია. ასეთი დასახლებაა მიშენი, საკამოდ ლამაზი ადგილია, თითქოს საქართველოს ჰგავს, ტყეშია ჩაფლული, გარშემო სულ ტყეა. თავიდან რომ მოვედი სრულებით არ მიგრძვნია საქართველოში თუ არ ვიყავი. აქ ისეთი გარემოცვა დამხვდა თავი სამშობლოში მეგონა. ამ მონასტერში არცთუ ისე დიდი ხანია არსებობს მონასტრული ცხოვრება. დაახლოებით 90-იან წლებში აქ ორი ეპისკოპოსი გადმოვიდა. აქ მხოლოდ ოთხი სასულიერო პირი ვცხოვრობთ. ორი ეპისკოპოსი, მე და ერთი ამერიკელი სასულიერო პირი მამა მოსე.

KARIBCHE

-მამაო, კანადაში მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური მონასტერია?


-კანადაში მხოლოდ ეს ერთი მართლმადიდებლური მონასტერია, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული. ქართველების ღვაწლი, სიყვარული და მონდომება რომ დაინახეს სურვილი გამოთქვეს გადმოეცათ ჩვენთვის ტაძარი და ამით საშუალება მოგვცეს მეუფე საბასთან შეთანხმებით ტაძარში გველოცა. მერე ნელ-ნელა დაიწყო ღვთისმსახურებები. პირველი მღვდელმსახური იყო მამა პავალე, მერე მამა თომა. დიდი წვლილი მიუძღვის მამა თომას. ხშირად დადიოდა სამივე სამრევლოში. ის ახლა ტორონტოში მოღვაწეობს. ღმერთის წყალობით ისე მოხდა, რომ მეუფე საბასთან შეთანხმებით აქ სამონასტრო ცხოვრების დაფუძნება გადაწყდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე საბამ ჩამომიყვანა და დღეს აქ ვმსახურობ. კვირაში სამი წირვა გვაქვს. შაბათობით კი ღამისთევები გვაქვს. დიდი წმინდანის ხსენების დღეებში დღესასწაულებს ღამის თევით ვხვდებით. ყოველ კვირას წირვა გვაქვს. მრევლთან ოთხშაბათობით ყოველთვის გვაქვს შეხვედრა. პარაკლისებ ვატარებთ. მრევლთან სულიერი საუბრებით უფრო ვუახლოდებით ერთმანეთს და ერთსულოვნებით ვადიდებთ ღმერთს.. ყველაზე დიდი რაც არის ქრისტიანული სიყვარული ჩანს ერთმანეთში. მეუფე საბაც მოხარულია ამ მხრივ. საქართველოდან ძალიან ბევრი ხალხია წამოსული და მათ მხარში დგომა სჭირდებათ. ამ ხალხს მხოლოდ ერთი რამ ანუგეშებთ -ღმერთთან ურთიერთობა. ფაქტი სახეზეა, ძალიან კმაყოფილები. თავიდან, ახალი ჩამოსული რომ ვიყავით დაახლოებით 20 ადამიანი იდგა მსახურებაზე. დღეს გავმრვალდით და ყოველ წირვაზე დაახლოებით 50 ადამიანი ესწრება.

KARIBCHE

-მამაო, კიდევ სად ატარებთ წირვა-ლოცვებს?

-თვეში ერთხელ ჩავდივარ ედმონტოში და კალგარში. აქედან ძალიან შორია. იქაც არის ქართული სამრევლო, სადაც ქართველები ერთად ვიკრიბებით და ვხარობთ ერთმანეთით. ედმონტოში წმინდა ბარბარეს ტაძარია. იქ რუსები არიან და უფლებას გვაძლევენ წირვა-ლოცვა აღვავლინოთ. კალგარში კი სერბები არიან და იქ სერბები გვეხმარბიან. ღმერთის წყალობით იმედია მომავალში ქართველები უფრო გავერთიანდებით და ჩვენი საკუთარი გვექნება.

KARIBCHE

-ქართული სამრევლოს არსებობა მნიშვნელოვანია?

- საქართველოში მეუფე საბასთან რომ მქონდა ურთიერთობა, მითხრა. ვანკუერის ქართველობა ითხოვს სამრევლოს და მოძღვარს. მეუფისგან შემოთავაზება მივიღე. ჩემი ვალია გამოვადგე საქართველოს და ღვთის სიტყვა დავთესო. პატრიარქის და მეუფე საბას ლოცვა-კურთხევით უფალი ყველაფერს შემაძლებიენებს.

-როგორ დაგხვდათ მრევლი, სულიერად მომზადებულები არიან?

-მიგრაციაში წამოსულებს ბევრი ტანჯვა და ტკივილი აქვთ გადატანილი. თითოეულ ადამიანში უდიდესი სიყვარულია. აქ კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე ცხოვრობენ ქართველები იმ იმედით ოღონდ წირვა ჩატარდეს, ოღონდ მოვიდნენ ეკლესიაში.

ვანკუერში როცა ჩამოვედი იმხელა სიყვარული დავინახე თითოეული ადამიანებისგან. თითოეულ ადამიანში იგრძნობოდა ქართული სულისკვეთება. მათ სურთ რომ ქართული წირვა-ლოცვა გაიგონ . აქ არის რუსული, სერბული ტაძარი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ზოგი წამოსულია სახლიდან, ახლობელი არ უნახავს, ურთიერთობა არ ჰქონდა საქართველოსთან და თავის ენაზე ესმის წირვა-ლოცვა .მშობლიურ ენაზე ამბობენ აღსარებას და ძალიან დიდი ნუგეშს იღებენ. მადლობა თითოეულ მათგანს ვისთანაც ურთიერთობა მაქვს.

KARIBCHE


-ქართული სამრევლო სკოლები თუ გაქვთ?


-ვანკუერში ჯერ ახალი ჩამოყალიბებულია სამრევლო. მომავლისთვის ჩვენ ეს ყველაფერი გეგმაში გვაქვს.მაგალითად, კალგარში ერთი ქართველი პედაგოგი ქალბატონია, რომელიც ბავშვებს ქართულ ენას უანგაროდ ასწავლის. ბავშებს ავიწყდებათ მშობლირი ენა და ქართული მშობლიური კი არა, არამედ კანადური ხდება. უღრმესი მადლობა ამ ქალბატონს, რომ ასე ეხმარება ამ ემიგრანტ ქართველებს. მინდა გითხრათ, რომ ტორონტოში ქართული სკოლაც და ქართული ანსამბლიც არსებობს. ტორონტოში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და შესაბამისად საკმაოდ დიდი სამრევლოა.

-მამაო, თქვენი მოღვაწეობა რუის-ურბნისის ეპარქიიდან დაიწყო. პირველად ხცისის მონასტერში გნახეთ და იქ გაგიცანით. მკითხველსაც ხომ არ უამბობთ?

-2012-2013 წლებში რუის-ურბნისის ეპარქიაში ვმსახურობდი. ვიყავი ხცისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღავრი. მაშინ ეს მონასტერი ამ ეპარქიაში შედიოდა, ახლა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში შედის. მერე მეუფე იობთან სარკინეთის მამათა მონასტერში გადავედი. იქიდან ათონის მთაზე წავედი. დაახლოებით ორი წელი ვათოპედის მონასტერში ვცხოვრობდი, რის შემდეგ სასწავლებლად ათენში წავედი. ათენიდანაც წამოვედი საქართველოში, სვეტიცხოველში ვცხოვრობდი. ამჟამად უწმინდესისა და მეუფე საბას კურთხევით კანადაში ვარ.

KARIBCHE

-როგორია ქართველი ემიგრანტების ცხოვრება?


-ემიგრაციაში საკამოდ რთულია ცხოვრება. 24 საათი გადართულები არიან მუშაობაზე. ძალიან რთულია როცა არ გესმის მშობლიური ენა, გვერდით არ გყავს შენი ახლობლები და სულ სხვა კანონებით ცხოვრობ. ემიგრაციაში შეიძლება ადამიანი იყოს წლები, კარგად გრძნობდეს თავს, მაგრამ მე როგორც ვხედავ მიუხედავად მრავალწლიანი უცხოეთში ცხოვრებისა, მაიანც სტუმარი ხარ. უცხოეთში ყოფნისას უფრო კარგად იგრძნობა მშობლიური ქვეყნის სიყვარული. აქედან უფრო ვაფასებთ ჩვენს ქვეყანას. ღმერთთან ურთიერთობა და სისავსე კი მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობით ხდება. იმიტომაც მოითხოვა სამრევლოს წევრებმა აქ სასულიერო პირი მოსულიყო. მიგრაციას ძალიან ცუდი თვისება აქვს, უკან როდის დაბრუნდები არავინ იცის. ეკლესიასთან კავშირი რომ არ ჰქონდეთ ესეც გაუჭირდებათ. მადლობა უფალს, რომ აქვთ ამის შესაძლებლობა რომ არის სასულიერო პირი და შეუძლიათ აღსარების მშობლიურ ენაზე ჩაბარება. ამის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ. მთავარია ღმერთთან ურთიერთობა ჰქონდეთ და თავიანთი ქვეყანა არ დაივიწყონ.

აქ ძალიან ბევრი სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს. ძალიან ბევრი ინდუსი და ჩინელი. სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან მათი ტაძრებია. როცა დაინახავ მართლმადიდებლური ტაძარია, განსაკუთრებული სიხარულია, მითუმეტეს, როცა ქართული იხსნება და არის ქართული წირვა-ლოცვა სიხარული ორმაგდება.. ძალიან შორიდან, დაახლოებით 600-700 კილომეტიდან მოდიან იმის გამო, რომ აქ მოისმინონ ქართული ღვთისმსახურება. ეს ძალიან დიდი ღვაწლია. მადლობა უფალს, ამ სამრევლოს და ყველა იმ სასულიერო პირს, პირველ რიგში მეუფე საბას ამ საშვილიშვილო საქმისთვის.

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat