მე გადმოგცემ წმინდა ლუკას მცირე წმინდა ნაწილს და შესწირე იმ ტაძარს, რომელშიც დადიხარ
მე გადმოგცემ წმინდა ლუკას მცირე წმინდა ნაწილს და შესწირე იმ ტაძარს, რომელშიც დადიხარ
კიევ-პეჩორის ლავრიდან საქართველოში 25 ნოემბერს ვბრუნდებოდი. წინა დღეს ჩემს სასტუმრო ოთახში ახალი წევრი მოვიდა. ერთმანეთს მაშინვე დავუახლოვდით. ამ ღვთისნიერმა გოგონამ, ნატაშამ, საუბარში ახსენა, - ორი ძმა ბერი მყავს, ერთი და - მონაზონიო. თავის სულიერ მოძღვარზეც, იღუმენ საბატიზეც მიამბო, რომელიც იმ პერიოდში კიევ-პეჩორის ლავრაში ბრძანდებოდა სასულიერო სემინარიაში გამოცდების ჩასაბარებლად. ნატაშამ მითხრა, მამა საბატი სხვადასხვა სიწმინდესთან ერთად გულით ატარებს წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) წმინდა ნაწილებსო. ვინატრე, - ნეტავ, წმინდა ლუკას მცირედი წმინდა ნაწილი ჩვენს ქვეყანაშიც ჩამობრძანდეს-მეთქი. რას ვიფიქრებდი, ნატაშა ჩემს ნათქვამს გულთან მიიტანდა. მოსაღამოებულზე ნატაშამ მის სულიერ მოძღვართან შეხვედრა შემომთავაზა - ჩემს მოძღვარს ქართული ხასიათი აქვსო. გამიხარდა. მამა საბატიმ ფინჯან ჩაიზე დაგვპატიჟა. საქართველოს, უწმინდესისა და ქართველების მიმართ პატივისცემა და კეთილგანწყობა საუბრის დასაწყისშივე ახსენა. უფალი, დედაეკლესია მართლაც აერთიანებს ღვთის წიაღში მყოფ ადამიანებს. თითქოს ყოველგვარი ბარიერი გეხსნება ადამიანებთან ურთიერთობისას და ყველა ერთ ენაზე იწყებს საუბარს. ახლა რომ ვაკვირდები, მამა საბატი საუბარში ჩემს სულიერ მხარეს აკვირდებოდა და ამით ცდილობდა გაეცნო ჩემი ბუნება. საუბარში წმინდა ლუკა ვოინო-იასენეცკის შესახებ მკითხა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მცირედად გამეგო. მამა საბატი სასტუმრომდე გამოგვყვა. დამშვიდობებას არ აპირებდა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა და სასტუმროს შენობაში შემოგვყვა. ჰოლში ვისხედით და თბილი, მამაშვილური სულიერი საუბრებით გვაპურებდა. თითოეული მისი ნათქვამიდან უდიდესი სიყვარული და სიბრძნე მოდიოდა. ბოლოს მითხრა, მე გადმოგცემ წმინდა ლუკას მცირე წმინდა ნაწილს და შესწირე იმ ტაძარს, რომელშიც დადიხარო. ამის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სიხარულით დავდუმდი. სიწმინდე სანთლის მცირე ნაწილში ჩადო და მთხოვა, გულით მეტარებინა. ვარძიის დედების ხელით მოქარგული გულსაკიდი თან მქონდა და თავისივე ხელით (ლოცვების წიგნის ჩასადებად ვხმარობ) მასში ჩამიდო. ყველა წესი მასწავლა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი სიწმინდის მიმართ და როგორ ჩამომეტანა საქართველოში. ჩვენს ტაძარს შემოსწირა თანხა, რათა შემეძინა სანაწილე, წმინდა ლუკას ხატი და წიგნი წმინდა ლუკას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოწიწებით მთხოვა, ქართველ მრევლს ჩვენი ჟურნალის დახმარებით გაეცნო წმინდა ლუკას ცხოვრება და მოღვაწეობა. მამა საბატის ვთხოვე მცირე ინტერვიუ ჩამეწერა.

- როგორ არის ზუსტად შენი სახელი? - მკითხა მოძღვარმა.

- ნათლობის სახელი თეონაა, მამაო.

- შენ შეგიძლია შეკითხვები დამისვა და მე გიპასუხებ.

- კარგი, მამაო. თუ შეიძლება გაგვეცანით.

- მე გახლავართ იღუმენი საბატი, სევასტოპოლის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი. დიდება ღმერთს, მე გადავცემ წმინდა ლუკას მცირე წმინდა ნაწილს თეონას, იმისათვის, რომ თქვენს მიწაზე იყოს ეს წმინდა ნაწილი, დაეხმაროს ქართველ ხალხს სხვადასხვა დაავადების გაკურნებაში. ასევე დაგიცვათ იმ უსიამოვნო შემთხვევებისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. წმინდა ლუკას მიმართეთ დასახმარებლად და აუცილებლად შეგეწევათ. ვინც წმინდა ლუკას მთელი გულით შეევედრება, ყველას ეხმარება და უნუგეშოდ არავის ტოვებს. მას ბევრი სასწაული მოუხდენია, სხვადასხვა სნეულებისგან ბევრი ადამიანი განუკურნავს. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ წმინდანის სიყვარულმა საქართველოს მიწა განწმინდოს.

- მამაო, როგორ აღმოჩნდა თქვენთან წმინდა ლუკას წმინდა ნაწილები?

- ღვთის ნებით და ღვთის სიყვარულით. ღმერთმა მაკურთხა. თავის დროზე მქონდა ისეთი პერიოდი, როცა უფალს ვთხოვდი, მქონოდა წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი. მეტიც, ბერად აღვიკვეცე სიმფეროპოლში, სამების სახელობის ტაძარში, იქ, სადაც წმინდა ლუკას უხრწნელი სხეულია დაბრძანებული. უფალმა მომიწოდა იმისთვისაც, რომ ბერად იქ აღვკვეცილიყავი. წმინდა საბატის სახელის პატივსაცემად მისი სახელი მეწოდა. ეს უფლის სიყვარულით, უფლის ლოცვით, წმინდა ლუკას ლოცვა-კურთხევით მოხდა. მე არა მარტო ჩემთვის ვინახავ ამ სიწმინდეს, არამედ მათთვისაც, ვისაც ესაჭიროება. კიევ-პეჩორის ლავრაში სრულიად შემთხვევით შევხვი თეონას და უფალმა შთამაგონა, გადამეცა მისთვის წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი. მე გავუნაწილე მას წმინდა ნაწილი, რათა ჩააბრძანოს საქართველოში, ამ წმინდა ადგილას, და გააძლიეროს თქვენი ქვეყანა. მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განკურნოს და გააძლიეროს ყველა მართლმადიდებელი.

- თქვენ როგორ დაიწყეთ ბერული ცხოვრება?

- 29 წლის ასაკში გავიაზრე, რომ აუცილებელია ღვთის რწმენა და უფლის სამსახურში ყოფნა. უფალმა რწმენისკენ მომიწოდა, უფალმა გონება გამინათა, რათა რწმენაში გავძლიერებულიყავი. წავიკითხე წმინდა მამების ცხოვრება, წმინდა ამბროსი ოპტელის, წმინდა სერაფიმე საროველის, წმინდა სერგი რადონეჟელის, წმინდა იოანე კრონშტადტელის ცხოვრება და მოღვაწეობა, რაც რაღაცნაირად შეეხო ჩემს სულს, გულს. გავიგე, რომ სიცოცხლის ბოლოს თითოეული ადამიანი აღმოჩნდება ღვთის სამსჯავროზე და თითოეული სიტყვის, საქმისთვის პასუხი აგებს ღვთის წინაშე. ასევე წავიკითხე ისიც, რომ თუ ადამიანი სწორად, სწორი სარწმუნოებით იცხოვრებს და ეკლესიის წიაღში იქნება, გადარჩება. შევეცადე, გამომესწორებინა საკუთარი ცხოვრების წესი და დავმდგარი ჭეშმარიტების გზაზე. გავმხდარიყავი კიდევ უფრო მეტად კეთილი და ჭეშმარიტი მორწმუნე, მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იქამდე, რომ დავიწყე წმინდა ადგილების, ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. სურვილი გამიჩნდა კიდევ უფრო მეტი მონასტერი მომელოცა. მენახა ის ადგილები, სადაც აღესრულნენ წმინდა მამები. ერთხელაც მივედი სამების ტაძარში. იქ ვნახე, როგორ საუბრობდა ხალხთან ერთ-ერთი დიდბერი, როგორ ანუგეშებდა მათ და რწმენაში აძლიერებდა. როგორ უნაწილებდა ყველას ღვთის სიყვარულს, რომელიც ღმერთმა მას ჩაუნერგა. ლოცავდა ყველას მომავალი გზის გასავლელად. ჩემს სულს შეეხო იმ დიდბერის საუბარი, ის ყველას უმხელდა ღვთის საიდუმლოს, თუ ვინ რომელ გზაზე უნდა წასულიყო, დაქორწინებულიყო თუ ბერული გზა აერჩია. რა თქმა უნდა, ძალიან მიმიზიდა ბერულმა ცხოვრებამ. წმინდა მამების ცხოვრებაში ამოვიკითხე ასეთი სიტყვები: ვინც იცის, რა რთულია მონაზვნის ტვირთი, შეიძლება ბევრი არ შეუდგეს ამ გზას. მაგრამ ამავე დროს ბერმონაზვნობის მსურველთ დიდ სიხარულს უმზადებს უფალი. ეს რომ იცოდნენ ადამიანებმა, მთელი მსოფლიო წავიდოდა მონასტერშიო. ვფიქრობ, ჩემი უფალთან მიახლოება იყო მოწოდება, რადგან არასდროს მიფიქრია, რომ გავხდებოდი მონაზონი, სასულიერო პირი. ვცხოვრობდი ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. უფალი ბრძანებს, - თქვენ კი არ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენო. ვმადლობ უფალს, რომ მე გამომირჩია. ძალიან განვიცდი, რომ ამ გზაზე ვცოდავ და უღირსად ვმსახურობ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ვიცხოვრო ღირსეულად იმ ხარისხში, რაც უფალმა მარგუნა. მონასტრის წინამძღვრობა მძიმე ჯვარია, მაგრამ ღმერთი დამლოცავს და ბოლომდე შევძლებ მის ზიდვას.

ჯარში ქართველებთან ერთად ვმსახურობდი ასტრახანში, ქალაქ კაპიარში. ჩვენ მოვძებნეთ საერთო ენა. ჩემი საერო სახელია სერგეი მიზნიკოვი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქნებ, ვისთან ერთადაც ვმსახურობდი, მათ გამიხსენონ. დიდი სურვილი მაქვს, გავიგო, როგორ ცხოვრობენ ისინი, რადგან მახარებს თითოეული ადამიანის ბედნიერება. ქედს ვიხრი მათ წინაშე და ვმადლობ უფალს, რომ თეონას დახმარებით ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე.

- როგორ უნდა ვიცხოვროთ, მამაო?

- ვფიქრობ, რომ ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ყველგან ჭეშმარიტი მართლმადიდებელი უნდა იყოს. თუ დაოჯახებული ხარ, ღირსეულად უნდა იცხოვრო ოჯახთან ერთად. ექვს დღეს იშრომო და მეშვიდე დღე უფალს მიუძღვნა. სურვილი მაქვს, ყველა ოჯახიდან ერთი წევრი მაინც იყოს ღვთის სახლში, ეკლესიის წიაღში და ეზიარებოდეს უფლის სისხლსა და ხორცს. თუ ქალს არ შეუძლია და ბავშვებს ზრდის, მაშინ მეუღლე მაინც მივიდეს ტაძარში, დაესწროს ღვთისმსახურებებს, წაიკითხოს წმინდა სახარება. ასე თუ არ ვიცხოვრეთ, როგორ გადავრჩებით? უფალს არ უნდა განვშორდეთ და ყოველწუთს ვლოცულობდეთ მის წინაშე. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. ვფიქრობ, ყველამ უნდა მიაქციოს თავის ცხოვრებას ყურადღება. თუ შესცოდებს, მოინანიოს. წრფელი აღსარება ცხოვრების გამოსწორების საწინდარია. თუ ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ მივიდეთ მაცხოვართან, უფალი მოგვცემს ამის უნარს. თუ გულწრფელად მოვინანიებთ და მადლობას შევწირავთ უფალს, ადამიანი გამოსწორების გზას დაადგება. მას სიყვარული გაუღვივდება. ზოგჯერ ადამიანი გაბოროტებულია და უკმაყოფილოა ცხოვრებით, მაგრამ თუ სწორად, მართლმადიდებლურად იცხოვრებს, მუდამ იქნება უფალთან და დიდ ჯილდოსაც მიიღებს. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს გულწრფელად და არა ზედაპირულად და უფალი დაგვეხმარება. უფლის ხმას მივდიოთ და უფალთან ლოცვით ვისაუბროთ.

- მამაო, ლოცვა-კურთხევა გამატანეთ საქართველოში.

- წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი დიდი სიწმინდეა. თუკი რწმენით და ღვთის სიყვარულით მიეახლებით წმინდა ლუკას, აუცილებლად დაგეხმარებათ. უფალმა დაგლოცოთ.

სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი)
წმინდა ლუკას საერო სახელი გახლდათ ვალენტინი, გვარი კი ვოინო-იასენეცკი. დაიბადა 1877 წლის 27 აპრილს ქერჩში, პროვიზორის ოჯახში. მათი გვარი XVI საუკუნიდან არის ცნობილი. ამ გვარის წარმომადგენლები პოლონეთისა და ლიტვის მმართველთა სასახლის კარზე მსახურობდნენ (წმინდა ლუკას ცხოვრებასა და მოღვაწეობას პროტოდიაკონ ვასილი მარშჩიკის წიგნის მიხედვით გთავაზობთ).

80-იანი წლების დასასრულს ვოინო-იასენეცკის ოჯახი კიევში გადასახლდა. მათ ოჯახში ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი იზრდებოდა. ვალენტინის მამა, სტანისლავი კათოლიკე იყო, ხოლო დედა, მარიამ კუდრინა, მართლმადიდებლურ ტრადიციებზე გახლდათ აღზრდილი.

ახალგაზრდა ვალენტინის რწმენში განმტკიცებას ხელი შეუწყო კიევ-პეჩორის ლავრასთან სიახლოვემ, სიწმინდეებთან მიახლებამ.

ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტი არსი მაშინ გაიგო, როდესაც ახალი აღთქმა წაიკითხა, რომელიც სიმწიფის ატესტატის გადაცემის დროს გიმნაზიის დირექტორმა აჩუქა.

ვალენტინი ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა ხატვისადმი მიდრეკილებას და დაამთავრა კიდეც კიევის სამხატვრო სასწავლებელი. ცხოვრების გზის არჩევასთან დაკავშირებულ რთულ ფიქრებზე ვოინო-იასენეცკი წერდა: "მხატვრობისკენ მიდრეკილება იმდენად ძლიერი იყო ჩემში, რომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ მისაღები გამოცდების დროს ღრმად ჩავფიქრდი, სწორ ცხოვრებისეულ გზას ვირჩევდი თუ არა. მცირეხნიანმა ყოყმანმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ უფლება მქონდა, მეკეთებინა ის, რაც მომწონდა და ვალდებული ვიყავი, მეკეთებინა ის, რაც გაჭირვებულ ხალხს შვებას მოუტანდა. აკადემიიდან დედას მივწერე, რომ სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება მსურდა, მაგრამ ყველა თავისუფალი ადგილი უკვე დაკავებული იყო და შემომთავაზეს, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, შემდეგ კი სამედიცინოზე გადავსულიყავი. ამაზე უარი ვთქვი, რადგან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ მიყვარდა და ძალზე მიზიდავდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ისტორია. ამიტომ ვამჯობინე, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა და მთელი წლის განმავლობაში ინტერესით ვსწავლობდი სამართლის ისტორიასა და ფილოსოფიას, პოლიტიკურ ეკონომიკასა და რომაულ სამართალს".

მხატვრობის სიყვარულმა იგი ქალაქ მიუნხენში მიიყვანა. მცირე ხნის შემდეგ კვლავ კიევში დაბრუნდა. "შემეძლო, სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ კვლავ სახალხო წესრიგმა გამიტაცა და გადავწყვიტე, რაც შეიძლება სწრაფად დამეწყო ხალხისათვის სასარგებლო პრაქტიკული მსახურება. ფერშლად ან სოფლის მასწავლებლად გახდომასაც ვფიქრობდი; ამ განწყობით გავეშურე კიდეც კიევის სასწავლო ოლქის სახალხი სასწავლებლების დირექტორთან, რათა ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დავენიშნე. დირექტორი ჭკვიანი და გონიერი ადამიანი აღმოჩნდა, მან მაღალი შეფასება მისცა ჩემს სახალხო მიდრეკილებებს, მაგრამ ძალზე ენერგიულად ცდილობდა, გადაეფიქრებინა ჩემი განზრახვა; დამარწმუნა, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს შეესაბამებოდა ჩემს მისწრაფებას, გამოსადეგი ვყოფილიყავი გლეხებისთვის, რომლებიც ძალზე ცუდად იყვნენ უზრუნველყოფილნი სამედიცინო მომსახურებით. ამას ხელს უშლიდა ჩემი სიძულვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ. მაინც გადავლახე ეს განწყობა და კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე".

***
ვალენტინ ვოინო-იასენეცკიმ წმინდა ვლადიმირის სახელობის კიევის უნივერსიტეტში ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უბნის საერო ექიმი იქნებოდა. "მედიცინა მხოლოდ ერთი მიზნით შევისწავლე: მთელი ცხოვრება სოფლის გლეხების ექიმი ვყოფილიყავი, გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი", - წერდა იგი თავის მემუარებში.

დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. 1904 წლის 30 მარტს ვოინო-იასენეცკი შორეულ აღმოსავლეთში წითელი ჯვრის სამედიცინო ნაწილში გაემგზავრა, რომელიც ჩიტაში განლაგდა. აქ დაიწყო მისი, როგორც ექიმ-ქირურგის პრაქტიკა. განყოფილების ხელმძღვანელიც კი გახდა. მან მაშინვე დაიწყო ოპერაციების კეთება ძვალზე, სახსრებსა და თავის ქალაზე. გამომჟღავნდა მისი განსაკუთრებული ინტერესი ტოპოგრაფიული ანატომიის მიმართ. ამ პერიოდში დაქორწინდა ანა ვასლის ასულ ლანსკაიაზე. ანა ჩიტაში წითელი ჯვრის იმავე ნაწილთან ერთად ჩამოვიდა როგორც მოწყალების და. ჰოსპიტალში "წმინდა დას" ეძახდნენ. ანას ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული. როდესაც ვოინო-იასენეცკიზე გათხოვება გადაწყვიტა, მან "დაარღვია თავისი აღთქმა და ჯვრისწერის წინა ღამეს დეკაბრისტების მიერ აშენებულ ტაძარში მაცხოვრის ხატის წინ ლოცულობდა. უეცრად მოეჩვენა, რომ ქრისტემ პირი იბრუნა და კიოტიდან მისი სახება გაქრა. როგორც ჩანს, ეს იყო აღთქმის შეხსენება".

***
ვალენტინი ყველა პაციენტს ერთნაირი კეთილგანწყობითა და ყურადღებით სინჯავდა და მკურნალობდა. განსაკუთრებულად მკაცრად ეპყრობოდა ექიმი უღმერთო სამხედროებს, რომელთა ავადმყოფობაც მათი ცოდვების გამო ღვთის სასჯელად მიაჩნდა.

მოსკოვის საავადმყოფოში მუშაობისას, როგორც ქირურგს, ოპერაციების დროს გაუტკივარების შემთხვევებთან უხდებოდა შეხება. იყო მძიმე გართულების შემთხვევა საერთო ნარკოზის გამოყენების შემდეგ. ახალგაზრდა ექიმმა ანესთეზიის ახალი გზების ძიება დაიწყო. გერმანელი ქირურგის, ჰაინრიხ ბრაუნის წიგნი "ადგილობრივი ანესთეზია" მისთვის შთაგონების წყაროდ და საკუთარი გამოგონების ბიძგად იქცა. "ხარბად წავიკითხე ეს წიგნი და იქიდან პირველად შევიტყვე ადგილობრივი ანესთეზიის შესახებ, რომლის ზოგიერთი მეთოდის შესახებ ცნობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. ცოცხალი ინტერესი გამიჩნდა ადგილობრივი ანესთეზიის მიმართ და ამოცანად გავიხადე მისი ახალი მეთოდების გამომუშავება".

ვოინო-იასენეცკიმ მოსკოვში დიდი მეცნიერის, ჟურნალ "ქირურგიის" დამაარსებლის, პეტრე ივანეს ძე დიაკონოვის კლინიკაში მუშაობის სურვილი გამოთქვა კვლევითი მასალების მოსაგროვებლად თემაზე "ადგილობრივი ანესთეზია". ნებართვის მიღების შემდეგ ვალენტინ ვოინო-იასენეცკი ნაყოფიერად შრომობდა - რამდენიმე თვის განმავლობაში ტოპოგრაფიული ანატომიის ინსტიტუტში გვამებზე მუშაობდა, ადგილობრივი ანესთეზიის მეთოდებსა და ტექნიკას ამუშავებდა. სამწვერა ნერვის გაუტკივარების ვარიანტების შესასწავლად მას სამასი თავის ქალას გამოკვლევა მოუხდა. აი, რას წერს იგი სახლში მიწერილ წერილში: "მოსკოვიდან წასვლა არ მინდა, სანამ არ მივიღებ მისგან იმას, რაც მსურს - ცოდნასა და სამედიცინო მუშაობის უნარს..."

პეტერბურგში გამოიცა მისი წიგნი "ადგილობრივი ანესთეზია". ამ თემაზე დისერტაციაც დაიცვა.

KARIBCHEმთელ რუსეთში ერთ-ერთი პირველი აკეთებდა ურთულეს ოპერაციებს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, თირკმელზე, ფილტვებზე, კუჭზე, არამედ გულსა და ტვინზეც კი. იგი ბრწყინვალედ ფლობდა თვალის ოპერაციის ტექნიკას და ბევრს დაუბრუბა მხედველობა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს კვირა და დღესასწაულები განსაკუთრებულად დატვირთული ჰქონდა, მაინც ხშირად დაიწყო სიარული ადგილობრივ ეკლესიაში, სადაც თავისი ადგილიც კი ჰქონდა. ვოინო-იასენეცკიმ ჩაიფიქრა, გადმოეცა თავისი შრომითი გამოცდილება წიგნში, რომლის სათაურადაც შეარჩია "ჩირქოვანი ქირურგიის მონახაზები". შეადგინა გეგმა, დაწერა შესავალი და უეცრად გაუჩნდა მტკიცე აზრი: როდესაც ეს წიგნი გამოიცა, მას ეპისკოპოსის სახელი ეწერა.

***
"1917 წლის დასაწყისში ჩვენთან ჩამოვიდა ჩემი ცოლის უფროსი და, რომელმაც ტუბეკულოზით გარდაცვლილი სრულიად ახალგაზრდა ქალიშვილი დაასაფლავა. საუბედუროდ, მან ჩამოიტანა ბამბის საბანი, რომელიც მის ქალიშვილს ეფარა. დამ ჩვენთან ორი კვირა დაჰყო და მისი გამგზავრებიდან სულ მალე ჩემს ცოლს ფილტვების ტუბერკულოზის დასაწყისი ნიშნები შევამჩნიე".

ცოლის ავადმყოფობამ აიძულა, მისთვის სხვა კლიმატი მოეძებნა და მათი ოჯახი ტაშკენტში გადასახლდა, სადაც ვოინო-იასენეცკის ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობა შესთავაზეს.

ექიმის სახლში უბედურებამ დაისადგურა - ნელ-ნელა უკვდებოდა ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე. მძიმე ავადმყოფობამ ქალს უკანასკნელი ძალაც გამოაცალა, ქმრის დაპატიმრების ცნობამ კი ბოლო მოუღო. მორგის თანამშრომლის, ვინმე ანდრიას ცილისმწამებლური დაბეზღებით ვოინო-იასენეცკი დააპატიმრეს თავის კოლეგასთან ერთად და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გვიან საღამოს ამ "სიკვდილის დარბაზში" გამოცხადდა ცნობილი პარტიის მუშაკი, რომელიც მთავარ ექიმს სახეზე იცნობდა. იგი გააოცა მისმა დანახვამ, გამოჰკითხა, რა მოხდა და სულ მალე ორ ექიმს გამოსასვლელი საშვი გადასცა და ორი გამცილებელიც გაატანა. განყოფილებაში დაბრუნებულმა ექიმმა განკარგულება გასცა, ავადმყოფები მოემზადებინათ დაგეგმილი ოპერაციისთვის, რომელიც კინაღამ ჩაშალა ექიმის დაპატიმრებამ.

ამ შემთხვევამ საბოლოოდ გატეხა მისი მეუღლე. "მას ციებ-ცხელება აწუხებდა, საერთოდ აღარ ეძინა და ძალზე იტანჯებოდა, - წერდა ამ დღეების შესახებ ვალენტინი, - უკანასკნელი 13 ღამე მის სასიკვდილო სარეცელთან გავატარე. უეცრად ანა სწრაფად წამოჯდა და ხმამაღლა თქვა: "ბავშვებს დაუძახე". როდესაც ბავშვები მოვიდნენ, მან ყველას ჯვარი გადასახა. შემდეგ ისევ დაწვა. ანა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი ღამის განმავლობაში სრულიად მარტო ვიდექი მიცვალებულის ფეხებთან და თვითონვე ვუკითხავდი ფსალმუნებს. მეორე ღამის დაახლოებით სამ საათზე 112-ე ფსალმუნს ვუკითხავდი, რომლის დასაწყისიც ტაძარში მღვდელმთავრის შემოსვლისას იგალობება. ფსალმუნის უკანასკნელმა სიტყვებმა თავზარი დამცა, რამეთუ სრულიად ნათლად მივიღე ისინი, როგორც ჩემკენ მომართული ღვთის სიტყვა: "რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა დედად შვილთა ზედა სიხარულევნად". უფალმა "უწყოდა, რაოდენ მძიმე და ეკლიანი გზა მელოდა, ამიტომ ჩემი შვილების დედის გარდაცვალებისთანავე თვითონვე იზრუნვა და მძიმე მდგომარეობა შემიმსუბუქა. მცირედი ეჭვის გარეშე მივიღე თავზარდამცემი სიტყვები ჩემი საოპერაციო განყოფილების ექთანზე, სოფია სერგეევნაზე, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მან ცოტა ხნის წინ დამარხა ქმარი და შვილები არ ჰყავდა, მთელი ჩემი ნაცნობობა მასთან კი მხოლოდ ოპერაციის შესახებ საქმიანი საუბრებით შემოიფარგლებოდა. სიტყვები - "დააშენის ბერწი სახლსა შინა დედად შვილთა ზედა სიხარულევნად" - უეჭველად მივიღე, როგორც ღვთის ნება ჩემს შვილებზე ზრუნვისა და აღზრდის მასზე მინდობის შესახებ.

დილის შვიდ საათზე გავეშურე სოფია სერგეევნასკენ. კარზე დავაკაკუნე. მან კარი გამიღო და გაოცებულმა დაიხია უკან, როდესაც თავისი მკაცრი უფროსი ასე ადრიანად დაინახა.

- მაპატიეთ, სოფია სერგეევნა, - ვუთხარი მას, - მე თითქმის არ გიცნობთ, ისიც კი არ ვიცი, გწამთ თუ არა ღმერთი, მაგრამ ღვთის განგებულებით მოვედი თქვენთან, რათა შეგიყვანოთ ჩემს სახლში "დედად შვილთა ზედა სიხარულევნად". მან დიდი მღელვარებით მოისმინა ჩემი მონათხრობი იმის შესახებ, რაც ღამით გადამხდა თავს და მითხრა, რომ მისთვის მტკივნეული იყო შორიდან იმის ყურება, როგორ იტანჯებოდა ჩემი ცოლი, მაგრამ დახმარების შემოთავაზება ვერ გაბედა. იგი სიხარულით დათანხმდა ღვთის ნების აღსრულებას". ასე გახდა ღვთის ნებით სოფია სერგეევნა ვოინო-იასენეცკის ოთხი შვილის დედა, მაგრამ მისი მეუღლე არ გამხდარა - ასეთი იყო განაჩენი. მათი ურთიერთობის სიწმინდეს ამოწმებდა თვით მმართველი მღვდელმთავარი, რომელიც ექიმს პირადად იცნობდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
31.03. 2019
ნატალია ზოიძე
საქართველოს რომელ ტაძარშია წმ.ლუკას სიწმინდე?
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat